საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1161/22; 02.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-4951/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-4951/22 18-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1161/22; 02.02.2022). საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-დან ამოღებულ იქნას ის ნორმატიული ნაწილი (მუხლი 128), რომლის მიხედვითაც, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების ან დადგენილების აქტის გაცნობად ჩაითვალოს მათი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის თვალსაზრისით საკითხის ამგვარი მიდგომა არასამართლიანია და ამით ირღვევა ადამიანის უფლებები. მისი მოსაზრებით, ვინაიდან საქმე ეხება დიდი ოდენობის ჯარიმებს, სამართალდამრღვევ პირს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, პოზიციის მოწოდების მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. ასევე, სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ევროპის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აღნიშნულ საკითხზე მათი გამოცდილების და მოქმედი რეგულაციების შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ინსპექციის პოზიციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოების პროცესისა და გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების ან შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არ არის მიზანშეწონილი დადგენილი ნორმის ცვლილება და გზავნილის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების წესის გაუქმება. სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით, საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრის პრაქტიკას ვხდებით ევროპის ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ოფიციალური დასკვნის ასლები ეგზავნება ყველა სამშენებლო პროცესში ჩართულ მხარეს, საჯარო სამსახურებს და პასუხისმგებელ პირებს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძისა და ირაკლი ზარქუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/167; 09.02.2022), რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას, როგორც მის გაცნობად ჩათვლას. აღნიშნული კანონპროექტი, როგორც სავალდებულო დასკვნის წარმდგენმა, ასევე განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. კომიტეტის დასკვნაში, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებული იყო დამატებითი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეები. აღნიშნული რეკომენდაციები სრულად იქნა გათვალისწინებული ინიციატორების მიერ და აისახა კანონპროექტში. კომიტეტის პოზიციით, ასევე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დამატებითი მექანიზმები გამოყენებულ იქნეს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოტანილი დადგენილების გაცნობის წესის შემთხვევაშიც (მუხლი 128), რაზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული იქნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდანაც. კომიტეტის მოსაზრებით, კოდექსის 128-ე მუხლი არ უნდა იქნეს ამოღებული კოდექსიდან, როგორც ამას მოითხოვს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, არამედ მიზანშეწონილია მასშიც აისახოს ის დამატებითი მექანიზმები, რაც უკვე დადგინდა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსების წესის შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი
დანართი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041220567431 02.02.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება : გზავნილის "ღობეზე განთავსებით" ჩაბარების წესის გაუქმება შინაარსი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივი მონაწილეობით, გთხოვთ, განიხილოთ, რომ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"–დან (სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104) ამოღებული იქნას ის ნორმატიული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გზავნილის "ღობეზე განთავსებით" ადრესატისთვის (მშენებლობის ნებართვის მფლობელისთვის) ჩაბარებას. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 128–ე მუხლი შეიცავს შემდეგ დრაკონულ წესს: ციტატა: "1. სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი." ციტატის დასასრული. ამრიგად აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს 10000 ლარის და მეტი ოდენობის თანხებით დაკისრებისას ჯარიმის დაკისრების დადგენილების ჩაბარებას მისი ღობეზე გაკვრით, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე. ანუ, არ არის გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მისი დაჯარიმების წერილობითი ფორმით მისთვის თუნდაც ერთხელ გაგზავნა. ამგვარი რეგულირება მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული კოდექსის ჰარმონიზაცია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, რომლის 58.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ფაქტიურად, სამშენებლო ურთიერთობების მონაწილეებს ეზღუდებად საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება, ვინაიდან შეუძლებელია, რომ სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდეს სამშენებლო სამართალდამრღვევი პირი, ვინაიდან, როგორც წესი, მშენებლობას ახორციელებენ არა სამშენებლო ობიექტების მესაკუთრეები, არამედ – მშენებლები: მუშები, ინჟინრები, სამუშაოთა მწარმოებლები და სხვა. ამრიგად, 128– ე მუხლი წარმოადგენს უზნეო საკანონმდებლო ხაფანგს. დაუშვებელია, რომ საკანონდებლო . ნორმა არსებობდეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინოს უკანონობის ტირაჟირება და ადამიანის უფლებებების მასიური დარღვევა, მათთვის საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებობის წართმევა და გაუქმება. მსგავსი საკანონმდებლო ნორმა არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამ ნორმის არსებობა უდიდეს ზიანს აყენებს საჯარო წესრიგსგთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ დაუშვებელია, რომ ერთი და იგივე კანონი ითვალისწინებდეს გზავნილების ადრესატებისთვის ჩაბარების განსხვავებულ წესებს: სადავო კოდექსის 111–ე მუხლი აწესებს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ შეტყობინების დაზღვეული წერილით, ოფიციალური ვებგვერდით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი ან/და ელექტრონული ფოსტა) გაგზავნას. ხოლო მის მიერ შემდგომში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენაზე შედავების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელს მისი დაჯარიმების შეტყობინება ეგზავნება უკვე სხვა წესით: თუ მშენებარე ობიექტზე ვერ ნახეს (!), შეტყობინება განთავსდება სამშენებლო ღობეზე. ამგვარი დისპორპორცია და ასიმეტრია აბსოლუტურად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, წარმოადგენს ამორალურ საკანონმდებლო რეგულირების ქრესტომატიულ მაგალითს. შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ერთი და იგივე პირს მშენებლობის ნებართვა უნდა ჩაბარდეს ერთი წესით, ხოლო მისი, როგორც მშენებლობის ნებართვის მფლობელის დაჯარიმების დადგენილება – სხვა წესით, დადგენილების ღობეზე გაკვრით. სხვათა შორის, ღობეზე გზავნილის განთავსების წესიც არ არსებობს, რაც უფრო ამძიმებს ისედაც გაუსაძლის პირობებს და ნათელჰყოფს, თუ რამდენად არაჰუმანურ მეთოდს წარმოადგენს მოქალაქეებიდან 10000, 20000, 30000 ლარის და მეტი თანხების დაკისრება "ღობეზე გაკვრის" მეთოდით. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტის რეგლამენტშიც შევიდეს ანალოგიური "ხაფანგური" ნორმა და პასუხი საკანონმდებლო წინადადებაზე ინიციატორს ეცნობებოდეს მის ღობეზე წერილის გაკვრით. ან, წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოებიც მსგავს რეჟიმში იქნან გადაყვანილი. აშკარაა, რომ ამგვარი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია და სცდება გონივრულობის ფარგლებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებულია (მუხლი == მუხლი 26. 4 პრიმა მუხლი, ნაწილი 5) დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას." ამრიგად, მშენებლობის ნებართვის გაცემისას მოქმედებს გზავნილის ჩაბარების თანამდროვე საშუალებები, ხოლო ჯარიმის დაკისრებისას – ღობეზე გაკვრის წესი. ვინაიდან საკითხი შეეხება მშენებლობის დარგს, გთხოვთ, საკითხი განსახილველად გადაეცეს დამატებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ვინაიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარტივად დაწერს უარყოფით დასკვნას, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ჩართულობა განაპირობებს საკითხის რეალურად და სიღრმისეულად შესწავლას: საკითხი ეხება არა ვიწრო სამართლებრივ საკითხს, არამედ – ქვეყნის იმიჯს, სამშენებლო დარგის მონაწილე პირთა, დეველოპერთა, უძრავი ქონების მესაკუთრეთა და სამმშენებლო ურთიერთობების მონაწილე პირთა (დაკვეთი, მენარდე და ა.შ.) უფლებების დაცვას. ამგავარი დაუფიქრებელი და არადემოკრატიული ნორმების არსებობა საფრთხეს უქმნის სამეწარმეო საქმიანობას, დიდ ქონებრივ და სამართლებრივ პრობლემებს უქმნის სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეებს, მკვეთრად ამცირებს საზოგადოების ნდობას საჯარო ორგენოების მიმართ, ქმნის ნიჰილიზმის საფუძველს. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა:
დანართი
*GOV42200008042* GOV 4 22 00008042 18/03/2022 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, თქვენი მიმდინარე წლის 17 თებერვლის №1461/4-6/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1161/22; 02.02.2022), გიგზავნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციას (№GOV 3 22 00008023; 18.03.2022). ამასთან, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე სხვა უწყებების მხრიდან პოზიციების წარმოდგენის შემთხვევაში, გეცნობებათ დამატებით. პატივისცემით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი რევაზ ჯაველიძე *GOV32200008023* 18/03/2022 GOV 3 22 00008023 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით და გაცნობებთ შემდეგს: აღსანიშნავია, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ასევე, დადგენილებების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვტილებები), მხარეებს ეგზავნებათ საფოსტო გზავნილის მეშვეობით, რომელთა დიდი ნაწილის საფოსტო გზავნილით ადრესატისათვის ჩაბარება არ ხერხდება. ასევე, გახშირებულია შემთხვევები, როცა მხარე შეგნებულად არიდებს თავს ამ გადაწყვეტილების გაცნობას/ჩაბარებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობას, შესაბამისი აქტი არ შედის ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ/ვერ ხდება მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა, რაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) 128-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, გამორიცხავს აღნიშნული აქტის აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას (გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილის მიხედვით: „დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“). არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე, კერძოდ კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული აქტების აღსასრულებლად მიქცევა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე სამინისტრო ვერ დაეთანხმება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, ავტორები: ქარსელაძე ირაკლი (მინისტრი): *GOV82200008370* GOV 8 22 00008370 22/03/2022 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, თქვენი მიმდინარე წლის 17 თებერვლის №1461/4-6/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1161/22; 02.02.2022), დამატებით გიგზავნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (№GOV 8 22 00008424; 22.03.2022) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (№17-01220773389; 18.03.2022) პოზიციებს. პატივისცემით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი რევაზ ჯაველიძე *GOV82200008424* 22/03/2022 GOV 8 22 00008424 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ გზავნილის "ღობეზე განთავსებით" ჩაბარების წესის გაუქმების თაობაზე. მოგახსენებთ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, როდესაც მხარე დაინტერესებულია გადაწყვეტილების მიღებით და შესაბამისად ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებაც მარტივად ხორციელდება, მითითების, შემოწმების აქტის თუ დადგენილების ჩაბარებას პირები განზრახ არიდებენ თავს, ვინაიდან გადაწყვეტილება ცალსახად არახელსაყრელია მათთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს ეფექტურ ბერკეტად რჩება აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, რაც უზრუნველყოფს საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას. რაც შეეხება უშუალოდ გზავნილის სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავ უსაფრთხოების ღობეზე განთავსებას, შესაძლებელია პრაქტიკაში იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც მიმდინარეობდეს უნებართვო მშენებლობა და საინფორმაციო დაფა არ იყოს ობიექტზე გამოკრული, ასევე შესაძლებელია, ზედამხედველობის ორგანომ ვერ მოახერხოს სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლა, ასეთ შემთხვევებში ღობეზე აქტის განთავსება რჩება ერთადერთ ალტერნატივად. დამატებით აღვნიშნავთ, რომ მოცემული წესი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმებით გზავნილის "ღობეზე განთავსებით" ჩაბარების წესის გაუქმებას. რაც შეეხება ფოსტის მეშვეობით გზავნილების გაგზავნას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ რეგულირების სფეროს. ავტორები: დავითაშვილი ლევან (მინისტრი): წერილის ნომერი: 17-01220773389 თარიღი: 18/03/2022 პინი: 3722 ადრესატი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ.7 გადაამოწმეთ: document.municipal.gov.ge საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბატონ რევაზ ჯაველიძეს ბატონო რევაზ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 2022 წლის 22 თებერვალს შემოსულ №GOV02200005311 (შიდა რეგისტრაციის №03-0122053854-01) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს (შემდგომში - კოდექსი) 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. (თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება საინფორმაციო დაფა, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა, მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი) აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროს აწესრიგებდა საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც ზემოხსენებული აქტების მხარისთვის ჩაბარების განსხვავებულ წესს ადგენდა, კერძოდ, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული დანაწესის საფუძველზე, მუნიციპალური ინსპექციის მიერ აქტები იგზავნებოდა ფოსტით, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მათი გაცნობა ხდებოდა განთავსების გზით, ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. აღნიშნულმა პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ როგორც სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ასევე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მნიშვნელოვნად ჭიანურდებოდა, რამაც განაპირობა კოდექსის 128ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედი რედაქციით მიღება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების პროცესში მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს მუდმივ კომუნიკაციას მხარესთან ან მის მიერ მინდობილ პირთან, კოდექსის 125-ე მუხლის მე-21 მუხლის შესაბამისად, დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევისა. აღნიშნულის საფუძველზე, სამსახური უზრუნველყოფს ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვას, რომელზეც შესაბამისი უწყების საფუძველზე მოწვეულია მხარე. სხდომაზე, ერთი მხრივ, პირი აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებულ პოზიციას, ხოლო მეორე მხრივ, ეძლევა განმარტება საქმის წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების და სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგების შესახებ. საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც მოტივირებული საფუძვლის არსებობისას შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრას, მუნიციპალური ინსპექცია მსჯელობს დადგენილების ვადის გახანგრძლივების თაობაზე, ვინაიდან, სამსახურის მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მხოლოდ აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამშენებლო სამართალდაღვევის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, მოქმედებს სპეციალური კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომლითაც აღნიშნული სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, დადგენილია სამართლებრივი დოკუმენტების გაცნობის განსხვავებული წესი, მუნიციპალურ ინსპექციას, საქმისწარმოების პროცესისა და გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობისთვის დადგენილი წესის ცვლილება. პატივისცემით, მამუკა ჯაყელი მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი