საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის შესახებ (№1-214/22; 12.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-5175/22
19-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე: სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკავებისა და თამბაქოს
მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის შესახებ (№1-214/22; 12.01.2022)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2022 წლის 18 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე დავით
მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „სურსათის მაღაზიების
ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკავებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული
ბიზნესის შექმნის შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით:
საჭიროა სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკავება და თამბაქოს
რეალიზაციით დაკავებული ლიცენზირებადი სუბიექტების შექმნა და ასევე, თამბაქოს
მაღაზიებისათვის სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების უფლებისა და ფუნქციის
შეძენა, რითაც ავტორის აზრით გაჩნდება ინტერნეტ-კაზინოს ალტერნატივა და ხელი
შეეწყობა მცირე ბიზნესის განვითარებას.
კომიტეტის მოსაზრება საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით:
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან. ამასთან, დღეს
მოქმედი კანონი თამბაქოს კონტროლის სფეროში, სრულად ასახავს ევროკავშირსა და
საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივის
ვალდებულებათა შესრულებას.
კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თამბაქოს ინდუსტრიაში ახალი
ლიცენზირებული სამეწარმეო საქმიანობის, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის
სარეალიზაციო სუბიექტების ფორმირება და მათთვის სპორტული ფსონების
ბილეთების განთავსების უფლების მინიჭება.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ხაზგასასმელია, რომ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს
ბიზნესომბუდსმენს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
გააჩნიათ უარყოფითი პოზიცია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
დანართი
*GOV42200008006*
18/03/2022
GOV 4 22 00008006
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა 4330 ნომრით
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:
2018 წლის 1 მაისიდან, რაც ძალაშია შევიდა ახალი თაობის კანონმდებლობა „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“, ამ დღიდან საქართველოში დაიწყო კამპანია „გავთავისუფლდეთ
თამბაქოს კვამლისგან“, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ წარმატებით განახორციელა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით (WHO
FCTC) გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები. ამასთან, კანონი თამბაქოს კონტროლის
სფეროში, სრულად ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების
ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივის ვალდებულებათა შესრულებას.
საგულისხმოა, რომ ახალი კანონმდებლობით დაწესდა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვები და
მთელი რიგი აკრძალვები, მათ შორის როგორიცაა, თამბაქოს გაყიდვა მექანიკური ან
ელექტრონული საშუალებებით; თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა სავაჭრო ობიექტში
როგორც გარედან, ასევე შიდა სივრცეში; აკრძალულია დისტანციური საცალო გაყიდვები, მათ
შორის ინტერნეტით ან ფოსტით; იკრძალება რეალიზაცია შეფუთვის გარეშე; აკრძალულია
თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია, სპონსორობა; იკრძალება თამბაქოს გავრცელება
უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, ფასდაკლებები ან მსგავსი სახის რეკლამა და
სხვა.
ამდენად, დღეს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან. შესაბამისად, დღეს
გამოწვევას წარმოადგენს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების მიმართვა მოწევის დაწყების
პრევენციისკენ და მოწევის შეწყვეტის მოტივაციის ამაღლებისკენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია თამბაქოს ინდუსტრიაში ახალი
ლიცენზირებული სამეწარმეო საქმიანობის, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო
სუბიექტების ფორმირება და ამასთან, მათთვის სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების
უფლების მინიჭება.
ავტორები:
დავითაშვილი ლევან (მინისტრი):
დანართი
*00000146*
№ 00000146
16/03/2022
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივანს რევაზ ჯაველიძეს
ბატონო რევაზ,
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი არ იზაირებს საქართველოს მოქალაქის - დავით
მებაღიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას,
რომელიც ეხება სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს
მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის საკითხს (№1-214/22; 12-01-2022).
პატივისცემით,
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
დანელია ოთარი