საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით რეგისტრირებულ ლობისტ ბესიკ ქარცივაძის, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5305/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5305/22 21-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ლობისტ ბესიკ ქარცივაძის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 12 აპრილის N140/3 გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის N41/11 გადაწყვეტილების თანახმად, ლობისტად რეგისტრირებული ბესიკ ქარცივაძის განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია დავალების ვადის გასვლა ან მისი შეწყვეტა. ლობისტ ბესიკ ქარცივაძის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმება 2021 წლის 22 მარტს ა(ა)იპ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვეტერანთა კავშირსა და ბესიკ ქარცივაძეს შორის გაფორმებული ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით რეგისტრირებულ ლობისტ ბესიკ ქარცივაძეს შეუწყდეს სამართლებრივი მდგომარეობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ლობისტის