საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-26
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222798439
24.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.3 მუხლის 2–თვიანი ვადის
დანაწესი არის "მკვდარი" ნორმა, იგი არის თვითმოტყუება
შინაარსი: მოგახსენებთ, რომ "სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების
მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა" – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
59.3 მუხლის ეს მოთხოვნა ყოველდღე და ყოველთვის ირღვევა საერთო სასამართლოების
მიერ, ანსოლუტურად ყველა საქმეზე. მისი შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია
სასამართლოების მიერ. აღნიშნული ნორმა ყველა მოსამართლეს ამყოფებს ფაქტიურად
კანონგარეშე რეჟიმში: აბსოლუტურად ყველა მოსამართლე მას მუსმივად და ყველა საქმეზე
არღვევს. ამგვარი ნორმის არსებობა ხელს უწყობს საყოველთაო სამართლებრივი
ნიჰილიზმის დამკვიდრებას. ფაქტიურად, ყველა მოსამართლე, ანუ – სახელმწიფო,
ყოველდღე არღვევს კანონის მოთხოვნას და ყველა მიჩვეულია მის დარვევას. ამგვარი
ფართომასშტაბიანი კანონდარღვევა უპრეცედენტოა საქართველოს პოლიტიკურ სხეულში –
არ არსებობს სხვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ყოვედღე ირღვევა ესოდენ დიდი და
უპრეცედენტო მასშტაბებით. საჭიროა აღნიშნული ნორმის შეცვლა – საქმის განხილვის 2–
თვიანი ვადის გაზრდა გონივრულ ვადამდე ან მისი შემცირება ან საერთოდ გაუქმება,
როგორც ეს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზეა დადგენილი – მათ ხომ არ
გააჩნიათ ვადა. გთხოვთ, განიხილოთ საკანონმდებლო წონადადება იმის შესახებ, რომ
აღნიშნული ნორმა ან საერთოდ გაუქმდეს ან გონივრული ვადები დაწესდეს სამოქალაქო
საქმეთა განხილვისათვის.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: