საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას მომართვა მის მიერ 2022 წლის 28 მარტს წარდგენილი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/125; 23.02.2022) საქართველოს კანონის პროექტებზე ალტერნატიული წინადადებების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია
ნომერი
#2-4765/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-14
ბიუროს ნომერი 142 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-4765/22 14-04-2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა  პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და  წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და  ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს წევრებს  პატივცემულო კოლეგებო, საკითხი, რომელზეც მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება და რეაგირება შეეხება საპარლამენტო დემოკრატიის ფუნდამენტურ საკითხს - პარლამენტის წევრის მოსაზრების შეუფერხებელი წარდგენისა და განხილვის უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 28 მარტს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოვადგინე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საორგანიზაციო წინადადებები დეპარტამენტის საქართველოს სახელზე შედგენილი მთავრობის ალტერნატიული მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო ს აქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/125; 23.02.2022). მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის რეგლამენტი კანონპროექტისა და ალტერნატიული წინადადებების განხილვისათვის ადგენს მუხლობრივ განხილვას და კენჭისყრას, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 6 აპრილის სხდომაზე, დასახელებული კანონპროექტის და ალტერნატიული წინადადებების მუხლობრივი/პუნქტობრივი განხილვა არ მომხდარა. ალტერნატიული წინადადებები კანონპროექტის მუხლის, ნაწილისა და პუნქტების მიმართ არის წარდგენილი, თუმცა მათი ასეთი მიმდევრობით განხილვა და კენჭისყრა არ მომხდარა. ამასთანავე, კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს ჯერ კანონპროექტს, ხოლო შემდეგ ალტერნატიულ წინადადებებს, ერთიანად და არა მუხლობრივად. ეს კი დარღვევაა, რადგან კენჭი ჯერ ალტერნატიულ წინადადებებს ეყრება მუხლობრივად, ხოლო შემდეგ ძირითად კანონპროექტს. ამ ფაქტების დასტურად თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გთხოვთ ნახოთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 6 აპრილის სხდომის ვიდეოჩანაწერი. აღნიშნული დარღვევის გარდა, წამყვანმა კომიტეტმა არ წარუდგინა პარლამენტის ბიუროს ალტერნატიული წინადადებები, იგი ვერ მოხვდა პარლამენტის 13 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ძირითად კანონპროექტთან ერთად და ვერ მოხდა მათი წარდგენა პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულით შეიზღუდა პარლამენტის წევრის უფლება პარლამენტის კომიტეტის და პლენარული სხდომისთვის მოსაზრებების წარდგენასა და განხილვაზე. გთხოვთ : 1) შეისწავლოთ ეს ფაქტები და მოახდინოთ რეაგირება. 2) დასახელებული კანონპროექტი და ალტერნატიული წინადადებები განსახილველად დაუბრუნდეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, რადგან არ მომხდარა მათი მუხლობრივი განხილვა და კენჭისყრა, ასევე დარღვეული იყო კენჭისყრის პროცედურა/მიმდევრობა. პატივისცემით, თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია