საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-3734/22; 28.03.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5815/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-05-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
შენიშვნა დასკვნა უარყოფითია

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 2 მაისი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/185; 30.03.2022) (III მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ე. ჭეიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, რამინა ბერაძის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/193; 13.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი, ე. ჭეიშვილი, მ. მეტრეველი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/183; 23.03.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ (072/139; 15.0.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/136; 13.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/134; 06.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ალექსანდრე დარახველიძე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი - ლანა ცანავა; პასუხისმგებელი: ა. შალუტაშვილი, გ. ესაკია; 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/132; 06.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ნიკოლოზ გვენეტაძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე; 8. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/171; 23.02.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; 9. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (07-2/133; 06.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ხანიშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ვალერიან გობრონიძე; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 10. საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-3734/22; 28.03.2022); მომხსენებელი: საქართველოს მოქალაქე - რატი ფუტკარაძე; საქართველოს მოქალაქე - ანი ფუტკარაძე; პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N11 ქ. თბილისი 2 მაისი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 12 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია; საქართველოს მოქალაქე - რატი ფუტკარაძე; საქართველოს მოქალაქე - ანი ფუტკარაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. 1 სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მე-8 საკითხი - საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/171; 23.02.2022) საჭიროებს დამატებით კონსულტაციის გავლას. შესაბამისად საკითხის განხილვა გადაიდო. ხმათა უმრავლესობით და აღნიშნული ცვლილებით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/185; 30.03.2022). (III მოსმენა) მომხსენებელი: ეკა სეფაშვილი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, რამინა ბერაძის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/193; 13.04.2022). მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/183; 23.03.2022). მომხსენებელი: ბექა დავითულიანი 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 2 შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ (№07-2/139; 15.0.2022). მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/136; 13.04.2022). მომხსენებელი: მამუკა ბარათაშვილი 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/134; 06.04.2022). მომხსენებელი: ალექსანდრე დარახველიძე 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/132; 06.04.2022). მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 8. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (№07-2/133; 06.04.2022). მომხსენებელი: თამილა ბარკალაია 9. საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1- 3734/22; 28.03.2022). მომხსენებელი: რატი ფუტკარაძე 3 მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - ეკა სეფაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, გოჩა ენუქიძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მესამე მოსმენით წარმოადგენს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტერმინის - „სანავსადგურე ერთეულის“ დამკვიდრებას და ასევე, თუ ნავსადგურში არსებობს ორი ან ორზე მეტი „სანავსადგურე ერთეული“, მათ შორის ურთიერთობების დარეგულირებას. მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილი იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, რამინა ბერაძის, გელა სამხარაულის, ირმა ზავრადაშვილის, გოჩა ენუქიძის, ვასილ ჩიგოგიძისა და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის ინფორმაციით წარმოდგენილი კანონპროექტით ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსით 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდება: სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების, ან/და დასასვენებელი და მოკლევადიანი განთავსების საშუალებების; რესტორნების და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობის; ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა 4 დაჯავშნის მომსახურების და მათთან გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. დაკავშირებულ საქმიანობაში საგადასახადო შეღავათი გავრცელდება, ასევე, იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არსებულ, რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. ამასთან, ცვლილების თანახმად, ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და ამ გადასახადის გადახდა ხდება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. საპროგნოზო/სავარაუდო მაჩვენებლის გათვალისწინებით დადებითად იმოქმედებს დაახლოებით 3080 გადამხდელზე. კანონპროექტი მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ეხება პოსტ პანდემიური შედეგებს და ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - ბექა დავითულიანის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 23.03.2022). 5 მომხსენებლის ინფორმაციით წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც 2017 წლამდე გააჩნდათ K2 კოეფიციენტის მატებისთვის გადასახდელი მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 25 სამშენებლო კომპანიაა, რომელთაც თითქმის დასრულებული აქვთ მშენებლობა, მაგრამ, ვინაიდან მათ მიმართ არსებობს K2-ის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები, ვერ ხდება ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს ამ მოსაკრებლის გადახდის განწილვადების შესაძლებლობა 2025 წლის 1 იანვრამდე. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის - გიორგი კაკაურიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“. მომხსენებლის ინფორმაციით მ. წ. 30 მარტს ხელი მოეწერა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი). სესხის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის (17 კმ.) სამშენებლო სამუშაოები. სესხის ფინანსური პირობებია: 6 სესხის ოდენობა: სესხის ხანგრძლივობა: საპროცენტო განაკვეთი 97,700,000 ევრო. 27.5 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12.5 წელი) Eurolibor-ე დაფუძნებული ცვლადი მარჟით მსესხებელია საქართველო - წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით. პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით. პროექტის დასრულების თარიღია 2027 წლის 31 დეკემბერი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას. მოისმინეს: 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მამუკა ბარათაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით უკრაინიდან იმპორტირებული სიგარეტი, ჯამში, საქართველოში იმპორტირებული სიგარეტის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება (N129) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის N150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 სექტემბრამდე დასაშვები გახდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსებასა და თამბაქოს მწარმოებლების/იმპორტიორების მიერ თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებული ნორმებისა და ვადებისაგან განსხვავებული (საგამონაკლისო) წესისა და ვადების შემოღება. 7 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო აქტის პროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული სიგარეტი დაახლოებით 80%-ს შეადგენს და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში შეუძლებელია პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა. აზრი გამოთქვეს: ნინო წილოსანმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წლების განმავლობაში განიცდიდა გარკვეულ რეფორმებს. პირველად იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ გადავიდა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში. დღეისათვის ისევ საქართველოს 8 შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშია. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული, ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დარეგულირებას, რათა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობა იყოს უფრო გამართული. მომხსენებლის განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომლის მიზანია სახელმწიფო რეზერვების უზრუნველყოფა. თუმცა დამატებით ეწევა გარკვეულ სერვისებს, რაც დაკავშირებულია საგანგებო და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებებთან. შესაბამისად იცვლება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ჩანაცვლდება სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სახელწოდებით. გარდა ამისა მას დაემატება ახალი ფუნქცია, კერძოდ, მიენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს მეხანძრე-მაშველთა სწავლება და მომზადება. ამჟამად ამ ფუნქციას ახორციელებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, რომელსაც არ გააჩნია მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აღნიშნული საჭიროებებით აკადემიის უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აკადემიისგან განსხვავებით ფლობს ინფორმაციას მეხანძრე-მაშველთა არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის სათანადო პირობების დაკმაყოფილებას და მეხანძრემაშველთათვის, სრულფასოვანი სასწავლო პროგრამებისა და კურსების შემუშავებას ეფექტიანად განახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლებამოსილება კანონით, აკადემიის ნაცვლად მიენიჭოს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარკვეული სირთულე შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამოქალაქო შტატზე დანიშვნასთან დაკავშირებით. კანონი არ ითვალისწინებს ამ შესაძლებლობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში თანამშრომლები მიიღებიან როგორც სპეციალური წოდებით, კონკურსით და ა. შ. ასევე სამოქალაქო შტატზეც, რაც შეუძლებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. წარმოდგენილი ცვლილებით შესაძლებელი ხდება პირის დანიშვნა სამოქალაქო შტატზე. მომხსენებლის ინფორმაციით იზრდება მეხანძრე-მაშველთა წახალისების ფორმა, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ჟეტონით დაჯილდოებას. 9 ახლებურად ყალიბდება 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, ნაცვლად იურიდიული პირის ხელმძღვანელისა, დაეკისრება მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ხოლო, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის ნაცვლად, პასუხისმგებლობა დაეკისრება დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩამოყალიბდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებად. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2018 წლის 27 ივნისს, რომელმაც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რიგი სამართლებრივი აქტების გამოცემის ვალდებულება განსაზღვრა. ამავე კანონის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განისაზღვრა ეროვნული სისტემის ფუნქციონირების მაკოორდინირებელ უწყებად, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ხოლო, 2019 წლის 2 აპრილს შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს. აღნიშნული კანონის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის საფუძველზე. ამავე კანონის თანახმად, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით“. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის ეროვნული 10 უსაფრთხოების საბჭო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამავე კანონით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნამდე, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციას უშუალოდ საქართველოს მთავრობა ახორციელებდა. შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს მთავრობის ვალდებულებად იყო განსაზღვრული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი რიგი სამართლებრივი აქტების გამოცემა. 2019 წლის 2 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მიუხედავად, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა, რომლითაც გაიმიჯნებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები, ასევე განისაზღვრებოდა კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემაზე პასუხისმგებელი უწყებები. ამასთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას გამოსცეს რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირება სცილდება მხოლოდ ერთი უწყების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს და მოითხოვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობას. შესაბამისად, რიგი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციად განისაზღვრა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 11 მოისმინეს: 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით, 2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/59/EC ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული ტრეინინგების შესახებ“ დირექტივის (შემდგომში „დირექტივა“) შესაბამისად, წინამდებარე კანონპროექტის მიზანია, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა (ტრანსპორტის მენეჯერის, მძღოლის და სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის) საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდული გადამზადების საკითხის მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ პირებს დააკმაყოფილონ ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნები პროფესიული მომზადების ამაღლების მეშვეობით. ტვირთის (მათ შორის სახიფათო ტვირთის) გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანაში ჩართული მძღოლების გარკვეული კატეგორია, მათი ასაკის, სატრანსპორტო საშუალების კატეგორიისა და ასევე იმ მანძილის მიხედვით, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა, უნდა ფლობდეს პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და შესაბამის ბარათს/მოწმობას. სატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ტრანსპორტის მენეჯერის და მძღოლის კვალიფიკაციის დადასტურება ხდება, მძღოლზე და ტრანსპორტის მენეჯერზე გაცემული პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატით. კანონპროექტით სააგენტოს ენიჭება სასწავლო პროგრამების დამტკიცების, ტესტირების ჩატარების, ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების, ბარათების/მოწმობის ფორმების და მათი გაცემის წესის განსაზღვრის და დამტკიცების უფლებამოსილება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სააგენტოში 2017 წლიდან პერმანენტულად მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო გადაყვანაგადაზიდვაში ჩართულ ტრანსპორტის მენეჯერის და მძღოლის მომზადება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ “სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების 12 შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 14 ნოემბრის №1-1/490 ბრძანების საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ჩართული პირების მომზადებას შემდეგი პროგრამების გათვალისწინებით: ა) საბაზო კურსი; ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი; გ) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი; დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი. წინამდებარე ცვლილების შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, რაც მოაწესრიგებს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანაგადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღების მიზნით) მინიჭების და პერიოდული გადამზადების საკითხს. კანონპროექტით განისაზღვრება: • სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდული გადამზადების საკითხის მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე. • სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა კვალიფიციური კონტინგენტის შექმნა/ზრდა, ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. სასწავლო ცენტრებს ექნებათ მხოლოდ სწავლების და გადამზადების უფლება, ხოლო სააგენტოს მიერ განხორციელდება როგორც სწავლება და გადამზადება, ასევე კვალიფიკაციის მინიჭება. დღეს არსებული მდგომარეობით, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდული გადამზადებას ახორციელებს სააგენტო, მას შემდეგ რაც 2015 წლის ოქტომბერში, სააგენტო გახდა საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) აკრედიტებული სასწავლო დაწესებულება და მიენიჭა IRU -ს აკადემიის პროფესიული სასწავლო პროგრამების, უმაღლესი პროფესიული სასწავლო ხარისხის სტანდარტის შესაბამისი ტრენინგების წარმოების და გამოცდების ადმინისტრირების უფლება, ეროვნული და საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების მენეჯერის და მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის (CPC) პროგრამის ფარგლებში. 13 კანონპროექტი მომზადებულია „2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/59/EC ტვირთის გადაზიდვისა ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული ტრეინინგების შესახებ“ დირექტივის შესაბამისად. კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ასოცირების შეთანხმების“ 296-ე მუხლიდან. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. მოისმინეს: 8. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია, რომ მომხსენებლის არყოფნის გამო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ განხილვა გადაიდო. მოისმინეს: 9. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების: რატი ფუტკარაძისა და ანი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის თანახმად არ არის 14 მიზანშეწონილი ცვლილება განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელშიც ძირითადად გაწერილია ზოგადი სამართლებრივი პრინციპები. იგი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. დამატებით გამოთქმულა. შენიშვნები და წინადადებები არ გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 15