საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ „პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (№1-1935/22; 18.02.2022) წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-5079/22
19-04-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
„პატიმრობის
კოდექსში
დამატებების
შეტანის
მიერ
წინადადებაზე
ცვლილებებისა
შესახებ“
და
საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1935/22;
18.02.2022)
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 18 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის
კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ
შესწავლილი იქნა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა
განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა ბრალდებულად ყოფნის პერიოდში გამომძიებლის
ან
პროკურორის
დადგენილებით
სატელეფონო
საუბრის
უფლების
შეზღუდვის
ფარგლებს. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში
განმცხადებლების მიმართ გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით სატელეფონო
საუბრის უფლების შეზღუდვისას მათ ასევე არ ჰქონდათ ტელეფონის მეშვეობით
ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, რადგან პენიტენციური დაწესებულებების
ადმინისტრაციის განმარტებით, ადვოკატი არ შედის პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
21 ნაწილში მითითებულ გამონაკლისებში. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის 21
ნაწილის
თანახმად,
ან
„გამომძიებლის
პროკურორის
მიერ
ბრალდებულისთვის
სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის,
საქართველოს
სახალხო
დამცველისა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
ცხელი
და
ხაზის
სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის
შესაძლებლობა წარმოადგენს დაცვის უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, რაც კიდევ
უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულისთვის, რომელსაც
მხოლოდ
ადვოკატის
საგამოძიებო
მეშვეობით
მოქმედებების
შეუძლია
ჩატარება
საკუთარი
და
ინტერესების
სასამართლოს
წინაშე
დასაცავად
წარსადგენი
მტკიცებულებების მოპოვება. იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო კანონმდებლობა
მკაცრად
განსაზღვრავს
საქმის
არსებითად
განხილვამდე
მხარეების
მიერ
მტკიცებულებების წარდგენის ვადებს, აღნიშნული ვადის დარღვევით წარდგენილი
მტკიცებულება, როგორც წესი, სასამართლოს მიერ აღარ განიხილება.
საკანონმდებლო წინადადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ
საფოსტო გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების თავისებურებების გათვალისწინებით,
ადვოკატთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიან გზად მიჩნეულ უნდა იქნეს სატელეფონო
საუბარი,
რომელიც
იძლევა
დაცვის
სტრატეგიის
დაგეგმვის,
მტკიცებულებების
მოპოვების მეთოდების განხილვისა და სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელების
დაგეგმვის შესაძლებლობას დაცვის მხარის პოზიციისა და არგუმენტების სათანადოდ
მოსამზადებლად.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორი
ითხოვს პატიმრობის კოდექსში მითითების გაკეთებას, რის შედეგადაც ბრალდებულს,
რომლის მიმართაც გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შეზღუდული იქნება
სატელეფონო
საუბრის
უფლება,
ექნება
აღნიშნული
შეზღუდვის
ფარგლებში
ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასახელებული მიზნის მისაღწევად
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
მიერ
შემოთავაზებულია
ცვლილების
განხორციელება პატიმრობის კოდექსში, კერძოდ 79-ე მუხლის 21 ნაწილში არსებულ
ადრესატთა ჩამონათვალში ბრალდებულის ადვოკატის დამატება.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და
კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი
სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს. აღნიშნული
უფლების
შეუფერხებლად
განხორციელება
ხელს
უწყობს
ბრალდებულისთვის
მინიჭებული უფლებების ეფექტიანად რეალიზებას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენს შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის პირობებში.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის
სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად წარმართვისა და სამართლიანი
გადაწყვეტილების
მიღებისათვის
უმნიშვნელოვანესია,
მხარეებს
გააჩნდეთ
მტკიცებულებათა მოპოვების, გამოკვლევის და, შესაბამისად, სასამართლო პროცესზე
მათი პოზიციის დასაბუთების თანაბარი შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
2018
წლის
„საქართველოს
მოქალაქე
14
დეკემბრის
ტიტიკო
№1/4/809
ჩორგოლიანი
გადაწყვეტილება
საქართველოს
საქმეზე
პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-8).
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
მოქმედი
კანონმდებლობით,
პატიმრობაში
მყოფ
ბრალდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო
საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა (პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის
პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). ბრალდებულის აღნიშნული უფლება შეიძლება
შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
სატელეფონო საუბრის უფლებისგან დამოუკიდებლად, პატიმრობის კოდექსის მე-18
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ასევე აქვს თავის დამცველთან
ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლებაც.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო საუბრის
უფლებაზე შეზღუდვის დაწესება გავლენას არ ახდენს ბრალდებულის უფლებაზე
შეხვდეს თავის ადვოკატს პენიტენციურ დაწესებულებაში და დაამყაროს მასთან
უშუალო
კომუნიკაცია.
განსხვავებით,
აღსანიშნავია,
ადვოკატთან
პირადი
რომ
სატელეფონო
შეხვედრის
საუბრის
უფლების
უფლებისგან
რეალიზებისას
კანონმდებლობა არ ზღუდავს ბრალდებულს არც პროცესის მწარმოებელი ორგანოს
(გამომძიებლის ან პროკურორის) გადაწყვეტილებით და არც ადვოკატთან შეხვედრების
რაოდენობაზე რაიმე სახის ლიმიტების დაწესებით. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია,
რომ კომუნიკაციაზე დაწესებული შეზღუდვა მიზნად არ უნდა ისახავდეს კონკრეტულად
ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვას, არამედ შეზღუდვა გულისხმობდეს შეიძლება
ადვოკატის გარდა სხვა პირებთან კომუნიკაციას. მაგრამ უკიდურესად რთულია, რომ
კომუნიკაციის კლასიფიცირებულად შეზღუდვა იყოს რეალურად აღსრულებადი და არ
რჩებოდეს უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად გამოყენების
რისკები დაუცველი. ცალკეულ სუბიექტებთან მიმართებაში კომუნიკაციის შერჩევითად
შეზღუდვის
შემთხვევაში
შესაძლებელია
გაჩნდეს
დაწესებული
ლეგიტიმური
შეზღუდვის „გვერდის ავლის“ რისკი, რომელიც გადის კონტროლის სივრციდან.
კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის
მიუხედავად,
პატიმრობის
კოდექსის
მიხედვით,
ბრალდებულს
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის,
საქართველოს
სახალხო
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
უნარჩუნდება
დამცველისა
ცხელი
და
ხაზის
სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების უფლება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია,
რომ აღნიშნულ შემთხვევებში კომუნიკაცია ხორციელდება ცხელი ხაზის ნომერზე, ე.ი.
ადგილი აქვს წინასწარ განსაზღვრულ, ვერიფიცირებულ ადრესატთან კომუნიკაციას, რაც
გამორიცხავს სატელეფონო საუბრის უფლების არამიზნობრივად გამოყენების რისკებს.
საკითხის განხილვისას, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ცალკეული უწყებების ცხელ ხაზზე
დაკავშირების
უფლებისგან
განსხვავებით,
ბრალდებულისთვის
ადვოკატთან
სატელეფონო საუბრის უფლების მინიჭებისას შეუძლებელია იმის განსაზღვრა და
გადამოწმება, თუ
ვისთან დაამყარებს პირი რეალურად კომუნიკაციას ამ უფლების
გამოყენების შედეგად და რამდენად იქნება თავიდან აცილებული ის რისკები, რისთვისაც
პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე
მკაცრი სახე - პატიმრობა. ადვოკატთან კომუნიკაციის პროცესზე დამცავი მექანიზმის
(ადრესატის
ვინაობის
გარკვევა,
საუბრის
პროცესში
კომუნიკაციის
მონაწილის
ჩანაცვლების გამორიცხვა და ა.შ.) გავრცელების დაუშვებლობის პირობებში, როდესაც
მხოლოდ ბრალდებულის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული ნამდვილად
ადვოკატთან განახორციელებს სატელეფონო საუბარს თუ სხვა პირთან, პრაქტიკულად
ძირი გამოეცლება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის
ეფექტიანობას.
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სისხლის
სამართლის
საქმის
სახელმწიფოსგან
დროულად
მოითხოვს
და
ეფექტიანად
გამოძიების
ისეთი
მექანიზმების
შექმნას,
რაც
მიმართულებით
ერთი
მხრივ
უზრუნველყოფს დაცვის მხარის უფლებების სათანადოდ რეალიზებას, ხოლო მეორე
მხრივ გამოძიების მიზნების მიღწევას არ გახდის ბრალდებულის კეთილსინდისიერებაზე
დამოკიდებულს.
მექანიზმი,
რომელშიც
პატიმრობაში
მყოფ
ბრალდებულს
შეუზღუდავად ექნება სატელეფონო საუბრის გამოყენების უფლება, კომუნიკაციის
მეორე მხარის ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის პირობებში,
პრაქტიკულად ნიშნავს პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას
და გამოძიების პროცესში მოწმეებზე გავლენის მოხდენის, ახალი დანაშაულის ჩადენის,
მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის სავარაუდო თანამონაწილეებთან
კომუნიკაციის დაუშვებლობის მხოლოდ ბრალდებულის კეთილსინდისიერების იმედად
დატოვებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ პატიმრობის
კოდექსში 79-ე მუხლის 21 ნაწილში შემოთავაზებული ცვლილება სათანადოდ ვერ
უზრუნველყოფს იმ რისკების დაზღვევას, რაც საფუძვლად დაედო ბრალდებულის
მიმართ
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობის
გამოყენებასა
და
გამომძიებლის/პროკურორის მოტივირებული დადგენილებით მისთვის შესაბამისი
შეზღუდვის დაწესებას.
ამასთან, კომიტეტის არაერთი წევრის მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ კომუნიკაციის
შეზღუდვით ადვოკატთან დაუბრკოლებელი კავშირის შესაძლებლობაზე უარყოფითი
გავლენის თავიდან აცილების საჭიროება, როგორც საკუთრივ პრობლემა, სწორად არის
დანახული საკანონმდებლო წინადადების ავტორის მხრიდან. შესაბამისად, კომიტეტი
იმუშავებს
იმ
მიმართულებით,
რომ
გაჩნდეს
ამავე
პრობლემის
გადაჭრის
ალტერნატიული საშუალებები, რისი გამონახვისთანავე კომიტეტი თავად წარადგენს ამ
მიზნით საკანონმდებლო ინიციატივას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის
კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე