საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (№07-2/131; 31.03.2022) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-5262/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-5262/22 20-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვით საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (№07-2/131; 31.03.2022). განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წერილი N2-5229/22 20-04-22წ. თან ერთვის. დანართი: 1 ფურცელზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-5229/22 20-04-2022 საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (№07-2/131; 31.03.2022). აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან დანიშნული მომხსენებლების ქვეყანაში არყოფნის გამო კომიტეტმა ვერ შეძლო დადგენილ ვადაში შეთანხმების განხილვა. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული შეთანხმების სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge