საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მოსამართლეთა შერჩევის ერთიანი კრიტერიუმის დადგენის საკითხი) (№1-1544/22; 11.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4470/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4470/22 11-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1544/22; 11.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 6 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1544/22; 11.02.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნეს 351 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გამოიყენება და შემდეგი სახის ნორმას ითვალისწინებს: „სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ფასდება ამ მუხლის მე-3–მე-16 პუნქტების შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისა – ამ კანონის 363 მუხლისა და 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. ამასთანავე, სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა.“ საკანონმდებლო წინადადების ავტორი მის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას საჭიროდ მიჩნევს, რათა, მისი აზრით, მოსამართლეობის ყველა კანდიდატის (როგორც სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატის, ისე სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატის) მიმართ შეფასების ერთნაირი კრიტერიუმები არსებობდეს და ამ გზით მათ მიმართ თანასწორი მოპყრობა იქნეს უზრუნველყოფილი. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 351 მუხლის მე-2 პუნქტის მიზანია, სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის მიერ განხილული საქმეების ანალიზის საფუძველზე შეფასდეს მისი ის ცოდნა და უნარები, რომლებიც იმავე პუნქტში არის მითითებული. შესაბამისად, კანონის ამ ნორმას თავისი ფუნქცია, მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს და მისი ხელაღებით, სათანადო არგუმენტაციის გარეშე ამოღება მიზანშეუწონელია. სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისა და სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის საკითხთან მიმართებით კი (რაზედაც უთითებს საკანონმდებლო წინადადების ავტორი) გასათვალისწინებელია, რომ იგივე ნორმა („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 351 მუხლის მე-2 პუნქტი) სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისგან განსხვავებით, ვერ ექნება განხილული საქმეები, რადგან წარსულში ის მოსამართლის თანამდებობაზე არ ყოფილა განწესებული. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე მითითება დაუსაბუთებელია. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1544/22; 11.02.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი