„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს ცვლილება და 121 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, 2022 წლის 1
სექტემბრამდე დასაშვებია:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის
თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს ამ
კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის,
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე
გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა
შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით, ასევე მე-6 მუხლის 51 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდეს ამავე პუნქტებით გათვალისწინებულისგან
განსხვავებულ ვადებში და წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს თამბაქოს
ნაწარმის შეფუთვასთან და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანასთან დაკავშირებულ
საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,
თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს
საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე
აფხაზურად), და უნდა იყოს დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე
გამჭვირვალე შეფუთვისა) (სიგარის, სიგარილას, დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს,
თხევადი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, აგრეთვე 50 კილოგრამზე მეტი თამბაქოს
ნედლეულის შემთხვევაში დასაშვებია დაბეჭდვის ნაცვლად სამედიცინო გაფრთხილების
სტიკერის სახით დაკვრა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი,
შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს.
ამასთან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3
1
და 3 პუნქტების შესაბამისად, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა
გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი
გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და
იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და
იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს
3 თვისა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და
უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების
შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ფილტრიანი და უფილტრო
სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის
ცვლილების შემთხვევაში ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და
იმპორტიორი ვალდებულია წარუდგინოს სამინისტროს განახლებული დოკუმენტები
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს
3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს
თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი)
საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის,
რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი
ვალდებულია
აღნიშნული,
განახლებული
ინფორმაცია
ხელახლა
წარადგინოს
ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი
ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის
საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.
რაც შეეხება გასახურებელ თამბაქოს ან თამბაქოს ახალ ნაწარმს, აღნიშნული
პროდუქციის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს
შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც
გეგმავს იგი, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე.
ამასთან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 51
პუნქტის შესაბამისად თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი თამბაქოს ნაწარმის საქართველოში
სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი თამბაქოს ნაწარმის
იმპორტირებისას ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია
იმის შესახებ, თუ თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე რა სახის
(ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება) და
რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე
განთავსებულ ქარხნებში შეუძლებელია პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო
გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს უკრაინიდან
იმპორტირებული სიგარეტი, ჯამში, საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის
დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გადასახადის
გადამხდელთა მიერ განხორციელდება იგივე ან/და სხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმის
საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, სხვა ალტერნატიული ქვეყნებიდან.
იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელებს შეექმნათ საქმიანობისათვის
ხელსაყრელი გარემო და ზემოხსენებულმა პროცესებმა გავლენა არ იქონიოს იმპორტის
გადასახდელების (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი)
შემოსავლებზე სახელმწიფო ბიუჯეტში, შემუშავებულ იქნა წარმოდგენილი პროექტი,
რომლის მიღების შედეგადაც, საქართველოს მთავრობას ექნება სამართლებრივი საფუძველი,
შეზღუდული დროით, დადგენილებით განსაზღვროს გამონაკლისი, რომ „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო
გაფრთხილება ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნებისგან განსხვავებული იყოს. გადასახადის გადამხდელებს ექნებათ შესაძლებლობა,
შეზღუდული დროით, საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ
თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის
სახით დაკვრა. ამასთან, საქართველოს მთავრობას ექნება უფლებამოსილება შეზღუდული
დროით განსაზღვროს გამონაკლისი რათა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით, ასევე მე-6 მუხლის 51 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდეს ამავე პუნქტებით გათვალისწინებულისგან
განსხვავებულ ვადებში და წესით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შემუშავება უკავშირდება „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს,
კერძოდ:
აღნიშნული ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი
კანონით არ არის მოწესრიგებული და მისი მიღება გადაუდებელი აუცილებლობითაა
განპირობებული. შესაბამისად, 2022 წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ
იქნა დადგენილება (N129) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის N150
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1
სექტემბრამდე დასაშვები გახდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების
განთავსებასა და თამბაქოს მწარმოებლების/იმპორტიორების მიერ თამბაქოს ნაწარმთან
დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებული ნორმებისა და ვადებისაგან
განსხვავებული (საგამონაკლისო) წესისა და ვადების შემოღება.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად კი, ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა,
საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო აქტის პროექტს,
რომლითაც გათვალისწინებული იქნება მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის
მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის
უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო აქტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობას ექნება სამართლებრივი
საფუძველი, დროებით (2022 წლის 1 სექტემბრამდე), დადგენილებით განსაზღვროს
გამონაკლისი და გადასახადის გადამხდელებს მიეცეთ უფლება, საქართველოს საბაჟო
საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების
გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა; აგრეთვე, თამბაქოს ნაწარმის
მწარმოებელს და იმპორტიორს მიეცეთ შესაძლებლობა, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული
ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების
(კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის), სამედიცინო
გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელ თამბაქოს ან
თამბაქოს ახალ ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე
წარუდგინოს განსხვავებული წესით და პირობებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის 121 მუხლს („გარდამავალი დებულებანი“) ემატება მე-6 პუნქტი,
რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევაში, 2022 წლის 1 სექტემბრამდე დასაშვებია:
ა) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული
სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის
სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმზე
სტიკერების დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე;
ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელს და იმპორტიორს ექნება შესაძლებლობა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან
გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის
ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის),
სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელ
თამბაქოს ან თამბაქოს ახალ ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე
ინფორმაცია წარუდგინოს განსხვავებული წესით და პირობებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი სავარაუდოდ დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან თავიდან იქნება აცილებული იმპორტის გადასახდელების
(იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი) სახით
სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირება, რომელიც შეიძლება
გამოიწვიოს უკრაინიდან სიგარეტის იმპორტის განუხორციელებლობამ. სტატისტიკური
მონაცემების მიხედვით, 2021 წელს უკრაინიდან იმპორტირებული თამბაქო, ჯამში,
საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
საქართველოში 2019-2022 წლებში (2022 წლის 4 აპრილის მდგომარეობით)
განხორციელებული თამბაქოს (სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, სიგარილები
(წვრილი სიგარები) და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან (სეს ესნ 2402))
იმპორტის შესახებ სტატისტიკა და დარიცხული გადასახადების შესახებ ინფორმაცია
შემდეგია:
წონა კგ
ღირებ. ლარი
2019
2020
2021
01/01 –
23/02
2022
24/02 –
04/04
სულ
4761010,54
5204334,24
5516749,12
200 950 679,81
222 812 816,43
259 720 723,80
სულ იმპორტირებული
დარიცხული გადასახდელები
იმპორტის
სულ
აქციზი
გადასახადი
773 533 548,00
985 576,00
623 903 561,00
921 843 417,90
998 491,00
746 237 203,50
1 044 864 234,68
761 277,00
845 098 472,32
200919,68
11 015 148,80
40 469 289,74
14 199,00
32 601 532,30
7 853 558,44
179161,09
8 731 739,37
35 115 643,80
195 033,00
28 232 026,90
6 688 583,90
380080,77
19 746 888,18
75 584 933,54
209 232,00
60 833 559,20
14 542 142,34
ჯამი
15862174,67
703 231 108,21
2 815 826 134,12
2 954 576,00
2 276 072 796,02
536 798 762,10
პერიოდი
დღგ
148 644 411,00
174 607 723,40
199 004 485,36
მათ შორის უკრაინიდან
%
სულ
175 038 482,19
191 207 862,56
228 641 702,38
87,11%
85,82%
88,03%
638 459 585,00
744 733 789,67
860 704 383,57
დარიცხული გადასახდელები
იმპორტის
%
აქციზი
გადასახადი
82,54%
0,00
514 367 280,00
80,79%
0,00
601 963 112,20
82,37%
54 196,00
694 478 750,62
181991,47
10 239 690,11
92,96%
36 714 116,62
90,72%
0,00
29 551 671,50
7 162 445,12
101363,23
5 438 439,90
62,28%
20 043 624,00
57,08%
0,00
16 156 529,50
3 887 094,50
283354,7
12940713,95
15 678 130,01
610 566 177,14
79,40%
86,82%
56 757 740,62
2 300 655 498,86
75,09%
81,70%
0,00
54 196,00
45 708 201,00
1 856 517 343,82
11 049 539,62
444 083 959,04
პერიოდი
წონა კგ
ღირებ. ლარი
2019
2020
2021
01/01 –
23/02
2022
24/02 –
04/04
სულ
ჯამი
3961117,03
4199474,9
4496767,32
დღგ
124 092 305,00
142 770 677,47
166 171 436,95
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი სავარაუდოდ დადებითად აისახება იმ პირებზე, ვისაც ის შეეხება.
კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებზე, ვინც უკრაინაში მიმდინარე საომარი
მოქმედებების გამო შესაძლებელია ვერ განახორციელონ თამბაქოს ნაწარმის იმპორტი
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.
დროებითი ღონისძიების სახით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს
მთავრობას ექნება სამართლებრივი საფუძველი, ნორმატიული აქტით განსაზღვროს თამბაქოს
ნაწარმის იმპორტიორებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულისგან
განსხვავებული/გამონაკლისი რეგულაცია, რითიც გადასახადის გადამხდელებს შეექმნებათ
თამბაქოს ნაწარმის იმპორტისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს
აღნიშნული იმპორტიორების მიერ შესაძლო ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.