„უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“

რეზოლუციის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.04.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე გრიგოლ გეგელია; საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/191/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია რეზოლუციის პროექტის მიზანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისა და ხსენებული შეჭრის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ომის დანაშაულების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შეფასება. ერთი მხრივ, რეზოლუცია წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ გამოჩენილ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს, ხოლო, მეორე მხრივ, რეზოლუცია უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებას წარმოადგენს რომ მოუწოდოს პრაქტიკულ პარლამენტმა უკრაინის ძალისხმევას საქართველოს აღმასრულებელი იმის აღმასრულებელ ხელისუფლებისთვის კონკრეტული ტიპის დახმარების აღმოჩენისაკენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა არსებული პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელმა უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებრივი აქტების თაობაზე. ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები რეზოლუციის შედეგად, საქართველოს პარლამენტი, მკაფიოდ დააფიქსირებს ქართული სახელმწიფოს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკისა და მის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებრივი აქტების თაობაზე. ა.გ) რეზოლუციის ძირითადი არსი რეზოლუცია პასუხობს შეიარაღებული 2022 ძალების წლის მიერ 24 თებერვალს უკრაინის რუსეთის სუვერენულ ფედერაციის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შედეგად შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ ვითარებას და მკაფიოდ გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ომის მძიმე დანაშაულებს. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ მთავრობას აღმოუჩინოს კონკრეტული დახმარება უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება. ა.ე) რეზოლუციის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება რეზოლუცია ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აუცილებელია დაყოვნების გარეშე, რეზოლუცია ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას. ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვას) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება ამ რეზოლუციასთან მიმართებით. ბ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი უწყებებისთვის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალურ პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეზოლუციის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეზოლუციას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც პროექტით გათვალისწინებულ სტრუქტურებს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) მოუწევს დამატებითი მოქმედებების განხორციელება. ხარჯები საჭირო იქნება სხვადასხვა მოქმედებებისათვის, როგორიცაა სამივლინებო ხარჯები ადგილზე ჩასვლისათვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებში დროებით მივლინებისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას პირებზე. ბ.ვ) რეზოლუციით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი რეზოლუცია არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის ზეგავლენის შეფასება რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეზოლუციის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) რეზოლუციის ავტორი სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია. ვ) რეზოლუციის ინიციატორი რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ეყრდნობა რა გაეროს ქარტიას და საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებს, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფოს გააჩნია თანაბარი სუვერენიტეტი და ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობის და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებას და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო მართლწესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების; აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებად; იზიარებს რა, გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებულ ნიურენბერგის პრინციპებს, რომელიც ადგენს, თუ რა წარმოადგენს ომის დანაშაულს და 1998 წლის რომის სტატუტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ; იხსენებს რა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დღემდე არ ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს; ადასტურებს რა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სახელმწიფოზე; და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის ითვალისწინებს რა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისას უკრაინის მთელ რიგ წერტილებში, მათ შორის ბუჩასა და სხვა ქალაქებში, განახორციელეს სამხედრო აგრესია, რომლის შედეგი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის უამრავი ბავშვის სიცოცხლის განადგურება, ათასობით საცხოვრებელი სახლის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ობიეტების დანგრევა და უკრაინის ოთხი მილიონი მოქალაქის ქვეყნიდან ლტოლვილის სტატუსით გადინებაა. გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც აშკარად შეიცავენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ნიშნებს. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყონებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით. მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას.