საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშის (№1-4019/22; 01.04.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-5351/22
21-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 138/5, 04.04.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის ანგარიში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-4019/22; 01.04.2022).
აღნიშნული ანგარიში სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ საკითხთა და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს.
მითითებული ანგარიშების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022
წლის 25 აპრილამდე.
მიმდინარე წლის 21 აპრილს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც
ითხოვა დასახელებული საკითხის განხილვის ვადის გაგრძელება.
ვითვალისწინებთ რა აღნიშნული კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით
მითითებული ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge