„უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
რეზოლუციის პროექტზე
უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო
აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია
რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებისა და
მათი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინაში განხორცილებული სამხედრო აგრესიის,
გენოციდის და ომის დანაშაულების შეფასებას. „გენოციდის დანაშაულის თავიდან
აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვეცნიის ხელშემკვრელი მხარეები, ითვალისწინებენ რა
იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ 1946 წლის 11
დეკემბრის 96 (I) რეზოლუციით განაცხადა, რომ გენოციდი წარმოადგენს საერთაშორისო
სამართლებრივ დანაშაულს და არღვევს გაეროს არსსა და მიზნებს, და რომ
ცივილიზებული სამყარო გმობს მას. აღიარებენ რა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე
გენოციდს მოჰქონდა დიდი ზიანი კაცობრიობისათვის;
საერთაშორისო
საზოგადოების
მიერ
შეფასებულია
რუსეთის
მხრიდან
განხორციელებული საერთაშორისო სამართლით აკრძალული ქმედებები. უკრაინაში
შეჭრამ დაარღვია გაეროს წესდების აკრძალვა აგრესიაზე და გამოიწვია აგრესიის
დანაშაული, სისხლის საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. Amnesty Internationalმა განაცხადა, რომ მოიძიეს უტყუარი სამხილი რუსეთის მიერ საერთაშორისო
ჰუმანიტარული კანონის დარღვევის და რუსეთის ზოგი თავდასხმის ომის დანაშაულად
ქცევის შესახებ. რუსეთის ძალებმა „გამოიჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის
უგულებელყოფა ბალისტიკური რაკეტების და სხვა ფეთქებადი იარაღის გამოყენებით
მჭიდროდ დასახლებულ არეებში“. ვუჰლედარის, ხარკივისა და უმანის ბრძოლებში,
რუსები ცეცხლს განურჩევლად ხსნიდნენ და ეს იყო ომის დანაშაული. Amnesty-მ და Human
Rights Watch-მა განაცხადეს, რომ რუსეთი განურჩევლად უტევდა სამოქალაქო ზონებსა და
საავადმყოფოებს. Human Rights Watch (HRW)-მ დაადგინა რომ ვულჰედარის
საავადმყოფოს თავს დაესხნენ 9N123 კლასტერული შეიარაღებით, რომელიც აკრძალული
იარაღია, კლასტერული იარაღის კონვენციის მიხედით, მისი გრძელვადიანი ხიფათის გამო
სამოქალაქო პირების მიმართ. „სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმა ან სამედიცინო
პირების ნეიტრაილიტეტის უგულველყოფა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის
დარღვევაა“.
“წარმოუდგენელია, რომ ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული და დაშავებული
ყოფილიყო და ამდენი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის სახლები, საავადმყოფოები,
კულტურული ფასეულობები, სკოლები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები,
ადმინისტრაციული
შენობები,
პენიტენციური
დაწესებულებები,
პოლიციის
განყოფილებები, წყლის სადგურები და ელექტრო სისტემები დაზიანებული იქნებოდა ან
განადგურდებოდა, თუ რუსეთი პატივს სცემდა თავის ვალდებულებებს IHL-ის მიმართ
განსხვავებულობის, პროპორციულობისა და სიფრთხილის კუთხით უკრაინაში საომარი
მოქმედებების წარმოებისას. მარიუპოლის ალყის ჩატარება უკიდურესი მაგალითია.
რუსული ძალების ქცევის დიდი ნაწილი უკრაინის ნაწილებში, რომელიც მან დაიპყრო
2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ, მათ შორის მისი მარიონეტების, დონეცკის და
ლუგანსკის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ მეშვეობით, თანაბრად არღვევს IHL
სამხედრო ოკუპაციას.”- აღნიშნული ასახულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა
2022 წლის 13 აპრილს გამოქვეყნებულ მისიის მოხსენებაში „ანგარიში 2022 წლის 24
თებერვლიდან უკრაინაში ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის
უფლებათა სამართლის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების შესახებ“. 1
ასევე, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რეპ. სტივ კოენი (TN-09), რომელიც ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეაში (PA) აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელია, 2022 წლის 25 აპრილს
გაავრცელა წერილი, რომელშიც მოუწოდებდა ასამბლეას მიიღოს დეკლარაცია უკრაინის
პარლამენტის მიერ, რომელიც აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად.
წერილში ნათქვამია, რომ “ჩვენ არ მივდივართ ამ დასკვნამდე მარტივად და ვაცნობიერებთ
სიზუსტის მნიშვნელობას ამგვარი ტერმინოლოგიის გამოყენებისას. თუმცა, აბსოლუტური
მტკიცებულებების გათვალისწინებით - პუტინი და მისი რეჟიმი უარყოფს უკრაინული
ეროვნების არსებობას და მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს
მიზანში ამოღებული,
მარიუპოლის ფართომასშტაბიანი განადგურება, მასობრივი საფლავები, რომლებმაც
მოიცვა უკრაინის მიწები და უკრაინელი ხალხის, მათ შორის ბავშვების რუსეთში
დეპორტაცია, სადაც მათი ინდოქტრინაცია მიმდინარეობს ე.წ „საგანმანათლებლო
ბანაკებში“ და მიზნად ისახავს უკრაინული იდენტობის განადგურებას - ჩვენ არ
შეგვიძლია გავჩუმდეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აიმაღლოს ხმა და
ისაუბროს ერთიანობითა და აბსოლუტური სიცხადით იმ ენით აღუწერელ საშინელებაზე,
რომელიც ვითარდება უკრაინაში და თავისუფლად ისაუბროს იმის შესახებ, რაც იქ
ხდება.”2
საქართველო და უკრაინა წარმოადგენენ სუვერენულ სახელმწიფოებს, რომელთა
გაცხადებული მიზანია ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანება. ორივე სახელმწიფო
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ცდილობს რუსეთის აგრესიას გაუმკლავდეს და გახდეს
თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. საქართველო სრულიად იზიარებს
უკრაინის
წინაშე
არსებულ
საფრთხეებსა
და
გამოწვევებს,
სწორედ
ამიტომ,
მნიშვნელოვანია აღნიშნული რეზოლუციის მიღება, რათა ღიად გამოვხატოთ მხარდაჭერა
და დავუფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც
ყოველდღიურად ცდილობს გაუმკლავდეს რუსეთის ფედერაციის მიერ მათ წინააღმდეგ
მიმართულ სასტიკ, არაადამიანურ ქმედებებს.
1
https://reliefweb.int/report/ukraine/report-osce-moscow-mechanism-s-mission-experts-entitled-reportviolations
2
https://www.csce.gov/sites/helsinkicommission.house.gov/files/20220424_Verkhovna%20Rada%20Genocide
%20Declaration.pdf
საქართველო, დღემდე განიცდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციას და სამხედრო
აგრესიას შესაბამისად, ვალდებულია გაატაროს ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები
აგრესიის და ოკუპაციის შესაჩერებლად, მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად,
არამარტო საკუთარი უსაფრთხოების, არამედ მეგობარი სახელმწიფოების უსაფრთხოების
დაცვისთვის. საქართველოს პარლამენტი ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, მზადაა
ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოებთან, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი
დანაშაულების გამოძიებისა და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა
რეზოლუციის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია, საქართველოს, როგორც უკრაინის
მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებების შეფასების
აუცილებლობისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის
ტერიტორიაზე ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები. რუსეთის ფედერაციის მიერ
განხორციელებული
ომის
დანაშაულების
მასშტაბურობისა
და
სიმძიმის
გათვალისწინებით დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფოები ახდენენ რეაგირებას .
მათ შორის, ესტონეთის, ლატვიისა, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოებმა შეაფასეს
რუსეთის ფედერაციის ქმედებები და მიიღეს შესაბამისი რეზოლუციები, სადაც გმობენ
რუსეთის აგრესიას. 3
2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “რუსეთის იმპერიის
მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ”. აღნიშნული რეზოლუციით, პარლამენტმა
დადგინა - “აღიარებულ იქნას რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში ჩერქეზების
(ადიღელების) მასობრივი განადგურება და მათი იძულებითი განდევნა ისტორიული
სამშობლოდან გენოციდის აქტად, თანახმად,
“სახმელეთო ომის კანონებისა და
ჩვეულებების შესახებ” ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის მე-4 კონვენციისა და “გენოციდის
დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ” გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის
კონვენციისა. “
რუსეთის ფედერაციის ქმედებები ყოველთვის და განსაკუთრებით ომის პირობებში
ხასიათდება განსაკუთრებული სისასტიკით, რაც ომის დანაშაულებს, გენოციდის აქტებს,
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ
დარღვევას, ძალადობის აქტებს, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებულ სხვა
დანაშაულებს მოიცავს. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე,
მათ შორის: ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და სხვა ქალაქებში განხორციელებული
ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს
დანაშაულად, გენოციდად.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები
რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი მხარდაჭერას
უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გმობს რუსეთის
3
http://titania.saeima.lv/LIVS13/saeimalivs_lmp.nsf/0/6D3B896E469E534AC22588240030473C?OpenDocumen
t&fbclid=IwAR30v8AuTyO3WZN8NERlwgsTOC-Gy9U5Zqh2rGbkj9GRNTP3CG3GYEcQkrc
https://www.riigikogu.ee/istungi-ulevaated/riigikogu-vottis-vastu-avalduse-venemaa-sojakuritegudest-jagenotsiidist-ukrainas/?fbclid=IwAR2SDErYT854azyf8lZ5FfVfv9Y-ZQaiuuXGOFkI9VrPYQHwIclt1SZDIpk
სამხედრო აგრესიას უკრაინაში და გამოთქვამს მზაობას, საერთაშორისო საზოგადოების
მხარდაჭერით მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების
შესახებ მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებაში.
ა. გ ) რეზოლუციის ძირითადი არსი
რეზოლუციის
ძირითად
არსს,
წარმოადგენს
საქართველოს
უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან, რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი
ქმედებების ღიად დაგმობა, ამ ქმედებების შეფასება, მათთვის სამართლებრივი სახელის
დარქმევა და მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის ღიად მხარდაჭერა.
ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციასთან მიმართებით.
ა.ე) რეზოლუციის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
რეზოლუციით ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი
და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
რეზოლუცია არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განიხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას
ბ ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება
გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, შესაბამისი უწყებებიდან, კერძოდ:
იუსტიციის სამინისტროდან; საქართველოს საგარეო სამინისტროდან და საქართველოს
გენერალური პროკურატურიდან.
ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
რეზოლუცია გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რეზოლუციის პროექტით განსაზღვრულ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც
რეზოლუციით განსაზღვრულ ფარგლებში შესაძლოა მოუწიოთ გარკვეული ქმედებების
განხორციელება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს ამ პუნქტით განსაზღვრული
პირებისთვის.
ბ.ვ) რეზოლუციის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეზოლუცია არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ)რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეზოლუციის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
რეზოლუციის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის შემუშავებაში.
რეზოლუციის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ.
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეზოლუციის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) რეზოლუციის პროექტის ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
ერთობაშია“
მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ვ ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა
ერთობაშია“
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო
აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ
საქართველოს პარლამენტი,
ეყრდნობა რა, საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება
რუსეთის
ფედერაციის
მიერ
უკრაინის
სუვერენულ
ტერიტორიაზე
განხორციელებული მასობრივი სასტიკი დანაშაულები, მათ შორის: უკრაინის
მშვიდობიანი
მოქალაქეების,
ქალებისა
და
ბავშვების
მკვლელობის,
წამების,
სექსუალური ძალადობისა და ღირსების შემლახველი ფაქტები.
აცხადებს, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო
აგრესიას უკრაიანაში. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრა
არის უკრაინის სუვერენტიტეტისა და ტერიტროიული მთლიანობის უხეში დარღვევა.
აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ქალაქების დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივ ცენტრების, სამგზავრო
სადგურების დაბომბვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიან
მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა, უკრაინის მოქალაქეების გატაცება და რუსეთის
ფედერაციის ტერიტორიაზე გადასახლება, ნათლად აჩვენებს ომისა და კაცობრიობის
წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
გმობს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ
უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ შორის: ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და
სხვაგან ჩადენილ ომის დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, კაცობრიობის წინააღმდეგ
ჩადენილ დანაშაულებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას, ძალადობის
აქტებს, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს.
გმობს, რუსეთის ფედერაციის მიერ მარიუპოლში გამოწვეულ ჰუმანიტარულ
კატასტროფას. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალას დღემდე ალყაში ჰყავს
მარიუპოლი, არ თანხმდება არაერთ საერთაშორისო შეთავაზებას მშვიდობიანი
მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნის თაობაზე, ბლოკავს
მოსახლეობისთვის სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.
მარიუპოლში, უამრავი მოქალაქეა დაღუპული შიმშილითა და უწყლობით.
აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები
უკრაინელების ეროვნული ნიშნით წმენდის ნათელი დადასტურებაა. შედეგად,
უკრაინის მილიონობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი
სამშობლო.
პატივს მიაგებს, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად
დაღუპული ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და უკრაინის დამცველთა ხსოვნას.
პატივს სცემს, უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და გმირობას.
მიესალმება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკრაინაში
ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულების ფაქტებზე
გამოძიების დაწყებას. ყველა, ვინც პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ
ჩადენილი
დანაშაულზე,
აგრეთვე
ომის
დანაშაულზე
უნდა
გასამართლდეს
საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვით.
მხარს უჭერს, როგორც გაეროს, ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში
გაცხადებული
აქვს
ევროატლანტიკური
კურსი,
დემოკრატიული
ქვეყნების
ინიციატივებს გააერთიანონ ძალები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში
ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და დანაშაულის
გამოძიებაში.
მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
გენოციდს.
საქართველოს მძიმე გამოცდილების და მშვიდობის დამყარების სასიცოცხლო
მნიშვნელობის
სრულფასოვანი
გააზრებით,
ურყევ
სოლიდარობას
უცხადებს
თავისუფალ, გმირ უკრაინელ ხალხსა და უკრაინის დემოკრატიულ, სუვერენულ
სახელმწიფოს.