საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ანა დოლიძის, ზვიად ტომარაძის, ალექსანდრე პაიკიძის, დავით მიროტაძის, გიორგი კვაბზირიძის და ნუგზარ მელაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-7884/21; 11.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4468/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4468/22 11-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ანა დოლიძეს, ზვიად ტომარაძეს, ალექსანდრე პაიკიძეს, დავით მიროტაძეს, გიორგი კვაბზირიძეს, ნუგზარ მელაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ანა დოლიძის, ზვიად ტომარაძის, ალექსანდრე პაიკიძის, დავით მიროტაძის, გიორგი კვაბზირიძის და ნუგზარ მელაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7884/21; 11.06.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 6 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ანა დოლიძის, ზვიად ტომარაძის, ალექსანდრე პაიკიძის, დავით მიროტაძის, გიორგი კვაბზირიძის და ნუგზარ მელაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7884/21; 11.06.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რის შედეგადაც, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიის მიერ ცესკოსთვის წარსადგენი მხარდამჭერთა სიის ხელმომწერ ამომრჩეველთა მინიმალური რაოდენობა 25000-დან 5000-მდე შემცირდება. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც პოლიტიკურ პარტიას მსგავს შემთხვევაში არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის ცესკოსთვის წარდგენა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მოეთხოვებოდა, და მიიჩნევენ, რომ იგივე პრინციპი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებზედაც უნდა გავრცელდეს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ შესაბამის პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25000 ამომრჩევლის სია. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა აზრით, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მსგავსი მოთხოვნა არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის ცესკოსთვის წარდგენას მოიცავდა, მიზანშეწონილია, იგივე მოთხოვნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებზედაც გავრცელდეს და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიის მიერ ცესკოსთვის წარსადგენი მხარდამჭერთა სიის ხელმომწერ ამომრჩეველთა მინიმალური რაოდენობა 25000-დან 5000მდე შემცირდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324-რს კონსტიტუციურ კანონში 2020 წლის 29 ივნისს შეტანილი ცვლილების საფუძველზე, რომელიც გარდამავალ ნორმებს მოიცავს და 2024 წლამდე იმოქმედებს.1 შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის ცესკოსთვის წარდგენის მოთხოვნაც საგამონაკლისო წესით ასევე 2024 წლამდე იმოქმედებს, ხოლო შემდეგ ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი და ეს მოთხოვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის წარდგენის მოთხოვნით თავისთავად შეიცვლება.2 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მორიგი არჩევნების 2024 წლამდე გამართვას არ ითვალისწინებს, 2024 წლიდან კი პარლამენტის არჩევნებსა და საკრებულოს არჩევნებზე თავისთავად ერთნაირი სტანდარტი (არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის წარდგენის მოთხოვნა) გავრცელდება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საარჩევნო 1 იხ. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324-რს კონსტიტუციური კანონის 21 მუხლი, მათ შორის, ამ მუხლის მე-8 პუნქტი. 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი: „პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.“ კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც არის არა გარდამავალი ნორმა, არამედ ძირითადი ნორმა) საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით შეიცვლება, პარლამენტის არჩევნებსა და საკრებულოს არჩევნებს შორის 2024 წლიდან ავტომატურად განსხვავებული სტანდარტები ამოქმედდება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ამჟამადაც (2024 წლამდეც) არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული მხარდამჭერთა სიის წარდგენის მოთხოვნა მოქმედებს3 და ამ მხრივ პარლამენტის შუალედური არჩევნები საკრებულოს არჩევნებისგან არ განსხვავდება. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანა დოლიძის, ზვიად ტომარაძის, ალექსანდრე პაიკიძის, დავით მიროტაძის, გიორგი კვაბზირიძის და ნუგზარ მელაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-7884/21; 11.06.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 3 იხ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 198-ე მუხლის მე-5 პუნქტი.