„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) დაემატოს
შემდეგი შინაარსის 871 მუხლი:
„მუხლი 871. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ ადვოკატის ინფორმირება
1. არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც ამ კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 ნაწილის
საფუძველზე, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ან სასამართლოს განჩინებით
შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც
სრულად აქვს გამოყენებული ამ კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სატელეფონო
საუბრის ლიმიტები, უფლება აქვს წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს
მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. პენიტენციური დაწესებულება
ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე,
უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ
სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება
პენიტენციური დაწესებულების ხარჯით.
2. პენიტენციური დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების
დებულებით. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს
შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება
მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება
შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში განსაზღვროს
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისთვის
საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,
არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით
ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს
წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის
დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,
ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. აკრძალულია
ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს
შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს
უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს
და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების
ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის
შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი
მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.
არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, გამომძიებლის, პროკურორის ან
მოსამართლის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას ამ
უკანასკნელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის გარდა ნებისმიერ სხვა
ადრესატთან
ეზღუდება
სატელეფონო
ზარის
განხორციელების
შესაძლებლობა.
იმის
გათვალისწინებით, რომ დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზებისთვის განსაკუთრებით
მნიშნელოვანია არასრულწლოვან ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის აქტიური და დროული
კომუნიკაციის არსებობა, მიზანშეწონილია, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ერთი მხრივ
გამორიცხავს აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი ბრალდებულისგან მტკიცებულებების განადგურების,
მოწმეებზე ზეგავლენის, დანაშაულის თანამონაწილეების გაფრთხილებისა და გამოძიების ინტერესების
საწინააღმდეგო სხვა ქმედებების განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს
ბრალდებულის შესაძლებლობას დაუყოვნებლივ მოახდინოს ადვოკატის ინფორმირება მასთან
შეხვედრის სურვილის თაობაზე.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილებულია ასევე საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში
„პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-1935/22; 18.02.2022). საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ
ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვს
სატელეფონო საუბრის უფლება, ამ შეზღუდვიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ასევე ეზღუდება
ადვოკატთან ტელეფონის მეშვეობით კომუნიკაციის შესაძლებლობაც. იდენტიფიცირებული პრობლემის
მოსაგვარებლად, სახალხო დამცველის მიერ შემოთავაზებულია რეგულაცია, რომელიც ბრალდებულს
ანიჭებს უფლებამოსილებას ულიმიტოდ და შეუზღუდავად განახორციელოს სატელეფონო ზარი
ადვოკატთან. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული რეგულაცია,
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ითვალისწინებდა ისეთი საშუალების გამოყენებას, რომელშიც
სათანადოდ არ იყო დაზღვეული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები და ტოვებდა
დაწესებული ლეგიტიმური შეზღუდვისთვის გვერდის ავლის ისეთ შესაძლებლობას, რომლის დაზღვევაც
და კონტროლიც იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულის კომუნიკაცია
(მიმოწერა, სატელეფონო საუბარი და ა.შ.) პენიტენციური დაწესებულების გარეთ მყოფ პირებთან
რეგულირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, აღნიშნული საკითხის ახლებურად
დარეგულირებაც სწორედ ამ კანონში ცვლილების განხორციელების გზითაა შესაძლებელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, არასრულწლოვან ბრალდებულს,
რომელსაც გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს
სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს
გამოყენებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო
საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება წერილობით მიმართოს პენიტენციურ
დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო
სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე
განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური
შეტყობინების გაგზავნა. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური
შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. პენიტენციური
დაწესებულებას ასევე ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების
გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის
შეტყობინების გაგზავნა ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების
გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, არასრულწლოვან ბრალდებულს,
რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ან მოსამართლის განჩინებით შეზღუდული
აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც სრულად
აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები
(თვეში სამი ზარი), უფლება ექნება წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და
მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. პენიტენციური
დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის
დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში
დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების
გაგზავნა. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა
განხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. შეტყობინების განხორციელების წესი და
პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულებას
ასევე ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის
მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა
ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის
მოთხოვნისთვის.
კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს ადვოკატისთვის
შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები. რაც შეეხება ადვოკატის ინფორმირებისთვის
საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებას,
ამისთვის იუსტიციის სამინისტროს განსაზღვრული აქვს 60 დღიანი ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
მიმართებაში
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებული ადვოკატის ინფორმირების წესის ამოქმედება საჭიროებს
გარკვეული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორცილებას, ასევე ცალკეული
კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ამდენად, გათვალისწინებულია
გარდამავალი დებულებების დამდგენი ნორმის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის
ძირითადი ნაწილის ამოქმედება ამ მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ. გარდამავალი
დებულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესასრულებლად გონივრულ ვადად მიჩნეულია
ამოქმედებიდან 60 დღე.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი დებულებებისთვის უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა უმნიშვნელო გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. გასათვალისწინებელია, რომ რომ 2016 წელს წელს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა
გამომძიებლისა ან პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო 229, 2017 წელს - 343, 2018 წელს 650, 2019 წელს - 816, 2020 წელს - 509, ხოლო 2021 წელს - 481 ბრალდებულის მიმართ.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მონაცემები აერთიანებს როგორც სრულწლოვან ისე
არასრულწლოვან ბრალდებულებს. ამასთანავე, იმის განსაზღვრა, თუ რამდენი არასრულწლოვანი
ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის ინფორმირებას მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე კანონის
ამოქმედების შემდეგ, წინასწარ შეუძლებელია. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების
გავლენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხარჯებზე დამოკიდებული იქნება
იმ არასრულწლოვან ბრალდებულთა რაოდენობაზე, რომლებსაც გამომძიებლის ან პროკურორის
დადგენილებით ან მოსამართლის განჩინებით შეზღუდული ექნებათ სატელეფონო საუბრის უფლება ან
რომლებსაც
ამოწურული
ექნებათ
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსით
გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები და ენდომებათ ადვოკატის ინფორმირება მასთან
შეხვედრის სურვილის თაობაზე. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალო საფასურის
გათვალისწინებით, რომელიც დღეის მდგომარეობით 2 თეთრს არ აღემატება, მოსალოდნელია, რომ
თითოეული ბრალდებულის (სრულწლოვანი და არასრულწლოვანი) მიერ, ვისაც შეზღუდული აქვს
სატელეფონო საუბრის უფლება, აღნიშნული უფლებამოსილების ყოველკვირეულად გამოყენების
შემთხვევაშიც კი გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა იქნება უმნიშვნელო და არ გადააჭარბებს
თვეში 38 ლარს 2. კანონპროექტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნა პენიტენციური
დაწესებულებების მიერ მოხდება არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, იუსტიციის
სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება კანონის პროექტით
გათვალისწინებული შეტყობინების მექანიზმის შექმნისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური და
ინფრასტრუქტურული ღონისძიებებიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბრალდებულისგან
ადვოკატის ინფორმირების მოთხოვნის სანაცვლოდ რაიმე საფასურის გადახდას. ასევე,
არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის ამ მომსახურებით სარგებლობა არ იქნება არსებული ხარჯის
დაზოგვის საშუალება, რადგან მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ადვოკატის
ინფორმირების მსგავსი მექანიზმი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან მისი მოქმედება
გავრცელდება პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულებზე.
ამასთან, რამდენადაც კანონპროექტით დგინდება ზოგადად უფლებების დაცვის სტანდარტის
გაუმჯობესება, შესაბამისად ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზეც კანონს ექნება მხოლოდ დადებითი
გავლენა.
2021 წელს სატელეფონო შეზღუდვა გამოყენებული იქნა 481 ბრალდებულის მიმართ. თითოეული ბრალდებულის
მიერ თვეში ადვოკატის ინფორმირების უფლების თუნდაც ყოველკვირეულად, ე.ი. 4-ჯერ გამოყენების შემთხვევაშიც
კი, ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯის ჯამური ოდენობა თვიურად არ აღემატება
38 ლარს (481×4×0.02=38 ლარი და 48 თეთრი)
2
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის,
საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი