საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-02
ბიუროს ნომერი 146
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222956334
30.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: ელექტრონული ფოსტის მისამართის ასახვა, მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მომზადებულ ამონაწერში.
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
მეწარმეთა შესახე" საქართველოს კანონში შევიდეს ისეთი ცვლილება, რომლითაც
გათვალიწინებული იქნება, მეწარმის სურვილის შემთხვევაში, მისი ელექტრონული ფოსტის
მისამართის ასახვა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან მომზადებულ ამონაწერში. იმ პირობებში, როდესაც ელ–ფოსტა და ტელეფონის
ნომერი საზოგადოების ელექტორნული მისამართის მართვაზე პასუხისმგებელი პირია
საზოგადოების დირექტორის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ, ამავე კანონით
შექმნილი იურიდიული პირების ამონაწერში საზოგადოების ელ–ფოსტის და ტელეფონის
ნომრის მიუთითებლობა, მეწარმის სურვილის შემთხვევაშიც კი, აშკარად არაგონივრულ
რეგულაციას წარმოადგენს. აუცილებელია, რომ, სურვილის შემთხვევაში, ელ–ფოსტის
მისამართის და სატელეფონო ნომრის ასახვა ხდებოდეს ამონაწერში სამეწარმეო
რეესტრიდან. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე (
და ზურაბ ვანიშვილი
დოკუმენტები:
1 ) არსებული რეალობა.pdf;
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: