საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-14276/21; 01.11.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4471/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4471/22 11-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14276/21; 01.11.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 6 აპრილის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14276/21; 01.11.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლში და იმავე კოდექსის 332-ე−3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (სამოხელეო დანაშაულების) ჩადენისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა 20 წლამდე გაიზარდოს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამგვარ საკანონმდებლო ცვლილებას შემაკავებელი ეფექტი ექნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებულ მშენებლობებთან დაკავშირებული სამოხელეო დანაშაულების ჩადენისას, რადგან ასეთი დანაშაულების გამოძიებას შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი აწესრიგებს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხებს, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს აღნიშნული ხანდაზმულობის ვადებს; კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: − ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; − ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; − ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; − თხუთმეტი წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (სამოხელეო დანაშაულებისათვის), თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; − ოცი წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის), თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს; − ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამგვარად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობა გარკვეულ სისტემურ ლოგიკას ექვემდებარება; კერძოდ, მათი ხანგრძლივობა ერთმანეთისგან განსხვავდება რიგ შემთხვევებში დანაშაულის კატეგორიის (ნაკლებად მძიმე დანაშაული, მძიმე დანაშაული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) მიხედვით, ხოლო რიგ შემთხვევებში − დანაშაულის კონკრეტული სახის (სამოხელეო დანაშაული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული) მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (სამოხელეო დანაშაულების) მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, მოქმედი კოდექსის მიხედვით, 15 წელია (თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს). საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ამ ვადის 20 წლამდე გაზრდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის 20 წლამდე გაზრდის შემთხვევაში ეს ვადა გაუთანაბრდება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული დანაშაულების მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის ვადას და დაირღვევა ის სისტემური ლოგიკა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ეფუძნება. ამ საკითხის შესახებ სათანადო მსჯელობა და დასაბუთება კი საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი არ არის. საკანონმდებლო წინადადების ავტორი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე– 3421 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულების (სამოხელეო დანაშაულების) მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის ვადის 20 წლამდე გაზრდას საჭიროდ მიიჩნევს მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი აზრით, ამგვარ საკანონმდებლო ცვლილებას შემაკავებელი ეფექტი ექნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებულ მშენებლობებთან დაკავშირებული სამოხელეო დანაშაულების ჩადენისას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო წინადადების გაზიარება გულისხმობს 20-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დადგენას არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სფეროში ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიმართ, არამედ, ზოგადად, ნებისმიერ სფეროში ჩადენილი შესაბამისი სამოხელეო დანაშაულების მიმართ. სათანადო მსჯელობა და დასაბუთება კი არც ამ საკითხის შესახებ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაში. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-14276/21; 01.11.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი