„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/196/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 21-22, 31/05/1997) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: კანონში (პარლამენტის უწყებანი, ა) მე-201 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ამ კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელთან წინა სახელშეკრულებო, ხელშეკრულების მოქმედებისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მზღვეველი, მათ შორის, ვალდებულია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები სამსახურის მიერ დადგენილი წესით და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკითა და პროცედურებით.“ ბ) მე-201 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით: შემდეგი „2. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები.“ გ) 211-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“ დ) 211-ე მუხლის მე-21 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნები.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის მიხედვით, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო), გარდა იმ სფეროებისა, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვას ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. შესაბამისად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებმა, მისი პრაქტიკაში რეალიზებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით, გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა დაცვის აღსრულებას უზრუნველყოფს კონკრეტული სფეროს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო. დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხორციელდება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ. აუცილებელია, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება. ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კანონის მოთხოვნების პრაქტიკაში იმპლემენტაციას. ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სახელმწიფო ზედამხედველობის მიხედვით, სამსახური იცავს დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებებს. ამავე კანონის მე-201 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებლის წინა სახელშეკრულებო, ხელშეკრულების მოქმედებისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ეტაპზე. მათ შორის მზღვეველი ვალდებულია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის შიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით და პოლიტიკითა და პროცედურებით. შესაბამისად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ახალი რედაქციით ყალიბდება „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-201 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მზღვეველი და დაზღვევის შუამავალი ვალდებული არიან უზრუნველყონ მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როგორც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ასევე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კანონპროექტი ითვალისწინებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე201 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილებასაც. საზედამხედველო უფლებამოსილების უფლებამოსილია ღონისძიებები, ახალი რედაქციით, განხორციელების სამსახური მიზნით, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები. კანონპროექტის მიხედვით, 211-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტს ემატება 211-ე მუხლის მე-21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიც, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს მუხლი არ ვრცელდება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ. ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, როგორც კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ. ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესდა ფინანსური სანქცია. ბ. გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ. დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური მოახდენს სახელმწიფო ვალდებულებები, ან/და კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ. ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ამ ეტაპზე, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელება იგეგმება სამსახურის არსებული რესურსების ფარგლებში. „კანონპროექტის მიღება გამოიწვევს მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფინანსურ შედეგებს. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. ბ. ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ახალი ფულადი ჯარიმები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ. ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ. ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ. გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის ორმხრივ შეთანხმებებთან, შემთხვევაში, და მრავალმხრივ აგრეთვე, რომელსაც ისეთი უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და გ. დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის კონსულტაციები: დ. ა) მომზადების სახელმწიფო, პროცესში მიღებული არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის ორგანიზაციის/დაწესებულების, შემუშავებაში მონაწილე სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ. გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი