საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 45 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
წერილი
2-4561/22
12-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N103/4, 08.12.2021 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი)
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია
წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან
ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021).
ვინაიდან საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ
დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 45 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი