საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად №12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-4486/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად №12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 67

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 11 აპრილი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 11 აპრილი, 13.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N67 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, სავალან მირზოევი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ მასალებს საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველა დოკუმენტაცია, რაც საჭიროა ფორმალურად და იურიდიულად წესრიგშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თვამჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური 1 არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „# 12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ ირაკლი ქადაგიშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2