„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა სამნიძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია, გიორგო ვაშაძე
ნომერი
#07-3/194/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 20 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) 8 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ქართველმა ხალხმა ცივილიზებული მსოფლიოს ხალხებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ომის მონაწილეთა პატივისცემა და მათი საქმის უკვდავყოფა მომავალი თაობების უმნიშვნელოვანესი საზრუნავია. საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით გამარჯვების დღეს სსრკ-ს დაშლის შემდეგაც რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება. ისტორიული ფაქტია, რომ 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელ, აგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. ომი დამთავრდა. დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კაპიტულაციას იუწყებოდა ხუთი პუნქტისგან შედგება. მასში წერია, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა. მეორე პუნქტში კი ვკითხულობთ: “გერმანიის სარდლობა დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას ყველა გერმანელ სამხედროს, საზღვაო და საჰაერო მმართველობასა და გერმანიის კონტროლ ქვეშ არსებულ ძალებს, რომ შეწყვიტონ აქტიური ოპერაციები ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე, 8 მაისს და რომ დარჩნენ იმ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე”.1 ეს ერთადერთი კაპიტულაციის აქტი არ არის, რომელიც გაფორმდა. 1 https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1 %83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94-8%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-9%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98- სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი (ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო), საბჭოთა კავშირის მხრიდან კი მარშალი ჟუკოვი. სტალინის მოთხოვნით ხელმოწერილი დოკუმენტი ყველა მხარემ სცნო და აღიარა. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში 9 მაისის, 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას რადიომ გადმოსცა თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.2 ბოლო წლებია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ ნაცვლად 9 მაისისა საქართველომ ნაციზმზე გამარჯვება აღნიშნოს 8 მაისს, როგორც ამას აღნიშნავს აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა და სხვები. მედიის განვითარების ფონდმა წამოიწყო კამპანია #ევროპასთანერთად. ამ კამპანიის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კრემლის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორიით მანიპულირების მუდმივი მცდელობა შეახსენოს და ნაციზმზე გამარჯვების დღის ევროპის ქვეყნებთან ერთად, 8 მაისს, აღნიშვნისკენ მოუწოდოს. მეტიც, კამპანიის სლოგანი არის “ევროპასთან ერთად”, ანუ, არა ის, რომ ისტორიულად ეს ასე არ ყოფილა ან არ არის საბჭოთა კავშირის როლი მნიშვნელოვანი ამ გამარჯვებაში, არამედ ის, რომ დასავლეთ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. მითუმეტეს, როცა რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც უნდა ახლდეს ამ დღეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული, რაც გამოიხატება ე.წ. უკვდავთა პოლკის მარშის მსვლელობებით, რომელსაც 2014 წელს კრემლი დაეპატრონა და მის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმ. გიორგის ლენტი გახდა სიმბოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და “ნოვოროსიას” ანუ “ახალი რუსეთის” კონცეფციის. %E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97/3 0599320.html 2 https://www.archives.gov/milestone-documents/surrender-of-germany დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და სურს გახდეს ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც არსებობდეს თანხვედრა დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს. ეძღვნება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც სწორედ ამ საკითხს ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებას საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ მიიჩნევა 9 მაისი და ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული. რამდენადაც, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და სურს გახდეს ცივილიზებული დასავლეთის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც არსებობდეს თანხვედრა დასავლეთის ქვეყნებთან და ფაშიზმზე გამარჯვება საქართველოშიც 8 მაისს აღინიშნოს. მითუმეტეს, როცა რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც უნდა ახლდეს ამ დღეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული. შესაბამისი ცვლილებაა საჭირო „საქართველოს შრომის კოდექსში“, სადაც საქართველოს ორგანული კანონში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ ნაცვლად 9 მაისისა მიეთითება 8 მაისი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში, ისე როგორც ცივილიზებულ დასავლეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ნაცვლად 9 მაისისა, 8 მაისს აღინიშნება. რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საბჭოური მემკვიდრეობისაგან განთავისუფლებისა და დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთობის თვალსაზრისით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“ ნაცვლად 9 მაისისა მიეთითება 8 მაისი. შესაბამისად, 8 მაისი გამოცხადდება უქმე დღედ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის მიხედვით, კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნული კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა და მნიშვნელოვანია,რომ უკვე მიმდინარე წელსვე ფაშიზმზე გამარჯვების დღე შეცვლილი თარიღით - 8 მაისს აღინიშნოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და ხელშეკრულების/შეთანხმების საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, არსებობის შემთხვევაში, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თეონა აქუბარდია; არმაზ ახვლედიანი; ხათუნა სამნიძე; გიორგი ვაშაძე; ტარიელ ნაკაიძე; პაატა მანჯგალაძე;