საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 81
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
2022 წლის 13 აპრილი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის
და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-3/177; 15.03.2022) III მოსმენა.
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N81
13.04.2022
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი,
დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, გურამ
მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, მიხეილ
სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო
ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა
სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს
გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის
სხდომის დღის წესრიგს.
სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის
და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/177; 15.03.2022) III მოსმენა.
მომხსენებელი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი
ოხანაშვილი
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
მოისმინეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის
ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით
მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/177; 15.03.2022) III მოსმენით.
კანონში
მომხსენებლის ინფორმაციით რედაქციული ცვლილებები არ არის წარმოდგენილი.
აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა
გადაწვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი
ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/177; 15.03.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის
შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით
განხილვისათვის მომზადებულად
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
მოისმინეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის
ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის
საკითხთან დაკავშირებით.
მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ფრაქცია “ქართული ოცნება”
წარმოადგინა ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა.
გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი არჩეულ იქნეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
ანრი ოხანაშვილი
ნია ლეჟავა
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად,
იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)