საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ უმეთვალყურეო და მიკედლებული ცხოველების ცხოველთა თავშესაფარში სავალდებულო გადაყვანის შესახებ (№1-16648/21; 09.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-11
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 11 აპრილი, 12:00 საათი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86; 23.06.2021) II მოსმენა (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
2. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „უმეთვალყურეო და მიკედლებული ცხოველების ცხოველთა თავშესაფარში
სავალდებულო გადაყვანის შესახებ“ (1-16648/21; 09.12.2021);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
3. საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „უსახლკარო ძაღლებისთვის სკვერებში პატარა სახლების აშენებასთან
დაკავშირებით საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების შესახებ“ (1-15072/21;
22.11.2021);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე.