საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პარლამენტის არგენტინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 3-11 აპრილს არგენტინაში საპარლამენტო დელეგაციის (გიორგი ხელაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ბერაია, დავით ბაქრაძე) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-5413/22
26-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით მიმდინარე წლის 3-11 აპრილს არგენტინაში საპარლამენტო დელეგაციის
ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 12 (თორმეტი) ფურცელი
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გიორგი ხელაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის არგენტინასთან მეგობრობის ჯგუფის
დელეგაციის სამუშაო ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში
2022 წლის 4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით არგენტინის რესპუბლიკას სამუშაო
ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის არგენტინასთან მეგობრობის ჯგუფის
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: 1) გიორგი ხელაშვილი, მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე; 2) ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; 3)
ირაკლი ბერაია, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე; 4) დავით ბაქრაძე,
მეგობრობის ჯგუფის წევრი.
4-5 აპრილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, არგენტინასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი
ხელაშვილმა შეხვედრები გამართა ქ. ბუენოს-აირესში, მოგვიანებით კი არგენტინის სენატში
საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, სენატორ ლუსილა
კრექსელისა და ნეუკენის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, ნეუკენის
პროვინციის ქ. ვია ლა ანგოსტურას ეწვია საერთაშორისო კონფერენციაში - „მკვლევართა და
პარლამენტართა საერთაშორისო სემინარი პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი
ერთეულების როლი 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“ მონაწილეობის მიზნით.
5 აპრილს არგენტინის სენატში საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელთან, სენატორ ლუსილა კრექსელთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ
ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და
საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. გიორგი
ხელაშვილმა არგენტინელ კოლეგას გაუზიარა რეფორმების კუთხით საქართველოს
გამოცდილება, განსაკუთრებით საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე
გადასვლის ჭრილში. სენატორმა კრექსელმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე
ომზე, პარალელი გაავლო რუსეთ-საქართველოს ომთან, რუსული აგრესიის მიმართ
საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და არგენტინის საშინაო პოლიტიკის
აქტუალურ საკითხებს.
არგენტინელმა სენატორმა სურვილი გამოთქვა, სამუშაო ვიზიტით ეწვიოს
საქართველოს. მისი თქმით, მას სურს ადგილზე გაეცნოს საქართველოს გამოცდილებას
ინსტიტუციური რეფორმების კუთხით, რაც შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს
არგენტინისთვის, რომელიც, როგორც ქ-ნმა კრექსელმა აღნიშნა, ინსტიტუციურ ცვლილებებს
საჭიროებს. ამასთან, სენატორი შესაძლებლად თვლის, რომ მომავალი დელეგაცია იყოს
შერეული და მის შემადგენლობაში არგენტინის კერძო სექტორის წარმომადგენლებიც
შევიდნენ. ალტერნატივის სახით ლუსილა კრექსელმა გიორგი ხელაშვილს შესთავაზა
არგენტინის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფისა და ურუგვაის პარლამენტის
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ვიზიტის განხორციელება.
ამავე დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილეს ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტში უმასპინძლეს, სადაც
შეხვედრა გაიმართა ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის დეპუტატებთან: პაოლა
მიკიელოტოსთან, მარსელო გუოუმანსა და მატიას დამიან ლოპესთან, რომლებიც, როგორც
ცნობილია, 2021 წლის დეკემბერში სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს (თბილისი და
ბათუმი).
1
შეხვედრაზე საუბარი ქართულ-არგენტინულ ურთიერთობებს, რუსეთ-უკრაინის ომს,
საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, გატარებულ რეფორმებსა და ამ
მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, ასევე სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
საუბრის დასაწყისში გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ არგენტინასა და არგენტინულ
კულტურას განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართულ საზოგადოებაში. მან ასევე
გამოხატა მზაობა, შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდეს ბუენოს-აირესის ავტონომიური
ქალაქის პარლამენტთან თანამშრომლობა.
დეპუტატმა მარსელო გუოუმანმა გაიხსენა ბუენოს-აირესის პარლამენტის სხვა
დეპუტატებთან ერთად 2021 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტი. მან აღნიშნა, რომ
საქართველოს აქვს მკაფიო ხედვა, თუ რისთვის ისწრაფვის, რაც არგენტინის შემთხვევაში
ნაკლებად შეინიშნება. ის ასევე დაინტერესდა, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოში
უკრაინაში მიმდინარე ომს და როგორ უმკლავდებიან ქვეყანაში შემომავალი რუსების ნაკადს.
პაოლა მიკიელოტომ კმაყოფილება გამოხატა გიორგი ხელაშვილის ვიზიტთან
დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა 2021 წლის დეკემბერში საქართველოში გაწეული
მასპინძლობისთვის. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად,
საქართველოსა და არგენტინას საერთო კულტურა და ფასეულობები აკავშირებთ. მან გიორგი
ხელაშვილს აგრეთვე აცნობა, რომ ბუენოს-აირესის პარლამენტი აპირებს საგანგებო
განცხადებით
(დეკლარაციით)
გამოეხმაუროს
საქართველო-არგენტინას
შორის
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.
მატიას დამიან ლოპესმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას ინფორმაციისა და
გამოცდილების სასარგებლო ურთიერთგაცვლა მოხდა ისეთ სფეროებთან მიმართებით,
როგორიცაა ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, უსაფრთხოება და სხვა. ამასთან, დელეგაციას
შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ქართულ კულტურას და შედეგად ბევრი საერთო რამ
აღმოეჩინა საქართველოსა და არგენტინას შორის.
ამავე შეხვედრაზე არგენტინული მხარე აგრეთვე დაინტერესდა, თუ რა მიზნები აქვთ
არგენტინის სენატსა და საქართველოს პარლამენტში მოქმედ მეგობრობის ჯგუფებს.
გიორგი ხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე, რომელსაც
უპრეცედენტო უწოდა თავისი მასშტაბისა და მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გამო. მისი
თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია ომის შეჩერება და,
პირიქით, შემდგომი ესკალაციის საფრთხე არსებობს. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ
უკრაინის ომი საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც წარმოადგენს გამოწვევას შემდეგი
ფაქტორების გათვალისწინებით: ა) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაცია, ბ) რუსული აგრესიის გამოცდილება, გ) მოსკოვის მიერ საქართველოს მიჩნევა
საკუთარი გავლენის სფეროს ნაწილად. ამის გარდა, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ
საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობა
მიზნად
ისახავს
როგორც
ორმხრივი
ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობას, ისე არაღიარების პოლიტიკის
ცნობადობის ამაღლებას არგენტინაში.
გიორგი ხელაშვილმა აგრეთვე შეხვედრები გამართა არგენტინაში ვენესუელის
ეროვნული ასამბლეის დიპლომატიურ წარმომადგენელთან ელისა ტროტასთან, არგენტინის
მთავარი ოპოზიციური ბლოკის “Juntos por el Cambio”-ს წარმომადგენელთან ესეკიელ
ლანგანთან და სოფლის მეურნეობის სფეროს უმსხვილესი მეწარმეების გაერთიანების/
ასოციაციის “La Rural” საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩეველთან ხუან პაბლო
მალიერთან.
2
ამას გარდა, გიორგი ხელაშვილმა არგენტინის კათოლიკურ უნივერსიტეტში,
საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის მეოთხე კურისის სტუდენტებისათვის ლექცია
ჩაატარა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილ ახალ გამოწვევებს
შეეხებოდა.
7-8 აპრილს გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნეუკენის პროვინციის ქ. ვია ლა
ანგოსტურაში არგენტინული უნივერსიტეტის Universidad Austral-ის მართვის სკოლის
საპარლამენტო სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და არგენტინის ნეუკენის
პროვინციის
პარლამენტის
მიერ
ერთობლივად
ორგანიზებულ
საერთაშორისო
კონფერენციაში. დეპუტატს თან ახლდა საელჩოს მრჩეველი სოფია ვეკუა. ხსენებული
ღონისძიების ფარგლებში გიორგი ხელაშვილი გაუძღვა პანელს „საქართველოს
საკონსტიტუციო და პოლიტიკური რეფორმების პროცესი: საპრეზიდენტოდან საპარლამენტო
მოდელზე“. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა მიმოიხილა საქართველოს უახლესი
გამოცდილება და საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისას
განხორციელებული რეფორმების ძირითადი ასპექტები, მათ შორის, საკანონმდებლო
ორგანოს გაძლიერების კუთხით. აქვე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნულ
პროცესს თან ახლავს.
კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, გიორგი ხელაშვილმა მოკლე
შეხვედრები გამართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტთან დუარტე
პაჩეკოსთან და ამერიკელ პოლიტიკოსთან, ყოფილ კონგრესმენთან (1991-2015) ჯიმ მორანთან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ დეპუტატების: ნიკოლოზ
სამხარაძის, ირაკლი ბერაიასა და დავით ბაქრაძის მონაწილეობით ოფიციალური შეხვედრები
გამართა არგენტინის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ომარ დე მარჩისთან,
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ადოლფო
როდრიგეს საასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პაბლო ტეტამანტისთან.
არგენტინის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან
ადოლფო როდრიგეს საასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სენატის საქართველოსთან
საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სენატორი ლუსილა კრექსელი, სენატში
ოპოზიციური პარტიის PRO-ს ფრაქციის თავმჯდომარე, სენატორი უმბერტო სკიავონი და
საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნიკოლოზ გეგეშიძე. შეხვედრაზე
საქართველო-არგენტინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, საქართველოს
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და რეგიონში შექმნილი ვითარება იქნა განხილული.
სენატორი ადოლფო როდრიგეს საა:
მივესალმებით საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. არგენტინა პირველი ქვეყანა იყო,
რომელმაც 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა. არგენტინამ
და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის უნდა
იმუშაონ.
სენატორი ლუსილა კრექსელი:
მსურს გავიხსენო 2018 წელს საქართველოში ჩემი ვიზიტი და ის დადებითი
შთაბეჭდილებები, რაც თბილისმა, ქართულმა ღვინომ და კერძებმა დამიტოვა.
ნიკოლოზ სამხარაძე:
3
2022 წელს საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარების 30-ე წლისთავი სრულდება და ქართული მხარის სურვილია,
განსაკუთრებულად აღინიშნოს ეს საიუბილეო თარიღი.
მადლობას გიხდით ბუენოს-აირესში მოწვევისათვის, პანდემიის დაწყების შემდეგ
პირველი ვიზიტი ხორციელდება საქართველოდან არგენტინაში.
საქართველოსთვის არგენტინა მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ ამერიკაში და
ქართული მხარე მადლიერია არგენტინის მხრიდან საერთაშორისო დონეზე
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატული
მხარდაჭერისთვის.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის განმტკიცება, არამედ აგრეთვე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი
თანამშრომლობის გაღრმავება და ხალხთაშორისი კავშირებისთვის ახალი სტიმულის
მიცემა.
მოხარული ვარ სენატორები როდრიგეს საა და ლუსილა კრექსელი საქართველოში
მოვიწვიოთ. სამუშაო ვიზიტისთვის მიმდინარე წლის ოქტომბერს გთავაზობთ.
ქართველებს ეამაყებათ, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ხოლო ქვეყნის გასაცნობად
სწორედ ოქტომბერია ყველაზე შესაფერისი პერიოდი, როცა რთველი მრთავდება.
სენატორები საა და ლუსილა კრექსელი მიესალმნენ საქართველოში ვიზიტის იდეას. როდრიგეს
საამ ქართულ დელეგაციას აცნობა, რომ უახლოესი 15-20 დღის განმავლობაში არგენტინის
სენატში მეგობრობის ჯგუფების ხელახლა დაკომპლექტების პროცესი დასრულდება, რაც
ნიშნავს, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს, თავმჯდომარის გარდა, რიგითი
წევრებიც ეყოლება.
სენატორი ლუსილა კრექსელი:
შესაძლებლად ვთვლით, რომ საქართველოში ვიზიტისთვის შერეული დელეგაცია
დაკომპლექტდეს,
სადაც
პარლამენტარებთან
ერთად
კერძო
სექტორის
წარმომადგენლებიც შევლენ.
არგენტინისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოს საპრეზიდენტოდან
საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფო უწყებებსა და
საბანკო სექტორში გატარებული ინსტიტუციური რეფორმები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრეთვე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით
გამოირჩევა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოში, საჯარო სერვისების სფეროში
მოქმედი ერთი ფანჯრის პრინციპით.
გთავაზობთ საქართველოში მომავალი ვიზიტის კონტექსტში ასევე განვიხილოთ
აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც სტუდენტებისა და
პროფესორების ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.
ვინაიდან სენატორი როდრიგეს საა სან ლუისის პროვინციის ყოფილი გუბერნატორია,
ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა ამ პროვინციასა და საქართველოს შორის რაიმე სახის
თანამშრომლობის განვითარებაზეც გვემსჯელა.
სენატორი როდრიგეს საა:
მსურს საქართველოში ვიზიტისას ადგილზე ვიხილო უკვე განხორციელებული
რეფორმების შედეგები. მაინტერესებს, თავის დროზე როგორ შეხვდნენ საქართველოს
მოქალაქეები რეფორმებს და იყო თუ არა მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა
(პასუხად ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის 96 % მხარს უჭერდა
რეფორმებს, რადგან კორუფციით იყო დაღლილი).
4
სამწუხაროდ, დღეისთვის არგენტინაში ჩრდილოვანი ეკონომიკა 50 %-ს აღწევს და 190მდე გადასახადი მოქმედებს, რაც ერთგვარი „ლაბირინთია“ არგენტინელებისთვის.
ნიკოლოზ სამხარაძე:
აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაძლებლად
ვთვლით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოში მოქმედი
ცალკეული კერძო უნივერსიტეტები დავაინტერესოთ არგენტინის აკადემიურ
წრეებთან ისეთ სფეროებში თანამშრომლობით, როგორიცაა: საერთაშორისო
ურთიერთობები, ისტორია, ლათინური ამერიკის რეგიონი, შავი ზღვის უსაფრთხოება,
სამხრეთ კავკასია და სხვა.
არგენტინული მხარის ინტერესის გათვალისწინებით, ნიკოლოზ სამხარაძემ და
ირაკლი ბერაიამ საქართველოში ანტიკორუფციულ, პოლიციის, საბაჟოს, ბიზნესისა და სხვა
სფეროებში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დღესდღეობით
საქართველოს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის მე-7 ადგილი უკავია ბიზნესის კეთების
რეიტინგში. აქვე, წარმატების სახით გამოყვეს საგადასახადო სისტემის რეფორმა და
იუსტიციის სახლებში მოქმედი ერთი ფანჯრის პრინციპის დამკვიდრება. დეპუტატმა დავით
ბაქრაძემ დასძინა, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წარმატება შთამბეჭდავია იმის
გათვალისწინებით, რომ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კერძოდ, 1990იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. მისივე თქმით, იმ
პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა 70 %-ს აღწევდა და ფაქტობრივად სახელმწიფო არ
ფუნქციონირებდა.
რუსულ ოკუპაციაზე საუბრისას ქართულმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ დღემდე
უშედეგოა კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მცდელობები. აღინიშნა, რომ
2008 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის მიუხედავად, საქართველოს
ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რითაც
შენარჩუნებულია ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი და ჰუმანიტარული ხასიათის
თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია, რასაც ახლა უკრაინა
განიცდის, საქართველომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში და 2008 წელს გამოსცადა, ვითარება
ძალიან მსგავსია, მხოლოდ უკრაინის შემთხვევაში აგრესიის მასშტაბი გაცილებით დიდია.
ქართულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მის წინაშე
არსებული ანალოგიური გამოწვევები უკრაინისაგან განსხვავებით, ამ დრომდე
საერთაშორისო თანამეგობრობის იმდენ ყურადღებას ვერ იზიდავდა. ამასთან, არგენტინული
მხარის შეკითხვის პასუხად დელეგაცია იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემას
შეეხო.
არგენტინის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ომარ დე მარჩისთან
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დეპუტატები ედუარდო ვალდესი და როსანა ბერტონე,
დეპუტატთა პალატის საპარლამენტო დიპლომატიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის
გენერალური დირექტორი არიელ სოტელო და საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი
რწმუნებული ნიკოლოზ გეგეშიძე.
ომარ დე მარჩი:
მივესალმებით საქართველოს დელეგაციის ვიზიტს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის
ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
როსანა ბერტონე:
წარმოვადგენ არგენტინის ყველაზე სამხრეთ - ტიერა დელ ფუეგოს პროვინციას, სადაც
მდებარეობს პორტი, რომლიდანაც გემები ანტარქტიკის მიმართულებით მოძრაობს.
5
ამიტომ მაინტერესებს საქართველოს გამოცდილება
შავიზღვისპირა პორტებთან დაკავშირებით.
და
სამომავლო
გეგმები
ქართული მხარე:
ჩვენი ვიზიტი კრიტიკულად რთულ პერიოდში ხორციელდება, როდესაც რუსეთი
უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ხოლო მიმდინარე ომს მძიმე შედეგები მოაქვს
საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
უკრაინის წინააღმდეგ ომი არ არის რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის პირველი
შემთხვევა. რუსეთი მანამდე 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში და ტერიტორიის 20
%-ის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო უფრო ადრე, 1990-იან წლებში საქართველოს
არაპირდაპირი ომი ჰქონდა რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამო.
სხვადასხვა პერიოდში რუსეთისაგან მომდინარე სამხედრო კონფრონტაციის შედეგად,
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაახლ. 250 000 იძულებით გადაადგილებული
პირი იმყოფება და ისინი დღემდე ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას.
პარალელურად, სისტემატურად ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი
ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და ხდება ქართული
კულტურის ძეგლების ხელყოფა.
ამავე დროს, მსოფლიო ასპარეზზე საქართველომ რამდენიმე წარმატებას მიაღწია
რუსეთთან მიმართებით, კერძოდ, ა) 2021 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლომ რუსეთი ოკუპანტად ცნო, რომელიც ეფექტურ კონტროლს
ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ბ) ურყევია საერთაშორისო
ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი
გამოხატული მხარდაჭერა.
რუსული ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში გვაქვს პოზიტიური ძვრები, საქართველო
ვითარდება, მოწინავე ქვეყანაა ინსტიტუციური და ანტიკორუფციული რეფორმების
თვალსაზრისით; ამასთან, საჯარო მომსახურების სფეროში წარმატებით დამკვიდრდა
ერთი ფანჯრის პრინციპი. განვითარდა ტურიზმი და ეკონომიკის მთელი რიგი
სექტორები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღია ეკონომიკად ჩამოყალიბდა და რეგიონის
ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმება ევროკავშირთან. ამასთან, ანალოგიური შეთანხმებები მოქმედებს
თურქეთთან, ჩინეთთან, დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ამავე
მიმართულებით მოლაპარაკებებს ასრულებს ინდოეთთან და მოლაპარაკებებს
აწარმოებს სამხრეთ კორეასთან. ყოველივე ეს აჩვენებს, რომ საქართველოსთვის
პრიორიტეტია ვაჭრობის დივერსიფიკაცია.
საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ევროკავშირსა და ნატოში
გაწევრიანებაა. რეალურად ჩვენი ქვეყანა მზად არის ნატოში შესასვლელად და
მხოლოდ ალიანსის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. რაც შეეხება
ევროკავშირს, გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი იქნება. ამასთან, სულ ახლახან
საქართველომ წევრობის განაცხადი წარადგინა.
ამავე დროს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან და
კონკრეტულად არგენტინასთან თანამშრომლობა. არგენტინას განვიხილავთ საიმედო
და მტკიცე პარტნიორად რეგიონში.
ქართული მხარის სურვილია არგენტინასთან არა მარტო საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, არამედ ორმხრივი ურთიერთობების
6
მთლიანი სპექტრის კიდევ უფრო განვითარება, რაც ვაჭრობას, კულტურას, აკადემიურ
წრეებს შორის კავშირებს მოიცავს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი პერსპექტიული სფეროა მეღვინეობის სფერო, მით
უმეტეს როგორც არგენტინა, ისე საქართველო ღვინის მწარმოებელი ქვეყნებია და ამ
კუთხით გამოცდილებისა და პრაქტიკის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა
შეგვიძლია განვიხილოთ.
ედუარდო ვალდესი:
მისასალმებელია ქართველი დეპუტატების არგენტინაში ვიზიტი.
მინდა გავიხსენო, რომ არგენტინა მსოფლიოს პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1919
წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარა. ეს მოხდა პრეზიდენტ
იპოლიტო ირიგოიენის დროს, რომელიც არგენტინელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე
ძვირფას სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება.
თქვენს რეგიონში, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ნაწილია, დღეისთვის მართლაც
ძალიან რთული ვითარებაა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაამძიმა. ამიტომ
ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ესაა სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოსა და
მთლიანად რეგიონში.
ომარ დე მარჩი:
ასევე გვეამაყება პაპი ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტი, რომელიც 2016 წლის
შემოდგომაზე შედგა.
არგენტინა დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის
გაღრმავებით. ყურადღებას იმსახურებს თქვენი ქვეყნის გახსნილობა და ევროპული
მისწრაფებები.
ჩვენ ვიცნობთ საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს, რომელსაც უზარმაზარი
ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. ამ შემთხვევაში გვაინტერესებს, თუ რა
მოლოდინები აქვს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით.
ქართული მხარე:
ღია ეკონომიკის არსებობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა. ამასთან, მაშინ
როცა აზერბაიჯანი ენერგომატარებლებით არის მდიდარი, საქართველო გამოირჩევა
ჰიდრორესურსების სიმდიდრით. ასევე არსებობს მზისა და ქარის ენერგიის
გამომუშავების დიდი პოტენციალი.
ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რაც
საჭიროს ხდის დამატებითი ენერგიის გამომუშავებას. ამ შემთხვევაში საუბარია ახალი
- მცირე, საშუალო და დიდი ჰესების აშენებაზე ისევე, როგორც მზისა და ქარის
ენერგიის განვითარებაზე.
სხვადასხვა ტიპის ენერგიის გამომუშავება ურთიერთდამოკიდებული პროცესია,
რადგან თუ საკმარისად არ გამოვიყენებთ ჰიდრორესურსებს, ვერც ქარისა და მზის
ენერგიას ვერ განვავითარებთ, რაც ასევე დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
საქართველოში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობას ვთავაზობთ
როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს.
ჩვენთვის აგრეთვე საინტერესოა ევროკავშირში შემუშავებული მწვანე ენერგეტიკის
სტრატეგია, რაც შორეული მომავლის პერსპექტივაა, რადგან ის მას შემდეგ გახდება
უფრო ფასეული, რაც ტრადიციულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შემცირდება.
7
რაც შეეხება საქართველოს პორტებს, ბოლო პერიოდში ამერიკული ინვესტიციის
დახმარებით გაიზარდა ფოთის პორტის გამტარუნარიანობა. ამის გარდა, ვმუშაობთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაზე.
მოხარული ვართ საქართველოში ვიზიტით მოგიწვიოთ. ჩვენ უკვე არგენტინელი
სენატორებიც მოვიწვიეთ. ახლო მომავალში ოფიციალურ მოსაწვევ წერილსაც
გამოგიგზავნით.
თქვენი ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში გთავაზობთ საქართველოს
პარლამენტსა და არგენტინის დეპუტატთა პალატას შორის პარტნიორობის
შეთანხმების ხელმოწერას. ასეთი შეთანხმებები უკვე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის, მათ
შორის, პოლონეთის, ბელგიისა და ა.შ. პარლამენტებთან.
ომარ დე მარჩი:
მადლობას გიხდით საქართველოში მოწვევისთვის. შესაძლო ვიზიტი კიდევ ერთხელ
მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პოზიციები და ხედვები
არგენტინა-საქართველოს
თანამშრომლობის
კონკრეტულ
მიმართულებებთან
დაკავშირებით.
მივესალმებით პარლამენტებს შორის შეთანხმების გაფორმების იდეას და მზად ვართ
თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ ასეთი დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე.
ქართული მხარე:
ასევე უნდა ვიმუშაოთ კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავებაზე. საინტერესოდ
მიგვაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ არგენტინისა და არგენტინული კულტურის
უცნობი მხარეები გაიცნოს, რაც მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს
ორ ქვეყანას შორის გარკვეული კულტურული სიახლოვე არსებობს.
როსანა ბერტონე:
არგენტინას აქვს თავისი ოკუპაციის პრობლემა, ესაა მალვინის კუნძულები. ამ თემაზე
პარტნიორებს ვესაუბრებით გაეროსა და Mercosur-ის ფარგლებში. არგენტინა
დაინტერესებულია მშვიდობით, ამავე დროს, სურს თავისი სუვერენიტეტის აღდგენას
მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს.
ქართული მხარე:
საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მნიშვნელოვანია
მსოფლიო თანამეგობრობის ყველა წევრმა პატივი სცეს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რისი ერთგულიც ჩვენ ვრჩებით.
ომარ დე მარჩი:
მისასალმებელია,
რომ
არგენტინა-საქართველოს
საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის ახალი ეტაპი დავიწყეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო
განვავითაროთ ჩვენი კავშირები ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი
ურთიერთობების მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პაბლო ტეტამანტისთან შეხვედრას
არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დირექტორი კლაუდიო ჯაკომინო და
საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ნიკოლოზ გეგეშიძე ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ სამხარაძე:
მადლობას გიხდით შეხვედრისთვის. ეს პანდემიის დაწყებიდან ქართული
დელეგაციის პირველი ვიზიტია სამხრეთ ამერიკასა და, კერძოდ, არგენტინაში,
რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
8
ქართული
მხარე
პრიორიტეტულად
მიიჩნევს
საპარლამენტთაშორისო
თანამშრომლობის გაღრმავებას და მოხარულია, რომ არგენტინის სენატში გამართულ
შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ოქტომბერში არგენტინის საპარლამენტო
დელეგაცია ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში გვაინტერესებს, თუ
როგორ მუშაობს არგენტინის შემთხვევაში ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსი და
მიიღო თუ არა არგენტინამ აღნიშნული სტატუსის საფუძველზე რაიმე სახის
უსაფრთხოების გარანტიები.
პაბლო ტეტამანტი:
მივესალმებით საქართველოს დელეგაციის არგენტინაში ვიზიტს და არგენტინის
კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფების არსებობას.
რაც შეეხება ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსს, ის მომდინარეობს იმ პერიოდიდან,
როცა არგენტინა აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-თან ერაყის ოპერაციის დროს.
არგენტინას უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღია იქიდან გამომდინარე, რომ
ზემოხსენებული სტატუსი არ გულისხმობს არავითარ ალიანსს, რადგანაც არგენტინასა
და ნატოს შორის სპეციალური შეთანხმება არ გაფორმებულა.
ნიკოლოზ სამხარაძე:
დღესდღეობით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან
დაკავშირებით ევროპის ქვეყნებს ერთიანი ხედვა არ გააჩნიათ. ნატო-სთან მიმართებით
ხაზგასასმელია, რომ საქართველომ ფართო გამოცდილება მიიღო იმ კუთხით, რომ
მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ალიანსის სტანდარტებს
დაუახლოვა ქართული ჯარი და სამხედრო ბიუჯეტი გაზარდა.
ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წევრობის
განაცხადი წარადგინა (არგენტინაში დეპუტატების ვიზიტის დროს საქართველოს ჯერ
არ ჰქონდა მიღებული კითხვარი), ხოლო გაწევრიანების პროცესს, სავარაუდოდ, 6-7
წელი დასჭირდება.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას ქართული საზოგადოების მხრიდან ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მაღალ მხარდაჭერას და იმ ფაქტს, რომ
აღნიშნული მისწრაფებები კონსტიტუციაშია ასახული.
ამავე დროს, რეგიონში შექმნილია რთული ვითარება. უდიდეს გამოწვევას
წარმოადგენს როგორც უკრაინაში მიდინარე ომი, ისე სომხეთ-აზერბაიჯანის
კონფლიქტი. ითქვა, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა მეზობელ ქვეყნებზე, რაც
გამოიხატა მის ინტერვენციაში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაში,
ყაზახეთში შიდაპოლიტიკური ვითარების სტაბილიზებასა თუ ბელარუსში
ლუკაშენკოს მხარდაჭერის საქმეში. ეს იყო მოსკოვის წარმატებული ნაბიჯები, რამაც
რუსებს მოლოდინი გაუჩინა, რომ უკრაინაშიც სასურველ შედეგს მიაღწევდნენ. თუ
რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს სამხედრო გზით ან მისთვის ხელსაყრელი
შეთანხმებით, ამის შემდეგ მოსკოვი საქართველოსთვისაც მოიცლის, რაც ჩვენი
ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს და დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების
მიღებას ხდის საჭიროს.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ არგენტინელ დიპლომატს ამომწურავი
ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების, იძულებით
გადაადგილებული პირების მდგომარეობის, დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯებისა და რუსეთთან არსებული ურთიერთობების შესახებ.
9
ქართული მხარე:
მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობა როგორც უკრაინასთან, ისე
საქართველოსთან იყოს სოლიდარული, ხოლო გაეროში ყოველწლიურად წარდგენილ
რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების შესახებ
(IDP) უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს.
შესაბამისად, არგენტინულ მხარეს ვთხოვთ გადახედოს თავის პოზიციას
(თავშეკავებას) და მხარი დაუჭიროს ხსენებულ რეზოლუციას, რომელიც
ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, ეხება რა ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
აქვე მადლობას მოგახსენებთ არგენტინის მთავრობის მიერ საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისა
და
არაღიარების
პოლიტიკის
მტკიცე
მხარდაჭერისთვის.
უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში არგენტინის მიერ პოზიციის შესაძლო
გადახედვა რუსეთისთვისაც ერთგვარი სიგნალი გახდება.
გვაინტერესებს, თუ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს იმის სანაცვლოდ, რომ
არგენტინამ გადახედოს თავის პოზიციას IDP რეზოლუციის შესახებ.
ამის გარდა, არგენტინულ მხარისადმი ჩვენი თხოვნაა ნიკარაგუასა და ვენესუელის
რეჟიმებთან დიალოგის დროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემასაც
შეეხოს.
გვაინტერესებს, იგეგმება თუ არა არგენტინის საელჩოს გახსნა თბილისში.
პაბლო ტეტამანტი:
არგენტინის თავშეკავება IDP რეზოლუციასთან მიმართებით გამომდინარეობს იმ
საერთო მოცემულობიდან, როცა, ჩვენი შეფასებით, მსოფლიოში მოშლილია
მრავალმხრივი (მულტილატერალური) თანამშრომლობა/ურთიერთქმედება, რაც
არგენტინის, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი ერთგული
ქვეყნისთვის შეუძლებელს ხდის იყოს რაიმე თემატური ალიანსის მონაწილე.
ჩვენთვის აგრეთვე ერთგვარი გამოწვევაა ცალეული გარე ფაქტორები, რომლებიც
არცთუ პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენენ არგენტინის საშინაო პოლიტიკაზე.
მზად ვართ, ქართულ მხარესთან IDP რეზოლუციის თემაზე გავაგრძელოთ დისკუსია.
მართალია, ამ მომენტში კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არგენტინა
ცალსახად დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და
სტაბილურობა.
არგენტინისთვის დღემდე გამოწვევად რჩება მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების
„ოკუპაცია“. ამის გარდა, არგენტინა OECD-ში წევრობისთვის ისწრაფვის, მაგრამ ამ
გზაზე ცალკეული მოთამაშეების პოლიტიზებულ მიდგომას აწყდება.
რაც შეეხება უკრაინას, არგენტინა შემდგომშიც მხარს დაუჭერს კონფლიქტის
მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ ამავე დროს არ მოელის, რომ ამ მიმართულებით რაიმე
წინსვლა იქნება ისევ და ისევ იმის გამო, რომ მრავალმხრივი სისტემა არ მუშაობს.
არგენტინა
საერთაშორისო
ურთიერთობებში
ისტორიულად
ჩაურევლობის
პრინციპით მოქმედებს.
თბილისში არგენტინის საელჩოს გახსნის იდეისადმი არსებობს პოლიტიკური
მხარდაჭერა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია - იმ ფონზე, როცა არგენტინის
ხელისუფლების მთავარი საზრუნავია საგარეო ვალის გასტუმრება, მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები იხურება.
10
შეხვედრის დასასრულს ქართულმა მხარემ პაბლო ტეტამანტი თბილისში ვიზიტით
მოიწვია, რისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციას მადლობა
გადაუხადა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე მოხსენებით წარდგა არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობების
საბჭოში (CARI), რომელიც არგენტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ანალიტიკური ცენტრია.
ღონისძიებას უძღვებოდა CARI-ის პრეზიდენტი ხოსე ბორდონი და მას არგენტინელი
ექსპერტები და არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტებზე: ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, არაღიარების
პოლიტიკაზე, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მშვიდობიანი
კავკასიის ინიციატივაზე ისაუბრა. აღინიშნა ის სარგებელი, რასაც საქართველო
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდან იღებს, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო
რეჟიმი, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და სხვა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ
საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ისწრაფვის. დეპუტატმა ასევე
ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიზნებზე, როგორიცაა ვაჭრობის
დივერსიფიკაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შემდგომი გაფორმება მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანასთან. მან აგრეთვე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე და
ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რეგიონის ყველა ქვეყანა
ენდობა. ამის გარდა, ნიკოლოზ სამხარაძემ ენერგო და კიბერუსაფრთხოების გაძლიერების
მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ იზრდება
ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ამ სექტორში დამატებითი სიმძლავრეების შექმნის
აუცილებლობას ქმნის.
შეხვედრაში მონაწილე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და,
კერძოდ, ქართული მოსახლეობის უფლებების სისტემატურ დარღვევაზე, რუსეთის
სპეცსამსახურების აქტიურობასა და რუსეთთან მიმდინარე ფართომასშტაბიან ჰიბრიდულ
ომზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო
დაამძიმა საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და აღნიშნა, რომ
საქართველო რუსეთის პრიორიტეტული სამიზნეების ჩამონათვალშია.
ნიკოლოზ სამხარაძის მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც ისაუბრეს
უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და მის გავლენაზე როგორც შავი
ზღვის რეგიონზე, ასევე ევროპასა და ნატო-ს მომავალზე. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ
განაცხადა, არგენტინელი ექსპერტებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინეს იმის შესახებ,
თუ რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია ისეთ
შორეულ რეგიონზე, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა. ამასთან, დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს
ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც როგორც შავი
ზღვის რეგიონის, ასევე სამხრეთ ამერიკის წინაშე დგას.
არგენტინელი ექსპერტების მიერ დასმული კითხვები ეხებოდა ისეთ საკითხებს,
როგორიცაა: რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო ზემოქმედება საქართველოსა და მის
ეკონომიკაზე, უკრაინაში ომის შემდგომი შესაძლო სცენარები, ქართული არმიის მომზადების
დონე და ნატოსთან თანამშრომლობა, საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები, შავი ზღვის
უსაფრთხოება და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსა და ლათინური ამერიკის
ქვეყნებს შორის ურთიერთობები.
11
ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრა ასევე გამართეს არგენტინის აკადემიური
წრეების წარმომადგენლებთან, კერძოდ, არგენტინის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCA)
პროფესორთან არიელ გონსალესთან და კიდევ ერთი წამყვანი არგენტინული კვლევითი
ცენტრის CADAL-ის პრეზიდენტთან სიბილ როდესთან. საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის
რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარება წარმოადგენდა. მხარეებმა
უნივერსიტეტებს შორის აკადემიური გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.
12