საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 5-7 აპრილს, ქალაქ მონტე-კარლოში (მონაკოს სამთავრო) ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი
ნომერი
#2-5768/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5768/22 02-05-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 5-7 აპრილს ქ. მონტე-კარლოში (მონაკოს სამთავრო) გაიმართა. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოეს ბიუროს შეხვედრის დღის წესრიგში. დანართი: 2 (ორი) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: მონაწილეობა ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში დელეგაციის წევრები: ბ-ნი დავით სონღულაშვილი - დელეგაციის ხელმძღვანელი; ქ-ნი მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი. მივლინების ადგილი: მონაკოს სამთავრო, ქ. მონტე კარლო მივლინების თარიღი: 2022 წლის 5-7 აპრილი 5-7 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ მონტე კარლოში, მონაკოს სამთავროში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის პლენარული სესიისთვის პრიორიტეტული საკითხების შემუშავება და განსაზღვრა. კონფერენციას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართეს მონაკოს სამთავროს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარემ სტეფან ვალერიმ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის მისიის ხელმძღვანელმა ჟან შარლ ლუპერტომ. საერთაშორისო ღონისძიებაზე ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები და მათ შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები მიმოიხილეს და უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს მოუსმინეს. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა. სიტყვით მიმართვა დავით სონღულაშვილმა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო. გამოსვლაში დელეგაციის ხელმღვანელმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ის, რაც დღესდღეობით უკრაინაში ხდება, 21-ე საუკუნისათვის წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. 1 სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასამბლეის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის იყო გლობალური პროცესების მონაწილე და მეტიც ეთნიკური მრავალფეროვნება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში იყო წარმოდგენილი. საქართველო აგრძელებს ამ მიზნის შესრულებას, რომელსაც დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება ჰქვია. კონფერენციის დასასრულს ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას. ანგარიში მოამზადა ფრანკოფონიის საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ნინო ბუჯიაშვილმა. 2 ასამბლეაში საქართველოს