საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/137; 13.04.2022) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წერილი
*GOV32200012307*
GOV 3 22 00012307
21/04/2022
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს
პარლამენტში წარდგენილი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის (საქართველოს პარლამენტში წარდგენის №11267; თარიღი: 13.04.2022წ.
საქართველოს პარლამენტში რეგისტრაციის №07-2/137; თარიღი: 13.04.2022წ.) დაჩქარებული
წესით განხილვის თაობაზე, შემდეგი გარემოების გამო:
საქართველო, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL)[1] წევრი ქვეყანაა. აღნიშნული
კომიტეტის მიზანია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშესაწყობად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული სისტემების საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება. აღნიშნულ სტანდარტებს აწესებს ფინანსური
ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF), რომლის მეთოდოლოგიის (FATF Methodology)
მიხედვით, MONEYVAL-ის კომიტეტი, წარმართავს ქვეყნის ერთობლივი შეფასების
პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
2020 წლის 17 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ
ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ
სხდომაზე, წარმატებით დამტკიცდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის
(FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების
ანგარიში.[2] ანგარიშში ასახულია ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქვეყანამ უნდა
გაითვალისწინოს და რომელთა იმპლემენტაციის შესახებაც პროგრესი MONEYVAL-ის
კომიტეტს უნდა წარედგინოს.
მე-60 პლენარულ სხდომაზე, MONEYVAL-ის მე-5 რაუნდის შეფასების წესების[3] 21 - ე და
23-ე მუხლების შესაბამისად, საქართველო follow-up პროცედურის რეჟიმში იქნა
მოთავსებული,[4] რაც გულისხმობს კომიტეტისათვის უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში
(MONEYVAL - ის შესაბამისი სხდომა მიმდინარე წლის დეკემბერშია) განხორციელებული
პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამ მიზნით, საქართველომ მარტის თვეში
მიიღო შესაბამისი კითხვარიც, რეკომენდაციების რეიტინგის აწევის შესახებ მოთხოვნა
ქვეყანამ 1 მაისს უნდა წარადგინოს, ხოლო შევსებული კითხვარი 1 ივნისს, სადაც
რეკომენდაციების შესრულების საფუძველი - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები უკვე
ძალაში უნდა იყოს შესული.
Follow - up პროცედურის მიმდინარე წლის განხილვა არ გაითვალისწინებს ამა წლის 1
ივნისის შემდგომ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, შესაბამისად, ფინანსური
მონიტორინგის სამსახური ევროპის საბჭოს MONEYVAL-ს კომიტეტის წინაშე რჩება
შესაბამისი რეკომენდაციის რეიტინგის აწევის მოთხოვნაზე აუცილებელი არგუმენტაციის
გარეშე, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს მიერ ნაკისრი
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, აღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულ და მიღებულ
იქნეს დაჩქარებული წესით.
[1] www.coe.int/moneyval
[2] Fifth Round Mutual Evaluation Report of Georgia - https://rm.coe.int/moneyval-2020-20-5th-rou
nd-mer-georgia/1680a03271
[3] RULES OF PROCEDURE FOR THE 5TH ROUND OF MUTUAL EVALUATIONS – MONEYVAL
https://rm.coe.int/moneyval-2014-36rev13/1680a4f123
[4] COMMITTEE OF EXPERTS ON THE EVALUATION OF ANTI-MONEY LAUNDERING
MEASURES AND THE FINANCING OF TERRORISM – MONEYVAL, 60th PLENARY MEETING
Strasbourg, 14-18 September 2020, 40-ე პარაგრაფი, https://rm.coe.int/moneyval-2020-28-60th-plen
ary-report-september-2020-eng-it/1680a0042e
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
რევაზ ჯაველიძე