საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტსა და თანმდევ პროექტებზე (№07-2/141; 20.04.2022) სავალდებულო კომიტეტად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის განსაზღვრის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5682/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-5682/22 29-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარმოდგენილ იქნა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად. 2022 წლის 26 აპრილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ხოლო წამყვან კომიტეტად განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარმოდგენილი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება მოხდება ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებთან:  2003 წლის 27 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს;  2004 წლის 22 მარტის ევროკომისიის 2004/33/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლისა და სისხლის კომპონენტების ზოგიერთ ტექნიკურ მოთხოვნას;  2005 წლის 30 სექტემბერის ევროკომისიის 2005/61/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება მიკვლევადობის მოთხოვნებსა და შეტყობინებას სერიოზული არასასურველი რეაქციების და შემთხვევების შესახებ;  2005 წლის 30 სექტემბრის ევროკომისიის 2005/62/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტის და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლის დაწესებულებებისათვის ხარისხის სისტემასთან დაკავშირებულ გაერთიანების სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საპარლამენტო დონეზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობაა, მათ შორის ნორმატიული აქტის ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ანალიზი. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმით, კომიტეტის ერთ-ერთ აქტივობად გათვალისწინებულია „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საკანომდებლო პაკეტის განხილვა. ვინაიდან, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივა კავშირშია ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, გთხოვთ, იმსჯელოთ საქართველოს პარლამენტის 26 აპრილის ბიუროს 145/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საკანომდებლო პაკეტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის იმ ვადებში, რა ვადებიც პარლამენტის ბიურომ 26 აპრილს დაადგინა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი