„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული, ელგუჯა გოცირიძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, რამინა ბერაძე, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, გოჩა ენუქიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე
ნომერი
#07-3/193/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს 1151 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „1151. ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდება ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება ამ კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.“. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, გარკვეული ვადით შეზღუდული იყო რიგი უფლებები. მათ შორის, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეზღუდული იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, რამაც განაპირობა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ცალკეული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადება და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესება. სწორედ, აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება წარმოდგენილი პროექტის მომზადებაც, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემდგომ ხელშეწყობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით შექმნილი რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი - ქონების გადასახადის ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილებები: კანონპროექტის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება 1151 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლებულია ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. კერძოდ, „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016): - 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; - 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; - 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება; - 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. ამასთან, ცვლილების თანახმად, ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. პროექტით, აღნიშნულთან მიმართებაში ასევე განსაზღვრულია „შენიშვნა“, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ. (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არსებითად მნიშვნელოვანია რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ 2022 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით ხდება შესაბამისი საურავების დარიცხვა. ზემოაღნიშნული მძიმე ტვირთად აწვება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებზეც ეკონომიკურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია პროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელება. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს მიეცეთ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, 2022 წელს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დააკლდება დაახლოებით 39 მლნ. ლარი, რაც დეტალურად წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: N აღწერა გადასახადის სახე 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით 2021 წელს ქონების ქონების გადასახადზე გავრცელებული გადასახადი შეღავათი (იურიდიული (გარდა მიწისა) პირები) 309 მუხლის 115-ე ნაწილის 2022 წელს გავრცელების ქონების შემთხვევაში დამატებით გადასახადი საპროგნოზო (გარდა მიწისა) განთავისუფლებული ქონების ღირებულება სულ საპროგნოზო შეღავათის ოდენობა 2022 წელს 1 2 გადამხდელთა რაოდენობა ქონების ღირებულება შეღავათის ოდენობა ₾ 2044 3 480 811 511 34 808 115 1036 440 997 069 4 409 971 3080 3 921 808 580 39 218 086 რაც შეეხება საპროგნოზო შეღავათების გადანაწილებას რაიონების მიხედვით, ეს ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში: რაიონის კოდი რაიონის დასახელება საპროგნოზო შეღავათის ოდენობა (ქონების გადასახადი) სულ ჯამი 39,218,086 77 თბილისი 17,705,461 69 ბათუმი 9,718,130 86 თელავი 2,083,173 71 ქობულეთი 1,270,098 62 ბორჯომი 1,005,434 16 ყაზბეგი 918,059 15 დუშეთი 762,231 78 მცხეთა 637,414 90 ოზურგეთი 595,511 72 ხულო 594,916 18 ქუთაისი 453,564 50 გურჯაანი 395,846 56 ყვარელი 368,918 82 ზუგდიდი 353,089 52 სიღნაღი 334,164 25 წყალტუბო 306,689 24 ბაღდათი 261,300 12 წალკა 230,685 6 რუსთავი 207,214 73 ხელვაჩაური 169,448 41 მესტია 121,026 84 გორი 86,206 88 ახალციხე 84,379 46 ხაშური 70,185 22 საჩხერე 58,441 32 ონი 45,653 42 ფოთი 44,802 57 ლაგოდეხი 32,783 64 ლანჩხუთი 30,014 55 საგარეჯო 25,727 44 კასპი 22,849 9 ბოლნისი 22,643 80 ამბროლაური 20,798 21 სამტრედია 20,626 65 ჩოხატაური 19,748 19 ზესტაფონი 19,623 74 შუახევი 15,074 20 თერჯოლა 11,609 11 გარდაბანი 8,444 28 ხარაგაული 7,990 70 ქედა 7,888 54 ახმეტა 7,605 60 ახალქალაქი 7,486 35 მარტვილი 7,250 27 ტყიბული 7,172 37 სენაკი 5,638 14 თიანეთი 5,474 59 ასპინძა 4,626 10 მარნეული 4,073 23 ვანი 3,525 45 ქარელი 3,195 61 ადიგენი 3,098 40 ხობი 2,619 17 ახალგორი 2,263 26 ჭიათურა 2,202 8 თეთრიწყარო 1,431 36 აბაშა 1,042 39 წალენჯიხა 755 33 ცაგერი 410 53 დედოფლისწყარო 213 38 ჩხოროწყუ 83 63 ნინოწმინდა 50 29 ხონი 27  იმ დათქმით, რომ 2021 წელს გავრცელებული შეღავათის ოდენობა უცვლელი იქნება 2022 წლისათვის დამატებით პოპულაციად მიჩნეული გადამხდელების, რომელთაც საინფორმაციო ბარათის მიხედვით უფიქსირდებათ 309-ე მუხლის 115-ე ნაწილში აღწერილი საქმიანობა და წარდგენილია 2021 წლის ქონების დეკლარაცია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე (საპროგნოზო/სავარაუდო მაჩვენებელი 3080 გადამხდელი), რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამეტნის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამეტნის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე