საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები თემატურ მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიშთან დაკავშირებით

რეკომენდაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-5299/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-5299/22 21-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის 19 აპრილის სხდომაზე განიხილა თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ - ანგარიში, რომლის საფუძველზე კომიტეტმა დაამტკიცა შემდეგი რეკომენდაციები: რეკომენდაცია 1: საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებლო კანონმდებლობაში, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით დაზუსტდეს ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხები, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი სახელწიფო უწყებების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 2: რეკომენდაცია 1-ის შესრულების შემდეგ შემუშავდეს ინერტული ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვით, მათ შორის, საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისათვის განხორციელდება შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განხორციელების პერიოდი: 2023 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 3: 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი დაეთმოს ინერტული ნარჩენების მართვას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ინერტული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დაეხმარება მუნიციპალიტეტებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ინერტული ნარჩენების მართვის საქმიანობები. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 4: 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურად განსაზღვრის შემდგომ, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დამუშავდეს ბიზნესის მიერ ინერტული ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების ხელშეწყობის წამახალისებელი მექანიზმები, რომელთა ასახვაც შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების და სამშენებლო კანონმდებლობაში. აღნიშნული მექანიზმები უნდა ეფუძნებოდეს მწვანე მშენებლობების პრინციპებს და პირველ ეტაპზე, ითვალისწინებდეს სახელწიფო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების დროს დაინტერესებული კომპანიების წახალისებას. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 5: ინერტული ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების ხელშეწყობისათვის გადაიხედოს ბეტონის წარმოებაში მოქმედი „გოსტ სტანდარტი“ და ტექნიკური შესაძლებლობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავდეს ევროპულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტი, რომელიც შესაძლებელს გახდის ბეტონის წარმოებაში მეორადი ნედლეულის გამოყენებას. აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობისას შესწავლილ იქნას სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდეს შესაბამისი ნორმები. შესრულებაზე პასუხისმგებელი განვითარების სამინისტრო უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 6: დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით შემუშავდეს ინერტული ნარჩენების გადამუშავების და განთავსების ხელშემწყობი პროგრამა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ. პროგრამის მიზანი იქნება ინერტული ნარჩენების გადამამუშავებელი მეწარმეობის განვითარება და აღნიშნულ სექტორში ჩართული მეწარმეების მხარდაჭერა. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აწარმოე საქართველოში“ განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 7: ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განახლდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები, რომლებშიც სრულად იქნება ასახული 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31 დეკემბერი რეკომენდაცია 8: ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფამდე თვითმმართველ ქალაქებში გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს არსებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინერტული ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების სერვისი და გამკაცრდეს კონტროლი ინერტული ნარჩენების უკანონო განთავსებაზე. შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: თვითმმართველი ქალაქების - თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მხოლოდ უკანონო განთავსების კონტროლის ნაწილში) განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2023 წლის 31 დეკემბერი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე