საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობის შესახებ (№1-3883//22; 30.03.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4472/22
11-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობასთან დაკავშირებით (N1-3883/22;
30.03.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 6 აპრილის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობასთან
დაკავშირებით (N1-3883/22; 30.03.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც
მიზნად ისახავს ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის
ეფექტიანობის გაუმჯობესებას; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს:
−
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლებისთვის პენიტენციურ
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭებას;
−
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის საჩივრით დაუბრკოლებლად მიმართვის
უფლებისა
და
წამებასთან,
არაადამიანურ
დაკავშირებული
საჩივრების
შესახებ
და
დამამცირებელ
ინფორმაციის
სპეციალური
მოპყრობასთან
საგამოძიებო
სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულების უზრუნველყოფას;
−
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული წინადადებით ზედამხედველი
პროკურორისთვის მიმართვის უფლებამოსილების სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსის მოადგილისთვის მინიჭებას;
−
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოებასა და
დაზუსტებას (საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის იმ დანაშაულზე გავრცელებასაც, რომელიც
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილებით დადგენილ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტთან არის დაკავშირებული);
−
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების
დაუბრკოლებლად ჩატარების უზრუნველყოფის გაუმჯობესებას (მოქმედი კანონის
თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის
საქმის გამოძიების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ
უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს
გამოძიებას. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის
მიერ
იმ
უწყების
ტექნიკური
აღჭურვილობისა/საშუალებისა
და
სატრანსპორტო საშუალების საგამონაკლისო წესით (გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში) გამოყენების შესაძლებლობასაც, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი
დანაშაულის ფაქტზედაც იგი აწარმოებს გამოძიებას);
−
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი
დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას;
−
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მიზიდვის
ხელშეწყობას;
−
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა
და მოქალაქეთა მიღების ზოგადი პროცედურების დაზუსტებას.
II. კომიტეტის შეფასება
2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გაუქმდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით
გაიმიჯნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და მათი ერთი ნაწილის
შესრულება დაეკისრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო მეორე ნაწილის შესრულება
− პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. შესაბამისად, სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურს მიენიჭა სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქცია, ამასთანავე, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, მანამდე მოქმედი სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან შედარებით, გაფართოვდა და მას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორმოცდაათამდე მუხლით განსაზღვრული
დანაშაულები დაემატა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა ფარგლების გათვალისწინებით,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მართებულად მიიჩნევს ყველა იმ სათანადო ღონისძიების
განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობისა და
ქმედითობის გაზრდას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილებები საყურადღებოა
განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ახალშექმნილი სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობა
2021
წლის
30
დეკემბრის
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საკმაოდ ფართოდ განისაზღვრა, რამაც, თავის მხრივ,
ამ სამსახურის საქმიანობის ხელშემწყობი ცალკეული დამატებითი ღონისძიებების გატარების
საჭიროება გამოავლინა. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებები
სწორედ ამგვარი ღონისძიებების გატარებისკენ არის მიმართული და ისინი სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
დადებითად აფასებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეწონილად
მიიჩნევს მის მისაღებად ცნობას.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ
საკითხთა
წარმოდგენილი
კომიტეტმა
საკანონმდებლო
სპეციალური
წინადადება
საგამოძიებო
სპეციალური
სამსახურის
საგამოძიებო
მიერ
სამსახურის
ეფექტიანობასთან დაკავშირებით (N1-3883/22; 30.03.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად
ცნო მიღებულად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი