„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ 172)
2. მე-4 მუხლის 2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პრიმა პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
21. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს
ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.
1. მე-10 მუხლს დაემატოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6, და მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
3. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოს და უკრაინის
ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია.
4. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირზე, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იქნა
სანქცირებული, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო
აგრესიისა და ოკუპაციის გამო.
5. ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც დარღვეული აქვს ეს კანონი
ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან
არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების,
შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.
6. საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების
მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან
რომლებსაც დარღვეული აქვთ ეს კანონი.
7. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს
დარღვეული აქვთ ეს კანონი ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.
რომლებსაც
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და
ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკვე მკაფიო
და ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი და გააზრებულია თუ რამდენად
დიდი მნიშვნელობისაა რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავება. აშშ-მ, ევროკავშირმა
და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესეს 2022 წლის 24
თებერვალს უკრაინის მიმართ დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 მარტს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხა. 2022 წლის 7
აპრილს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში გამართულ სესიაზე კენჭი უყარა
რეზოლუციას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობიდან გარიცხვის
თაობაზე. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის მიმართ 5500-ზე მეტი სანქცია
დაწესდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ამ სანქციების ეფექტიანობა და აუცილებლობა.
საქართველო, დღემდე განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციას და აგრესიას
შესაბამისად, ვალდებულია გაატაროს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები აგრესიის
და ოკუპაციის შესაჩერებლად, მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად,
ამავდროულად იმ ღირებულებების დასაცავად, რომელზეც დგას დასავლური,
თავისუფალი სამყარო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმის გამო, რომ ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ კანონი გახდეს უფრო მოქნილი და ქმედითი.
კანონის მიღებით მოხდება ნორმების, პუნქტების დამატება და დაზუსტება რომელიც
საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარება შეზღუდვები გაავრცელოს იმ პირებზე
რომელთა მხრიდანაც განხორციელდა და დღემდე ხორციელდება საქართველოსა და
უკრაინის სახელმწიფოების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი მკაცრდება. ცვლილების
თანახმად, პირები, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ, ან დღემდე
მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში და სამხედრო
აგრესიაში ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების
განხორციელება.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის
შემდეგ ემატება 21 პრიმა პუნქტი რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს
ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.
კანონის გარდამავალ დებულებას ემატება შემდეგი პუნქტები:
● ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოს და
უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია.
● ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირზე, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების
მიერ იქნა სანქცირებული, საქართველოსა და უკრაინაში განხორცილებული
სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო.
● ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც დარღვეული აქვს ეს
კანონი ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური
(სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა,
ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის
მისაღებად.
● საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს
ეკრძალება
დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და
იურიდიული პირის მხრიდან რომლებსაც დარღვეული აქვთ ეს კანონი.
● უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს რომლებსაც
დარღვეული აქვთ ეს კანონი ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით
გათვალისწინებული
მუხლი
ძალაში
შევიდეს
მისი
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის
დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუ ძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას
ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან
და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მითითებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება
მისი მოქმედება, კერძოდ, ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც
დარღვეული აქვს ეს კანონი ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი
ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა,
ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ასევე,
საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების მიღება
პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან რომლებსაც
დარღვეული აქვთ ეს კანონი.
ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის მომზადება
არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი
ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი
ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი
ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე, აკაკი მინაშვილი