საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილ პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებისა და შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ (№1-18360/21; 16.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-4720/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-14
ბიუროს ნომერი 142

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4720/22 13-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებისა და შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ (№1-18360/21) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებისა და შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების შესახებ“ . საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით: - - სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე ყველანაირ ბიზნესში (მათ შორის ჯანსაღი პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო სფერო) დადგენილ სარეალიზაციო ფასებში უნდა ასახოს მოგების დანამატი თვითღირებულებაზე არაუმეტეს 20%-ის ოდენობისა; საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთათვის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას 5 ლარს და პოზიციების მიხედვით მზარდ ოდენობებს. კომიტეტს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრებები: - საქართველოში დღეისათვის არ მოქმედებს რეგულირებადი ფასები პროდუქციაზე და მომსახურეობაზე, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაადგენდა ფასში ერთიან, მაქსიმალურ ზღვრულ დანამატს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ფასში მოგების დანამატის ერთიანი 20%-იანი მაქსიმალური ზღვრის დაწესება ბიზნესის სპეციფიკის გაუთვალისწინებლად წინააღმდეგობაში მოდის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge - საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მსხვილი ბიზნესისათვის ხელს შეუწყობს დასაქმების სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის გაზრდას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი