საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 29 აპრილის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-5686/22
29-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ინფორმაციის სახით გიგზავნით 2022 წლის 29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებს „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში
(SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“.
კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეგზავნება
შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად.
რეკომენდაციების გაცემიდან ექვს თვეში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
დანართი: 12 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-5685/22
29-04-2022
რეკომენდაცია
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი
ნაბიჯების თაობაზე
საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოსთვის
ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი
მიმართულებით: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება მეტ სანდოობას შესძენს
საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე; გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ
სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს; გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ
საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია, თუ გავითვალისწინებთ,
ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციებს.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA), როგორც ევროკავშირის შემდგომი ინტეგრაციის
ინიციატივა, მიზნად ისახავს ევროში ელექტრონული გადახდების ჰარმონიზებული ერთიანი
ბაზრის მუდმივ განვითარებას, სადაც ტრანსსასაზღვრო გადახდები შეიძლება
განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანებას უკავშირდება გადახდის საერთო
ევროპული სტანდარტების, წესების და პრაქტიკის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს
მოქალაქეებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე,
მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სანდო საცალო გადახდის სერვისებით ევროში.
ერთიანი ევრო გადახდის სივრცე (SEPA) აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო
ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს, ბიზნესს და საჯარო
ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, განახორციელოს საკრედიტო გადარიცხვები და
პირდაპირი დებეტები იმავე ძირითადი პირობებით და იგივე უფლებებისა და
ვალდებულებების შესაბამისად, მიუხედავად მათი მდებარეობისა ეროვნულ საზღვრებში და
მის ფარგლებს გარეთ.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაერთიანებულია
ევროპის შემდეგი სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო,
სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 26 მარტს მიიღო ერთიანი ევრო გადახდის
სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის1 შექმნის გადაწყვეტილება.
საკითხის შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა ევროკომისიის და HRVP-ის 2020 წლის
მარტის ერთობლივ კომუნიკაცია - „აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის
შემდეგ, მდგრადობის გაძლიერება – აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც
უზრუნველყოფს ყველას“. კომუნიკაცია ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორების
ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით,
მათ შორის SEPA-ში პოტენციურ გაწევრიანებას.
სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში ერთიანი ევრო
გადახდის სივრცეში საქართველოს წევრობა, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს ერთიანი
ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების წინაპირობებს საქართველოს
მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი და რა ნაბიჯები უნდა
გადადგას საქართველომ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრებისთვის2.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ,
რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში
გაწევრების კრიტერიუმებს.
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის
პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ერთიანი ევრო
გადახდის
სივრცეში
გაწევრებისთვის
საჭირო
სამართლებრივი
წინაპირობების
დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა ერთიანი ევრო გადახდის
სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე
შემდეგი რეკომენდაციები:
1. ერთიანი ევრო გადახდის სივრცის (SEPA) გეოგრაფიული არეალის გაფართოების
პროცედურის შესაბამისად, დაიწყოს წინასწარი კონსულტაციები ევროპის გადახდის
საბჭოსთან (EPC) საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანების
თაობაზე და მომზადდეს შესაბამისი განაცხადი (საქართველოს მთავრობა/საგარეო საქმეთა
სამინისტრო);
2. შეიქმნას SEPA-ს განხორციელებისა და მმართველობის ინსტიტუციური ჩარჩო
(საქართველოს მთავრობა/ეროვნული ბანკი);
1 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის
წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების, ასევე კომერციული ბანკების
წარმომადგენლებმა,
ევროკავშირის
პროექტის
ექსპერტებმა
და
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებმა.
2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შემუშავდა „საბანკო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებების და SEPA-ში გაწევრიანებისთვის დადგენილი, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან
ჰარმონიზაციის მდგომარეობის ანალიზის“ დოკუმენტი და მომზადდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური
ანალიზი საქართველოს SEPA-ში მონაწილეობის თაობაზე, რაშიც სამუშაო ჯგუფს დახმარება გაუწია
ევროკავშირის პროექტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელების მხარდაჭერა II.
უწყებათშორისი ორგანო სასურველია დაკომპლექტდეს საქართველოს შესაბამისი
ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ, მათ შორის ეროვნული ბანკის, ფინანსთა
სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბანკების
ასოციაციის წარმომადგენლებისგან. განისაზღვროს კოორდინატორი უწყება, რომელიც
უხელმძღვანელებს SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესს (საქართველოს
სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა პროცესი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით
წარიმართოს). უწყებათშორისი ორგანო პასუხისმგებელი იქნება SEPA-ს განხორციელების
ღონისძიებების მართვაზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობაზე;
3. შემჭიდროვებულ ვადებში შესრულდეს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA)
საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო სამართლებრივი წინაპირობები (საქართველოს
მთავრობა/ეროვნული ბანკი);
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანების სამართლებრივი წინაპირობების დიდი
ნაწილი საქართველოს მიერ უკვე შესრულებულია3, მათ შორის საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზით.
სასურველია საქართველოს შესაბამისმა
ინსტიტუტებმა დროულად შეიმუშაონ და
საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ იმ საკანონმდებლო აქტების პროექტები, რაც
უზრუნველყოფს
საქართველოს
კანონმდებლობის
ევროკავშირის
შესაბამის
დირექტივებთან და რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას და ასევე, დააჩქარებს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას4.
4. შემუშავდეს და დამტკიცდეს SEPA-ს განხორციელებისა და მიგრაციის ეროვნული
სამოქმედო გეგმა5;
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლის შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემიდან ექვს
თვეში გამართავს საკომიტეტო მოსმენას გაცემული რეკომენდაციების შესრულების
მდგომარეობის თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
3დანართიN1: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანების კრიტერიუმები და შესრულების
მდგომარეობა
4 დანართი N2: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანების, სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა.
5 სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს: ქვეყანაში არსებული შიდა გადახდის სისტემის აღწერას; SEPA-ს შიდა
ინსტიტუციური ჩარჩოს აღწერას; SEPA ინსტრუმენტებისა და სქემების შესრულებისთვის კონკრეტულ
ღონისძიებებს; თითოეული SEPA სქემის შესრულების, ასევე SEPA-ს რეგულაციების, სტანდარტებისა და
ინსტრუმენტების დანერგვის ვადებს; კომერციული ბანკებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის
SEPA-ს დადებითი შედეგების შესახებ საინფორმაციო კამპანიის აქტივობებს; IT შესაძლებლობების
განვითარების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს; ტექნიკური პერსონალის (ადამიანური რესურსების)
მომზადების ხელშემწყობ აქტივობებს.
დანართი
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
კრიტერიუმები
1.
(a) ქვეყანას უნდა ჰქონდეს მჭიდრო
ეკონომიკური კავშირი
ევროკავშირთან
2.
(a) ქვეყანას უნა ჰქონდეს მჭიდრო
სამართლებრივი ურთიერთობა
ევროკავშირთან (მაგ.ორმხრივი
ხელშეკრულებები. ასევე, ქვეყანაში
იმპლემენტირებული უნდა იყოს
საგადახდო სფეროსთან
დაკავშირებული EU-ს ნორმები და
სტანდარტები)
3.
(b) „შიდა ბაზარზე საგადახდო
მომსახურების შესახებ“ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2015/2366 (EU) დირექტივა
ასოცირების შესახებ
შეთანხმებით
ნაკისრი
ვალდებულება
გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
პასუხისმგებელი
ორგანო
საქართველოს
ეროვნული ბანკი
სტატუსი/მოკლე ინფორმაცია
შესრულებულია
საქართველო აკმაყოფილებს SEPA-ს გეოგრაფიულ
ფარგლებში ჩართვის აუცილებელ პირობებს, რომლებიც
განსაზღვრულია კრიტერიუმის A ნაწილში. ევროკავშირი
თანამშრომლობს საქართველოსთან ევროპის სამეზობლო
პოლიტიკის (ENP) და მისი აღმოსავლეთ რეგიონული
განზომილების, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP)
ფარგლებში. ევროკავშირი და საქართველო სარგებლობენ
მჭიდრო და დინამიური ურთიერთობებით, რომლებიც
რეგულირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
ამ
კრიტერიუმს
აკმაყოფილებს
ღრმა
და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ევროკავშირისა და
საქართველოს შორის ყოველწლიურად მზარდი სავაჭრო
ბრუნვა.
შესრულებულია
ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს „ასოცირების შესახებ
შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს
მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“
ასევე,
ამ
ხელშეკრულებით
განსაზღვრულია
დირექტივების/რეგულაციების
სია
რომელთა
იმპლემენტაციას ხორციელდება ეტაპობრივად.
გარდა ამისა, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი.
კანონპროექტი
განიხილება
უახლოეს
მთავრობის
სხდომაზე და წარედგინება საქართველოს პარლამენტს
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
1
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
საქართველოს
მთავრობა
საქართველოს
პარლამენტი
4.
5.
6.
(b) „ფულადი სახსრების
გადარიცხვისას გადამხდელის
შესახებ თანმხლები ინფორმაციის
თაობაზე“ 2015/847 რეგულაცია
გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
საქართველოს
ეროვნული ბანკი
(b) „საკრედიტო/სადებეტო
გადარიცხვების ბიზნეს და
ტექნიკური მოთხოვნების შესახებ“
260/2012 რეგულაციის მე-5 მუხლი
და დანართი
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან არ
გამომდინარეობს
საქართველოს
ეროვნული ბანკი
(b) „საინვესტიციო კომპანიებისა და
საკრედიტო ინსტიტუტების
კაპიტალის ადეკვატურობის
გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
საქართველოს
ეროვნული ბანკი
თაობაზე“ ნორმატიული აქტის პროექტი განხილულ იქნა
ბაზრის
მონაწილეებთან.
მათგან
მიღებული
უკუკავშირისა
და
FSAP-ის
რეკომენდაციებიდან
გამომდინარე, ასევე PSD2-თან უფრო მეტად დაახლოების
საჭიროებიდან
გამომდინარე
განხორციელდა
კანონპროექტის რედაქტირება.
ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV-ე
დანართი
ითვალისწინებს
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოებას
„შიდა
ბაზარზე
საგადახდო
მომსახურებების
შესახებ“
2007/64/EC
დირექტივასთან. დაახლოება უნდა მომხდარიყო 2020
წლის 1 სექტემბრამდე. დირექტივა გაუქმდა და
ჩანაცვლდა 2015/2366 დირექტივით.
დინამიკური დაახლოების პრინციპიდან გამომდინარე
საჭირო გახდა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება
მომხდარიყო ახალ დირექტივასთან.
შესრულებულია
ფულადი სახსრების გადარიცხვისას გადამხდელის
შესახებ თანმხლები ინფორმაციის თაობაზე 2015/847(EU)
რეგულაციასთან დაახლოების მიზნით, მიღებულ იქნა
"გადარიცხვის
თანმხლები
ინფორმაციის
შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის
N253/04 ბრძანება.
რეგულაციის პროექტზე მუშაობა დაიწყება უმოკლეს
პერიოდში
რეგულაციის მითითებული ნაწილი ადგენს გადარიცხვის
დავალების შემადგენელ რეკვიზიტებს. აღნიშნული
შინაარსის რეგულაცია დაავალდებულებს ბანკებს SEPA-ს
სტანდარტის შესაბამისი შინაარსის გადარიცხვების
ფორმირებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო
პაკეტის პარლამენტში ინიცირება იგეგმება 2022 წელს
2
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
7.
თაობაზე“ 2006/49/EC და „საკრედიტო
ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა
და ფუნქციონირების შესახებ“
2006/48/EC დირექტივები
საქართველოს
მთავრობა
(b) „ფულის გათეთრების და
ტერორიზმის დაფინანსების
მიზნებისთვის ფინანსური სისტემის
გამოყენების აღკვეთის თაობაზე“
2015/849 დირექტივა
ფინანსური
მონიტორინგის
სამსახური;
ქვეყანა არ უნდა იყოს ფინანსური
ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)
-ის შავ სიაში
საქართველოს
პარლამენტი
გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
საქართველოს
ეროვნული ბანკი;
საქართველოს
მთავრობა
საქართველოს
პარლამენტი
ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს Twinning-ის პროექტი,
რომლის
ფარგლებში
პოლონეთის
საფინანსო
ზედამხედველი ეროვნულ ბანკს მხარდაჭერას უწევს
2013/36
დირექტივასთან
დაახლოების
პროცესში.
შესაბამისი
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
პროექტები
შემუშავება
დასრულების ეტაპზეა.
„საინვესტიციო
კომპანიებისა
და
საკრედიტო
ინსტიტუტების კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე“
2006/49/EC და „საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის
დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“ 2006/48/EC
დირექტივებთან
ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოების
ვალდებულება
გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან. დაახლოება უნდა
მომხდარიყო 2019 წლის 1 სექტემბრამდე. დირექტივები
გაუქმდა და ჩანაცვლდა „საკრედიტო ინსტიტუტებისა და
საინვესტიციო
ფირმების
პრუდენციული
ზედამხედველობის თაობაზე“ 2013/36/EC დირექტივით.
დინამიკური დაახლოების პრინციპიდან გამომდინარე
საჭირო გახდა ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება
მომხდარიყო ახალ დირექტივასთან. დირექტივების
უმეტეს ნაწილთან დაახლოება დასრულებულია.
შესრულებულია
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
დანართი
XV
ითვალისწინებს
საქართველოს
კანონმდებლობის
დაახლოებას „ფულის გათეთრების და ტერორიზმის
დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის
გამოყენების
აღკვეთის
თაობაზე“
2015/849
დირექტივასთან.
დირექტივასთან დაახლოების მიზნით საქართველოს
პარლამენტმა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიიღო „ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ კანონი (5226-Iს).
3
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
გასულ წელს moneyval -ის მიერ დასრულდა ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის
მიმართულებით საქართველოში არსებული ზომების
შეფასება
გამოქვეყნებულია შესაბამისი ანგარიში1
8.
(b) გაერთიანებული ერების
უშიშროების საბჭოს ფინანსური
სანქციები შესრულებული უნდა იყოს
იმავე ზომით, როგორც ევროკავშირში
შესრულებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს მიღებული
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი
აწესრიგებს გაეროს სანქციების დაკისრების და მთლიანად
ან ნაწილობრივ მოხსნის საკითხებს. კანონის მეათე თავში
არსებული ნორმები ემყარება FATF- ის მე-6 და მე-7
რეკომენდაციებს და გაეროს წესდების VII თავის
საფუძველზე მიღებული
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტერორიზმის
ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების
დაფინანსების პრევენციას, გამოვლენას და აღკვეთას.
რეკომენდაცია აღნიშნულ საკითხზე ასევე ასახულია
moneyval -ის ანგარიშში.2
9.
(b) რატიფიცირებული უნდა იყოს
„სახელშეკრულებო
ვალდებულებებისადმი
გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“
რომის 1980 წლის კონვენცია ან
ადგილობრივ კანონმდებლობაში
უნდა არსებობდეს „კანონის არჩევის
შესრულებულია
არ გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
1
https://idfi.ge/public/upload/Blog/MONEYVAL%20final%20GEO.pdf
2
https://idfi.ge/public/upload/Blog/MONEYVAL%20final%20GEO.pdf
რომის 1980 წლის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე
საქართველო არ არის.
კანონის არჩევის თავისუფლების წესს ითვალისწინებს
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“
4
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
თავისუფლების“ წესი, რომელიც
„სახელშეკრულებო
ვალდებულებებზე გამოსაყენებელი
სამართლის შესახებ 2008 წლის 17
ივნისის საბჭოს 593/2008(EC)
რეგულაციის მე-3 მუხლშია.
10.
(c) კონკურენციის კანონმდებლობა
უნდა იყოს EU-ს კონკურენციის
კანონის ექვივალენტური
საქართველოს კანონი. ამდენად, საქართველოს მხრიდან
ეს კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია.
თავი VI. ვალდებულებითი სამართალი.
სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი
ურთიერთობები
მუხლი 35. სამართლის არჩევა მხარეების მიერ
1. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე
უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ,
ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა,
აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა
დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების
შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით,
წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის
სამართლით.
2. არჩეული ქვეყნის სამართალი მხარეთა შეთანხმებით
შეიძლება შეიცვალოს სხვა ქვეყნის სამართლით
ხელშეკრულების დადების შემდეგაც.
საქართველოს
ეროვნული ბანკი
სსიპ
კონკურენციის
სააგენტო
შესრულებულია
2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო „კონკურენციის შესახებ“ ახალი კანონი (7126-Iს),
რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის კონკურენციის
სამართლის ძირითად პრინციპებთან.
ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის
ჩარჩო აამოქმედა, რომელიც ეროვნული ბანკის
საზედამხედველო უფლებამოსილებას
დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის
წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს რეალურ
გარემოში, ზედამხედველის კონტროლირებად რეჟიმში
გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.
ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ციფრული ბანკის
ლიცენზირების პრინციპები. აღნიშნული რეფორმები
მიზნად ისახავს ინოვაციური ბიზნეს მოდელების
განვითარების ხელშეწყობასა და ფინანსური
5
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
პროდუქტების მრავალფეროვნებას, ახალი
ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და
კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
11.
(c) კანონმდებლობა/რეგულაცია არ
უნდა ზღუდავდეს/ხელს უშლიდეს
ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების
შესრულებას აპლიკანტი ქვეყნის
ფინანსურ ინსტიტუტსა და SEPA
სქემის მონაწილეს შორის
12.
(c) SEPA სქემის მონაწილეს მიერ
აპლიკანტი ქვეყნის ფინანსური
ინსტიტუტის მონაცემების გადაცემა
არ უნდა იწვევდეს რაიმე
დაბრკოლებებს, მათ შორის
სამართლებრივი ან ინსტიტუციური
კუთხით
13.
14.
15.
(c) არ უნდა არსებობდეს რაიმე
საგადასახადო, მარეგულირებელი ან
ოპერაციული გარემო, რომელიც
უსამართლო უპირატესობას ანიჭებს
აპლიკანტი ქვეყნის ინსტიტუტს SEPA
სქემის მონაწილესთან მიმართებაში
(d) აპლიკანტმა უნდა აჩვენოს რომ მას
შეუძლია ევროს გამოყენება
გადარიცხვების საწარმოებლად
(d) აპლიკანტ ქვეყანას უნდა ჰქონდეს
მნიშვნელოვანი ოდენობის
გადარიცხვები/ჩარიცხვები EU-ს
ქვეყნებთან ევროში
პერსონალურ
მონაცემთა
დაცვის
სამსახური
საქართველოს
ეროვნული ბანკი
საქართველოს
ეროვნული ბანკი
საქართველოს მოქმედი მონაცემთა დაცვის
კანონმდებლობა შემუშავდა პერსონალური მონაცემების
დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალ
გადაადგილების შესახებ 95/46/EC დირექტივის
მოთხოვნების გათვალისწინებით.
ევროპის გადახდის საბჭოს სამდივნოსთან
დასაზუსტებელია მოთხოვნის არსი.
საჭიროებს კონსულტაციებს ევროპის გადახდის საბჭოს
სამდივნოსთან
სსიპ
შემოსავლების
სამსახური
საქართველოს
ეროვნული ბანკი
საჭიროებს კონსულტაციებს ევროპის გადახდის საბჭოს
სამდივნოსთან
საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვის სტატისტიკა არ
არის დიდი, თუმცა მიზეზი შესაძლოა გადარიცხვის
მაღალი ტარიფი იყოს. სქემაში გაწევრიანებამ შეიძლება
ხელი შეუწყოს გარიცხვების/ჩარიცხვების ზრდას, ასევე
ფულადი გზავნილების სისტემებიდან ოპერაციებმა
აღნიშნულ არხში გადმოინაცვლოს
6
დანართი N 1
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების კრიტერიუმები და შესრულების მდგომარეობა
16.
17.
18.
(e) არ უნდა არსებობს პოლიტიკური,
სოციალური ან სხვა (reciprocity)
საკითხები, რამაც შეიძლება
რეპუტაციული ზიანი მიაყენოს EPC- ს,
მის მიერ აპლიკანტის ინსტიტუტის
EPC-ის სქემებში მონაწილეობის
უფლების მინიჭების გამო.
(e) ევროკომისიასა და საბანკო ან/და
საგადახდო სფეროს
მარეგულირებელმა უნდა გამართონ
კონსულტაციები, რომლის
საფუძველზეც არც ერთმა მხარემ არ
უნდა იყოს წინააღმდეგი
განმცხადებელი ქვეყნის SEPA
სქემების გეოგრაფიულ სფეროში
შეტანაზე.
(e) აპლიკანტი ქვეყნის ევროში
გადარიცხვების რაოდენობა არ არის
ისეთი სიდიდის, რომელმაც
შესაძლოა საფრთხე შეუქმნას SEPA
სქემების მუშაობას.
მთავრობა
საქართველოს
ეროვნული ბანკი
საქართველოს
ეროვნული ბანკი
ამ კრიტერიუმის გამყარება შეგვიძლია გადარიცხვების
სტატისტიკით.
7
დანართი
დანართი N 2
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა
ევროკავშირის დირექტივა/რეგულაცია
1.
2.
3.
4.
2006 წლის 15 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC)
N
1781/2006
რეგულაცია,
ფულადი
სახსრების
გადარიცხვისას
გადამხდელის
შესახებ
თანმხლები
ინფორმაციის თაობაზე, რეგულაცია გაუქმდა და ჩანაცვლდა
2015/847 რეგულაციით„ ფულადი სახსრების გადარიცხვისას
გადამხდელის შესახებ თანმხლები ინფორმაციის თაობაზე“
2005 წლის 26 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2005/60/EC
დირექტივა
ფულის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური
სისტემის გამოყენების აღკვეთის თაობაზე.
2002/47/EC დირექტივა ფინანსური გირაოს შესახებ
2015/2366 დირექტივა, რომელიც აუქმებს 2007/64/EC
დირექტივას შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების
შესახებ.
სტატუსი/მოკლე ინფორმაცია
შესრულებულია
ფულადი სახსრების გადარიცხვისას გადამხდელის შესახებ თანმხლები
ინფორმაციის თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის
(EU) 2015/847 რეგულაციასთან დაახლოების მიზნით, მიღებულ იქნა
"გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების
თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30
ნოემბრის N253/04 ბრძანება.
შესრულებულია
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების
ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ასახულია
(07-2/359/9)
შესრულებულია
აღკვეთის
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების
შესახებ“
(7-2/386; 19.08.2019 ) საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია
პარლამენტის მიერ
პროექტი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება და წარედგინება
პარლამენტს
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული აქტის
პროექტი განხილულ იქნა ბაზრის მონაწილეებთან. მათგან მიღებული
უკუკავშირისა და FSAP-ის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ასევე PSD2თან
უფრო
მეტად
დაახლოების
საჭიროებიდან
გამომდინარე
განხორციელდა კანონპროექტის რედაქტირება.
1
დანართი N 2
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა
5.
6.
7.
2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს
დირექტივა 2009/44/EC, რომლითაც შესწორდა დირექტივა
98/26/EC
საგადახდო
და
ფასიანი
ქაღალდების
ანგარიშსწორების
სისტემებში
ანგარიშსწორების
საბოლოობის შესახებ და დირექტივა 2002/47/EC ფინანსური
გირაოს შესახებ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სისტემებსა
და საკრედიტო მოთხოვნებთან დაკავშირებით
98/26/EC დირექტივა
საგადასახადო და ფასიანი
ქაღალდების
ანგარიშსწორების
სისტემებში
ანგარიშსწორების საბოლოობის შესახებ
575/2013EC რეგულაცია „საკრედიტო ინსტიტუტებსა და
საინვესტიციო კომპანიებზე“.
8.
2009/110/EC დირექტივა „ელექტრონული ფულის შესახებ“
9.
2021/1230/EC რეგულაცია „გაერთიანების ფარგლებში
ტრანსსასაზღვრო გადახდების შესახებ,, რომელიც აუქმებს
924/2009/EC რეგულაციას.
10.
11.
2016/676/EC რეგულაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“, რომელიც აუქმებს 2005/60/EC დირექტივას.
260/2012
რეგულაცია
„საკრედიტო/სადებეტო
გადარიცხვების ბიზნეს და ტექნიკური მოთხოვნების
შესახებ“, მე-5 მუხლი და დანართი.
შესრულებულია
პარლამენტმა მიიღო კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ”, რომელიც საგადასახადო და ფასიანი ქაღალდების
ანგარიშსწორების სისტემებში ანგარიშსწორების საბოლოობის შესახებ 98/26
დირექტივასთან დაახლოებას ითვალისწინებდა.
დიდწილად შესრულებულია
2012 წლის 25 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონი „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ”, რომელიც უმეტესწილად შეესაბამება
98/26/EC დირექტივას. დირექტივასთან სრულად დაახლოების მიზნით,
მიზანშეწონილია შესაბამის ნორმატიულ აქტებში აისახოს დირექტივაში
არსებული ტერმინები და ტერმინთა განმარტებები, რომლებიც არ არის
ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში.
არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
არ არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
2