საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/177; 15.03.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, დაჩქარებული წესით, 2022 წლის 12-15 აპრილის პლენარულ სხდომებზე განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-4428/22
08-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით
მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/177; 15.03.2022).
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2022 წლის 25 მარტს მიიღო
გადაწყვეტილება (N135/3) აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვის შესახებ და მისი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვადად
განსაზღვრა 2022 წლის 29 მარტი−1 აპრილი. თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ჯერჯერობით არ
განხილულა. შესაბამისად, მოგმართავთ, მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის ახალი ვადების, კერძოდ, 2022 წლის
12-15 აპრილის, განსაზღვრის თაობაზე.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის წევრი
დავითი მათიკაშვილი
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge