„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ კახაძე, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, გიორგი ცაგარეიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/203/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები 1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა, ჩამოერთვა, ან უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე ან თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, მას უფლება აქვს წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) მის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. 2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უტარდება გასაუბრება. 3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, განცხადების არსებითი განხილვის გარეშე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 1 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითად განხილვის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. თავშესაფრის პროცედურა დაიწყება და შესაბამისად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 56ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის 56-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებისა და სასამართლო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი.“. 2. 47-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებითა და გარანტიებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.“. 2 მუხლი 2. ამ კანონით გათვალისწინებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია მოახდინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს წარდგენილი განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. იმავე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით კი, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი კანონით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურას იწყებს მხოლოდ ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შედეგად დადგინდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ სათანადო გარემოებებს, საქმის ხელახლა განხილვის გარეშე მიიღება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, თუ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე პირის მიმართ მიღებულ იქნა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, იგულისხმება, რომ თავშესაფრის პროცედურა მის მიმართ არ იწყება და, შესაბამისად, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლადაც არ უნდა მიიჩნეოდეს; თუმცა, კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, ასეთი პირი მაინც შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავშესაფრის მაძიებლად და იგი თავშესაფრის მაძიებლის უფლებებით სარგებლობს, რაც ალოგიკურია. მეტიც, ამ დროს წარმოიშობა უფლებით ბოროტად სარგებლობის რისკი, მათ შორის, ექსტრადიციისგან ან გაძევებისგან თავის არიდების მიზნით „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არგაძევების პრინციპის მანიპულაციურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც, როგორც წესი, პირის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მრავალგზის და 1 განუწყვეტლივ წარდგენაში გამოიხატება. ამ დროს კი განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ შესაძლოა, კანონით დადგენილი პროცედურის ამგვარი მანიპულაციური გამოყენებით ექსტრადიციას, მართლმსაჯულებასა და სასჯელს თავი დააღწიონ, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენმა პირებმა. ამრიგად, ვინაიდან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის ცალკეული მოქმედი ნორმები ზემოაღნიშნულ შემთხვევებში არაერთგვაროვანი განმარტებისა და უფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა, მიზანშეწონილია, განხორციელდეს სათანადო საკანონმდებლო ცვლილება და ეს საკითხი დროულად მოწესრიგდეს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ემსახურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები კანონით წესრიგდება. შესაბამისად, ამ სამართლებრივი ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგების გასაუმჯობესებლად საჭიროა კანონში ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი და „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი სათანადოდ მოწესრიგდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლსა („განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები“) და 47-ე მუხლში („გადაწყვეტილების გასაჩივრება“) ცვლილებებს; კერძოდ: − ზუსტდება, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იგივე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც. 2 − განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. − ზუსტდება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი (მათ შორის, დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ნორმების მოქმედების 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელებას, რაც განპირობებულია „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებით, მათ შორის, ამ დროიდან დაწყებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, რომლის სამართლებრივი მოწესრიგების გაუმჯობესებასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, არსებული სახით გაუმართლებელ დაბრკოლებებს ქმნის პრაქტიკაში. შესაბამისად, ასეთი პრაქტიკის მოჭარბების გამო მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის შეძლებისდაგვარად დროულად გადაწყვეტა, რაც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროებას განაპირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 3 კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვაში მონაწილე ორგანოებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს სასამართლო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. შესაბამისად, ამ საკითხმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. შესაბამისად, ამ საკითხმა შესაძლოა გამოიწვიოს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვით ნაწილის შემცირება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 4 კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს სასამართლო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აღნიშნული პირისთვის შესაბამის ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს. სასამართლოებში განსახილველ შესაბამის საქმეებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გათვალისწინებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, 5 მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ კახაძე, ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, გიორგი ცაგარეიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 6