საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 27 აპრილის №119/2022 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 27 აპრილის №119/2022 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 27 აპრილის №119/2022 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი (ეს პროექტი) განაცხადი
- „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
წერილი
433-01-05-2-202204281340
N 01-05/433
28/04/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ასლი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ბატონო შალვა,
გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14
მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის 2022 წლის 27 აპრილის №119/2022 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-2
პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის თანახმად,
დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საბიუჯეტო
განაცხადს.
ასევე, ცალკე დანართის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების მდგომარეობისა და
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროების შესახებ.
დანართი: 17 ფურცლად.
პატივისცემით,
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
.
განაცხადი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული
შენობების მდგომარეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიას ბალანსზე ერიცხება მთავარი
ადმინისტრაციული შენობა და საოლქო საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციული
შენობები.
ცესკოს / საოლქო საარჩევნო კომისიების ადმინისტრაციული შენობების ზოგადი
მდგომარეობა და სარემონტო სამუშაოების საჭიროებები წარმოდგენილია ცხრილის
სახით:
შენობის
სტატუსი
სამგორის საოლქოს შენობა
მოითხოვს კაპიტალურ
რემონტს
4 საოლქო კომისიის
ადმინისტრაციული შენობა
მოითხოვს კაპიტალურ
რემონტს
2 საოლქო საარჩევნო
კომისიას აქვს საოფისე
ფართის პრობლემა
7 საოლქო კომისიის
ადმინისტრაციული შენობა
მოითხოვს აუცილებელ
მიმდინარე რემონტს
ცესკოს / საოლქო საარჩევნო
კომისიების სახანძრო
უსაფრთხოება
2023 წლის ბიუჯეტის
პროექტში
გათვალისწინებული
დაფინანსება
(ლარი)
დაფინანსების
შესაძლებლობა 2022
წლის ბიუჯეტის
ფარგლებში
(ლარი)
შენიშვნა
200 000
200 000
პროექტის განხორციელება
განიხილება
მრვალწლიანად 2022-2023
555 000
თერჯოლის, ჩოხატაურის,
ლანჩხუთის, ხულოს
საოლქოები
300 000
კასპის, სამტრედიის
საოლქოები
300 000
საოლქოების ჩამონთვალი
იხილეთ მე-9 გვერდზე
150 000
ცესკოს სხდომათა დარბაზი
1 100 000
ცესკოს ადმინისტრაციული
შენობის მიმდებარე
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაცია
150 000
სულ
2 755 000
700 000
პროექტის განხორციელება
განიხილება
მრვალწლიანად 2023-2024
პროექტის განხორციელება
განიხილება
მრვალწლიანად 2022-2023
900 000
შენიშვნა: ბოლო პერიოდში (2021 წლის ბოლოს და 2022 წლის I კვარტალში), სამშენებლო
სექტორში სამშენებლო მასალებზე ადგილი აქვს ფასების მნიშვნელოვან ზრდას, რის გამოც
შესაძლებელია არსებული პროექტები დაექვემდებაროს აუცილებელ კორექტირებას.
1
კაპიტალური რემონტების საჭიროება საოლქო კომისიებში
#6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია
#6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის (ერთ-ერთი დიდი ოლქი ამომრჩეველთა რ-ბის
მიხედვით) ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. თბილისში, კალაუბნის ქ. №16-ში.
საერთო ფართი შეადგენს 454.1 კვ/მ. აღნიშნული ფართი საარჩევნო ადმინისტრაციას
გადმოეცა 2021 წელს. შენობა წარმოადგენს ე.წ. შავ კარკასს და საჭიროებს კაპიტალურ
რემონტს. აღნიშნული კაპიტალური რემონტის ჩატარებამდე #6 სამგორის საოლქო
საარჩევნო კომისიას ადმინისტრაციული შენობა არ გააჩნია. საარჩევნო ადმინისტრაცია
სამგორის საოლქო კომისიის ოფისის კაპიტალური რემონტის პროექტის განხორციელებას
განიხილავს 2 წლიან შესყიდვად, რისთვისაც 200 000 ლარის დაფინანსებას განიხილავს
2022 წლის ბიუჯეტში არსებული ეკონომიიდან, ხოლო 200 000 ლარს ითვალისწინებს 2023
წლის ბიუჯეტის პროექტში. პროექტის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 400 000
ლარს.
2
#49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია
#49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ.
თერჯოლაში, რუსთაველის ქ. №117-ში. ფართი შეადგენს მე-2 სართულზე 257.50 კვ/მ,
პირველ სართულზე 64.40 კვ/მ. ადმინისტრაციული შენობა საჭიროებს კაპიტალურ
რემონტს. აღნიშნული სამუშაოების დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის
პროექტში გათვალისწინებულია 100 000 ლარი.
3
#61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია
#61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს
ჟორდანიას ქ. №76-ში. ფართი შეადგენს მე-3 სართულზე 174.5 კვ/მ, ხოლო პირველ
სართულზე 19.67 კვ/მ. შენობა საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. აღნიშნული სამუშაოების
დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 100 000
ლარი.
4
#62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია
#62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ.
ჩოხატაურში, დუმბაძის ქ. №35-ში. საერთო ფართი შეადგენს 120 კვ/მ. აღნიშნული
ორსართულიანი შენობა არის ავარიული. სართულებს შორის არსებული საფარი (იატაკი)
ჩაზნექილია საყრდენი კოჭებიდან. შესაბამისად, ოფისში არ არის უსაფრთხო სამუშაო
გარემო. შენობა საჭიროებს კაპიტალური სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული
სამუშაოების დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში
გათვალისწინებულია 100 000 ლარი.
5
#84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია
#84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ტბელ
აბუსელიძის ქ. №9-ში. საერთო ფართი შეადგენს 218.12 კვ/მ. აღნიშნული ფართის ნახევარი
საარჩევნო ადმინისტრაციას გადმოეცა 2021 წელს. შესაბამისად, არსებობს საჭიროება
ახლიდან განხორციელდეს დაგეგმარება/გადატიხვრები, რომ ეფექტურად იქნას
გამოყენებული საოლქო კომისიის სარგებლობაში არსებული მთლიანი ფართი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მთლიანი ფართის კაპიტალური რემონტი.
აღნიშნული სამუშაოების დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში
გათვალისწინებულია 155 000 ლარი.
6
საოფისე ფართების საჭიროება საოლქო კომისიებში
#30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია
#30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ.
კასპში, კოსტავას ქუჩა №16-ში, რომლის ფართობი შეადგენს 88.99 კვ/მ. აღნიშნულ
ფართში განთავსებულია ორი სამუშაო ოთახი, ერთი პატარა დარბაზი და ერთი სველი
წერტილი, სადაც მუდმივად მუშაობს 5 თანამშრომელი, ხოლო სარჩევნო პერიოდში
კომისიას ემატება დროებითი წევრები (12 ერთეული), დამხმარე და ტექნიკური
პერსონალი (9 ერთეული), ასევე საოლქოს ადმინისტრაციულ შენობაში მისვლაგადაადგილება უწევთ ჩართულ მხარეებს. ამ გარემობებიდან გამომდინარე, კასპის
საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისი ვერ აკმაყოფილებს სამუშაო პირობებს. საოლქო
კომისიის
სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის
აუცილებელია
კომისია
უზრუნველყოფილ იქნას ახალი შენობით/ფართით (არა ნაკლებ 250-300 კვ/მ), რისი
მოძიების სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების
დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 100 000
ლარი.
7
#54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია
#54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ.
სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩა №6-ში. ფართობი შეადგენს 17.1 კვ/მ პირველ
სართულზე და 84 კვ/მ მე-2 სართულზე. აღნიშნულ ფართში განთავსებულია სამი სამუშაო
ოთახი ერთი დარბაზი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ჰოლს. საოფისე სივრცე
მდებარეობს სხვა სახელმწიფო უწყებების მომიჯნავედ ერთ შენობაში და შესაბამისად
ოთახების განლაგება და სივიწროვე ვერ აკმაყოფილებს ოფისის სტანდარტებს. საოლქო
კომისიის
სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის
აუცილებელია
კომისია
უზრუნველყოფილ იქნას ახალი შენობით/ფართით (არა ნაკლებ 250-300 კვ/მ). აქტიურად
მიმდინარეობს ახალი შენობის/ფართის მოძიების სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების
დასაფინანსებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 200 000
ლარი.
8
მიმდინარე რემონტების საჭიროება საოლქო კომისიებში
აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს არასაარჩევნო პერიოდში საკუთარი
ბიუჯეტი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ცესკოს ბალანსზე რიცხული ყველა საოლქო
საარჩევნო
კომისიის
ადმინისტრაციული
შენოებების
მოვლა-პატრონობას
უზრუნველყოფს ცესკო. არსებული შენობების ექსპლუატაციიდან გამომდინარე,
ყოველწლიურად
არსებობს
საჭიროება
განხორციელდეს
მიმდინარე
რემონტები/შეკეთებები სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა: სანტექნიკა,
სამღებრო სამუშაოები, ელექტროობა, სახურავი და ა.შ.
№
1
2
3
4
5
6
7
ოლქის
ნომერი
12
24
29
47
50
81
83
ოლქის
დასახელება
გურჯაანი
დმანისი
ყაზბეგი
მესტია
საჩხერე
ქობულეთი
ხელვაჩაური
სამუშაოს აღწერილობა
ახალი გადმოცემული დამატებითი ფართის რემონტი
იატაკების, კედლებისა და ჭერის რეაბილიტაცია
შენობის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია
სველი წერტილების რეაბილიტაცია, გათბობის სისტემა
სახურავის რეაბილიტაცია და სხვა თანმდევი სამუშაოები
სახურავის რეაბილიტაცია და სხვა თანმდევი სამუშაოები
სახურავის რეაბილიტაცია და სხვა თანმდევი სამუშაოები
აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის
პროექტში გათვალისწინებულია 300 000 ლარი.
სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები
ცესკოსა და საოლქო კომისიებში
ღონისძიება მოიცავს ცესკოსა და საოლქო კომისიებში სახანძრო უსაფრთხოების
დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას (74 ერთეული
ადმინისტრაციული შენობისთვის აღჭურვა-განახლება მინიმალური სტანდარტით, რაც
საკანონმდებლო მოთხოვნაა: ცეცხლმაქრები, კვამლის სენსორები, სახანძრო სტენდები და
ა.შ.). ცესკოს მიზანშეწონილად მიაჩნია სახანძრო უსაფრთხოების დაცვასთან
დაკავშირებული ზომები და შესაბამისი შესყიდვები განხორციელოს ეტაპობრივად 20232024 განმავლობაში, რისთვისაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ითვალისწინებს 150 000
ლარს, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტში ასევე გაითვალისწინებს 150 000 ლარს.
9
საოლქო კომისიები ოფისების გარეშე
#1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია
#1 მთაწმინდის საოლქო კომისიას საკუთარი, მუდმივი ადმინისტრაციული შენობა არ
გააჩნია. კომისია განთავსებულია დაქირავებულ ოფისში. საოლქოს საზღვრებში
სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობის მოიძიება ვერ ხერხდება.
ოფისის ყოველთვიური იჯარის ფასი კვადრატულ მეტრზე მერყეობს 8-10 აშშ დოლარის
ფარგლებში. 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საორიენტაციო დაფინანსება 100
000 ლარის ოდენობით წლის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისის
დასაქირავებლად.
#4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია
#4 კრწანისის საოლქო კომისიას საკუთარი, მუდმივი ადმინისტრაციული შენობა არ
გააჩნია. 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები კომისიამ
ჩაატარა დაქირავებული ოფისის გამოყენებით. საოლქოს საზღვრებში სახელმწიფო ან
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობის მოიძიება ვერ ხერხდება. ოფისის
ყოველთვიური იჯარის ფასი კვადრატულ მეტრზე მერყეობს 8-10 აშშ დოლარის
ფარგლებში. 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაფინანსება 100 000 ლარის
ოდენობით წლის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისის დასაქირავებლად.
#5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია
#5 ისნის საოლქო კომისიას საკუთარი, მუდმივი ადმინისტრაციული შენობა არ გააჩნია.
2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები კომისიამ ჩაატარა
დაქირავებული ოფისის გამოყენებით. საოლქოს საზღვრებში სახელმწიფო ან
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობის მოიძიება ვერ ხერხდება. ოფისის
ყოველთვიური იჯარის ფასი კვადრატულ მეტრზე მერყეობს 8-10 აშშ დოლარის
ფარგლებში. 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაფინანსება 100 000 ლარის
ოდენობით წლის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისის დასაქირავებლად.
10
ცესკოს ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურა
ცესკოს არსებული სხდომათა დარბაზი
ცესკოს სხდომათა დარბაზი განთავსებულია ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში. მას
შემდეგ, რაც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად კომისიის
წევრთა რაოდენობა გაიზარდა 17 ერთეულამდე, საჭირო გახდა სხდომათა მაგიდის
დაგრძელება კომისიის წევრთათვის დამატებით 5 ადგილის შესაქმნელად, რამაც ისედაც
პატარა ზომის დარბაზი კიდევ უფრო დაავიწროვა, შეზღუდა ადგილები/სივრცეები
აპარატის
თანამშრომელთა,
სუბიექტებისა
და
მედიის
წარმომადგენელთა
განსათავსებლად. არსებულ დარბაზს არ აქვს ფოიე, სველი წერტილები. აღნიშნული
გარემოებების გამო ცესკოს არსებული სხდომათა დარბაზი ვერ აკმაყოფილებს
სტანდარტებს, რომ უზრუნველყოფილს იქნას ცესკოს სხდომების შესაფერის სივრცეში,
ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა არჩევნებში ჩართული მხარეების არასათანადო
პირობებში განთავსების გამო. ფოტოზე მოცემულია არსებული დარბაზის მდგომარეობა.
სხდომათა დარბაზის ახალ სივრცეში გადატანა-მოწყობის შემდეგ, ძველი (არსებული)
სხდომათა დარბაზის ადგილას შესაძლებელია 3 სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების
ოთახის (სამუშაო, სათათბირო) მოწყობა, რისი საჭიროებაც ასევე გააჩნია საარჩევნო
ადმინისტრაციას, რადგან კომისიის წევრთათვის (1 თავმჯდომარის მოადგილე, 4
კომისიის წევრი, რაც დაემატა საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობას) სამუშაო
ოთახების მოწყობამ შეზღუდა სხვა ფუნქციონალური დანიშნულებით არსებული
სივრცეები, ანუ ისინი მოეწყო სხვა ფუნქციური დანიშნულების ოთახების (სამუშაო,
სათათბირო) გაუქმების ხარჯზე.
11
ცესკოს არსებული სხდომათა დარბაზის მოწყობა / რეკონსტრუქცია
ცესკოს ადმინისტრაციული შენობის ნაწილია დახურული ავტოსადგომი. აღნიშნული
სივრცეში შესაძლებელია მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების სხდომათა დარბაზი.
აღსანიშნავია, რომ დარბაზის მოსაწყობად ცესკოს დამატებით მიწის მოთხოვნის
საჭიროება არ აქვს. ასევე, არ აქვს საჭიროება დაიწყოს აღნიშნული ინფრასტრუქტურული
პროექტი შენობის ფუნდამენტის/კარკასის სამუშაოებიდან, რადგან კონსტრუქცია უკვე
არსებულია, რომელიც გადაკეთდება სხდომათა დარბაზის დანიშნულებით.
პროექტის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 800 000 ლარს. ცესკო განიხილავს
სხდომათა დარბაზის სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელებას 2 წლის
განმავლობაში, რისთვისაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ითვალისწინებს 1 100 000
ლარს, ხოლო 700 000 ლარის დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს ცესკოს 2022
წლის ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომიებიდან.
12
ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა
ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და
საჭიროებს შეკთებას/აღდგენას (ქვაფენილის/ბორდიურების გამოცვლა, საყვავილეების
დემონტაჟი/შეკეთება, კიბეების აღდგენა/მოპირკეთება, გაზონების ნაწილობრივი
აღდგენა, გათბობის წერტილების დამატება ადმინისტრაციულ შენობაში და ა.შ.),
რისთვისაც ცესკოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 150 000 ლარი.
13
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადები
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ აღწერილი პროექტი როგორც ცესკოს, ისე საოლქო
კომისიების მიმართულებით ემსახურება იმ მიზანს, რომ შენობების გამართულობის
კუთხით საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდეს 2024 წელს გასამართ
საპარლამენტო არჩევნებს. ბუნებრივია, 2024 წელს კაპიტალური პროექტების
განხორციელებისთვის არ იქნება შესაფერისი დრო, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია
სრული მასშტაბით გადაერთვება აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე. ამ დროს, სამშენებლოსარეკონსტრუქციო პროექტები უფრო ხელის შემშლელი გარემოება იქნება
ადმინისტრაციის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, კაპიტალური პროექტების
განსახორციელებლად მიზანშეწონილია 2022-2023 წლების გამოყენება, აგრეთვე,
გარემოებებიდან გამომდინარე 2024 წლის I კვარტლის გამოყენება, რა დროსაც
ადმინისტრაციას აქვს რესურსი (დროითი, ადამიანური) განახორციელოს სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოები.
14