საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 7-8 აპრილს ქალაქ რომში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბავშვთა უფლებების ქვეკომიტეტის შეხვედრასა და ღონისძიებაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-4654/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-13
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-4654/22 12-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 7-8 აპრილს მივლინებით ვიმყოფებოდი იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბავშვთა უფლებების ქვეკომიტეტის შეხვედრასა და ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის და ზემოაღნიშნული ქვეკომიტეტის წევრი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის - მარიამ ლაშხის ანგარიში მიმდინარე წლის 7-8 აპრილს მივლინებით ვიმყოფებოდი იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბავშვთა უფლებების ქვეკომიტეტის შეხვედრასა და ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის და ზემოაღნიშნული ქვეკომიტეტის წევრი. ბავშვთა უფლებების ქვეკომიტეტის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “Beyond the horizon: a new era for the rights of the child” (არაოფიციალური თარგმანი: „ჰორიზონტს მიღმა: ახალი ერა ბავშვთა უფლებებისთვის“). კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო 2022 წლის 23 თებერვალს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებების ახალ სტრატეგიაზე მუშაობას (სტრატეგია 2022-2027). აღნიშნული სტრატეგია („რომის სტრატეგია 2022-2027) წარმოდგენილ იქნა, როგორც ევროპული ინსტრუმენტი, რომლითაც იხელმძღვანელებენ ევროპის საბჭო და მისი წევრი ქვეყნები, ბავშვის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, შემდეგი ექვსი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის: 1.Freedom from violence for all children 2. Equal opportunities and social inclusion for all children 3. Access to and safe use of technologies for all children4. Child-friendly justice for all children5. Giving a voice to every child 6. Children’s rights in crisis and emergency situations;(არაოფიციალური თარგმანი: 1. ძალადობისგან თავისუფლება ყველა ბავშვისთვის;2. თანაბარი შესაძლებლობები და სოციალური ჩართულობა ყველა ბავშვისთვის; 3. ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა და მათი უსაფრთხო გამოყენება ყველა ბავშვისთვის; 4. მეგობრული მართლმსაჯულება ყველა ბავშვისთვის; 5. ხმის მიცემა ყველა ბავშვისთვის 6. ბავშვთა უფლებები კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში;) დელეგატებსა და კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მოგვეცა, გამოგვეხატა ჩვენი ერთგულება სტრატეგიისადმი და წარმოგვედგინა ჩვენი ხედვები ბავშვის უფლებების განხორციელების შესახებ მომდევნო წლებში და გაგვეცვალა შეხედულებები ამ საკითხში გამოჩენილ საერთაშორისო ექსპერტებთან. გარდა ამისა, კონფერენცია მოიცავდა უამრავ თემატურ სესიას, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, დეტალურად განგვეხილა ზოგიერთი ბოლო დროს განვითარებული მოვლენა და მნიშვნელოვანი გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე. ასევე, შევიმუშავეთ სახელმძღვანელო სამთავრობო და მთავრობათშორისი ქმედებებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო წლებში; დისკუსიებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩემი მონაწილეობა განსაკუთრებით მოიცავდა ბავშვების ტექნოლოგიებზე წვდომასა და მათი უფლებების დაცვის ნაწილში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. მათ შორის, ამ მიმართულებით ბავშვების ძალადობისგან დაცვის პრობლემურ საკითხებს შევეხე. ასევე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ, რაც ჩემთან აღნიშნულ კონფერენციაზე გამგზავრებამდე გამართული შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოკვეთეს. შემდეგ კი ამ საკითხებზე მოვისმინე კოლეგებისა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტების აზრები და გამოცდილებები. გარდა ამისა, რომში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, ვეწვიე საქართველოს საელჩოს იტალიის რესპუბლიკაში და შეხვედრა გავმართე ბატონ ელჩთან - კონსტანტინე სურგულაძესთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ატაშეებთან - ირაკლი ვეკუასა და თეა ჩხაიძესთან. სადაც განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განვიხილეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. პატივისცემით, მარიამ ლაშხი 12.04.2022