„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.04.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ბარამიძე, ლანა გალდავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/197/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17419 მუხლი: “17419. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა 1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარებაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა - 5 000 ლარით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარით.“. 2. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 107 1 –1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135 −135 , 139 , 152 და 152 მუხლებით, 1536 მუხლის 2 4 5 7 8 პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17419, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)) და 17417, 17418, 17419, 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1163 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 152 , 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314, 173 15, 1741, 17415−17419, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 199 7 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავსკანონპროექტი რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინაში საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე უსაფრთხოებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ამ აგრესიას შედეგად მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბის ნგრევა და მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ყოველდღიურად სჩადიან სასტიკ ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს უკრაინის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიმართ. მთელი მსოფლიო შესძრა შემზარავმა კადრებმა ბუჩადან, ირპენიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული, დაფინანსებული და წახალისებული ჯგუფები, რომლებიც ღიად განადიდებენ, ამართლებენ ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და მისგან გამომდინარე სხვა საერთაშორისო დანაშაულებს, რომლებსაც სჩადის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანა უკრაინაში. ამგვარი აქტები ვლიდება როგორც ვერბალურ მხარდაჭერაში, ისე ე.წ. „სიმბოლურ მეტყველებაში“, რის მაგალითსაც წარმოადგენს ნარინჯისფერ-შავი ზოლებით შეფერადებული ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ დემონსტრაცია საჯარო თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნები მთელ მსოფლიოში ექსპანსიონისტური ცნობილია, პოლიტიკის, როგორც ისე ზოგადად კონკრეტულად რუსეთის უკრაინაში აგრესიული, რუსეთის მიერ გაჩაღებული და წარმოებული აგრესიული ომის მხარდაჭერის სიმბოლოები. მათი საჯაროდ ჩვენება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დანაშაულების გამართლების ტოლფასია. ამასთანავე, ეს არის მუქარა იმისა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება განმეორდეს საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. მსოფლიოში დაწყებულია საკანონდებლო პროცესები, რომელთა მიზანს ამგვარი სიმბოლოების გამოყენების აკრძალვა წარმოადგენს. 1 კერძოდ, ზემოაღნიშნული სიმბოლოების გამოყენება აკრძალულ იქნა საკუთრივ უკრაინაში1, ლატვიაში2, მოლდოვაში3, გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე4 და სხვ. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი კომუნიკაციის, მათ შორის, ზემოაღნიშნული სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას საქართველოშიც, რომლის დარღვევაც გამოიწვევს დამრღვევის პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ამგვარი საკანონმდებლო ზომა სავსებით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნას და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.5 ხოლო, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი, მათ შორის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. 6 აქვე უნდა გავიხსენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, მუხლის თანახმად, „ამ კონვენციის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ადამიანთა ჯგუფის ან ცალკეული პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ასრულებდეს მოქმედებას, რომელიც გამიზნულია, არარად აქციოს ამ კონვენციით გაცხადებული რომელიმე უფლება ან თავისუფლება, ანდა შეზღუდოს იგი იმაზე მეტად, ვიდრე ეს საკუთრივ კონვენციით არის გათვალისწინებული.“7 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სადაც მომჩივნებს უარი ეთქვათ გამოხატვის თავისუფლებით და კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობაზე, როდესაც მათი საქმიანობა სწორედ ამ სიკეთეების არარად ქვევის მიზანს ემსახურებოდა.8 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა https://www.republicworld.com/world-news/russia-ukraine-crisis/ukrainian-parliament-prohibits-use-ofrussian-military-symbols-v-and-z-in-the-country-articleshow.html. 2 https://www.euronews.com/2022/03/31/latvian-parliament-approves-ban-on-russian-military-symbols-vand-z. 3 https://kyivindependent.com/uncategorized/moldova-bans-russian-pro-war-propaganda-symbols/. 4 https://www.politico.eu/article/germany-to-prosecute-use-of-z-symbol-to-support-russias-war/. 5 საქართველოს კონსტიტუცია, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი. 1 6 საქართველოს კონსტიტუცია, 17-ე მუხლის მე-5 პუნქტი. 7 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მე-17 მუხლი. იხ. მაგალითად, Roj TV A/S v. Denmark, no. 24683/14, 17 April 2018, §§ 46-48; Hizb Ut-Tahrir and other v. Germany, no. 31098/08, 12 June 2012, §§ 73-74, 78, 86; R.L. v. Switzerland, no. 43874/98, 25 November 2003; Molnar c. la Roumanie, no 16637/06, 23 octobre 2012; Romanov v. Ukraine, no. 63782/11, 16 July 2020, §§ 163, 166; და სხვ. 8 2 ზემოთ აღწერილი პრობლემის მოგვარება მოითხოვს საკანონმდებლო ჩარევას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებისმიერ პირს, რომელიც შეეცდება რუსეთის ფედერაციის აგრესიის განდიდებას, გამართლებას ან მხარდაჭერას გამოხატვის ნებისმიერი საშუალებით და ფორმით, მათ შორის, აგრესიის სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრირების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 174 მუხლი, რომლის სათაურია „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და 19 მხარდაჭერა“. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის დისპოზიცია ასეთია: „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული აგრესიის განდიდება, გამართლება ან/და მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, რაც გამოიხატება, მათ შორის, წმინდა გიორგის სახელობის ნარინჯისფერ-შავ ზოლებიანი ლენტის, აგრეთვე ლათინური ასოების „Z“ და „V“ სიმბოლოების დამზადება, შემოტანა, გავრცელება, გამოყენება ან ტარებაში“. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 5 000 ლარის ოდენობით. იმავე ხელმეორედ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით. ცვლილებები შედის აგრეთვე კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული ახალი სახდელის აღსრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან, რადგანაც ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება 3 გათვალისწინებულია კანონპროექტის ძალაში შესვლა მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, რადგანაც, დგინდება ახალი პასუხისმგებლობა. კანონისათვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულება დაკავშირებული იქნება ფინანსური ხარჯების გაღებასთან, აღნიშნული ფინანსური ხარჯები დაიფარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამავე უწყებას მოუწევს დამატებითი ხარჯების გაღება, რაც დაკავშირებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების წარმოებისათვის და პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია აღნიშნული სახსრები მოიძიოს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ასევე, საქართველოს საერთო სისტემის სასამართლოები აუცილებელ ხარჯებს გაწევენ მათთვის უკვე გამოყოფილი სახსრებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაწესებას. ამ გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და შეფარდებული ჯარიმების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულება დაკავშირებული იქნება ფინანსური ხარჯების გაღებასთან, აღნიშნული ფინანსური ხარჯები დაიფარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამავე წყაროთი მოხდება ადმინისტრაციული პატიმრობის 4 გამოყენების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების დაფინანსება. საერთო სისტემის სასამართლოები საქმის განხილვისათვის აუცილებელ ხარჯებს დაფარავენ მათთვის უკვე გამოყოფილი სახსრებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს ექნება გარკვეული ფინანსური შედეგები იმ პირებისათვის, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით დაწესებულ სამართალდარღვევას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით წესდება ჯარიმა შესაბამისი სამართალდარღვევისათვის, შემდეგი ოდენობით: ფიზიკური პირებისათვის 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 5000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირისათვის დაწესებულია 5000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 10000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების 5 არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია ალექსანდრე ბარამიძე, ლანა გალდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი. 6