საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია - შესაძლებლობები და გამოწვევები“ - თემატური მოკვლევის დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-6061/22
05-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური
მოკვლევის - „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და
გამოწვევები” დასკვნას.
დანართი: 108 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირის
შრომის ბაზარზე
ინტეგრაცია:
შესაძლებლობები და
გამოწვევები
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ შექმნილი
თემატური მოკვლევის ჯგუფის
ანგარიში
28 მარტი
2022
ევროკავშირის
შრომის ბაზარზე
ინტეგრაცია:
შესაძლებლობები და
გამოწვევები
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ შექმნილი
თემატური მოკვლევის ჯგუფის
ანგარიში
28 მარტი
2022
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური
მოკვლევის ჯგუფის ანგარიში „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები
და გამოწვევები“ მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრის და მისი ექსპერტების (თამარ ნუცუბიძე და თამარ
ზურაბიშვილი) მხარდაჭერით.
პასუხისმგებლობის უარყოფა: წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია ევროკავშირის
მხარდაჭერით. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი
და მასში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება არ გამოხატავდეს მიგრაციის პოლიტიკის
განვითარების საერთაშორისო ცენტრის ან ევროკავშირის პოზიციას.
წინამდებარე თემატური მოკვლევის ციტირებისას, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ფორმულირება:
„ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები“ საქართველოს
პარლამენტი, ბმული: www.parliament.ge
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია − შესაძლებლობები
და გამოწვევები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მთავარი საფუძველი არის ასოცირების შესახებ
შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების გარდა მიზნად ისახავს
ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ ინტეგრაციას. ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, კი თავის
მხრივ ოთხ თავისუფლებას მოიცავს (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების) და
მათ შორის არის ადამიანების თავისუფალი გადაადგილება.
ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თუმცა
ეს რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების
შესაძლებლობებს.
იმისათვის, რომ საქართველომ ეტაპობრივად შეძლოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია,
მათ შორის შრომის ბაზარზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და კარგად გვქონდეს გაანალიზებული
ამ პროცესის თანმდევი გამოწვევები და სწორად მოხდეს მისი მართვა.
ერთი მხრივ უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები არალეგალურ მიგრაციის შემცირებისთვის,
რაც დიდ პრობლემებს ქმნის უკვე ათწლეულებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ხშირად
ურთულესი გზის გავლა უწევთ იმისათვის, რომ დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.
არალეგალური მიგრაცია ასევე პრობლემურია ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის წევრი
ქვეყნებისთვის. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვების გარკვეული ზრდა, რაც ხშირად დაუსაბუთებელია
და განპირობებულია სწორედ დასაქმების შესაძლებლობების ძიებით.
შესაბამისად, დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების შექმნა არის პირველ რიგში ჩვენი
მოქალაქეების ინტერესებში და ამასთან ერთად საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვისაც.
ევროკავშირის ქვეყნებში არის შესაძლებლობები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი
მოქალაქეებისათვის, ამასთან დასაქმების შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად ვიზრუნოთ
მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი დაცვის მექანიზმების არსებობაზე, რაც
არალეგალური მიგრაციის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია.
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციაზე საუბრისას ასევე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ
პროცესების მართვა მოხდეს ისე, რომ ქვეყანა არ დადგეს ინტელექტის გადინების საფრთხის
წინაშე და პირიქით, ჩვენ გავაჩინოთ ევროპული გამოცდილების საქართველოში უკან მოზიდვის
შესაძლებლობებიც.
შესაბამისად, ამ საკითხებს ჭირდება სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართულობით და ჩვენი
მოქალაქეების გამოცდილების გაზიარებით მოკვლევა, ანალიზი და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
საზოგადოების ინტერესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდია, პოზიციები არაერთგვაროვანი,
რაც ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველი.
სწორედ ამიტომ, გამოვიყენეთ საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებული საკომიტეტო
მოკვლევის შესაძლებლობა და „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“
დახმარებით მოვიკვლიეთ საქართველოსთვის „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია −
შესაძლებლობები და გამოწვევები“.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
სამუშაო ჯგუფი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი თემატური
მოკვლევის „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჯგუფი
შემდეგი წევრებისგან შედგებოდა:
1.
მაკა ბოჭორიშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
2.
ლევან ქარუმიძე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
3.
ნინო იობაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე
4.
დავით სონღულაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
5.
ნიკოლოზ სამხარაძე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
6.
თამარ ტალიაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
7.
თეონა აქუბარდია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
8.
დავით ხაჯიშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
9.
აკაკი მინაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
10.
დავით ბაქრაძე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
11.
ზაალ უდუმაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
12.
ლევან იოსელიანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
13.
დიმიტრი ხუნდაძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე
14.
ვლადიმერ კახაძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე
15.
ზაზა ლომინაძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
წევრი
16.
ირმა ზავრადაშვილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
წევრი
17.
ვახტანგ მეგრელიშვილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
წევრი
18.
ბექა ოდიშარია
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
19.
ფრიდონ ინჯია
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე
20.
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
7
სარჩევი
აბრევიატურები
10
1.
შესავალი
12
2.
თემატური მოკვლევა
14
2.1. თემატური მოკვლევის სფერო და ინსტიტუციური გარემო
14
2.2. თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია და წყაროები
14
3.
17
3.1. შრომითი/ცირკულარული მიგრაციის განმარტება
17
3.2. საზღვარგარეთ დასაქმების ძირითადი მახასიათებლები საქართველოსთვის
19
3.3. საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამების სარგებელი მიგრანტთათვის
24
3.4. ლეგალური მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
25
4.
5.
8
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეთა
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის სფეროში
29
4.1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან გამომდინარე შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული
შესაძლებლობების მიმოხილვა
29
4.2. ევროკავშირის ქვეყნებთან დადებული ევროკავშირის შრომის ბაზარზე
ინტეგრაციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების მიმოხილვა
32
4.3. სახელშეკრულებო ბაზის გაფართოებისა და დახვეწის პერსპექტივები
34
ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ასპექტების მიმოხილვა
37
5.1. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების ასპექტების რეგულირება ევროკავშირში
37
5.2. ევროკავშირში უცხოელთა დასაქმების ტენდენციების მიმოხილვა
41
5.3. ევროკავშირის შრომითი ბაზრის პროფესიული საჭიროებები
42
5.4. შრომითი მიგრაციის პროფილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
46
5.4.1. პოლონეთი
46
5.4.2. იტალია
48
5.4.3. ესპანეთი
51
5.4.4. გერმანია
54
5.4.5. საბერძნეთი
57
სარჩევი
5.4.6. საფრანგეთი
5.5. ევროპული პრაქტიკის მაგალითების შეჯამება
6.
7.
სამუშაო ძალა საქართველოში
59
61
64
6.1. საქართველოს შრომის ბაზრის პრობლემატიკა
70
6.2. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის შრომის ბაზარზე არსებული
დეფიციტის შევსების პერსპექტივები
76
6.3. საზღვარგარეთ დასაქმების რეგულირების პრობლემები საქართველოში
79
6.4. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლეგალური მიგრაციის
პირობებში ევროკავშირის შრომის ბაზრის მოთხოვნების მისადაგების მიზნით
83
6.5. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული გამოწვევები იქ დასაქმებული
საქართველოს მოქალაქეებისათვის
85
რეკომენდაციები ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციისთვის მომზადებისა და
მიგრაციის ლეგალური გზების ხელშეწყობისთვის
ბიბლიოგრაფია
88
96
9
აბრევიატურები
10
ALMP
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა
BA
გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტო (Federal Employment Agency,
Bundesagentur fuer Arbeit)
BMAS
გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალური სამინისტრო (The
Federal Ministry of Labour and Social Affairs, Bundesministerium fuer Arbeit und
Soziales)
DCFTA
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (Deep and
Comprehensive Free Trade Area)
EMN
ევროპის მიგრაციის ქსელი (European Migration Network)
ETF
ევროპის განათლების ფონდი (eufordigital.eu-ის მიხედვით)
EU
ევროკავშირი (European Union)
Eurostat
ევროპის კავშირის სტატისტიკური სამსახური (Geostat-ის მიხედვით)
GIZ
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft
für Internationale Zusammenarbeit)
ICMPD
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (International Centre
for Migration Policy Development)
IOM
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organisation for Migration)
Frontex
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო (European Border and Coast
Guard Agency)
OECD
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organisation for
Economic Co-operation and Development)
PES
დასაქმების სახელმწიფო სამსახური (Public Employment Services)
STEM
მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია
engineering and mathematics)
საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მშპ
მთლიანი შიდა პროდუქტი
და
მათემატიკა
(science,
technology,
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
ბელგია
(BE)
ლიეტუვა
(LT)
ბულგარეთი
(BG)
ლუქსემბურგი
(LU)
ჩეხეთი
(CZ)
უნგრეთი
(HU)
დანია
(DK)
მალტა
(MT)
გერმანია
(DE)
ნიდერლანდები
(NL)
ესტონეთი
(EE)
ავსტრია
(AT)
ირლანდია
(IE)
პოლონეთი
(PL)
საბერძნეთი
(EL)
პორტუგალია
(PT)
ესპანეთი
(ES)
რუმინეთი
(RO)
საფრანგეთი
(FR)
სლოვენია
(SI)
ხორვატია
(HR)
სლოვაკეთი
(SK)
იტალია
(IT)
ფინეთი
(FI)
კვიპროსი
(CY)
შვედეთი
(SE)
ლატვია
(LV)
11
1.
შესავალი
1.
ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ის ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს და გამტკიცებულია
საქართველოს კონსტიტუციით.
2.
ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლით, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და
ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), საქართველომ ევროკავშირთან
პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ვალდებულება აიღო, რამაც
თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებები
დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალი და ღია
ეკონომიკისა და კონკურენტული ბიზნეს გარემოს მდგრადი და შეუქცევადი განვითარების
უზრუნველსაყოფად.
3.
მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოებისა,
დაბრკოლებები კვლავ რჩება და მრავალი შესაძლებლობა კვლავ აუთვისებელია.
აღნიშნული ეხება საქართველოს მოქალაქეების ევროპის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის
შესაძლებლობებსაც. კერძოდ,
საქართველოს მოქალაქეების მიერ კვლავაც არ არის გამოყენებული
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობები,
რაც ერთი მხრივ, განაპირობებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან
არალეგალური დასაქმების გზების ძიებას და მეორე მხრივ, მათ
დასაქმებას ისეთ სექტორებში, რაც ძირითადად შრომითი მიგრანტების
დეკვალიფიკაციას იწვევს.
12
4.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზნად დაისახა აღნიშნული
თემის შესწავლა და მოახდინა წინამდებარე თემატური მოკვლევის ინიცირება. მოკვლევა
მიზნად ისახავს შეისწავლოს ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ევროკავშირის შრომის
ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაციისათვის და ასევე, მოახდინოს ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოწვევების იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან მათი საპასუხო
ნაბიჯების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
5.
წინამდებარე თემატური მოკვლევის დოკუმენტი აანალიზებს ევროკავშირის შრომის ბაზარზე
საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ინტეგრაციის შესაძლებლობებს, შრომითი მიგრაციის
რეგულირების ძირითად ასპექტებს, ლეგალური მიგრაციის რისკებსა და შესაძლებლობებს,
ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ტენდენციებსა და რეგულირების ძირითად საშუალებებს და
ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე
შესაძლებლობებსა და ევროკავშირის შრომითი ბაზრის პოლიტიკას, რაც წარმოადგენს
ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასაქმების მოდელებისა
და პროფესიული საჭიროებებისადმი საქართველოს შესაძლებლობების თანხვედრის
გასაანალიზებლად.
6.
მოცემული თემატური მოკვლევის სფერო სცდება რომელიმე ერთი სახელმწიფო ორგანოს
რეგულირების სფეროს, შესაბამისად, ანგარიშის მომზადების პროცესში უზრუნველყოფილი
იყო ყველა დაკავშირებული მხარის ჩართულობა, ინფორმაციისა და მოსაზრებების შეგროვება
როგორც ადგილობრივ შრომის ბაზართან დაკავშირებით, ისე საჭირო უნარებთან, ევროპის
შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან და ზოგადად, შრომითი მიგრაციის ტენდენციებთან
დაკავშირებით.
7.
წინამდებარე თემატური მოკვლევის დოკუმენტი, მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი
გამოწვევების გათვალისწინებით, იძლევა ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის
ხელშეწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებს, მათ შორის:
−
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით კვლევების გაძლიერება
რამდენიმე მიმართულებით (შრომის ბაზრის ანალიზი ეროვნულ/რეგიონულ/სექტორულ
დონეებზე, სწავლის ხარისხის რუტინული კვლევები, მიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფის
საჭიროებების კვლევა უნარების გაძლიერების მიზნით) რომლის გარეშეც რთულია
ეფექტური პოლიტიკის შემუშავება. ამასთან, მნიშვნელოვანია, მოხდეს სხვადასხვა
სახელმწიფო ორგანოსა და სააგენტოში უკვე არსებული მონაცემების სისტემატიზაცია და
ანალიზი. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია მუდმივი დაკვირვება ევროკავშირის შრომითი
ბაზრის პოლიტიკაზე, დეფიციტურ პროფესიებსა და შრომის ბაზრის საჭიროებებზე.
−
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით ინსტიტუციური ჩარჩოსა და
კომპეტენციების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა.
−
ინფორმაციის გაზიარების გაძლიერება სამიზნე ჯგუფებში, რათა საზღვარგარეთ სამუშაოს
მაძიებლებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ
არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში, ასევე, ინფორმირებულობის გაძლიერება
წევრ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩოს (შრომის და სოციალური დაცვის
კანონმდებლობა) შესახებ, რაც ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უფლებების
დაცვის ხარისხის გაზრდას.
−
პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება: რეკომენდებულია საქართველოს
პროფესიული განათლების სისტემასა და დაწესებულებებსა და ევროკავშირის სამიზნე
ქვეყნების პროფესიული განათლების დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის
თანამშრომლობის გაძლიერება, რათა საქართველოს პროფესიული განათლების
კვალიფიკაცია მიესადაგოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ მოთხოვნებს,
განსაკუთრებით კი დეფიციტურ პროფესიებში.
−
მომზადების/გადამზადების სისტემების გაუმჯობესება, მათ შორის საქართველოს იმ
მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, რომელთაც სურთ ევროკავშირის
შრომის ბაზარზე დასაქმება.
−
სამუშაო ადგილების კვალიფიკაციის სისტემის შემუშავება.
−
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის დახვეწა რამდენიმე
მიმართულებით, მათ შორის კერძო დასაქმების სააგენტოების ნორმატიული ბაზის,
ინსტიტუციური ჩარჩოს, შრომის ბაზრის ანალიზისა და ბალანსის, არსებული
საკანონმდებლო ბარიერების აღმოფხვრის კუთხით.
−
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით ორმხრივი
სახელშეკრულებო ბაზის გამდიდრების საშუალებებზე თანმიმდევრული მუშაობა.
−
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების
რეინტეგრაციის მიმართულებით, განსაკუთრებით კი მათი უნარების ტრანსფერის მიზნით.
13
2.
თემატური მოკვლევა
2.1. თემატური მოკვლევის სფერო და ინსტიტუციური გარემო
8.
თემატური მოკვლევა ეხება ევროკავშირის შრომის ბაზარზე ქართველი შრომითი მიგრანტების
ინტეგრაციასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
მოკვლევის მიზანია მოახდინოს ერთი მხრივ, ევროკავშირის შრომის
ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაციის კუთხით
საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებების იდენტიფიცირება, ხოლო
მეორე მხრივ, თავი მოუყაროს შრომითი მიგრაციის რეგულირების ევროპულ
პრაქტიკას. კვლევა ასევე მოიცავს ევროპის ბაზრის საჭიროებებისა და
საქართველოს მოქალაქეების კვალიფიკაციის შესაბამისობის ანალიზსა
და შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ემსახურება საქართველოს
მოქალაქეების ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.
9.
მოკვლევის შედეგები ემყარება როგორც წერილობით და ზეპირ მტკიცებულებებს, რომლებიც
დაინტერესებულმა მხარეებმა პარლამენტს წარუდგინეს, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში
არსებულ სხვა რელევანტურ ინფორმაციასა და მონაცემებს, სხვადასხვა კერძო და საჯარო
დაწესებულების, ასევე, დონორი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ევროკავშირისა
და საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას.
10.
2021 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
მიერ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი ზემოაღნიშნული საკითხების შესასწავლად. შემუშავდა
სამოქმედო გეგმა, განისაზღვრა საკითხთან დაკავშირებული დაინტერესებული მხარეები
და შემუშავდა საკითხები, რომლის ირგვლივაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა
საჯარო უწყებიდან, დონორი და დიასპორული ორგანიზაციიდან.
11.
თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართულ მოსმენებში მონაწილეობდნენ შემდეგი
სახელმწიფო სტრუქტურები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საკითხთა
სამთავრობო კომისიის სამდივნო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო.
2.2. თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია და წყაროები
12.
14
თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: პირველ ეტაპზე
მოხდა თემატური მოკვლევის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, ასევე განისაზღვრა ის
დაინტერესებული მხარეები და ორგანიზაციები, რომლებიც თემატურ მოკვლევაში მიიღებდნენ
მონაწილეობას. მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის საფუძველზე, შემუშავდა თემატური
მოკვლევის კვლევითი კითხვები (იხ. დანართი 1), რომლებიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა
გაუგზავნა თემატურ მოკვლევაში მონაწილე ორგანიზაციებს (იხ. ზემოთ). კვლევითი კითხვების
მიზანი იყო გაგვეგო შრომითი მიგრაციის სფეროში მომუშავე/მოღვაწე ორგანიზაციების
ხედვები და მოსაზრებები ევროკავშირის შრომის ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციის
შესაძლებლობების შესახებ.
13.
მეორე ეტაპზე მოხდა სამაგიდე კვლევის განხორციელება, რომლის საფუძველზეც შემუშავდა
თემატური მოკვლევის პირველადი ვარიანტი. კერძოდ, გაანალიზდა ევროკავშირის წევრი
ქვეყნების შრომის ბაზრის რეგულაციები, შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივები და
ტენდენციები, შრომითი და ცირკულარული მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები,
შრომითი მიგრაციის რეგულირების ასპექტები საქართველოში და შრომითი მიგრაციული
პროგრამების მახასიათებლები და სარგებელი.
14.
მესამე ეტაპზე მოხდა თემატურ მოკვლევაში მონაწილე ორგანიზაციებიდან მიღებული პასუხების
ანალიზის ინტეგრირება თემატური მოკვლევის დოკუმენტში ისეთ საკითხებში, როგორიცაა
ლეგალური მიგრაციის რეგულირების მიღმა დარჩენილი საკითხები და საჭიროებები, შრომის
ბაზრის მიმოხილვა და ლეგალური მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი.
15.
მეოთხე ეტაპზე მოხდა თემატური მოკვლევის დოკუმენტის პირველადი განხილვა და ჩატარდა
მოსმენები, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა
დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, რომლის შემდეგაც ანგარიშში მოხდა ამ ინფორმაციის
ინტეგრირება. აღნიშნულის შემდეგ, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე.
16.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს წინამდებარე თემატური მოკვლევისას გამოყენებული
მონაცემებისა და ინფორმაციის შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ არსებობს რიგი მონაცემები,
რომელიც გროვდება და მუშავდება სახელმწიფო ორგანოების მიერ (მაგ. სტატისტიკის
ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შექმნილი
და მოქმედი შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და ა.შ.). ასევე, არსებობს დონორი
ორგანიზაციების დახმარებით მომზადებული კვლევები, რომლებიც ეხება ამ მოკვლევაში
განხილულ საკითხებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ეს
მონაცემები ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, არ ხდება მათი რეგულარული განახლება, რაც
შეუძლებელს ხდის მათ დინამიკაში განხილვას.
17.
სამწუხაროდ, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევას ძალიან მოკლე
ისტორია აქვს. შეგვიძლია გამოვყოთ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული „საწარმოთა უნარებზე მოთხოვნის“ კვლევა,1
2018 წელს ჩატარებული „ვაკანსიების მონიტორინგის“2 კვლევა სოციალური მომსახურების
სააგენტოს ეგიდით და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა
კვლევის 2019 წლის ანგარიში3 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). აღნიშნული
კვლევების შეჯერება გვაძლევს გარკვეულ სურათს იმის თაობაზე, თუ სად არის ყველაზე დიდი
პრობლემა ქართულ შრომის ბაზარზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ზემოხსენებულ
კვლევას გარკვეული ტიპის შეზღუდვები ახასიათებს. კერძოდ, საწარმოთა უნარებზე
მოთხოვნის კვლევა ფარავს მხოლოდ კერძო სექტორს და მასში მონაწილეობა არ მიუღია
საჯარო განათლების დაწესებულებებსა და საჯარო მმართველობის სექტორს. რაც შეეხება
ვაკანსიების მონიტორინგის კვლევას, აქცენტი გაკეთდა მხოლოდ მსხვილ დამსაქმებლებზე
რეგიონების მიხედვით და წინა კვლევისაგან განსხვავებით იგი არ არის წარმოდგენილი
ეროვნული მასშტაბით. ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო კურსდამთავრებულთა კვლევა
1
„უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა”. 2020. საქართველოს00 ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო. http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.
ashx?Type=Survey&ID=7d9ca7cd-cc1b-45ed-9f8f-394b060d9abe
2
„ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე”. 2018. სოციალური მომსახურების სააგენტო.
http://ssa.gov.ge/files/01_GEO/PUBLIKACIEBI/FILES/angarishi.pdf
3
„2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში (Tracer
Study)”. 2020.
15
რაოდენობრივად შეზღუდულია და ვერ მოგვცემს პროფესიული განათლების საჭიროებების
სრულად ამსახველ სურათს. აუცილებელია აღინიშნოს მიგრაციის სამთავრობო კომისიის
მიერ მომზადებული კვლევებისა და ანგარიშების (მიგრაციის პროფილი წლების მიხედვით,
2018 წელს მომზადებული ევროკავშირის შრომის ბაზარზე ცირკულარული მიგრაციის
პოტენციალის კვლევა და ა.შ.) მნიშვნელობა ამ თემატური მოკვლევისათვის. კრიტიკულად
მნიშვნელოვანი იყო ასევე წვდომა ეროვნული სტატისტიკისა და ეროვნული ბანკის მიერ
მომზადებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებთან, თუმცა, მონაცემების შეჯერებისას მაინც
პრობლემურია მონაცემების კვლევის არეალი და მათი შედარების ვალიდურობა. შესაბამისად,
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით კვლევების გაძლიერების
საჭიროება არის ერთ-ერთი კრიტიკული რეკომენდაცია, რომელიც თანაბრად ეხება
წინამდებარე თემატური მოკვლევის დოკუმენტში არსებულ ყველა რეკომენდაციას. ნათელია,
რომ ეფექტური პოლიტიკის შემუშავება რთულია შესაბამისი სანდო მტკიცებულებებისა და
მონაცემების გარეშე, მათ შორის, როგორიცაა: (1) შრომის ბაზრის მონაცემები/ანალიზი,
ეროვნულ, ისე რეგიონულ და მუნიციპალურ თუ სექტორულ/დარგობრივ დონეებზე; (2)
უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებების სწავლების ხარისხის შეფასებები;
(3) პოტენციური, არსებული და დაბრუნებული მიგრანტების კვლევები მათი საჭიროებების
შესასწავლად უნარების გაძლიერების/გამოყენების თვალსაზრისით.
18.
16
ამდენად, წინამდებარე თემატური მოკვლევის დოკუმენტი ეფუძნება არსებულ მონაცემებს,
თუმცა აღიარებს ამ კუთხით გარკვეული პრობლემების არსებობას, რომელიც განპირობებულია
მონაცემების არარსებობით ან დეფიციტით, თანმიმდევრული ან შედარებადი მონაცემების
არარსებობით და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განსხვავებული კვლევის მეთოდოლოგიით,
რაც წლების ჭრილში მონაცემების შედარების საშუალებას არ იძლევა.
3.
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების
მიმოხილვა
3.1. შრომითი/ცირკულარული მიგრაციის განმარტება
19.
შრომითი მიგრაცია − როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მასშტაბით − მიგრაციული პროცესების
ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
(International Organisation for Migration) ლექსიკონში შრომითი მიგრაცია უაღრესად
ლაკონურად არის განმარტებული: „ადამიანების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორე
ქვეყანაში, ან მათი საცხოვრებელი ქვეყნის საზღვრებს შიგნით, დასაქმების მიზნით“.4 თუმცა
ამ ლაკონურ განმარტებას თან ერთვის საკმაოდ ვრცელი შენიშვნა: „მიგრანტის განმარტების
შესაბამისად, შრომითი მიგრაციის განსაზღვრება მოიცავს მიგრანტების გადაადგილებას
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზღვრებს გარეთ. ასეთი განსაზღვრების
გამოყენება გამართლებულია იმ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობით, რომლებიც თავისსავე
ქვეყანაში გადაადგილდებიან სამუშაოდ და რომლებიც ზოგჯერ ისეთივე ბარიერებს ან
გამოწვევებს აწყდებიან/ხვდებიან, როგორც საერთაშორისო მიგრანტები, როგორიცაა
დისკრიმინაცია და ინტეგრაციის სირთულეები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოწვევები
შეიძლება უფრო რთული და ბევრი იყოს იმ მიგრანტების შემთხვევაში, რომლებიც კვეთენ
საზღვრებს, მათ შიდა მიგრანტებიც ხვდებიან“.
20.
ნაკლებად განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო შრომითი მიგრაციის კონტექსტში
შრომითი მიგრაცია, ხშირად გამოწვეულია ქვეყნებს შორის არათანაბარი სოციალურეკონომიკური განვითარებით, მათ შორის, უმუშევრობის მაღალი დონით; ხოლო შიდა
მიგრაციის შემთხვევაში − რეგიონებს შორის არათანაბარი განვითარებით. მაგალითისთვის,
გასულ ათწლეულებში საქართველოს რეგიონების დეპოპულაცია და საპირისპიროდ, ქალაქების
მოსახლეობის ზრდა5 გარკვეულწილად, სავარაუდოდ, სწორედ რომ გამოწვეულია ქალაქებში
დასაქმებისა და შემოსავლების, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრების უკეთესი დონით, მათ
შორის, ჯანდაცვის დონისა თუ განათლების მიღების უკეთესი შესაძლებლობებით.
21.
საქართველოდან
საერთაშორისო
შრომითი
მიგრაცია
დიდწილად
არალეგალი/
არა-დოკუმენტირებული
მიგრანტებისაგან
შედგება,
რომლების
ნაწილიც,
დროთა
განმავლობაში, ახერხებს საკუთარი სტატუსის ლეგალიზებას. თუმცა ლეგალიზების პროცესი
ასევე მიმღები ქვეყნების საიმიგრაციო რეგულაციებზეა დამოკიდებული. არალეგალური/
არა-დოკუმენტირებული მიგრაციის უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, რომლებსაც
ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ,
4
“Glossary on Migration”. 2019. IOM. https://publications.iom.int/system/files/pdf/iml_34_glossary.pdf
ლექსიკონის ქართული თარგმანი შემდეგ ვარიანტს გვთავაზობს: შრომითი მიგრაცია – ადამიანების
გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში, დასაქმების მიზნით. უმეტეს ქვეყნებში შრომითი მიგრაცია
რეგულირდება მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით. ამასთან, ზოგი ქვეყანა
აქტიურად მონაწილეობს მის ფარგლებს გარეთ მიგრაციის რეგულირებაში და საკუთარ მოქალაქეთათვის
ხელსაყრელი პირობების შექმნაში. იხ.: https://migration.commission.ge/files/glosaary.pdf
5
იხ.: „საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი“ 2015. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.
https://migration.commission.ge/files/migration_profile_geo_may.pdf; „საქართველოს 2017 წლის მიგრაციის
პროფილი“ 2017. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. https://migration.commission.ge/files/migraciis_
profili_2017_a4_new.pdf.; „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი“ 2019. მიგრაციის საკითხთა
სამთავრობო კომისია. https://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf
17
ნათელია, რომ შრომითი მიგრაციის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა და
ზოგადად, ლეგალური მიგრაციის წახალისება საქართველოს მიგრაციის
პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.6 ცირკულარული
მიგრაცია, რომელიც შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი სახეობაა, ამის
ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია.7
18
22.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“ ფართოდ არის გამოყენებული
როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიგრაციული პროცესების, პოლიტიკის
შემუშავების თუ მეცნიერული კვლევების კონტექსტში, დღემდე არ არსებობს მისი ყოვლად
აღიარებული განმარტება. ეს გარკვეულწილად იმასაც უკავშირდება, რომ თავდაპირველად,
1960-1970-იან წლებში, როდესაც ეს ტერმინი იწყებს დამკვიდრებას, მას უფრო ხშირად
ურბანიზაციის პროცესებისა და შიდა მიგრაციის კონტექსტში იყენებდნენ.8 ცირკულარული
მიგრაცია როგორც მიგრაციის პოლიტიკის ინსტრუმენტი პირველად 2005 წელს იქნა
გამოყენებული ევროკომისიის მიერ მიგრაციისა და განვითარების კონტექსტში.9 აღსანიშნავია,
რომ თავიდანვე იყო ხაზგასმული ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობა ე.წ. ტვინების/
ინტელექტის ცირკულაციის პროცესთან ერთად. ევროკომისიის კომუნიკაციაში ცირკულარული
მიგრაცია განსაზღვრული იყო როგორც პროცესი, რომლის ფარგლებში მიგრანტები
მოძრაობენ/მგზავრობენ მათი გამგზავნი და მიმღები/დანიშნულების ქვეყნებს შორის.10 ამ
პროცესში მნიშვნელოვანი სწორედ რეგულარობა და განმეორებადობაა, ანუ მოძრაობა უნდა
იყოს რეგულარული, გარკვეული პერიოდულობით, გამგზავნ და მიმღებ ქვეყნებს შორის. ასევე
მნიშვნელოვანია, რომ როგორც წესი, ცირკულარულ მიგრაციაზე სწორედ რომ შრომითი
მიგრაციის კონტექსტში საუბრობენ და ის დროებით დასაქმებას მოიაზრებს მიმღებ ქვეყნებში.
23.
ევროკავშირის პოლიტიკის დოკუმენტები განსაკუთრებით აღნიშნავენ კავშირს ცირკულარულ
მიგრაციასა და განვითარებას შორის. ამ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ „მიგრანტების თუნდაც
დროებით ან ვირტუალურ დაბრუნებას, შეუძლია სასარგებლო როლი შეასრულოს უნარების
გადაცემის ხელშეწყობაში განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, ე.წ. ტვინების/ინტელექტის
ცირკულაციის სხვა ფორმებთან ერთად. ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობას ასევე
შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ მხრივ“.11 „მიგრაციისა და განვითარების შესახებ
კომუნიკაციის“ დოკუმენტის დანართი 5 კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ მნიშვნელოვან
როლს, რომელიც ცირკულარულ მიგრაციასა და დაბრუნებას შეუძლია შეასრულოს
„ტვინების/ინტელექტის“ გადინების გავლენის შესამცირებლად და „ტვინების/ინტელექტის“
ცირკულაციის
პროცესის
გასაძლიერებლად.12
ევროკომისიის
მიერ
2007
წელს
გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა ცირკულარული მიგრაციისა და მობილობის პარტნიორობის
შესახებ განსაზღვრა ცირკულარული მიგრაცია, როგორც „მიგრაციის ფორმა, რომელიც
ისეთნაირად არის მართული, რომ ორ ქვეყანას შორის წინ და უკან/განმეორებადი გარკვეული
დონის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას იძლევა“.13
6
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.
https://migration.commission.ge/files/ms_2021-2030_eng_08.02.21.pdf. გვ. 19-26
7
იქვე, გვ. 7, 26, 33.
8
“Circular Migration”. 2019. Wikipedia. Wikimedia Foundation. November 15, 2019.
https://en.wikipedia.org/wiki/Circular_migration
9
“Communication from the Commission to the Council, the European Parliament, the European Economic
and Social Committee and the Committee of the Regions: Migration and Development: Some Concrete
Orientations”. 2005. Commission of the European Communities. 2005.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX%3A52005DC0390
10
იქვე, გვ. 25.
11
იქვე, გვ. 7.
12
იქვე, გვ. 25-30.
13
“Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the Economic and Social
Committee and the Committee of the Regions on Circular Migration and Mobility Partnerships between the
European Union and Third Countrie”. 2007. Commission of the European Communities. 2007.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=LEGISSUM:l14564&from=EN
24.
ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“ ასევე ძალიან ლაკონურად არის განსაზღვრული ევროპის
მიგრაციის ქსელის (EMN) ლექსიკონში, როგორც „ერთი და იგივე ადამიანის განმეორებადი
ლეგალური მიგრაცია ორ ან მეტ ქვეყანას შორის“.14 ამავდროულად, EMN საკმაოდ
ვრცელ განმარტებებს ურთავს, რომლებიც ფოკუსირებულია ისეთ ასპექტებზე, რომლებიც
განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირის კონტექსტში. კერძოდ, 1) მესამე ქვეყნების
მიგრანტების ცირკულარული მიგრაცია, ვინც უკვე ლეგალურად იმყოფება ევროკავშირში და
2) მესამე ქვეყნებში მცხოვრები მიგრანტების ცირკულარული მიგრაცია. შესაბამისად, აქცენტია
გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გადაცემასა და საერთო სარგებლის მიღებაზე როგორც
დანიშნულების, ისე წარმოშობის ქვეყნებში ლეგალური მიგრაციის ჩარჩოებში.
25.
სოციალურ მეცნიერებებში ცირკულარული მიგრაციის კვლევების შედეგად გამოიკვეთა
ამ პროცესის ის აუცილებელი მახასიათებლები რომლებიც, აღიარებული განმარტების
არარსებობის პირობებში, გვეხმარება ცირკულარული მიგრაციის კომპლექსური ბუნების უკეთ
გაგებაში. ესენია:15
−
მიგრაციის დროში შეზღუდულობა (temporality of migration);
−
მიგრაციის ცირკულარულობა;
−
მიგრაცია არის მართული/ხდება მიგრაციის მართვა/მენეჯმენტი;
−
ლეგალური /დოკუმენტირებული მიგრაცია;
−
მიგრანტთა უფლებების დაცვა;
−
შრომის ბაზრის ოპტიმიზაცია როგორც გამგზავნ, ასევე მიმღებ ქვეყნებში.
26.
ნათელია, რომ შრომითი მიგრაციის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა და
ზოგადად, ლეგალური მიგრაციის წახალისება საქართველოს მიგრაციის
პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.6 ცირკულარული
მიგრაცია, რომელიც შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი სახეობაა, ამის
ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია.7
3.2. საზღვარგარეთ დასაქმების ძირითადი მახასიათებლები საქართველოსთვის
27.
არსებობს შეფასებები, რომლის თანახმადაც, საქართველო წმინდა ემიგრაციის ქვეყანაა, რაც
ძირითადად უმუშევრობის მაღალი დონითა დ ა ცუდად ფუნქციონირებადი შრომის ბაზრით
არის განპირობებული.16 ეროვნული სტატისტიკის ცენტრის უახლესი მონაცემებით, 2020 წელს
საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 74 264 ადამიანს
შეადგენს, ხოლო ემიგრანტთა საერთო ოდენობა 861 077 ადამიანია.17 მიუხედავად იმისა,
14
“Circular Migration”. 2016. Migration and Home Affairs − European Commission. December 6, 2016.
https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/networks/european_migration_network/glossary_search/
circular-migration_en
15
Philippe Fargues. 2008. “Circular Migration: Is It Relevant for the South and East of the Mediterranean”.
MPC, CARIM. https://cadmus.eui.eu//handle/1814/8391
16
OECD/CRRC − Georgia. 2017. “Interrelations between Public Policies, Migration and Development in Georgia”.
OECD Development Pathways, OECD Publishing, Paris. https://doi.org/10.1787/9789264272217-en
17
“International Migration 2020 Highlights”. 2020. United Nations Department of Economic and Social Affairs,
Population Division. https://www.un.org/development/desa/pd/sites/www.un.org.development.desa.pd/files/
undesa_pd_2020_international_migration_highlights.pdf
19
რომ 2020 წლის ემიგრანტთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებზე ნაკლებია, იგი მეტწილად
განპირობებულია Covid-19 პანდემიით. უმეტესწილად, საქართველოდან ემიგრაცია
ხასიათდება ტალღებით. (ცხრილი 1)
ცხრილი 1. მიგრაციული სალდო და კოეფიციენტი (19C94-2020 წლები)
სალდო
კოეფიციენტი
მოსახლეობის 1 000 კაცზე
1994
-194,634
-40.2
1995
-176,326
-37.9
1996
-169,889
-37.8
1997
-126,695
-29.1
1998
-95,611
-22.5
1999
-81,302
-19.6
2000
-79,235
-19.4
2001
-45,686
-11.4
2002
-23,130
-5.8
2003
-26,376
-6.7
2004
-16,758
-4.3
2005
-25,518
-6.5
2006
-12,086
-3.1
2007
-23,418
-6.1
2008
-20,542
-5.3
2009
-34,948
-9.2
2010
-30,438
-8.0
2011
-35,982
-9.6
2012
-21,521
-5.8
2013
-2,606
-0.7
2014
-6,543
-1.8
2015
-3,408
-0.9
2016
-8,060
-2.2
2017
-2,212
-0.6
2018
-10,783
-2.9
2019
-8,243
-2.2
2020
15,732
4.2
შენიშვნა: 1995-2011 წლებში წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2012 წლიდან ეყრდნობა შსს სასაზღვრო
პოლიციის მონაცემებს
წყარო: საქსტატის მონაცემები
28.
20
წლების განმავლობაში ემიგრანტი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო და არის სამუშაო
ასაკის მოსახლეობა. იგივე დინამიკა ნარჩუნდება ოფიციალური სტატისტიკის უახლესი
მონაცემებითაც. (დიაგრამა 1). ამასთან, ტრადიციულად, სამუშაო ასაკის იმიგრანტების წილი
შედარებით დიდია ემიგრანტების შესაბამის წილთან მიმართებით.
დიაგრამა 1. ემიგრანტებისა და იმიგრანტების განაწილება ასაკის მიხედვით
წყარო: საქსტატის მონაცემები
29.
2020 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 21.4 პროცენტი (852
816 ადამიანი) ემიგრანტია, ამ ციფრიდან კი ევროკავშირში მცხოვრები პირების ოდენობა არის
19.7% (168 323 ადამიანი).18 ფულადი გზავნილების წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს
12.3%-ს, რაც თანხობრივად განისაზღვრება 2 მილიარდ 126 მილიონი აშშ დოლარით.19
(დიაგრამა 2)
დიაგრამა 2. ფულადი გზავნილები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები
30.
მაგალითად, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების
მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ
აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
18
Keti Gorgoshidze. 2020. “Diaspora Engagement Mapping Georgia”. ICMPD.
https://diasporafordevelopment.eu/wp-content/uploads/2020/07/CF_Georgia-v.4.pdf
19
„ფულადი გზავნილები”. 2021. საქართველოს ეროვნული ბანკი. 2021. https://nbg.gov.ge/page/%E1%83%A4%
E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E
1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
21
31.
აღსანიშნავია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 20
უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე (მათ შორის ცხრა ევროკავშირის წევრი ქვეყანა) მოდის,
საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20
ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა. (ცხრილი
2). აღნიშნული გზავნილები ძირითადად უკავშირდება საზღვარგარეთ მომუშავე საქართველოს
მოქალაქეების მიერ განხორციელებულ გზავნილებს, რაც ხაზს უსვამს მათ როლს საქართველოს
ეკონომიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი
გზავნილების წილი თანდათან მცირდება და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული
გზავნილების წილი − იზრდება.
ცხრილი 2. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილები
სულ
ევროკავშირის ქვეყნები
დანარჩენი ქვეყნები
ჩარიცხული
მოცულობა (მლნ.
აშშ დოლარი)
წილი მთლიან
ჩარიცხულ
მოცულობაში
ჩარიცხული
მოცულობის წლიური
ზრდის ტემპი
208.43
84.00
124.43
100.00%
40.30%
59.70%
10.4%
16.9%
6.70%
33.32
20.62
9.96
5.25
3.28
3.01
1.77
1.59
1.05
15.99%
9.90%
4.78%
2.52%
1.57%
1.44%
0.85%
0.76%
0.51%
18.84%
1.99%
43.44%
6.16%
18.89%
15.38%
29.22%
15.54%
20.52%
მათ შორის:
იტალია
საბერძნეთი
გერმანია
ესპანეთი
საფრანგეთი
პოლონეთი
ირლანდია
კვიპროსი
შვედეთი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები
32.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან შრომით მიგრანტთა უმრავლესობას (87%)20
უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება აქვს, მაგრამ იმ სამუშაოდან გამომდინარე,
რასაც ისინი უცხოეთში ყოფნისას ასრულებენ, მათი დიდი ნაწილი არაკვალიფიცირებულ
მიგრანტთა კატეგორიას განეკუთვნება.
33.
რაც შეეხება ემიგრანტების სტატისტიკას ევროკავშირის პერსპექტივიდან. აღსანიშნავია, რომ
ოფიციალური მონაცემებით, დასაქმების მიზნით გაცემული ნებართვების წილი ევროკავშირში
შეადგენს 17%-ს. (დიაგრამა 3)
34.
2020 წელს 8.7 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირი დასაქმდა ევროპის
შრომის ბაზარზე, რომელთა ასაკი იყო 20-დან 64-მდე წელი, რაც ევროპის შრომის
ბაზარზე დასაქმებულთა 4.6%-ს შეადგენს. ამავე, 2020 წლის მონაცემებით, სამუშაო ასაკის
პირების დასაქმების დონე ევროკავშირში მოქალაქეთათვის უფრო მაღალია (73.3) ვიდრე
ემიგრანტებისათვის (57.4%).
35.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
ევროკავშირის ბოლო მონაცემებით, ე.წ. აუცილებელ სამუშაო ძალას
(essential workers) დასაქმებული ემიგრანტები ქმნიან და მათი როლი და
მნიშვნელობა ევროპის შრომის ბაზარზე იზრდება.
20
22
“Migration and Skills in Georgia”. 2013. ETF.
https://www.etf.europa.eu/sites/default/files/m/226927FBAE4DA4E2C1257B4D0043A93E_Migration&skills_
Georgia.pdf
დიაგრამა 3. 2019 წლის ბოლოსთვის ძალაში მყოფი ჯამური ბინადრობის ნებართვების
გადანაწილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
36.
რაც შეეხება ევროკავშირის შრომითი ბაზრის სექტორებს, სადაც ემიგრანტი დასაქმებულები
დომინირებენ, უახლესი მონაცემებით ესაა განათლების სექტორი, ბიზნესსა და
ადმინისტრირებასთან ასოცირებული პროფესიონალები, ზოგადი კლერკები და ა.შ.
(ცხრილი 3)
ცხრილი 3. ემიგრანტი დასაქმებულების მიერ დაკავებული სექტორები
სექტორი
იმიგრანტი
დასაქმებულები
ევროკავშირის
მოქალაქეები
სწავლება/განათლების სექტორი
2.5%
5.6%
ბიზნესისა და ადმინისტრირების
ასოცირებული პროფესიონალები
2.5%
6.8%
ზოგადი კლერკები
1.4%
4.0%
მეცნიერება/ინჟინერიის ასოცირებული
პროფესიონალები
2.0%
4.1%
ბიზნესისა და ადმინისტრირების
პროფესიონალები
2.1%
4.2%
ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიციური
სოფლის მეურნეობის მუშაკები
1.3%
3.1%
წყარო: Eurostat
37.
21
2020 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 150 ქვეყნიდან მიმართეს.
მიმართვების საერთო რიცხვმა შეადგინა 472 000, საიდანაც 417 000 პირველადი მიმართვა
იყო. წინამდებარე მოკვლევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უვიზო
მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან აღნიშნული აპლიკაციების რიცხვი მზარდია და 26%-ს
შეადგენს. საქართველო ამ ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს განცხადებების 1.6%-ით.
მას წინ უსწრებენ ვენესუელა 7.3 და კოლუმბია 7.0 პროცენტით.21 პირველადი განაცხადების
უმეტესობა ხუთ ქვეყანაზე ნაწილდება. ხუთივე ქვეყანა წარმოადგენს ქართველი მიგრანტების
უმრავლესობის განაწილების ქვეყნებს. (ცხრილი 4)
https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/promoting-our-european-way-life/statisticsmigration-europe_en
23
ცხრილი 4. თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილება ქვეყნების მიხედვით
(პირველი ხუთეული) (2020)
გერმანია
102 500
ესპანეთი
86 400
საფრანგეთი
81 800
საბერძნეთი
37 900
იტალია
21 200
წყარო: Eurostat
38.
სრული სურათისათვის, ასევე უნდა აღინიშნოს ევროკავშირიდან დაბრუნების სისტემის
ეფექტურობა, სადაც საქართველო მეორე ადგილს იკავებს. კერძოდ, 2020 წელს 69500
ევროკავშირის მოქალაქეობის არ მქონე პირი დაუბრუნდა თავის ქვეყანას, საიდანაც
14% შეადგინეს ალბანეთის მოქალაქეებმა, 8.2% საქართველოს, ხოლო 7.9% უკრაინის
მოქალაქეებმა.22
39.
დღესდღეობით საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით შრომითი ემიგრაცია ხშირ
შემთხვევაში არალეგალურია. საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით,
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს
მოქალაქეების რაოდენობა 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის შრომითი
ემიგრაციის რეგულირებისა და ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ
ლეგალური დასაქმების შესაძლებლობით უზრუნველყოფის საჭიროებას
უფრო მეტად ზრდის.
3.3. საზღვარგარეთ დასაქმების ძირითადი მახასიათებლები საქართველოსთვის
40.
საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამების სარგებელი მიგრანტებისთვის მრავალმხრივია და
რამდენიმე ასპექტისგან შედგება:23
−
სამართლებრივი ასპექტი:
საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების პროგრამები ემიგრაციის
ლეგალურ შესაძლებლობებს იძლევა. შესაბამისად, მიგრანტები, რომლებიც
ამ პროგრამებით სარგებლობენ, თავიდანვე სამართლებრივ ჩარჩოში
არიან მოქცეულნი და უფრო დაცულნი არიან არაკეთილსინდისიერი
დამსაქმებლებისგან თუ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემებისგან;
24
22
https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/promoting-our-european-way-life/statistics-migrationeurope_en
23
ამ ქვეთავში გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა: საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია
(https://migration.commission.ge/files/ms_2021-2030_eng_08.02.21.pdf), „მიგრაციის სახელმძღვანელო“
(https://pubhtml5.com/cwgv/xweh) და თემატური მოკვლევის შედეგად მიღებული მასალები.
მაგალითისთვის, საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამები ითვალისწინებს ლეგალურ
დასაქმებას (კონტრაქტი, საშემოსავლო თუ სოციალური გადასახადი, დასვენების
დღეები, შვებულება, განსაზღვრული სამუშაო საათები და ა.შ.).
41.
−
ფინანსური ასპექტი: როგორც წესი, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების პროგრამებით
მიღებული ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე არა-დოკუმენტირებული მიგრაციის
შემთხვევაში. ამავდროულად, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შესაძლებლობას აძლევს
მიგრანტს რომ მიმღები ქვეყნის ფინანსური თუ საბანკო პროდუქტებით ისარგებლოს
(მაგ. გახსნას ბანკში ანგარიში, აიღოს სესხი და ა.შ.). ამავდროულად, ლეგალური
დასაქმების სქემების მონაწილე მიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების გამოგზავნა
და/ან დანაზოგების დაბანდება ხელს უწყობს მათი ოჯახების კეთილდღეობის
დონის გაზრდას, ხოლო მაკრო დონეზე − სიღარიბის შემცირებას და პროდუქტიული
საქმიანობების წახალისებას.
−
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ასპექტები: საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების
პროგრამებით მოსარგებლეს აქვს შესაძლებლობა და ზოგ შემთხვევაში, დამსაქმებელი
ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვასთან
დაკავშირებული საკითხები, რაც ზრდის მიგრანტების ცხოვრების ხარისხის დონეს.
−
მობილობის ასპექტი: საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების პროგრამების მონაწილე
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მოინახულონ წარმოშობის ქვეყანაში
დატოვებული ოჯახი, შესაბამისად, მას, არა-დოკუმენტირებული მიგრანტისგან
განსხვავებით, არ უწევს წლების განმავლობაში ოჯახისგან მოწყვეტა, რაც საკმაოდ
მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს მიგრანტებში და ამავდროულად, გაუცხოების
მიზეზიც ხდება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში.
−
უნარების გაძლიერების ასპექტი: ლეგალური შრომით მიგრაციის პროგრამების
მონაწილეებს, როგორც წესი, აქვთ მეტი შესაძლებლობა რომ გაიუმჯობესონ
პროფესიული უნარები და განვითარდნენ და მიაღწიონ პროფესიულ წარმატებას, რაც
სამშობლოში დაბრუნების შემდგომაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ სტაბილურობას.
დასკვნისთვის,
საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების პროგრამები, იქნება ისინი
გრძელვადიანი თუ ცირკულარული ხასიათის, მნიშვნელოვნად ზრდიან
მიგრანტების უსაფრთხოებას, შემოსავლებსა და სოციალურ დაცვას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური მიგრაციის პროგრამები
ხელს უშლის და ამცირებს ტრეფიკინგისა და უკანონო საზღვრის კვეთის
შემთხვევებს, ამცირებს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების გავლენასა
და შემოსავლებს.
შესაბამისად, შრომითი დასაქმების პროგრამები ახდენენ დადებით გავლენას როგორც თავად
მიგრანტებზე, ისე ზოგადად მიგრაციულ პროცესებში ჩართულ ქვეყნებზე.
3.4. ლეგალური მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
42.
24
ლეგალურ მიგრაციას, ისევე როგორც ზოგადად მიგრაციის ფენომენს, აქვს როგორც დადებითი,
ისე უარყოფითი მხარეები, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილის სახით.24 (ცხრილი 5)
ამ ქვეთავში გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა: საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია
(https://migration.commission.ge/files/ms_2021-2030_eng_08.02.21.pdf), „მიგრაციის სახელმძღვანელო“
2017, ICMPD (https://pubhtml5.com/cwgv/xweh), 2015-2017 წლების მიგრაციის პროფილები
(https://migration.commission.ge/index.php?article_id=117&clang=0) და თემატური მოკვლევის შედეგად
მიღებული მასალები.
25
ცხრილი 5. ლეგალური მიგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი
უარყოფითი
როგორც მიგრაციის კვლევები მოწმობენ,
შრომითი მიგრაციის შედეგად მცირდება
ზეწოლა გამგზავნი ქვეყნის შრომის
ბაზარზე, მცირდება უმუშევრობის დონე,
ხოლო ფულადი გზავნილები ხელს უწყობს
მიგრანტთა ოჯახების კეთილდღეობისა
და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,
ანუ სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში.
ე.წ. „დიასპორულმა“ ინვესტიციებმა
და ეკონომიკამ შესაძლოა, ხელი
შეუწყოს გამგზავნი ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებას მაკრო დონეზე.
იზრდება უთანასწორობა ქვეყნის
შიგნით; მაღალკვალიფიციური
მუშა-ხელის გადინების
შემთხვევაში მცირდება
ადამიანური კაპიტალი; ქვეყანა
ხდება ფულად გზავნილებზე
დამოკიდებული, რაც იწვევს
ადგილობრივი ვალუტის
გაუფასურებას; საპენსიო ასაკის
დაბრუნებული მიგრანტების
დიდმა ოდენობა შესაძლოა დიდი
ზიანი მიაყენოს ქვეყნის საპენსიო
სისტემას.
სოციალურდემოგრაფიული
დაბრუნებული მიგრაციის დროს
„სოციალური გზავნილები“ (social
remittances) როგორც მათ მოიხსენიებენ
ლიტერატურაში, ხელს უწყობს მიმღები
ქვეყნის ღირებულებების ტრანსფერს
მშობლიურ ქვეყანაში.
ქვეყნიდან შრომისუნარიანი და
მოტივირებული მოსახლეობის
გადინება ამცირებს ქვეყნის
კონკურენტუნარიანობას;
ფერტილური ასაკის მოსახლეობის
გადინება ასევე ხელს უწყობს
მოსახლეობის ოდენობის
შემცირებას.
განათლება/
უნარები
სარგებელი მოაქვს იმ შემთხვევაში,
თუ ხდება კვალიფიკაციისა და ცოდნის
გაძლიერება საზღვარგარეთ და შემდგომ
ამ ცოდნისა და უნარების გამოყენება
დაბრუნების შემდეგ.
მოსახლეობის შემცირება,
ზოგიერთი რეგიონის
დეპოპულაცია საფრთხეს
უქმნის ქვეყნის დემოგრაფიულ
უსაფრთხოებას.
კულტურული და
გასტრონომიული
შრომითი მიგრაციის შედეგად
შესაძლებელია საქართველოს შესახებ
ცოდნის გაზრდა მიმღებ ქვეყნებში.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია
ქართული კულტურული ცენტრების
მუშაობაში, რომლებიც მრავლადაა
და მნიშვნელოვან შედეგებსაც
აღწევენ. გასტრონომიული ასპექტები
ასევე მნიშვნელოვანია. როგორც
გამოცდილება გვიჩვენებს, მიმღებ
ქვეყნებში ქართული სამზარეულო
თანდათან იკიდებს ფეხს და ხელს
უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.
ამავდროულად, მიგრანტები ეცნობიან
მიმღები ქვეყნის კულტურას, ენასა და
ღირებულებებს, რაც ამდიდრებს მათ
მსოფლმხედველობას. დაბრუნებულ
მიგრანტებს შეუძლიათ, გაუზიარონ
ინფორმაცია მიმღები ქვეყნების
კულტურისა და ღირებულებების
შესახებ და ხელი შეუწყონ კულტურულ
სინერგიას.
იმის გათვალისწინებით, რომ
საქართველოს მოსახლეობის
დიდი ნაწილი ვერ ახერხებს
საკუთარი კვალიფიკაციით
დასაქმებას საზღვარგარეთ,
ხდება მათი დეკვალიფიკაცია;
ამავდროულად, დაბრუნების
შემდეგაც მათ, ვინც შეიძინა
ახალი უნარ-ჩვევები, უჭირთ მათი
გამოყენება მწირი დასაქმების
შესაძლებლობის არსებობის
პირობებში, რაც გამოწვეულია
საქართველოსა და მიგრაციის
ქვეყნების შრომის ბაზრების
განსხვავებული მოთხოვნებით.
ეკონომიკური
26
დადებითი
ემიგრანტები ხშირად განიცდიან
ფსიქოლოგიურ პრობლემებს,
რომლებიც უკავშირდება მათ
მიერ ოჯახების დატოვებას,
შეგუების/ინტეგრაციის
პრობლემებს, უსაფრთხოების
საკითხებს, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში თუ მათი ყოფნა
საზღვარგარეთ არ არის
ლეგალური.
ფსიქოლოგიური
ინტეგრაცია
43.
უარყოფითი
საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების
შესაძლებლობები ეხმარება მიგრანტებს
ინტეგრაციაში და თავის დამკვიდრებაში
მიმღებ ქვეყნებში.
ინტელექტის გადინების თვალსაზრისით ლეგალური მიგრაცია შეიძლება შეიცავდეს რისკებს
იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში არსებობს დეფიციტი გარკვეული მაღალკვალიფიციური
პროფესიების კუთხით და სწორედ ამ პროფესიების მქონე მიგრანტების გადინება ხდება. იმ
შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში „ჭარბია“ მუშახელი, მათ შორის მაღალკვალიფიციური,
ლეგალური მიგრაციის შედეგად ამ ადამიანების საზღვარგარეთ წასვლა პირიქით, ამცირებს
წნეხს დასაქმების ბაზარზე. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით,
რომ ლეგალური შრომითი ემიგრანტების რიცხვი არალეგალური/არადოკუმენტირებული
მიგრანტების რიცხვთან შედარებით მცირეა,
ამ ეტაპზე საუბარი ინტელექტის გადინებაზე ლეგალური მიგრაციის
გამო საკმაოდ რთულია. სავარაუდოდ, უფრო აქტუალურია მიგრანტების
დეკვალიფიკაციისა და დაბრუნებული მიგრანტების უნარების გამოყენების
საკითხები, ანუ ცირკულარულობის პრინციპის გაძლიერება − რასაც
ემსახურება ლეგალურად საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამები.
44.
მოკვლევის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ლეგალური
მიგრაცია არის საუკეთესო ინსტრუმენტი მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვისთვის. ის
რისკები, რასაც ლეგალური მიგრაციას მიაწერენ (მაგ. მოსახლეობის მასობრივი გადინება,
საჭირო კვალიფიკაციის კადრების დეფიციტის გაზრდა) უმეტესწილად მითებია, ვინაიდან
რეგულირებისას ამ რისკების მართვის შესაძლებლობა ბევრად მეტია და არალეგალურ,
სტიქიურ მიგრაციასთან შედარებით რისკების ხარისხი მცირდება. ლეგალური მიგრაცია
ხელს უწყობს ქვეყნის სამუშაო ძალის მიზნობრივ გამოყენებას, სამუშაო ძალის პროფესიულ
განვითარებას, მეტი შემოსავლის მიღებას, უფლებების დაცვის მეტ გარანტიებს, ამცირებს
დემოგრაფიულ და ფსიქო-სოციალურ რისკებს და ა.შ.25
45.
რაც შეეხება „ტვინების გადინებას“, ეს პროცესი თავისთავად მიმდინარეობს მასში მონაწილე
კადრების მაღალი კვალიფიკაციისა და უნარებიდან გამომდინარე − დამოუკიდებლად იპოვონ
დამსაქმებელი უცხოეთში. მით უფრო, რომ ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ასტიმულირებენ
და ამარტივებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმების პროცედურებს.
25
IOM-ის პასუხი თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით.
27
ამკრძალავი პოლიტიკა ან რეგულირების მკაცრი ღონისძიებები,
როგორც წესი, არაეფექტიანია და ამ პროცესის მართვა შესაძლებელია
როგორც მათთვის დასაქმების უკეთესი პირობების შეთავაზებით, ასევე
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების გაზრდით, რათა ეროვნულ
შრომის ბაზარზე არ გაჩნდეს მათი დეფიციტი.
გარდა ამისა, მაღალკვალიფიციურ დიასპორასთან თანამშრომლობის განვითარების გზით
შესაძლებელია დიდი სარგებლის მიღება, თუკი შემუშავდება და განხორციელდება მათი
ადამიანური და ფინანსური რესურსების ეროვნული განვითარების პროცესებში გამოყენების
კარგად გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა.
28
4.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა
საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის შრომის ბაზარზე
ინტეგრაციის სფეროში
46.
უკანასკნელ წლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული
დინამიურობით გამოირჩევა, რასაც კონკრეტული მიღწევები განაპირობებს, მათ შორისაა
ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, უვიზო რეჟიმის ფუნქციონირება,
ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, თანამშრომლობის ისეთი ახალი ფორმატები,
როგორიცაა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლესი დონის შეხვედრა
და უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი.
4.1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან
გამომდინარე
შრომით
მიგრაციასთან
დაკავშირებული
შესაძლებლობების მიმოხილვა
47.
არსებული ურთიერთობების მთავარი საფუძველი −
ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროკავშირთან პოლიტიკური
ასოცირების გარდა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ
ინტეგრაციას ითვალისწინებს, რაც ოთხ თავისუფლებას − საქონლის,
მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას
მოიცავს.
მოკვლევის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
აღნიშნულს ხელს უწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თუმცა რეჟიმი არ გულისხმობს
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს.
მართალია, ასოცირების შესახებ შეთანხმება პირდაპირ არ ითვალისწინებს ევროკავშირთან
სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას და არ ფარავს შრომითი მიგრაციის საკითხებს,
მასში მოცემულია ზოგადი ხასიათის დებულებები ლეგალური/ცირკულარული მიგრაციის
ხელშეწყობისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
თანამშრომლობის თაობაზე.
48.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მოიცავს ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive
Free Trade Area), რაც ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან
კონკრეტულ მექანიზმებს, მათ შორის მიგრაციის კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს. ასოცირების შესახებ
შეთანხმებით, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, გააღრმაონ დიალოგი და თანამშრომლობა
მობილურობისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირსა და
საქართველოს შორის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის გათვალისწინებით,
ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, სათანადო ყურადღება დაუთმონ კანონიერ
მიგრაციას, ცირკულარული მიგრაციის ჩათვლით.
49.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ხაზს უსვამს მიგრაციული ნაკადების ერთობლივი მართვის
მნიშვნელობას და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში ყოვლისმომცველი
დიალოგის ფორმატს, რაც ასევე ლეგალურ მიგრაციას მოიცავს.
29
50.
შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობით ხელი უნდა შეეწყოს
ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლოდ. ასოცირების შესახებ შეთანხმების
მე-3 კარის მე-15 მუხლი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის
ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობაზე. თუმცა მოკვლევის ფარგლებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული განმარტებით, აღნიშნული საკითხი
დიდწილად წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის საგანს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ დიასპორული ორგანიზაციების შეფასებითაც,
ასოცირების შესახებ შეთანხმება მყარ იურიდიულ საფუძველს ქმნის
ევროკავშირში მომუშავე ან მუშაობის სურვილის მქონე საქართველოს
მოქალაქეთათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
ევროკავშირის
წევრ
ქვეყნებში
არსებული
დასაქმებულებისათვის
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნების შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, დასაქმება, სოციალური
პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, განათლება, ევროკავშირის სააგენტოებსა და
პროგრამებში მონაწილეობის გაღრმავება. ასევე, უნდა აღინიშნოს ცირკულარული მიგრაციის
ფარგლებში შემუშავებულ სქემებში არალეგალური შრომითი მიგრანტების ინტეგრაცია, რაც
სამმხრივ ინტერესს წარმოადგენს.
30
51.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე
შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენება კარგად მოახერხეს დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნებმა.26 ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკა27 მიუთითებს, რომ ბოლო
ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან შრომითი ემიგრანტების
ოდენობა მზარდია, ასევე მზარდია ინტეგრაციის ხელშემწყობი სქემები და მათზე მორგებული
რეგულირებები, რასაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სთავაზობენ დასავლეთ
ბალკანეთის შრომით მიგრანტებს,28 ხოლო, მეორე მხრივ, თავად ბალკანეთის ქვეყნები
უზრუნველყოფენ ხელსაყრელი და დაბალანსებული სამართლებრივი ჩარჩოს არსებობას. ეს
მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნით
შესაძლებელია არალეგალური მიგრაციის ჩანაცვლება ლეგალური მიგრაციით.
52.
ასოცირების შესახებ შეთანხმება, გარდა ცხადად გაჟღერებული ორმხრივი ვალდებულებებისა,
აძლევს მხარეებს საშუალებას, მიიღონ სარგებელი შრომითი მიგრაციის კუთხით. კერძოდ,
როდესაც რეგულირებული შრომითი მიგრაცია ქვეყნის მიერ გაწერილ სქემებსა და
სამართლებრივ ჩარჩოს ფარგლებში ხორციელდება, პროცესი არის პროგნოზირებადი და
მომგებიანი როგორც გამგზავნი, ისე მიმღები ქვეყნისათვის. ამ დროს ხდება ორივე ქვეყნისა
და თავად მიგრანტების საჭიროებების გათვალისწინება. ასეთ შემთხვევაში თავად მიგრანტის
სარგებელი ეკონომიკური სარგებლის გარდა, აუცილებლად მოიაზრებს კვალიფიკაციის
ამაღლებას ან ახალი ცოდნის შეძენას, რაც, თავის მხრივ, უკეთესი დასაქმების პერსპექტივას
განაპირობებს. შრომითი მიგრაციის სათანადო რეგულირება და სქემების ხელშეწყობა მიჩნეულია
როგორც არალეგალური მიგრაციის დაძლევის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გზა.
26
ევროკავშირმა შეიმუშავა პოლიტიკა დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდასაჭერად და
2013 წლის 1 ივლისს ხორვატია გახდა პირველი შვიდი ქვეყნიდან რომელიც შეუერთდა ევროკავშირს.
მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ალბანეთი ოფიციალური კანდიდატები არიან,
მოლაპარაკებები მიმდინარეობს მონტენეგროსა და სერბეთთან, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო
წევრობის პოტენციური კანდიდატები არიან.
27
“All Valid Permits by Reasonon 31 December of Each Year”. 2021. Europa.eu.
https://ec.europa.eu/Eurostat/databrowser/view/tps00171/default/table?lang=en
28
მაგალითად, გერმანიის მიერ მიღებული დასავლეთ ბალკანეთის აქტი, რომლითაც მოხდა დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნებიდან შრომითი ემიგრანტების წახალისება.
ერთი მხრივ, არალეგალური მიგრაციის შემცირება და მეორე მხრივ,
მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
ეხმიანება ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნებს და იძლევა
საშუალებას, სათანადოდ იქნას გამოყენებული საზღვარგარეთ დასაქმების
პოტენციალი და მიღწეულ იქნას სამმხრივად მომგებიანი მდგომარეობა
საქართველოსათვის, მიმღები ქვეყნისა და დასაქმებულისთვის.
53.
აღნიშნულის გარდა, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმღებ და
გამგზავნ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების მუდმივი ხელშეწყობა
და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ალბათობის
მინიმუმამდე დაყვანა.
54.
რაც შეეხება ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ხაზგასმულ „პარტნიორობა მობილურობისთვის“,
იგი მოიაზრებს თანამშრომლობას პოტენციურ მიგრანტებში განათლებისა და ტრენინგის
გზით უნარების განვითარებისათვის, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას დასაქმების
პროექტების განვითარების გზით, უცხოეთში განვითარებული უნარების გამოყენებას,
მიგრანტების დახმარებას დანაზოგების უკეთ მართვისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო
პასუხისმგებელია
საერთაშორისო
თანამშრომლობის
განვითარებაზე,
მათ
შორის
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. როგორც ქვემოთაა განხილული, რამდენიმე
წარმატებული პროექტი ხორციელდება რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.
პროექტების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ჯერჯერობით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს
ქართველი მიგრანტების თავიანთ ბაზრებზე ლეგალურ დასაქმებაზე მეტად აინტერესებთ მათი
უკან დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხები.
55.
ზოგადად, მიგრანტების მობილობის ლიბერალიზაციის მიმართ ევროკავშირის მოქალაქეების
ფრთხილი დამოკიდებულების გამო, ევროპული მთავრობები ცდილობენ პროცესის
შენელებას.
ინფორმაცია მიგრაციის არსებობის დადებითი მხარეების შესახებ,
რომელიც კარგადაა ცნობილი ეკონომისტებისთვის, გადაწყვეტილების
მიმღებ პირთათვის თუ ანალიტიკოსებისათვის, ნაკლებად მიეწოდებათ
მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, ინფორმაცია მიგრაციის ნეგატიური
გავლენის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული უკიდურესად მემარჯვენე/
მემარცხენე პარტიების პოლიტიკოსთა დისკურსში მთელი ევროპის
მასშტაბით. აღნიშნული ლეგალური მიგრაციის სქემების განვითარებისთვის
პოლიტიკურ ბარიერებს აძლიერებს.29
56.
IOM-ის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში მოწოდებული მოსაზრების თანახმად,
საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შესახებ სახელმწიფოთა შორის ორმხრივი
შეთანხმებები ქმნის კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების კანონიერად
დასაქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს მხარეების
ვალდებულებებს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისა და მათი უფლებების დაცვის
უზრუნველსაყოფად.
57.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პრეფერენციების/შესაძლებლობების მისაღებად
ორმხრივი
შეთანხმებების
ხელმოწერისათვის
საქართველოს
მთავრობის
მიერ
განხორციელებული მცდელობები საწყის ეტაპზეა. საქართველოს სჭირდება დიდი ძალისხმევა
29
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“. 2019.
GFSIS. 2019. https://www.gfsis.org/ge/blog/view/918
31
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დასარწმუნებლად, რათა მოახდინონ ცირკულარული
მიგრაციის ინსტიტუციონალიზაცია და დააწესონ ხელსაყრელი „კვოტები“ მათ ქვეყნებში
შესვლისა და მუშაობისთვის. ასოცირების შესახებ შეთანხმება კი წარმოადგენს ამ მიზნების
მიღწევისათვის ერთ-ერთ რეალურ გზას.
4.2. ევროკავშირის ქვეყნებთან დადებული ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის
შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების მიმოხილვა
32
58.
წინამდებარე თავი მიმოიხილავს ევროკავშირის ქვეყნებთან დადებული ევროკავშირში
დასაქმების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებსა და სახელშეკრულებო ბაზის გაფართოებისა
და დახვეწის პერსპექტივებს.
59.
ყოველწლიურად საქართველოს რამდენიმე ათასი მოქალაქე ცდილობს ევროკავშირის
წევრ ქვეყნებში სამუშაოდ გამგზავრებას და დარჩენას, უმეტესწილად არალეგალურად. იმ
შემთხვევაში, თუ საქართველოსთან „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლარაციის
ხელმომწერი ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოდან თითოეული გამოყოფს წლიურ კვოტას
რამდენიმე ათასეული მიგრანტის ლეგალური ცირკულარული დასაქმებისთვის, აღნიშნული
რიცხვი საკმაოდ შემცირდება.
60.
იმდენად, რამდენადაც ევროკავშირის კომპეტენცია შრომითი მიგრაციის კუთხით საკმაოდ
შეზღუდულია, „პარტნიორობა მობილურობისთვის“ პროცესის გამოყენება უნდა მოხდეს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და
ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარებისათვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა
ქვეყანას ხელმოწერილი აქვს მობილობის პარტნიორობა ევროკავშირთან, თუმცა მათგან
ძალიან ცოტას გააჩნია ცირკულარული მიგრაციის სქემა.30
61.
გამგზავნი ქვეყნის სარგებელი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავად მიგრანტების
მიერ მიღებულ სარგებელზე. გამგზავნ ქვეყანაზე ცირკულარული მიგრაციის გავლენა საკმაოდ
შეზღუდულია, თუ გავითვალისწინებთ მიგრანტებისთვის გამოყოფილ მცირე კვოტებსა
(არსებობის შემთხვევაში) და ცირკულარული მიგრაციის პროგრამების მცირე მასშტაბებს,
რამაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემის წინაშე მყოფი
ქვეყნების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
62.
ცირკულარული შრომითი მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოში მიგრაციული პროცესების
რეგულირების ყველაზე ეფექტურ საშუალებადაა აღიარებული, ვინაიდან იგი ხელს უწყობს
მიგრაციის უარყოფითი შედეგების შერბილებასა და ისეთი დადებითი ტენდენციების ზრდას,
როგორიცაა:
30
სამუშაო ძალის დასაქმება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად და დეკვალიფიკაციის
რისკების შემცირება;
შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვა;
სამუშაო ძალის უნარების განვითარება და დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების,
ახალი საწარმოო და ორგანიზაციული უნარების იმპორტი სამშობლოში დაბრუნებისას;
შრომითი ემიგრანტების შემოსავლების ზრდა;
ფულადი გზავნილების მატება და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა („მეტი
შემოსავალი − მეტი დანაზოგი“);
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“. 2019.
63.
ქვეყნის შიგნით უმუშევრობის პრობლემის შერბილება;
ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურფსიქოლოგიური პრობლემების შემსუბუქება;
სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მიგრაციასთან დაკავშირებული კრიმინალის
შემცირება;
მიმღებ და დონორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების ხელშეწყობა.
წინამდებარე თემატური მოკვლევის ფარგლებში შესაბამისი სამინისტროების მიერ
მოწოდებულ იქნა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში დასაქმებასთან
დაკავშირებით სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ
დროებითი ლეგალური დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების
გაფართოების მიზნით საქართველოს მთავრობის მიღწევების შესახებ. კერძოდ:
−
2013-2016 წლებში საქართველომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოებასთან (GIZ) აქტიური თანამშრომლობით, გერმანიასთან წარმატებით
განახორციელა ცირკულარული მიგრაციის საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც
გერმანიაში ლეგალურად დასაქმდა საქართველოს 40 მოქალაქე − ექთნები და სტუმარმასპინძლობის სექტორის სპეციალისტები;
−
2017-2019 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციასთან (IOM) მჭიდრო თანამშრომლობით, პოლონეთთან წარმატებით
განახორციელა ცირკულარული მიგრაციის საპილოტე პროექტი. აღნიშნული პროექტის
ფარგლებში, პოლონეთში დასაქმდა საქართველოს 65 მოქალაქე.
−
2013 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის
კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ
ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2019 წლის 1-ელ
თებერვალს. ამჟამად მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან ინტენსიური კონსულტაციები
ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების კონკრეტულ გზებზე შეთანხმების
მიზნით.
−
2019 წლის 30 სექტემბერს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და
სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში
ხელი მოეწერა „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი
მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა
2019 წლის 5 ნოემბერს; აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეები მუშაობას აგრძელებენ
ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული
სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის (საიმპლემენტაციო პროცედურების)
მომზადებაზე, რომლის ხელმოწერაც დაგეგმილია 2021 წლის ბოლომდე;
−
2020 წლის 17 იანვარს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის
ხელი მოეწერა „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული
სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ლეგალურად, 3 თვით დასაქმდნენ გერმანიაში;
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 2021
წლის 15 თებერვლიდან.
33
4.3. სახელშეკრულებო ბაზის გაფართოებისა და დახვეწის პერსპექტივები
64.
სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობის გამო ცირკულარული მიგრაციის შესახებ ემპირიული
კვლევები მწირია. ეს აფერხებს აღნიშნული ფენომენის უკეთ გაგებისა და ცირკულარული
მიგრაციის შეთანხმებასთან დაკავშირებული სრული ხარჯებისა და სარგებლის გაზომვის
შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს გამგზავნი ან მიმღები
ქვეყნების უნარზე, მიიღონ უფრო დასაბუთებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
ბოლოდროინდელი, 2004, 2007 და 2013 წლებში მომხდარი გაფართოების შემდეგ
ევროკავშირს 13 ახალი წევრი ქვეყანა დაემატა, რამაც ევროპის ქვეყნებში ცირკულარული
შრომითი მიგრანტების ახალი ნაკადის შედინება გამოიწვია. ევროპის მიგრაციის ქსელის31 მიერ
ჩატარებულ კვლევაში32 განხილულია ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი და ცირკულარული
შრომითი მიგრაციის შედეგად წარმოქმნილი დადებითი პრაქტიკა და მისი ასპექტები. როგორც
კვლევა გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პროგრამისა და პოლიტიკის შეფასება
მონაწილე მიგრანტებზე დადებითი შედეგების ქონას ადასტურებს, წარმოშობის ქვეყნისთვის ან
დასაქმებულებისთვის არსებულ სერიოზულ სარგებელზე ცოტა რამ თუ მიუთითებს,33 რაც ზრდის
ორმხრივი თანამშრომლობის საჭიროებას, რათა მოხდეს შრომითი მიგრაციით მაქსიმალური
სარგებლის მიღება.
65.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოკვლევის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში
თანამშრომლობის თაობაზე მიმდინარეობს მუშაობა პორტუგალიასთან, კვიპროსთან,
ესპანეთთან, უნგრეთსა და ხორვატიასთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასთან,
ავსტრიასა და ფინეთთან მიმდინარეობს კონსულტაციები საზღვარგარეთ დროებით
ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საპილოტე პროექტების ინიცირების
შესაძლებლობაზე, ვინაიდან აღნიშნულ ქვეყნებს არ გააჩნიათ შრომითი მიგრაციის სფეროში
ორმხრივი ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა.
66.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს დიალოგი
ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების
(ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. აქვე უნდა
აღინიშნოს დიასპორული ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ორმხრივი ურთიერთობების
გაფართოების საჭიროება.
67.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „პარტნიორობა მობილურობისათვის“ დეკლარაციის
თექვსმეტივე ხელმომწერი ქვეყანა საქართველოს ყოველწლიურ კვოტას გამოუყოფს, ქვეყნის
განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად ეს რიცხვი მაინც ძალიან მცირე
იქნება. დანარჩენი ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან საფრანგეთის მსგავსად წლიურად 650
კვოტის გამოყოფის შემთხვევაშიც კი, ჯამური წლიური კვოტების რაოდენობა 10,400 იქნება,
რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად არ შეცვალოს საერთო სურათი. ამდენად, კრიტიკულად
მნიშვნელოვანია აქტიური სამუშაოები/მოლაპარაკებები წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების პოტენციალისა და საჭიროებების
გამოკვლევა. ასევე, ქართული რეალობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „წარმატების
31
34
“European Migration Network (EMN)”. n.d. European Commission. Accessed November 11, 2021.
https://ec.europa.eu/home-affairs/networks/european-migration-network-emn_en‑
32
“Temporary and Circular Migration Empirical Evidence, Current Policy Practice and Future Options in EU
Member States”. 2011. European Migration Network (ENM). https://op.europa.eu/en/publication-detail/-/
publication/f20ccc9d-44c5-4bf2-8072-51b8c8409b39/language-en/format-PDF/source-117503538
33
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის როლი უმუშევრობის შემცირებაში: რამდენად ამბიციურები შეიძლება
ვიყოთ?“ 2019. Iset-Pi.ge. 2019.
https://iset-pi.ge/ka/blog/109-tsirkularuli-shromiti-migratsiis-roli-umushevrobis-shemtsirebashi
ისტორიების“ შექმნა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით და ამ სქემების უპირატესობის
პოპულარიზაცია არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით, ასევე, ცნობადობის ამაღლება
როგორც არალეგალური მიგრაციის, ისე ლეგალური მიგრაციის შესახებ. ეს კი ხელს შეუწყობს
ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ინტერესის ზრდას, რაც კვალიფიკაციის შესაბამისი
სამუშაოს მიღების და პირიქით, არალეგალურ მიგრაციას შემცირების საშუალებას იძლევა.
68.
მიმღები ქვეყნებისათვის ცირკულარული მიგრაციის სქემები, როგორც ჩანს, ძალზე
სასარგებლოა, ვინაიდან დანიშნულების ქვეყნებს აქვთ საშუალება, გაზარდონ ეკონომიკური
წარმოება, შრომის ბაზრის დეფიციტის „სამუშაო ძალა ადამიანების გარეშე“ შევსების
პრინციპით.34 კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული
შეთანხმებებისა და სქემების განვითარება.
69.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული
ინფორმაციის თანახმად, არსებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები მოიცავს
ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს. მნიშვნელოვანია
ცირკულარული
მიგრაციის
სფეროში
გაფორმებული
ორმხრივი
საერთაშორისო/
უწყებათაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებდეს იმპლემენტაციის მექანიზმებს და ჩართული
უწყებების უფლება-მოვალეობებს, ასევე საქართველოს მოქალაქეთათვის გამარტივებულ
საიმიგრაციო პროცედურებს.
70.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს არ გააჩნიათ დასაქმებასთან
დაკავშირებული ორმხრივი ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა. შესაბამისად,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობები აწარმოებენ აქტიურ დიალოგს ადგილსამყოფელი
ქვეყნების შესაბამის უწყებებთან სეზონური დასაქმების კუთხით თანამშრომლობაზე, რაც
შესაძლებელია განხორციელდეს უწყებათაშორისი ხელშეკრულების გაფორმების გზით
(მაგ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა
და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის
დასაქმების შესახებ“).
71.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, IOM-ის მიერ აღინიშნა, რომ ლეგალური დასაქმების
შესახებ ორმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის დოკუმენტებში დეტალურად უნდა
გაიწეროს საქართველოს მოქალაქეთა ეფექტიანად დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაციის
სრულყოფილად და დროულად მოწოდების ვალდებულებები და მხარეთა პასუხისმგებლობა
შეთანხმებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, ასევე დამსაქმებლის მხრიდან
მიგრანტების შრომისა და საცხოვრებელ პირობებზე, შესასრულებელ სამუშაოზე, გამომუშავების
ნორმებზე, ხელფასის დაბეგვრის სისტემაზე დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის
ვალდებულებები. გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე მიმღებ ქვეყანაში საქართველოს
მოქალაქეთა დასაქმების პირობებზე მონიტორინგის შესაძლებლობები.
72.
რაც შეეხება ტექნიკური თვალსაზრისით არსებული ხელშეკრულებების/სქემების გაუმჯობესებას,
უნდა აღინიშნოს, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულია და მორგებულია კონკრეტულად
ორი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებზე. შესაბამისად, მის გაფორმებამდე ხდება ორივე ქვეყნის
არსებული მდგომარეობისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. მიუხედავად
აღნიშნულისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოხატული მოსაზრების
34
Wickramasekara, Piyasiri. 2011. “Circular Migration: A Triple Win or a Dead End?” ILO.
https://labordoc.ilo.org/discovery/fulldisplay/alma994631523402676/41ILO_INST:41ILO_V2
35
თანახმად, შეთანხმების ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობა არ გამორიცხავს პროცესში
გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, თუ ეს საჭირო იქნება პროცესის წარმატებით
განხორციელებისათვის, რაზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან.
73.
შეთანხმებების სრულყოფის/რევიზიის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ: ა) მუდმივად ხდებოდეს
ევროკავშირის ქვეყნების შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ამ სფეროში
ევროკავშირის მიერ გამოყენებული/მიღებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
და ანალიზი; ბ) ამასთანავე, აუცილებელია უკვე არსებული შეთანხმებების მიმდინარეობის
მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი (მათ შორის მიგრანტებთან მუდმივი კონსულტაციების
საფუძველზე) და მათ საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში) შესწორების შეტანა, როგორც
მიმდინარე, აგრეთვე სამომავლო შეთანხმებებში.
74.
ბოლოს,
უნდა
აღინიშნოს,
რომ
შრომითი/ლეგალური/ცირკულარული
მიგრაციის
სქემებთან დაკავშირებით არ არსებობს უნიფიცირებული ყოვლად აღიარებული პრაქტიკა,
თუმცა ბოლოდროინდელი კვლევის35 საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ
ხელშეკრულებით/მემორანდუმით თუ სქემით თანამშრომლობის ეფექტურობა დიდწილად
დამოკიდებულია ქვეყნების ეროვნული სტრატეგიების, კანონმდებლობისა და ჩართული
ინსტიტუტების კომპეტენციებზე. ხელშეკრულებების ეფექტური იმპლემენტაცია მოითხოვს
გაწერილი პროცედურების მუდმივ მონიტორინგს. მიზნებისა და წარმატების ინდიკატორების
წინასწარი განსაზღვრა არის ასევე მნიშვნელოვანი ყველა დონის თანამშრომლობისათვის.
ამავე კვლევით, წარმატებული შეთანხმებების განხორციელებისათვის ყველაზე ხელისშემშლელ
ფაქტორებში დასახელდა არასაკმარისი ინსტიტუტების ჩართულობა (რაც შემდგომში
წარმოშობს პრობლემებს) და შეფასებისა და მონიტორინგის/ინსპექციის ხარჯები.
35
36
Stefanov, Ruslan, and Daniela Mineva. 2017. “National and Bilateral Agreements and Memoranda of
Understanding to Tackle Undeclared Work”. European Platform Undeclared Work.
5.
ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ასპექტების მიმოხილვა
75.
როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პრიორიტეტია შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა
და არალეგალური მიგრანტების შრომითი მიგრაციის სქემებში ინტეგრაცია, აუცილებელია
სამიზნე ქვეყნების მიგრაციის პოლიტიკასა და მათ სამართლებრივ ჩარჩოზე დინამიური
დაკვირვება. ასევე მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სამიზნე ქვეყნების სტრატეგიებზე, ხოლო
მეორე მხრივ, ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვება იმ მიზნით, რომ მოხდეს სამიზნე ქვეყნის
საჭიროებებზე მისადაგება და საქართველოს პოტენციალის შეფასება.
5.1. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების ასპექტების რეგულირება ევროკავშირში
76.
77.
ევროკავშირს ცირკულარული მიგრაციის შესახებ საერთო პოლიტიკა გააჩნია, რომლის
მიზნებია:
−
წარმოშობის სახელმწიფოში მოქალაქეების ეფექტური დაბრუნების უზრუნველყოფა;
−
ცირკულარული მიგრაციის მონიტორინგი;
−
ტვინების/ინტელექტის გადინების რისკის შემცირება;
−
მესამე ქვეყნებთან პარტნიორობის დამყარება;
−
ცირკულარულ მიგრაციაზე ორმხრივი შეთანხმებების ხელშეწყობა;
−
პოტენციურ მიგრანტებში ევროკავშირში ლეგალური სწავლისა და დასაქმების, ასევე
შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
−
ცირკულარული სერვისების, მიგრანტების თავშესაფრით უზრუნველყოფის და ა.შ.
გაუმჯობესება;
−
წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტების დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
−
ევროკავშირთან სასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯობესება;
−
რეადმისიის შეთანხმებების შესრულება;
−
„ვიზის შესახებ დიალოგში“, „თანამშრომლობის პლატფორმებში“ მონაწილეობა და
საზოგადოებრივი სააგენტოების „FRONTEX“-ისა და „ETF“-ის მხარდაჭერა.
2020 წლის 23 სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო ახალი მიგრაციისა და თავშესაფრის
პაქტი,36 რომელიც მოიცავს რიგ საკანონმდებლო რეკომენდაციებსა და ნაბიჯებს, მათ შორის
ევროკავშირის შრომითი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.
36
“Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and
Social Committee and the Committee of the Regions on a New Pact on Migration and Asylum”. 2020. EURLex, European Commission. 2020.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A52020DC0609
37
78.
აღნიშნული პაქტი, აღიარებს რა მსოფლიოში არსებულ კონკურენციას ტალანტების მოძიების
კუთხით, ადგენს სამოქმედო გეგმას, ერთი მხრივ, ტალანტების მოზიდვისათვის, ხოლო, მეორე
მხრივ, ცდილობს გადაჭრას ევროპის დემოგრაფიული პრობლემა, მოსახლეობის შემცირება
და დაბერება და აგრეთვე, უნარების დეფიციტი ევროკავშირის შრომის ბაზარზე.
79.
პაქტში ხაზგასმულია, რომ მესამე ქვეყნებთან მუშაობა შრომითი იმიგრაციის ლეგალურ
გზებზე სრულად შეესაბამება ევროკავშირის ინტერესებს. შრომის ბაზარზე მოსალოდნელ
სტრუქტურულ წნეხს თან ერთვის სპეციფიკური უნარების მქონე მუშახელის დეფიციტი,
ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება და სოფლის მეურნეობა, რომლის
გადაწყვეტაც მიგრანტების შრომის ბაზარზე ინტეგრაციით არის შესაძლებელი.
80.
მიგრანტების კანონიერად დარჩენა შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსების მიზნით
აღიარებულია ახლახან განახლებული ევროპის უნარების დღის წესრიგშიც (EU Skills Agenda).
შრომითი მიგრანტები უკვე დიდი ხანია ავსებენ ევროკავშირის შრომის ბაზრის მნიშვნელოვან
დეფიციტს37 და განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი როლი კოვიდ-19 პანდემიის შედეგების
თავიდან აცილებისთვის. პაქტში წარმოდგენილია კონკრეტული ნაბიჯები აღნიშნული მიზნების
მისაღწევად:
81.
ლურჯი ბარათი დირექტივის რეფორმის დასრულება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება
მაღალკვალიფიციური მიგრანტების დაინტერესება სხვადასხვა შრომით ბაზრებზე.38
გრძელვადიანი ბინადრობის დირექტივის ცვლილება, რაც გაამყარებს რეზიდენტების
სხვადასხვა წევრ ქვეყანაში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებებს.
ერთჯერადი ნებართვის დირექტივის ცვლილება, რაც გაამარტივებს დაბალ და საშუალო
კვალიფიციური მიგრანტებისათვის შრომითი ნებართვის პროცედურებს.
ევროკავშირის „ტალანტების აუზის“ (Talent Pool) შექმნა, რომლის მიზანია ევროკავშირში
მუშაობის მსურველი კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებისა და ევროკავშირის
დამსაქმებლების საჭიროებების მისადაგება.
აქვე აღსანიშნავია ევროკომისიის მიერ 2020 წლის ნოემბერში შემუშავებული ინტეგრაციისა
და ინკლუზიის სამოქმედო გეგმა 2021-2027 წლებისათვის, რომელიც ემსახურება „ინკლუზია
ყველასთვის“ პრინციპს. სამოქმედო გეგმა შემდეგ ძირითად ღონისძიებებს ითვალისწინებს:
38
ინკლუზიური განათლება და ტრენინგი ადრეული ასაკიდან უმაღლეს განათლებამდე,
სადაც ყურადღება დაეთმობა კვალიფიკაციების უფრო მარტივ აღიარებასა და ევროპული
ფონდების მხარდაჭერით ენობრივი უნარების განგრძობით გაუმჯობესებას.
დასაქმების შესაძლებლობისა და უნარების აღიარების გაუმჯობესება და მიგრანტი
საზოგადოების წვლილის დაფასება, განსაკუთრებით ქალი მიგრანტების, რაც
უზრუნველყოფს, რომ თითოეული შრომითი მიგრანტი სრულად იყენებს თავის
პოტენციალს. ევროკომისიის მიზანია, იმუშაოს შესაბამის დაინტერესებულ პირებთან
შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად.
უკეთესი წვდომა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე და ზოგადად, დასაქმებულთა
უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე
37
“The Contribution of Migration to the Dynamics of the Labour Force in OECD Countries”. 2018. OECD
Publishing, Paris: OECD Social, Employment and Migration Working Papers, No. 203.
https://www.oecd-ilibrary.org/employment/the-contribution-of-migration-to-the-dynamics-of-the-labourforce-in-oecd-countries_a301bef8-en
38
„ლურჯი ბარათის“ დირექტივის გადახედვა დასრულდა 2021 წლის სექტემბერში.
წვდომასთან დაკავშირებული უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც დამატებით კოვიდ-19
პანდემიამ აჩვენა.
ადეკვატურ და ხელმისაწვდომ საცხოვრებელზე წვდომა.
82.
ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხელმძღვანელობენ ევროკომისიის მიერ მიგრაციის
სფეროში გამოცემული შემდეგი დირექტივებით:
83.
„ლურჯი ბარათის“ დირექტივა (2009/50/EC) მიღებულ იქნა 2009 წელს.39 იგი წარმოადგენს
პირველ დირექტივას, რომელიც მესამე ქვეყნებიდან შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის
გამოიცა. ლურჯი ბარათი განკუთვნილია მაღალკვალიფიციური მუშაკებისათვის და მიზნად
ისახავს მათ მოზიდვას ევროკავშირში, რომლის მიზანიც ლისაბონის სტრატეგიის მიხედვით
უნდა გამხდარიყო „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“. ევროკომისიამ მიმდინარე რეფორმის
ფარგლებში შეიმუშავა ახალი ლურჯი ბარათის სისტემა,40 რომელიც მაღალკვალიფიციურ
მიგრანტებს ევროკავშირში დასაქმებისთვის კიდევ უფრო გამარტივებულ და სწრაფ
პროცედურებს სთავაზობს.
84.
ერთიანი ნებართვის დირექტივა (2011/98/EU)41 მიღებულ იქნა 2011 წელს. იმ ქვეყნებმა,
რომლებმაც მოახდინეს აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაცია, ერთი დოკუმენტით გასცემენ
შრომისა და ბინადრობის ნებართვას, რაც დროისა და ხარჯის კუთხით უფრო ეფექტურია.
85.
სეზონური მუშაკების დირექტივა (2014/36/EU)42 ეხმიანება სტოკჰოლმის პროგრამას და
აღიარებს შრომითი მიგრაციის როლს ეკონომიკის ზრდაში. შესაბამისად, დირექტივა
აწესებს სეზონური სამუშაოს წესებს ევროკავშირის შრომის ბაზარზე. ყოველი წევრი ქვეყანა
ევროკომისიას აწვდის იმ სექტორების სიას, სადაც სეზონური სამუშაოს დეფიციტი იქმნება
(ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო სექტორი და ა.შ.). რაც შეეხება სეზონური სამუშაოს
ხანგრძლივობას, წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ, განსაზღვრონ ნებისმიერ 12 თვიან პერიოდში
სეზონური მუშაკებისათვის სამუშაოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 5-დან 9 თვემდე პერიოდით.
86.
კორპორაციის შიდა ტრანსფერით მიმავალი მუშაკების შესახებ დირექტივა (2014/66/EU)43
მიღებულ იქნა 2014 წელს და არეგულირებს საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი
მუშაკების ევროპის შიდა მობილობას.
87.
შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის ევროკავშირში გავრცელებულია სამი ძირითადი
მიდგომა. შრომის ბაზრის ტესტი, კვოტირება და ქულებზე დაფუძნებული სისტემები.
(ცხრილი 6)
39
“EU Blue Card — Entry and Residence of Highly Qualified Workers”. 2017. Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=LEGISSUM:l14573&from=LT
40
New European Blue Card has been adopted: Directive (EU) 2021/1883.
41
“DIRECTIVE 2011/98/EU of the EUROPEAN PARLIAMENT and of the COUNCIL of 13 December 2011 on a
Single Application Procedure for a Single Permit for Third-Country Nationals to Reside and Work in the
Territory of a Member State and on a Common Set of Rights for Third-Country Workers Legally Residing in a
Member State”. 2011. Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32011L0098&rid=8
42
“Directive 2014/36/EU of the European Parliament and of the Council of 26 February 2014 on the Conditions
of Entry and Stay of Third-Country Nationals for the Purpose of Employment as Seasonal Workers”. 2014.
Eur-Lex.europa.eu. https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/ALL/?uri=celex%3A32014L0036
43
“DIRECTIVE 2014/66/EU of the EUROPEAN PARLIAMENT and of the COUNCIL of 15 May 2014
on the Conditions of Entry and Residence of Third-Country Nationals in the Framework of an
Intracorporate Transfer”. 2014. Eur-Lex.europa.eu. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/
PDF/?uri=CELEX:32014L0066&rid=4
39
ცხრილი 6. შრომითი მიგრაციის რეგულირების საშუალებები წევრ ქვეყნებში
შრომის ბაზრის ტესტი
მექანიზმი, რომლის მიზანია მიგრანტების დაშვება შრომის ბაზარზე
მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი ვერ შეძლებს ვაკანსიის
შევსებას წევრი ქვეყნის მოქალაქით. შრომის ბაზრის ტესტი გამოიყენება
თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში. არსებობს ასევე გამონაკლისები,
როდესაც დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება გამოიყენოს შრომის
ბაზრის ტესტი, მაგ. დეფიციტური პროფესიების, მაღალი კვალიფიკაციის
მქონე დასაქმებულების ან კონკრეტული სპეციალობების შემთხვევაში,
რაც რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით და უმეტესწილად
განსხვავებულია ყველა წევრ ქვეყანაში.
კვოტირების სისტემა
გულისხმობს მთავრობის უფლებამოსილებას, დაადგინოს მესამე
ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტების ყოველწლიური მაქსიმალური
რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში შრომის ბაზრის ტესტის ჩატარების დროს
დასაქმების სამსახური დამატებით იღებს მხედველობაში, შევსებულია თუ
არა კვოტა. კვოტა დგება სხვადასხვა კატეგორიის მუშაკებისათვის. რიგ
ქვეყნებში გამოიყენება მკაცრი კვოტირების (hard quoting) სისტემა (მაგ.
ავსტრია), ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში კვოტირებას აქვს სარეკომენდაციო
ხასიათი (soft quoting) და კვოტები განისაზღვრება სხვადასხვა
სიხშირითა და სხვადასხვა პრინციპით. (მაგ. მოსახლეობის პროცენტი,
დამსაქმებელთა საჭიროებების ანალიზი და ა.შ.)
ეს სისტემა წარმოადგენს პოტენციური მიგრანტი დასაქმებულის ერთგვარ
ქულებზე
შეფასების სისტემას, რომლის მიხედვითაც ენიჭება ქულა და მიიღება
დაფუძნებული სისტემა გადაწყვეტილება, დაიშვას თუ არა პირი ამა თუ იმ ქვეყნის შრომის
ბაზარზე.
88.
ასევე, აღსანიშნავია წევრ ქვეყნებში შრომის ძალის დეფიციტის განმსაზღვრელი ინდიკატორები,
რომლებიც არ არის უნიფიცირებული და ზოგიერთ ქვეყანაში ხდება რამდენიმე ინდიკატორის
ერთდროული გამოყენება. (ცხრილი 7)
ცხრილი 7: შრომის ძალის დეფიციტის შეფასების ინდიკატორების გამოყენება წევრი ქვეყნების მიერ
ინდიკატორი
ქვეყანა
დამსაქმებლის საჭიროებები
ავსტრია, ბელგია, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი
გერმანია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა,
ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია,
შვედეთი
დისბალანსის
ინდიკატორი
ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია,
უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი,
მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია,
რუმინეთი, სლოვაკეთი, შვედეთი
პროგნოზები
ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ესტონეთი ფინეთი,
საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლატვია,
ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები,
პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, შვედეთი
წყარო: European Commission (2015)
40
89.
აქვე მოკლედ უნდა აღინიშნოს შრომითი მიგრაციის რეგულირების საერთაშორისო
ინსტრუმენტებიც. შრომითი მიგრანტების შრომის დაცვის მწირი საკანონმდებლო ბაზა
საფრთხეს უქმნის, ზოგადად, დასაქმებულთა უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ-შეთანხმებული სტანდარტები მნიშვნელოვანი
საშუალებაა შრომითი მიგრანტების ღირსებისა და უფლებების დაცვისათვის. აღნიშნული
მოიცავს უფლებათა ფუნდამენტურ კონვენციებს.44 ეს აისახა შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის 1998 წლის დეკლარაციაში.
90.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შრომითი მიგრაციისა და შრომითი მიგრანტების შესახებ
მიიღო სპეციალური ინსტრუმენტები: „დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ“ 1949 წლის #97
კონვენცია და „შრომითი მიგრანტების შესახებ“ (დამატებითი დებულებები) 1975 წლის #143
კონვენცია. ორივე კონვენციას ახლავს არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციები.
91.
შრომით მიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს იცავს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის
რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც ეხება ყველა პირს განურჩევლად მოქალაქეობისა და
ეროვნებისა. აღსანიშნავია საერთაშორისო კონვენცია „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის
წევრების უფლებების დაცვის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ზემოჩამოთვლილი კონვენციების
ნაწილი არ არის ხელმოწერილი რიგი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების მიერ.
5.2. ევროკავშირში უცხოელთა დასაქმების ტენდენციების მიმოხილვა
92.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ეროვნული უფლებამოსილება,
თავად განსაზღვრონ საკუთარი მიგრაციული პოლიტიკა და ის ქვეყნის მოთხოვნებს მოარგონ.
შესაბამისად, რთულია ევროკავშირის მიგრაციის ტენდენციებზე საუბარი, რადგან ის საკმაოდ
განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ამავდროულად, შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი
ტენდენციის გამოყოფა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს წლებშიც შენარჩუნდება. თუმცა,
ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოვიდ-19 პანდემიის შედეგად მსოფლიო და ევროკავშირის
ქვეყნების ეკონომიკურმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
93.
დემოგრაფიული ასპექტი: ევროკავშირის მოსახლეობა მცირდება და ამავდროულად, ბერდება.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს ეკონომიკის განვითარების მსგავსი
ტემპები, შრომითი მიგრაცია ფაქტობრივად აუცილებელი იქნება.45 მაგალითად, კვლევები
აჩვენებს, რომ ბევრ ევროკავშირის ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, უკვე 2020-იან წლებში
აღარ ეყოლება საკმარისი მუშახელი.46 ეს კი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
მოითხოვს, რადგან გავლენას იქონიებს არა მარტო ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ
სოციალური დაზღვევის უზრუნველყოფაზე − ნაკლები მუშახელი ნაკლებ შენატანს გულისხმობს,
ხოლო მოსახლეობის ასაკის ზრდასთან ერთად ზეწოლა სოციალურ მომსახურებაზე კიდევ
უფრო გაიზრდება.
44
“Convention C105 − Abolition of Forced Labour Convention, 1957 (No. 105)”. 1957c. ILO. 1957.
https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_CODE:C105
45
“Migration and the EU Challenges, Opportunities, the Role of EIB”. 2016. European Investment Bank.
https://www.eib.org/attachments/migration_and_the_eu_en.pdf. გვ.10.
46
Grieveson, R., M. Landesmann, and I. Mara. 2021. “Future Migration Flows to the EU: Adapting Policy to the
New Reality in a Managed and Sustainable Way”. The Vienna Institute for International Economic Studies/
Wiener Institut für Internationale. https://wiiw.ac.at/future-migration-flows-to-the-eu-adapting-policy-to-thenew-reality-in-a-managed-and-sustainable-way-dlp-5808.pdf
41
94.
შრომის ბაზრის კვლევები მეტყველებს, რომ გაიზრდება მოთხოვნა მაღალი და „საშუალო
კვალიფიკაციის“ მქონე მუშახელზე (intermediate workers),47 ხოლო მოთხოვნა
არაკვალიფიციურ მუშახელზე − შემცირდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ევროკავშირის
შრომის ბაზარზე შესაძლებელი იყოს კონკურენტუნარიანი მუშახელის წარდგენა, სავარაუდოდ,
ამ ორი მიმართულებით მუშახელის მომზადების გაძლიერება და ამავდროულად, განათლების
სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაახლოება იქნება საჭირო.
95.
მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ დღესდღეობით ევროკავშირმა ვერ მოახერხა
მაღალკვალიფიციური, ე.წ. „ტალანტების“ მოზიდვის ქმედითი მექანიზმის შემუშავება და
ამუშავება. „ლურჯი ბარათის“ პროგრამამ ფაქტობრივად ვერ იმუშავა. ამავდროულად,
ბინადრობის ბარათების სტატისტიკის მიხედვით, ოჯახის გაერთიანების და ჰუმანიტარული
მიზნებით გაცემული ბინადრობის მოწმობები პროპორციულად ყველაზე მეტია, რაც, ასევე,
შრომის ბაზრის მოთხოვნებს ნაკლებად პასუხობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ
ევროკავშირმა შექმნას შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც მისი შრომის ბაზრის მოთხოვნებს
უპასუხებს,48 ხოლო საქართველომ, როგორც გამგზავნმა ქვეყანამ, გაითვალისწინოს არსებული
ტენდენციები საკუთარი საგანმანათლებლო და პირველ რიგში, პროფესიული განათლების
სისტემის დასაახლოებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების შრომის ბაზრების მოთხოვნებზე.
5.3. ევროკავშირის შრომითი ბაზრის პროფესიული საჭიროებები
96.
როგორც უკვე აღინიშნა, შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის ევროკავშირის წევრი
ქვეყნები სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ. მესამე ქვეყნებიდან შრომით მიგრანტებზე კვოტებს
აწესებენ პორტუგალია, ავსტრია, იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია და საბერძნეთი.
ქულებზე დაფუძნებულ შეფასების სისტემას იყენებენ ავსტრია, ჰოლანდია და ბადენვიურტემბერგის ფედერალური მიწა გერმანიაში. რაც შეეხება შრომის ბაზრის ტესტს, ის ტარდება
აბსოლუტურად ყველა წევრ ქვეყანაში.49 27-დან 16 წევრი სახელმწიფო ადგენს დეფიციტური
პროფესიების სიას, რომელიც დგება დასაქმების საჯარო სამსახურის მიერ. (ცხრილი 8)
ცხრილი 8. დეფიციტური პროფესიების სიების წარმოება წევრი ქვეყნების მიერ
1. ავსტრია 2. ბელგია 3. ბულგარეთი 4. გერმანია 5.
დანია 6. ესპანეთი 7. ირლანდია 8. იტალია
ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ დეფიციტური
9. ლიეტუვა 10. საფრანგეთი 11. სლოვაკეთი 12.
პროფესიების სიას
სლოვენია 13. უნგრეთი 14. ფინეთი 15. შვედეთი 16.
ხორვატია
ქვეყნები, რომლებიც არ აწარმოებენ
დეფიციტური პროფესიების სიას
97.
42
1. ესტონეთი 2. კვიპროსი 3. ლატვია 4. ლუქსემბურგი
5. მალტა 6. პოლონეთი 7. პორტუგალია 8. რუმინეთი
9. საბერძნეთი 10. ჩეხეთი 11. ჰოლანდია
ამასთან, აღსანიშნავია ცენტრალიზებული სიის წარმოება ევროპის შრომის ბაზარზე არსებული
დეფიციტური და ჭარბი პროფესიებისა, რომელზე ყოველწლიურ დაკვირვებას ევროკომისიის
დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის კომიტეტი ახდენს. უკანასკნელი
47
“How Will Migration to Europe Look in the Future? Trends, Open Questions, and Four Plausible Scenarios”.
2020. ICMPD.
48
“10 Trends Shaping Migration”. 2019. European Political Strategy Centre (European Commission).
https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/aa25fb8f-10cc-11ea-8c1f-01aa75ed71a1/languageen/format-PDF. გვ. 20-21.
49
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა“
ა. დიაკონიძე 2018 წ. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.
მონაცემები ასახავს შრომის ბაზარზე კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისსაც. ცხრილი 9 აჩვენებს
2019-2020 წლების პერიოდში ევროკავშირის მასშტაბით დეფიციტური და ჭარბი პროფესიების
სიას. ამ პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ წევრ ქვეყნებში ყოველი სამიდან ერთი პირი
დაკავებულია იმ საქმიანობით, რომელიც უკავშირდება მკვეთრად გამოხატულ დეფიციტს ან
სიჭარბეს. ამავე პერიოდისათვის სახასიათოა ვაკანსიების დრამატული შემცირება, მეტწილად
აღნიშნული აისახა ტურიზმის სექტორში დასაქმებულებზე, ხოლო დეფიციტი შეეხო ჯანდაცვის
სექტორში ყველა დონეზე მომუშავე პერსონალს. პროგრამირების უნარები დეფიციტურია 20
წევრ ქვეყანაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეფიციტი ზოგიერთ პროფესიაში
შევსებადია მისადაგების სერვისების გამოყენებით, რადგან იგივე პროფესია ხვდება
ჭარბი პროფესიების სიაში რომელიმე მეზობელ ქვეყანაში. გენდერული კუთხით, ე.წ. STEM
პროფესიებში ცალსახად დომინირებს მამრობითი სქესი, ხოლო კლერკების პოზიციებზე
მდედრობითი, რომელიც ცალსახად ჭარბი პროფესიების სიაში ხვდება.
ცხრილი 9. 2019-2020 წლების პერიოდში ევროკავშირის მასშტაბით დეფიციტური და ჭარბი
პროფესიები
დეფიციტური პროფესიები
(სულ მცირე 9 წევრ ქვეყანაში)
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
სამედიცინო პერსონალი (მედდა)
წყალგაყვანილობის პროფესიონალები
მზარეულები
სატვირთო მანქანის მძღოლები
შემდუღებლები
აპლიკაციების პროგრამირების სპეციალისტები
ზოგადი სამედიცინო პრაქტიკოსი
პროგრამების დეველოპერები
მშენებლები (კალატოზები და დაკავშირებული
სამუშაო)
მშენებელი და დაკავშირებული ელექტრო და
სხვა გაყვანილობის სპეციალისტი
საწარმოო და ინდივიდუალური მანქანების
მექანიკოსი და შემკეთებელი
ინჟინერი
ცემენტზე მომუშავე პერსონალი და
დაკავშირებული საქმიანობა
ელექტრო ინჟინრები
პროგრამულ უზრუნველყოფისა და
აპლიკაციების დეველოპერები/ანალიტიკა
სისტემის ანალიტიკოსი
ბუღალტერი
კონდიცირებისა და მაცივრის მექანიკოსები
დამლაგებლები და დამხმარეები ოფისის.
სასტუმროს, ა.შ.
ელექტრიკოსი და ელექტრული მოწყობილობის
ამწყობი
ჯანდაცვის სექტორის ასისტენტები
ავტომობილის მექანიკოსი და შემკეთებლები
მედდა და ასოცირებული პროფესიონალები
მეტალზე მომუშავე სპეციალისტები
სტაციონარული ქარხნისა და დანადგარების
ოპერატორები
მიმტანები
წყარო: Eurostat
ჭარბი პროფესიები
(სულ მცირე 5 წევრ ქვეყანაში)
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
ავტომობილის, ტაქსის მძღოლი
მაღაზიის გაყიდვების ასისტენტი
ადმინისტრაციული და აღმასრულებელი
მდივნები
ელემენტარული მუშახელი
ზოგადი ოფისის კლერკები
გრაფიკული და მულტიმედია დიზაინერები
ჟურნალისტები
მოლარე და ბილეთების კლერკები
დამლაგებლები და ოფისის დამხმარე
პერსონალი
სამზარეულოს დამხმარე პერსონალი
უსაფრთხოების მუშაკები
მიმტანები
მშენებლობაზე მომუშავე მუშაკები
ბავშვთა მოვლის მუშაკები
წარმოების მუშაკები
რეცეფციის მუშაკები (ზოგადი)
მოგზაურობის კონსულტანტები და
კლერკები
მოგზაურობის გიდები
კვების მომსახურების მენეჯერი
პარიკმახერი
სახლიდან მომუშავე პირადი მოვლის
მუშაკები
ფოტოგრაფები
სამდივნო (ზოგადი)
სოციოლოგები
ანთროპოლოგები და დაკავშირებული
მკერავები
ბეწვისა და ქუდის მკერავები
თარჯიმნები და სხვა ლინგვისტები
ვიზუალური არტისტები
43
98.
აქვე უნდა აღინიშნოს ძირითადი განსხვავება განათლების კუთხით დეფიციტურ და
ჭარბ პროფესიებში: ყოველ მეოთხე (25%) პირს, რომელიც დაკავებულია დეფიციტური
საქმიანობით, გააჩნია მესამე დონის (უმაღლესი) განათლება, ხოლო იგივე დონის განათლება
გააჩნია ჭარბ პროფესიებში მომუშავე პირების 17%-ს. ამასთან, დაბალკვალიფიციური
მუშახელის წილი როგორც დეფიციტურ, ისე ჭარბ პროფესიებში არის თანაბარი − 20%.50
99.
წინამდებარე თემატური მოკვლევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
ევროკავშირი, ცენტრალურ დონეზე ცდილობს გამოიკვლიოს დეფიციტური და ჭარბი
პროფესიები იმ მიზნითაც, რომ ევროკავშირის შიდა ბაზარზე, დასაქმებულთა მობილობით
უზრუნველყოს დეფიციტისა და სიჭარბის დაბალანსება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი
მობილობით მცირე ბალანსის მიღწევა ხერხდება. (ცხრილი 10)
ცხრილი 10. დეფიციტური და ჭარბი პროფესიების შედარება წევრ ქვეყნებში
საქმიანობა
სამუშაო ძალის დეფიციტი
ჭარბი სამუშაო ძალა
1
მზარეულები
BE, CY, CZ, EE, FI, HU, LT, MT, NO, SE,
SI, SK
HU, PT, SK
2
სატვირთო მანქანის
მძღოლები
BE, CZ, EE, FI, HU, LT, LV, NO, PT, SE,
SI, SK
HU, SK
3
შემდუღებლები
BG, CY, CZ, DE, EE, FI, HU, LV, NO, PT,
SI, SK, UK
HU
4
ექიმები
BE, BG, CH, EE, FI, IE, NO, SE, SI, SK,
UK
EL
5
კალატოზები
CY, CZ, FI, HR, HU, LV, NO, PT, RO, SI,
SK
EL, HU, SK
6
ელექტრიკოსები
BE, DE, DK, EE, FI, LV, NL, NO, PT, SI
CH
7
სასოფლო-სამეურნეო/
ინდუსტრიული
მექანიკოსები
BE, DE, EE, NL, NO, PT, SE, SI
HU
8
სამოქალაქო ინჟინერი
BE, CH, DE, IE, NL, NO, SE, SI, UK
PT
9
დამლაგებელი
CY, DK, EE, FI, HU, LT, MT, NO, SI
BE, CZ, DE, DK, HU, PT,
SK
10
ჯანდაცვის
პროფესიონალი
DK, EE, ES, FI, LU, NL, NO, RO, SI
LT
11
ძრავის მექანიკოსი
BE, DE, EE, FI, NO, PT, SE, SI
CH, SK
12
ქარხნის ოპერატორი
BG, CY, CZ, DK, EE, ES, IT, MT, NO
SK
13
მიმტანი
BE, CY, DK, EE, ES, FI, MT, NO, SI
CZ, DK, HU, NL, PT, SK
წყარო: ევროკომისია, 2020
100. ამასთან, წინა წლების მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ რიგი პროფესიები მუდმივად
დეფიციტურია, რაც მიუთითებს აღნიშნულ პროფესიებში შრომითი მიგრაციის პოტენციალის
გამოყენების აუცილებლობაზე. (ცხრილი 11) წინამდებარე მოკვლევის მიზნებისათვის
44
50
Employment and labour markets, Tackling labour shortages in EU Member States, EU, 2021.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბელგიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, სლოვაკეთსა და
სლოვენიაში51 დეფიციტურ პროფესიად აღიარებული სპეციალობის ფლობის შემთხვევაში
მესამე ქვეყნის მიგრანტებისათვის გამარტივებულია ქვეყანაში შესვლის პროცედურა − მათ
დასაქმების მოთხოვნაზე არ ვრცელდება შრომის ბაზრის ტესტი და შრომის ნებართვაც
გამარტივებული წესით გაიცემა. ამდენად, პროცედურული თვალსაზრისით, აღნიშნული
ქვეყნები განსაკუთრებით საინტერესოა ცირკულარული მიგრანტებისათვის.
ცხრილი 11. დეფიციტური პროფესიების შედარება წლების ჭრილში
საქმიანობა
2020
2019
2017
მოვლის სფეროს მუშაკები
1
6
4
წყალგაყვანილობის სპეციალისტები
2
4
2
მზარეულები
3
5
1
მძიმე ტექნიკის მძღოლები
3
1
4
შემდუღებლები
3
2
3
აპლიკაციების პროგრამისტები
4
0
0
ზოგადი სამედიცინო პრაქტიკოსები
4
7
2
პროგრამების დეველოპერები
4
8
4
კალატოზები და დაკავშირებული სამუშაო
5
7
6
მშენებლობა და დაკავშირებული სამუშაო
5
4
6
ქსელისა და მულტიმედიის დეველოპერები
5
9
0
მოწყობილობების მექანიკოსები
6
3
5
დურგლები
6
4
0
სამოქალაქო ინჟინრები
6
8
0
ცემენტის დამგები/მომპირკეთებლები
6
6
0
ელექტრო ინჟინრები
6
7
0
პროგრამის აპლიკაციის დეველოპერი-ანალიტიკოსები
6
8
0
სისტემის ანალიტიკოსები
6
2
5
ბუღალტრები
7
9
0
ჰაერის გაგრილების მექანიკოსები
7
9
0
დამლაგებელი და დამხმარე ოფისში, სასტუმროში
7
0
5
ელექტრონული მოწყობილობების ამწყობები
7
0
0
ჯანდაცვის ასისტენტები
7
0
0
ავტომობილის მექანიკოსები
7
6
6
მოვლის ასოცირებული პროფესიონალები
7
0
6
ლითონზე მომუშავე სპეციალისტები
7
0
6
სტაციონარული ქარხნების/მანქანების მექანიკოსები
7
0
0
მიმტანები
7
9
6
წყარო: EU resources52
51
Employment and labour markets, Tackling labour shortages in EU Member States, EU, 2021.
52
Ibid.
45
5.4. შრომითი მიგრაციის პროფილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
5.4.1. პოლონეთი
101. პოლონეთი ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელმაც ბოლო წლების
განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა მიგრაციული ნაკადებისა
და მახასიათებლების თვალსაზრისით. ევროკავშირში გაწევრიანების პირველ წლებში
პოლონეთი კლასიკური „ემიგრაციის“ ქვეყანას წარმოადგენდა, როდესაც მისმა მოსახლეობამ
მასობრივად დაიწყო სამუშაო მიზნით ემიგრაცია. ამავდროულად, პოლონეთის ეკონომიკურმა
განვითარებამ − ქვეყანა ევროკავშირში ეკონომიკის სიდიდით მე-8 ადგილზეა53 − გაზარდა
მოთხოვნა მუშახელზე, რომელსაც ადგილობრივი შრომის ბაზარი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა.
შესაბამისად, პოლონეთი დადგა უცხოური მუშახელის იმპორტის აუცილებლობის წინაშე.
102. ინფორმაცია პოლონეთის შესახებ: პოლონეთი ევროპის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით
ესაზღვრება რუსეთსა და ლიეტუვას, აღმოსავლეთით ბელარუსსა და უკრაინას, სამხრეთით
სლოვაკეთსა და ჩეხეთს, ხოლო დასავლეთით − გერმანიას. პოლონეთი ევროპის ერთ-ერთი
ყველაზე დიდი ქვეყანაა როგორც ფართობით, ისე მოსახლეობის რაოდენობით.54 პოლონეთი
დაყოფილია 16 რეგიონად (Voivodeship), რომელიც, თავის მხრივ დაყოფილია 380 ოლქად,
მათ შორის 66 ქალაქად, რომელთაც აქვთ ოლქის სტატუსი (Powiat) და 2,478 მუნიციპალური/
თემის სტატუსის მქონე ერთეულად (Gminas). როგორც ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფიდან
ჩანს, ქვეყნის დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ მაღალია, რაც შრომის ბაზრის მართვის
პროცესშიც ვლინდება.
103. შრომის ბაზრის პოლიტიკა: შრომის ბაზრის პოლიტიკას პოლონეთში დიდწილად არეგულირებს
2004 წლის „დასაქმების დაცვისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების აქტი“,55 რომელიც ძალაში
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღეს შევიდა. ამ აქტის საფუძველზე ქვეყანაში შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიდგომები დაინერგა შრომის ბაზრის სერვისებსა და შრომის
ბაზრის ინსტრუმენტებში. აქტით განისაზღვრა შრომის ბაზრის სერვისების შემდეგი ოთხი
ძირითადი ტიპი:
სამუშაო გაცვლა (work exchange);
პროფესიული [განათლების] კონსულტაციები და ინფორმირებულობა (vocational
councelling and information);
დახმარება დასაქმების აქტიური ძიების პროცესში (aid in active search for a job), და
სასწავლო კურსების ორგანიზება (the organization of training courses)56
104. ინსტიტუციური მოწყობა: ინსტიტუციურ დონეზე შრომის ბაზრის საკითხებს ამჟამად ოჯახისა
და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო კურირებს57, თუმცა 2020-2021 წლების მცირე
46
53
“Labour Market Information − Poland”. 2021. EURES (European Commission). 2021. https://ec.europa.eu/
eures/main.jsp?catId=2789&lmi=Y&acro=lmi&lang=en&recordLang=en&parentId=&countryId=PL®ionId=
PL0&nuts2Code=null&nuts3Code=null&mode=text®ionName=National%20Level
54
პოლონეთი 69-ე ადგილზეა მსოფლიოში და მეცხრე ევროპაში ფართობით (312 696 კმ2) და მსოფლიოში
36 -ე ყველაზე დასახლებული ქვეყანა და მეექვსე ყველაზე დასახლებული ქვეყანა ევროკავშირში (თითქმის
38.38 მილიონი მოსახლეობა). იხ.: https://en.wikipedia.org/wiki/Poland; https://ec.europa.eu/eures/main.
jsp?catId=2789&lmi=Y&acro=lmi&lang=en&recordLang=en&parentId=&countryId=PL®ionId=
PL0&nuts2Code=null&nuts3Code=null&mode=text®ionName=National%20Level
55
“The Act on Employment Protection and Labour Market Institutions”. 2004. State Journal of Laws 99. Item 101
56
იხ.: Wisniewski, Z. and M. Maksim, 2013. “Active Labour Market Policies in Poland”, CESifo Forum, გვ.25.
https://www.econstor.eu/bitstream/10419/166525/1/cesifo-forum-v14-y2013-i1-p22-28.pdf
57
“Poland Employment”. n.d. Portal.cor.europa.eu. European Commission for Regions.
https://portal.cor.europa.eu/divisionpowers/Pages/Poland-Employment.aspx
მონაკვეთში ამ საკითხებს ეკონომიკური განვითარების, შრომისა და ტექნოლოგიების
სამინისტრო კურირებდა58. ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კომპეტენციებშია
ამავდროულად შრომითი მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხები. სამინისტროში
ორი დეპარტამენტია, რომელიც უშუალოდ შრომითი მიგრაციის საკითხებით არის დაკავებული
− შრომითი მიგრაციის პოლიტიკისა და შრომითი მიგრაციის სამართლებრივი საკითხების
დეპარტამენტები (Labour Migration Policy Unit and a Legal Unit for Labour Migration).
სამინისტრო ასევე მონაწილეობას იღებს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების პროცესში თავისი
კომპეტენციების ფარგლებში.
105. შრომასთან და შრომის ბაზართან დაკავშირებული საკითხების ფარგლებში სამინისტროს
აქცენტი კეთდება დასაქმების ხელშეწყობაზე (როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში),
ადამიანური რესურსების განვითარებაზე, მათ შორის უწყვეტი სწავლების ხელშეწყობაზე,
შრომის ბაზრის ინსტიტუტების განვითარებაზე, საჯარო დასაქმების სერვისების ხელშეწყობაზე
და იგი პასუხისმგებელია კოლექტიური შრომითი ურთიერთობებისა და „კოლექტიური
ვაჭრობის“ სფეროებზე.59
106. შეჯამებისთვის, სამინისტრო აყალიბებს და კოორდინაციას უწევს შრომის ბაზრის ეროვნულ
პოლიტიკას, ადგენს ინსტრუმენტებს უწყვეტი სწავლების განვითარების სტიმულირებისათვის
და გეგმავს და ახორციელებს დავალებებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით (მათ შორის
უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და შემსუბუქების ჩათვლით). სამინისტრო ასევე
უზრუნველყოფს კანონის ერთგვაროვან გამოყენებას პოლონეთის მოქალაქეებისა და
უცხოელებისათვის შრომითი სამსახურების მიერ გაწეული მომსახურების სტანდარტის
დაზუსტებითა და განსაზღვრით.
107. შრომის ეროვნული ინსპექცია (National Labour Inspectorate) ზედამხედველობს და
ამოწმებს სამართლებრივ რეგულაციებს, რომელიც არ განასხვავებს პოლონელ და უცხოელ
დასაქმებულებს. ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება პოლონეთის სეიმს (პოლონეთის
პარლამენტის ქვედა პალატა). ინსპექცია თავისი ამოცანების განსახორციელებლად
თანამშრომლობს შრომის დაცვის სისტემაში ჩართულ სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის:
სახელმწიფო სანიტარულ ინსპექციასთან, ეროვნულ სახანძრო სამსახურთან, პოლონეთის
სასაზღვრო დაცვის სამსახურთან, პოლიციასთან, ტექნიკურ ინსპექციასა და სამშენებლო
ზედამხედველობასთან და შრომის დაცვის ცენტრალურ ინსტიტუტთან პოლონეთში
დასაქმების კანონიერების კონტექსტში (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში).
ინსპექციის კომპეტენციებში შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები 2007 წლის
1-ელი ივლისიდან შედის; ის ამოწმებს დასაქმების კანონიერებას (როგორც პოლონელი
მოქალაქეების, ასევე უცხოელების) და დასაქმების სააგენტოების მუშაობას.60
108. პოლონეთის შრომის ბაზრის მიმოხილვა: პოლონეთის შრომის ბაზარზე კოვიდ-19-ის პანდემიამ
საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია, თუმცა, არსებული მონაცემების მიხედვით, მის უარყოფით
შედეგთან გამკლავება ქვეყანამ საკმაოდ კარგად შეძლო. ამაზე მეტყველებს ის, რომ უკვე
2021 წელს შრომის ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურებას იწყებს.61 ამის გათვალისწინებით,
ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ტრენდი, რომელიც ახასიათებს პოლონეთის შრომის
ბაზარს:
არათანაბარი მდგომარეობა პროვინციებს/რეგიონებს შორის შრომის ბაზრის
განვითარებისა და დასაქმების თვალსაზრისით, რომელიც გამოწვეულია მათი
58
2020 წლამდე შრომასთან დაკავშირებულ საკითხებს ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო
კურირებდა. 2020 წლის 6 ოქტომბრის მინისტრთა საბჭოს ბრძანებულების მიხედვით, მოხდა ამ სამინისტროს
ტრანსფორმაცია ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროდ.
იხ.: https://www.gov.pl/web/family/ministry1
59
“Poland Employment”.n.d.
60
იხ.: ეროვნული შრომის ინსპექციის ვებ-გვერდი https://www.pip.gov.pl/en/about-us
61
“Labour Market Information − Poland”. 2021.
47
არათანაბარი ეკონომიკური განვითარებით. შესაბამისად, შრომის ბაზრის მდგომარეობა
კონკრეტული პროვინციების/რეგიონების შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მოთხოვნა უცხოურ მუშახელზე დიდი ალბათობით შენარჩუნდება. ამაზე ისიც მეტყველებს,
რომ პანდემიის დროს ქართველ შრომით მიგრანტებზე დაახლოებით იმდენივე ნებართვა
გაიცა, რაც პანდემიამდე.62
109. შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, პოლონეთის აქცენტი სწორედ რომ მოკლევადიანი
შრომითი მიგრაციის წახალისებაა, თუმცა ის ამას არა ორმხრივი ხელშეკრულებების
გაფორმებისა და ამუშავების მეშვეობით, არამედ შესაბამისი იმიგრაციული პოლიტიკის
განხორციელებით აკეთებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია
ე.წ. „გამარტივებული დასაქმების მექანიზმი/სქემა“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს
შესაძლებლობას აძლევს პოლონეთში6 თვის განმავლობაში ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში
არასეზონურ სამუშაოზე დასაქმდნენ.63 დასაქმების ეს მექანიზმი თანდათან გახდა პოპულარული
საქართველოს მოქალაქეებში და 2019-2020 წლებში ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს
მოქალაქეებზე დაახლოებით 44,000 დეკლარაცია (ნებართვა) გაიცა. თუმცა, მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ ერთმა ადამიანმა შესაძლოა ერთი წლის მანძილზე რამდენჯერმე მიიღოს ეს
ნებართვა, ამიტომ დეკლარაციების რიცხვი ზუსტად კონკრეტული ადამიანების რაოდენობას
არ ასახავს64. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი, ბელარუსი თუ რუსი მიგრანტების ფონზე
საქართველოდან შრომითი მიგრანტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ნათელია, რომ ამ
სქემას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი საქართველოს შრომის ბაზრის ინტეგრირებისათვის.
5.4.2. იტალია
110. იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც ასევე საკმაოდ
სერიოზული მიგრაციული ტრანსფორმაცია განიცადა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20
საუკუნის 60-იან წლებამდე იტალია კლასიკური ემიგრაციის ქვეყანა იყო. მძიმე ეკონომიკური
მდგომარეობის გამო მილიონობით იტალიის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და უკეთესი
ცხოვრების საძიებლად ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა65. 1950-1960იანი წლების იტალიის „ეკონომიკურმა სასწაულმა“ შიდა მიგრაციულ პროცესებს მისცა
ბიძგი − ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული სამხრეთის რეგიონებიდან მოსახლეობა
ჩრდილოეთ რეგიონებში გადადიოდა სამუშაოდ და საცხოვრებლად, რაც, ასევე სამხრეთ
რეგიონებში შობადობისა და უმუშევრობის მაღალი დონით იყო გამოწვეული66. დღეისათვის
კი იტალია ევროკავშირის იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც, ხშირად პირველს
უხდება მიგრაციულ ნაკადებთან გამკლავება, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობითაც არის
განპირობებული.
111. იტალია ქართველი ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, თუმცა არ
არსებობს სანდო მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენი ქართველი ემიგრანტია იტალიაში
48
62
იხ.: “Declarations on Entrusting Work to a Foreigner” 2019, https://psz.praca.gov.pl/web/urzad-pracy//8180211-oswiadczenia-o-powierzeniu-wykonywania-pracy-cudzoziemcowi-wpisane-do-ewidencjioswiadczen-obowiazujace-od-2018-r-
63
ამ მექანიზმით/სქემით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ასევე შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებმა: სომხეთი,
ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა. იხ.: https://lang-psz.praca.gov.pl/en/dlabezrobotnych-i-poszukujacych-pracy/dla-cudzoziemcow/oswiadczenia-o-powierzeniu
64
იხ.: 2010-2017 წლების მონაცემები: https://psz.praca.gov.pl/web/urzad-pracy/-/8180205-rejestracjaoswiadczen-pracodawcow-o-zamiarze-powierzenia-pracy-cudzoziemcowi; 2018-2020 წლების მონაცემები:
https://psz.praca.gov.pl/web/urzad-pracy/-/8180211-oswiadczenia-o-powierzeniu-wykonywania-pracycudzoziemcowi-wpisane-do-ewidencji-oswiadczen-obowiazujace-od-2018-r-
65
იხ.: “Italy”. 2021. Wikipedia. November 7, 2021. https://en.wikipedia.org/wiki/Italy#Politics
66
იქვე.
მათი ხშირად არა დოკუმენტირებული (ლეგალური) სტატუსის გამო. თუ გავითვალისწინებთ,
რომ ბოლო პერიოდში ფულადი გზავნილების ოდენობით იტალია ზოგჯერ „უსწრებს“ რუსეთს67,
სადაც, შეფასებების მიხედვით ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა68, სავარაუდოა, რომ
ქართველი ემიგრანტების რაოდენობა იტალიაში საკმაოდ დიდია69.
112. ინფორმაცია იტალიის შესახებ: იტალია (ოფიციალურად „იტალიის რესპუბლიკა“) სამხრეთ
ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულსა და რამდენიმე კუნძულზე
მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორია 301,340 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და სახმელეთო
საზღვრით საფრანგეთს, შვეიცარიას, ავსტრიასა და სლოვენიას ესაზღვრება. იტალია
მოსახლეობის რაოდენობით მე-3 ადგილზეა ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის
შემდეგ დაახლოებით 60 მილიონი ადამიანით.
113. იტალია უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკაა, ის 20 რეგიონისგან (region) შედგება,
აქედან 5-ს გაფართოებული ავტონომია აქვს. ქვეყანაში 107 პროვინცია (province) ან
მეტროპოლია (metropolitan city) და 7,960 მუნიციპალიტეტია (commune).
114. შრომის ბაზრის პოლიტიკა: იტალიის შრომის ბაზრის პოლიტიკა დიდწილად რეგულირდება
2014-2015 წლებში განხორციელებული შრომის ბაზრის რეფორმით და მიღებული „სამუშაოების
აქტით“ (Jobs Act). რეფორმის მიზანი იყო დასაქმების ხელშეწყობა და ბიუროკრატიული
ბარიერების შემცირება დროებითი დასაქმების სფეროში. 2014 წლის დეკემბერში მიღებულ
კანონს თან ახლავს 8 ბრძანება (legislative decrees)70, რომლებიც არეგულირებენ კანონის
სხვადასხვა ასპექტებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც Jobs Act-მა
გამოიწვია, იყო დასაქმების პასიური მიდგომების ჩანაცვლება აქტიური პოლიტიკით. კერძოდ,
Jobs Act-ის შედეგად, პოლიტიკის ფოკუსი შეიცვალა და „სამუშაოების“ დაცვიდან „მუშახელის“
დაცვაზე გადავიდა, შესაბამისად, გაიზარდა უმუშევრობის დახმარებები და შესაძლებელი
გახდა მუშახელის გადამისამართება უფრო პროდუქტიულ დასაქმების ადგილებზე, რაც
მიზნად ისახავდა სტრუქტურული უმუშევრობის შემცირებას და მუშახელისა და სამუშაო
მოთხოვნილებების თანხვედრის გაუმჯობესებას.
115. ინსტიტუციური მოწყობა: იტალიაში შრომის ბაზრის პოლიტიკას განსაზღვრავს და მართავს
შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო (Ministero del Lavoro e delle Politiche
Sociali)71. სამინისტრო ასევე ატარებს რეგულარულ კვლევებს შრომის ბაზრის სფეროში. 2014
წლის რეფორმის შედეგად ასევე შეიქმნა აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ეროვნული
სააგენტო (Agenzia Nazionale per le Politiche Attive del Lavoro (ANPAL) − National Agency
for Active Labour Market Policies), რომლის მიზანია იტალიური დასაქმების სისტემის
67
იხ. ეროვნული ბანკის მონაცემები: https://nbg.gov.ge/page/%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%
90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9
8%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
68
2010 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რუსეთი 436,442 საქართველოში დაბადებული ადამიანი
ცხოვრობდა. იხ.: https://web.archive.org/web/20190817081651/http://www.demoscope.ru/weekly/ssp/
rus_bir_10.php. შენიშვნა: ეს რაოდენობა არ გადაითარგმნება ზუსტად მიგრანტების რაოდენობაში, რადგან
სავარაუდოდ მოიცავს რუსეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანებსაც, ვინც საქართველოშია დაბადებული.
ამავდროულად, ის ასევე არ მოიცავს მეორე თაობის მიგრანტებსაც, რადგან ისინი შეიძლება დაბადებული იყვნენ
რუსეთში.
69
იტალიის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის
1 იანვრისთვის იტალიაში ლეგალურად საქართველოს 15,381 ერთი მოქალაქე იმყოფებოდა; აქედან 82.2%
იყო ქალი. იხ. Undicesimo Rapporto Annuale − Gli stranieri nel mercato del lavoro in Italia 2021, გვ. 14.
https://www.lavoro.gov.it/documenti-e-norme/studi-e-statistiche/Documents/Undicesimo%20Rapporto%20
Annuale%20-%20Gli%20stranieri%20nel%20mercato%20del%20lavoro%20in%20Italia%202021/XIRapporto-MdL-stranieri-REV-22072021.pdf#search=Undicesimo%20Rapporto%20Annuale%20%2D%20
Gli%20stranieri%20nel%20mercato%20del%20lavoro%20in%20Italia%202021
70
“Jobs Act”. n.d. Ministero Del Lavoro E Delle Politiche Sociali. Accessed November 9, 2021.
http://www.jobsact.lavoro.gov.it/documentazione/Pagine/default.aspx
71
“Ministero Del Lavoro E Delle Politiche Sociali”. n.d. www.lavoro.gov.it. Accessed November 9, 2021.
https://www.lavoro.gov.it/Pagine/default.aspx
49
მოდერნიზაცია და ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათ შორის ბენეფიტების ფორმით,
რომ წაახალისოს სამუშაოს მაძიებლები72. რეფორმის შედეგად, ასევე მოხდა რამდენიმე
ერთმანეთისგან განცალკევებულად მომუშავე ინსპექტორის სამსახურის ერთ, შრომის
ეროვნული ინსპექტორის (National Work Inspectorate) ინსტიტუციურ მოწყობაში გაერთიანება.
116. ნათელია, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ დიდწილად შეცვალა მდგომარეობა იტალიის შრომის
ბაზარზე. მიუხედავად ამისა, იტალიური შრომის ბაზარი შემდეგი ძირითადი თვისებებით
ხასიათდება:
მოსახლეობის დაბერება და მუშახელის დეფიციტი − 2030 წლისთვის პროგნოზების
მიხედვით იტალიის შრომითი ასაკის მოსახლეობა 7%-ით, ანუ 2,5 მილიონით
შემცირდება.73 სავარაუდოდ, ეს მოითხოვს მიგრაციული პოლიტიკის მორგებას არსებულ
მოთხოვნებზე.
უმუშევრობის მაღალი და პროდუქტიულობის დაბალი დონე OECD-ს ქვეყნებთან
შედარებით;74
ქალებისა და ახალგაზრდების შედარებით დაბალი მონაწილეობის დონე შრომის
ბაზარზე;
მაღალი რეგიონული განსხვავებები დასაქმებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნილებების
მიხედვით;
უნარების შეუსაბამობა (skills mismatch)75 და მუშახელის დაბალი კვალიფიკაცია და
უნარები.76
117. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, იტალიაში შემდეგ პროფესიებზე შეინიშნებოდა დეფიციტი:77
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზოგადად ე.წ. STEM მიმართულების პროფესიები.
მნიშვნელოვანია, რომ საუბარია როგორც საუნივერსიტეტო განათლების მქონე, ისე
ტექნიკური პროფესიული განათლების მქონე მუშახელზე;
ჯანდაცვის სფეროს პროფესიები − როგორც ექიმები, ისე დამხმარე პერსონალი;
საგანმანათლებლო სფეროს პროფესიები;
მარკეტინგის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების პროფესიები.
118. ამავდროულად, კოვიდ-19-ის პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ საკმაოდ მძიმე დეფიციტი
შექმნა სეზონური და სოფლის მეურნეობის სამუშაოების თვალსაზრისით.78
119. სავარაუდოა, რომ ამ პროფესიებზე კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომაც შენარჩუნდება მოთხოვნა.
თუმცა როგორ შეძლებს იტალიის შრომის ბაზარი აღდგენას კორონავირუსის პანდემიის
შემდეგ ჯერ კიდევ არ არის სრულად ნათელი. სავარაუდოა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის
50
72
“Strengthening Active Labour Market Policies in Italy”. 2019. OECD. https://doi.org/10.1787/160a3c28-en
73
“The Future of Work in Europe”. 2020. McKinsey. 2020. https://www.mckinsey.com/featured-insights/futureof-work/the-future-of-work-in-europe
74
“How Does ITALY Compare?” 2018. OECD. https://www.oecd.org/italy/jobs-strategy-ITALY-EN.pdf
75
“Strengthening Active Labour Market Policies in Italy”. 2019.
76
იქვე, გვ. 13.
77
“Italy: Mismatch Priority Occupations | Skills Panorama”. n.d. Skillspanorama.cedefop.europa.eu. Accessed
November 9, 2021.
https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/analytical_highlights/italy-mismatch-priority-occupations
78
“Labour Market Information − Italy”. 2020. EURES (European Commission). 2020. https://ec.europa.
eu/eures/main.jsp?catId=2642&countryId=IT&acro=lmi&lang=en®ionId=IT0&nuts2Code=%20
&nuts3Code=®ionName=National%20Level
შედეგად დანერგილი დისტანციური მუშაობის მოდელი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება
უსაფრთხო სამუშაო ადგილებზე მუშახელის დაბრუნება. თუმცა, როგორც კვლევებიდან ჩანს,
იტალიის სამუშაო ადგილების მხოლოდ 24%-ის შემთხვევაშია შესაძლებელი დისტანციურად
მუშაობა და მხოლოდ სამუშაო ადგილების 50% შეიძლება ჩაითვალოს როგორც უსაფრთხო.
შესაბამისად, როგორც ამავე ანგარიშშია ნავარაუდევი, თუ აღმოჩნდება, რომ მუშახელის
დიდი ნაწილის დაბრუნება სამუშაო ადგილებზე რისკის შემცველი რჩება, „ფირმებმა შეიძლება
გაზარდონ ინვესტიციები ავტომატიზაციაში/რობოტიზაციაში ან მოახდინონ საწარმოო ხაზების
რეორგანიზაცია, რათა მუშაობის გაგრძელება შეძლონ“.79
120. შეჯამებისთვის, სამომავლო პერსპექტივაში, იტალიის შრომის ბაზარზე საქართველოს
მოქალაქეებისთვის ყველაზე მიმზიდველი ჯანდაცვისა და ე.წ. STEM განათლების (პროფესიული
განათლების დონე) სფერო შეიძლება იყოს.
121. ამავდროულად, ქართული მუშახელის იტალიაში ლეგალურად დასაქმების თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ენობრივი განსხვავებები. თუ მაღალკვალიფიციური
ან მომსახურების სფეროში სამუშაოს შემთხვევაში იტალიაში შესაძლებელია ისეთი სამუშაოს
მოძიება, სადაც არ არის სავალდებულო და საჭირო იტალიური ენის ცოდნა,80 სხვა შემთხვევებში
იტალიური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ბარიერი აღმოჩნდეს
ლეგალურად დასაქმების პროცესში. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ იტალია უკვე
წლების განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ინგლისური ენის ცოდნით ერთ-ერთ ყველაზე
დაბალ ადგილზეა81 და იტალიის მოსახლეობის მხოლოდ 34% ფლობს ინგლისურს.82
122. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდისთვის იტალიის შრომის ბაზარზე
არა-ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ლეგალური დაშვება ხდება საკმაოდ მცირე
რაოდენობით.83
2020 წელს შესაბამისი კვოტა იყო 30,850 ადამიანი არა სეზონური და
ე.წ. ავტონომიური სამუშაოებისთვის, ხოლო 18,000 ადამიანი სეზონური
სამუშაოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სეზონური და არა სეზონური
სამუშაოებისთვის შემუშავებული ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.84
შესაბამისად, საქართველოს მუშახელის იტალიის შრომის ბაზარზე ლეგალურად დაშვების
ერთ-ერთ პირველ ამოცანას, სავარაუდოდ, სწორედ ის წარმოადგენს, რომ საქართველო
მოხვდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ვრცელდება იმიგრანტების კვოტები.
5.4.3. ესპანეთი
123. იტალიის მსგავსად, ესპანეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო მე-19 და
მე-20 საუკუნეების ევროპულ მიგრაციულ პროცესებში ამერიკის კონტინენტის მიმართულებით.
ბრიტანიკის ენციკლოპედიის თანახმად, ესპანეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ემიგრანტების
79
Tommaso Colussi. 2020. “Country Report − Italy”. IZA Institute of Labor Economics. IZA Institute of Labor
Economics. 2020. https://covid-19.iza.org/crisis-monitor/italy/
80
“English-Speaking Jobs in Italy”. English Jobs Italy. https://englishjobs.it/
81
“Italians Ranked among Worst in the EU at Speaking English – Again”. 2020. The Local Italy. November 19,
2020. https://www.thelocal.it/20201119/italians-ranked-among-worst-in-the-eu-at-speaking-english-again/
82
https://www.europelanguagejobs.com/blog/English-Speaking-Countries-Europe
83
იხ. “Decretto Flussi”. 2020. იტალიის მთავრობა. https://www.lavoro.gov.it/documenti-e-norme/normative/
Documents/2020/CC-08102020-attuativa-DPCM-07072020-Decreto-Flussi-2020.pdf. გვ. 4-12.
84
“Decretto Flussi” 2020, გვ. 4-12.
51
რაოდენობით მე-5 იყო − 1846-1932 წლებში დაახლოებით 5 მილიონმა ესპანელმა მიაშურა
მეტწილად სამხრეთ ამერიკას, განსაკუთრებით კი არგენტინასა და ბრაზილიას; ესპანელების
საკმაოდ დიდი რაოდენობა წავიდა ემიგრაციაში ასევე ალჟირსა და საფრანგეთში.85 მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ ესპანეთიდან ემიგრაცია დიდწილად ევროპის სხვა ქვეყნებისკენ იყო
მიმართული, ხოლო ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყო
როგორც იმიგრაცია, ისე დაბრუნებითი მიგრაცია. დღეისათვის, ესპანეთში იმიგრაციის
კოეფიციენტი ყოველ 1,000 ადამიანზე 1,39-ს შეადგენს.86
124. ინფორმაცია ესპანეთის შესახებ: ესპანეთი (ესპანეთის სამეფო) პირინეის/იბერიის
ნახევარკუნძულის თითქმის 85%-ს იკავებს და პორტუგალიას, საფრანგეთსა და ანდორას
ესაზღვრება. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, რომელსაც სათავეში მეფე უდგას.
საკანონმდებლო ორგანო − გენერალური კორტესები ორ პალატიანია (სენატი და კონგრესი).
ესპანეთი ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც 17 ავტონომიური რეგიონისგან და ორი
ავტონომიური ქალაქისგან შედგება. ესპანეთის ეკონომიკა საკმაოდ დიდია და ერთიანი
ეროვნული პროდუქტის მიხედვით, ქვეყანას მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.87 ესპანეთის
მოსახლეობა 2021 წლის ივლისის მდგომარეობით 47,260,584 ადამიანს შეადგენდა.88
ამავდროულად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა,
განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის პირობებში. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი (15.26%),
მათ შორის განსაკუთრებით მაღალი უმუშევრობა ახალგაზრდებში და ხანგრძლივი დროით
უმუშევართა დიდი წილი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სერიოზულ პრობლემას უქმნის.89
125. შრომის ბაზრის პოლიტიკა: ესპანეთის შრომის ბაზრის პოლიტიკა მზარდი მოქნილობით
ხასიათდება. 1984 წლის ეკონომიკური და სოციალური შეთანხმება დროებითი დასაქმების
შესაძლებლობებს იძლევა.
126. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის (ALMP) ხარჯები დაბალია და შესაბამისად ეფექტურობაც
ნაკლებია. საშუალო დანახარჯი 2017 წელს, ALMP ღონისძიებებზე ერთ უმუშევარ ადამიანზე
იყო 56%-ით ნაკლები ვიდრე კრიზისამდე (2007). წარსული მტკიცებულებები აჩვენებს
სახელმწიფო სუბსიდიების შეზღუდულ ეფექტს ხარისხიანი დასაქმების ხელშეწყობისათვის,
რაზეც მეტყველებს „მეწარმეთა მხარდაჭერის ხელშეკრულების“ შეფასება, რომელიც გაუქმდა
2018 წლის დეკემბერში. წინა გეგმებთან შედარებით, ორი ახალი გეგმა ახალგაზრდებისა
და გრძელვადიანი უმუშევრებისათვის მოიცავს რაოდენობრივ მიზნებს და მეტ ყურადღებას
უთმობს მონიტორინგსა და შეფასებას. ესპანეთში პრობლემურად არის მიჩნეული შეუსაბამო
კოორდინაცია ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონებს შორის და შესრულებისა და
ეფექტურობის ცვალებადობა რეგიონებში.90
127. ესპანეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შრომის პროდუქტიულობის გაზრდას,
რაც წლების განმავლობაში შრომის ბაზრის ხისტი რეგულაციის, კონკურენციის ნაკლებობისა
და დროებითი მუშაკების შრომაზე დამოკიდებულების გამო საკმაოდ დაბალი იყო.91
128. გრძელდება სამუშაოები საჯარო დასაქმების სერვისების გასაუმჯობესებლად. შრომის ბაზრის
აქტიური პოლიტიკის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია დასაქმების სახელმწიფო
52
85
“Spain − Migration | Britannica”. 2020. In Encyclopædia Britannica. https://www.britannica.com/place/Spain/
Migration
86
https://www.macrotrends.net/countries/ESP/spain/net-migration#:~:text=The%20current%20net%20
migration%20rate,a%200%25%20increase%20from%202019
87
https://www.imf.org/external/datamapper/NGDPD@WEO/OEMDC/ADVEC/WEOWORLD/ESP
88
https://ec.europa.eu/info/sites/default/files/2020-european_semester_country-report-spain_en.pdf
89
https://ec.europa.eu/info/sites/default/files/2020-european_semester_country-report-spain_en.pdf
90
“Country Report Spain 2020”. 2020. European Commission. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/
TXT/?qid=1584543810241&uri=CELEX%3A52020SC0508
91
European Commission, Country Report: Spain, 2020.
სამსახური (PES) შესაძლებლობებზე. 2018 წელს იმ სამუშაოს მაძიებელთა წილი, რომლებმაც
სამუშაო იპოვეს PES–ის ჩართულობით დარჩა 3.0%, რაც ყველაზე დაბალია ევროკავშირში.
129. ინსტიტუციური მოწყობა: შრომისა და სოციალური ეკონომიკის სამინისტრო (Ministry of Labour
and Social Economy, MITES) არის ესპანეთის მთავრობის ის უწყება, რომლის კომპეტენციაშია
შრომასთან და სოციალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. შრომისა და
სოციალური ეკონომიკის სამინისტრო ასევე კურირებს მიგრაციის, სოციალური უსაფრთხოების,
დასაქმების, იმიგრაციისა და ემიგრაციის საკითხებს. შრომის ინსპექციისა და სოციალური
დაცვის სამსახურებიც სამინისტროს კომპეტენციაშია.92 შრომის ინსპექციას ტერიტორიული
განყოფილებები ყველა რეგიონში აქვს,93 რაც ქვეყნის ფედერალური მოწყობით აიხსნება.
130. როგორც აღინიშნა, მიგრაციის, ემიგრაციის და იმიგრაციის საკითხებს ესპანეთის შრომისა და
სოციალური ეკონომიკის სამინისტრო სხვა უფლებამოსილ სამინისტროებთან და რეგიონულ
ორგანიზაციებთან ერთად კურირებს. მიგრანტების უფლებების რეგულირებისათვის ცალკე
სამართლებრივი ჩარჩოა შექმნილი, რომლის მისადაგებაც შეცვლილ გარემოზე ხდება.94
ორგანული კანონი მიზნად ისახავს 4/2000 ლეგალური იმიგრაციის საერთო ევროპულ
სტანდარტებში ჩასმას, მათ შორის იძლევა სამართლებრივ ბაზას ცირკულარი მობილობისა
და ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ. ესპანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ზოგადი
რეჟიმი (Collective Management of Recruitment in the Country of Origin) საშუალებას აძლევს
დამსაქმებელს კონკრეტული შრომითი მიგრანტი სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად
დაასაქმოს. შრომის ბაზარზე დაშვების კრიტერიუმი შრომის ბაზრის საჭიროებებია, კერძოდ,
ზოგადი სქემა ემსახურება ყოველწლიურად მოკვლეული ძნელად შესავსები ვაკანსიების/
დეფიციტური პროფესიების შრომითი მიგრანტების საშუალებით შევსებას.
131. ესპანეთის შრომის ბაზრის მიმოხილვა: კოვიდ19-ის კრიზისის პირობებში უმუშევრობის
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 2020 წლის მეორე კვარტალში იმიგრანტებს
შორის უმუშევრობა 24.92%-მდე გაიზარდა.95 აღნიშნული პრობლემის ეფექტის შემცირების
მიზნით, ესპანეთის მთავრობამ შრომით იმიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო სექტორში სამუშაო
ნებართვები შესთავაზა. მთავრობა პანდემიის კრიზისის ეფექტების შესამცირებლად მსგავსი
სქემის ამოქმედებას სხვა სექტორებშიც განიხილავს.96
132. ესპანეთში მოთხოვნა ძირითადად დაბალკვალიფიციურ მუშახელზეა, რომელთა მოძიება
ადგილობრივად არ ჭირს. ამავდროულად ქვეყანა ეკონომიკის მოდერნიზაციის მიზნით
უცხოეთიდან მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა ამ საკითხთან
დაკავშირებით ესპანეთი ზოგადი საინფორმაციო კამპანიით შემოიფარგლება. განსხვავებით
სხვა ქვეყნებისაგან, ესპანეთში ტრადიციულად წამყვანი იყო მოთხოვნა (დაახლოებით
40%) ბაზისური (არასრულ საშუალო) განათლების მქონე მუშახელზე,97 რომელიც ე.წ.
ელემენტარული პროფესიების შესასრულებლად არის საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ
ესპანეთში ხანგრძლივად უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ დიდია, შესაბამისად მაღალია
არაკვალიფიციური მუშახელის მიწოდებაც შრომის ბაზარზე. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას,
რომ დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე აპლიკანტების სიმწირე არ შეიმჩნევა.
133. 2020 წლის მონაცემებით, ყველაზე დეფიციტური პროფესიებია გაყიდვების სპეციალისტები,
ინჟინრები, კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგის სპეციალისტები
92
Ministerio de Trabajo y Economía Social. 2021. “Ministerio de Trabajo Y Economía Social”. Mites.gob.es.
2021. https://www.mites.gob.es/es/organizacion/index.htm
93
“Organizational Chart”. 2020. Ministero de Trabajo Y Economia Social. 2020.
https://www.mites.gob.es/itss/web/Quienes_somos/Organigrama/index.html
94
Royal Decree 557/2011 of 20 April 2011.
95
National Institute of Statistics (INE) of Spain/ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
https://www.ine.es/en/
96
https://ec.europa.eu/info/sites/default/files/2020-european_semester_country-report-spain_en.pdf
97
https://ec.europa.eu/info/sites/default/files/2020-european_semester_country-report-spain_en.pdf
53
და ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლის სპეციალისტები. დასაქმების ეროვნული
სამსახური ესპანეთში ყოველ კვარტალში აქვეყნებს პრობლემური ვაკანსიების ჩამონათვალს
რეგიონების მიხედვით, რომლის მიხედვითაც ე.წ. დეფიციტური პროფესიების/სპეციალობების
სია იქმნება. დასაქმების სამსახური სიიდან გამორიცხავს მშენებლობასა და ტანსაცმლის
წარმოებასთან დაკავშირებულ სპეციალობებს და კვლევის შედეგად დადგენილ სიაში ამატებს
სპეციალობებს პროფესიული სპორტიდან და ზღვაოსნობის დარგიდან, იქიდან გამომდინარე
რომ ეს სფეროები მუდმივი პრიორიტეტის მქონედ განიხილება.98
5.4.4. გერმანია
134. დღესდღეობით გერმანია ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი
ქვეყანაა მიგრანტებისთვის − როგორც შრომითი, საგანმანათლებლო, ისე თავშესაფრის
მაძიებელთა შორის, რაც ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური პოზიციებითა განპირობებული.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში, გერმანია ემიგრაციის
ქვეყანას წარმოადგენდა, საიდანაც მილიონობით ადამიანი ჩრდილოეთ ამერიკისკენ
გაემგზავრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც
ოფიციალური ე.წ. Gastarbeiter-ების პროგრამა შეიმუშავა, თუმცა ის დაშვება, რომ
დროებით ჩამოსული მუშახელი დაბრუნდებოდა წარმოშობის ქვეყნებში კონტრაქტების
დასრულების შემდეგ არ გამართლდა და გერმანია თანდათანობით იმიგრაციის ქვეყნების
რიცხვს შეუერთდა. 2013 წლისთვის ქვეყანაში თითქმის 10 მილიონზე მეტი იმიგრანტი99
იყო, რომელთა ძირითადი წარმომავლობის ქვეყნები თურქეთი, პოლონეთი, რუსეთი,
ყაზახეთი და იტალია იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და ყაზახეთის შემთხვევაში
საუბარია გერმანული წარმოშობის მქონე რეპატრიანტებზე, ხოლო თურქეთის, პოლონეთისა
და იტალიის შემთხვევაში, იმიგრანტების დიდ ნაწილს შრომითი მიგრანტები შეადგენენ.100
2000-იანი წლების დასაწყისში, გერმანიამ საიმიგრაციო პოლიტიკა გადააფასა და ახალ
იმიგრაციის კანონში გერმანია იმიგრაციის ქვეყნად განისაზღვრა. 2005 წელს კი ფედერალური
მთავრობის მიერ გამოცემული იმიგრაციის აქტით (Zuwanderungsgesetz) განისაზღვრა
იმიგრაციის პოლიტიკის ფუნდამენტური რეგულირებები, მათ შორის იმიგრანტთა სოციალური
ინტეგრაციის საფუძვლები.101
135. ინფორმაცია გერმანიის შესახებ: გერმანია (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს და ისეთ ქვეყნებს ესაზღვრება, როგორიცაა დანია,
პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.
როგორც ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებიდან ჩანს, გერმანია ფედერაციული
სახელმწიფო 16 ფედერაციული მიწისგან შედგება. მის სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი დგას,
ხოლო მთავრობის მეთაური − კანცლერია. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 496
დეპუტატისგან შემდგარი ბუნდესტაგი და ბუნდესრატია, რომელიც ფედერალური მიწების
მთავრობათა წევრებისგან შედგება.
136. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ეკონომიკაა, რომელიც 2008 წლის მსოფლიო
ფინანსური კრიზისიდან სწრაფად გამოვიდა და დღემდე სტაბილურ მაკროეკონომიკურ
მაჩვენებლებს ინარჩუნებს. შრომის ბაზრის ძირითად ინდიკატორებზე გერმანიას ძალიან კარგი
მაჩვენებლები გააჩნია − ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობის დონე ამ ქვეყანაში ყველაზე
დაბალია.
137. შრომის ბაზრის პოლიტიკა: გერმანიის შრომის ბაზრის პოლიტიკის ბოლო წლების ყველაზე
მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა 2016 წლის ორი რეფორმა. ინტეგრაციის აქტი, რომელმაც
54
98
Matching economic migration with labour market needs in Europe, OECD, 2017.
99
იქვე.
100
იქვე.
101
Determining labour shortages and the need for labour migration from third countries in the EU, Synthesis
Report for the EMN Focussed Study, 2015.
ხელი შეუწყო ლტოლვილის სტატუსის მქონე მიგრანტების ინტეგრაციას შრომის ბაზარზე. ეს
შესაძლებელი გახდა იმ რეგულაციების დროებით შეჩერების შედეგად, რომლებიც ბაზრის
ტესტის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ანიჭებდა უპირატესობას.
ამავდროულად, ლტოლვილის სტატუსის მქონე მიგრანტებისთვის გაეხსნათ პროფესიული
გადამზადების/მომზადების შესაძლებლობები (ეს რეგულაციები ეხებოდა იმ მიგრანტებსაც,
ვისაც “tolerated-person” status ჰქონდა).
138. იმავე წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც დასაქმების ე.წ. „არასტანდარტულ“ ფორმებს
ზღუდავს. კანონი გამორიცხავს ძირითადი ბიზნეს საქმიანობის ე.წ. აუთსორსინგს მუდმივი
პერსონალის დროებითი მუშაკებით ან მომსახურების კონტრაქტორებით შეცვლის მეშვეობით. ამ
კანონის მიხედვით, დასაქმებულებს დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს თანაბარი ანაზღაურება,
არა უგვიანეს ცხრა თვის შემდეგ, მიუხედავად ხელშეკრულების ტიპისა. დროებითი მუშაობის
ხანგრძლივობა შეიზღუდა 18 თვით და აიკრძალა გაფიცული მუშების „ჩანაცვლება“ დროებითი
მუშაკებით.102
139. ფედერალური მთავრობა ცდილობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შესაბამისი ქმედებებით
უპასუხოს. ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური სამინისტრო სპონსორობას უწევს Kofa-ს
(www.kofa.de), რომლის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს მიმზიდველი
დამსაქმებლები გახდნენ. 2018 წელს ფედერალური მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა
სტრატეგია კვალიფიციური შრომის უზრუნველყოფისათვის, რომელიც, ერთი მხრივ, მიზნად
ისახავს მეტი ქალისა და ასაკოვანი ადამიანის ჩართვას შრომის ბაზარზე, მეორე მხრივ კი
შრომის ბაზარზე კვალიფიციური იმიგრანტების ინტეგრაციას უწყობს ხელს.103
140. ინსტიტუციური მოწყობა: გერმანიის ფედერალური მოწყობიდან გამომდინარე, დასაქმების
პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები ფედერალურ დონეზე მიიღება, ხოლო მათი
განხორციელდება − ფედერალური მიწების დონეზე ხდება.
141. შრომისა და დასაქმების საკითხებს ქვეყანაში შრომისა და სოციალური საკითხების/დაცვის
ფედერალური სამინისტრო განაგებს (The Federal Ministry of Labour and Social Affairs,
Bundesministerium fuer Arbeit und Soziales (BMAS)).104 სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი
ქვეყნის დასაქმების პოლიტიკის შემუშავებაზე, სოციალურ ინკლუზიაზე, საპენსიო მომსახურებაზე
და სოციალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, კერძოდ, სამუშაო ადგილების შექმნაზე.105
142. BMAS-ის სამართლებრივ დაქვემდებარებაშია ასევე დასაქმების ფედერალური სააგენტო
(Federal Employment Agency, Bundesagentur fuer Arbeit (BA)). BA-ს 10 რეგიონული
დირექტორატი და 156 დასაქმების სააგენტო დაახლოებით 600 განყოფილებით. დამატებით,
303 დასაქმების ცენტრი 100-ზე მეტ ლოკაციაზე სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.106
143. მნიშვნელოვანია, რომ BMAS მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ფედერალურ სამინისტროებთან,
როგორიცაა საოჯახო საქმეთა ფედერალური სამინისტრო (BMFSFJ), განათლებისა და კვლევის
ფედერალური სამინისტრო (BMBF), ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალურ სამინისტრო
(BMWi). ერთობლივი პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავების შედეგად ხდება შრომის
ბაზარზე მონაწილეობის გაზრდა.
144. ასევე დასაქმების პოლიტიკის შემუშავებაში გერმანიაში მნიშვნელოვანია ე.წ. სოციალური
პარტნიორობა, ანუ დასაქმებულების, დამსაქმებლების, პროფკავშირებისა და მთავრობის
წარმომადგენლების თანამშრომლობა და ჩართულობა.
102
https://www.destatis.de/Europa/EN/Topic/Population-Labour-Social-Issues/Labour market/
EULabourMarketCrisis.html
103
“Skilled Professionals for Germany”. n.d. Www.bmwi.de.
https://www.bmwi.de/Redaktion/EN/Dossier/skilled-professionals.html
104
იხ. შრომისა და სოციალური საკითხების/დაცვის ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდი:
https://www.bmas.de/DE/Startseite/start.html
105
იხ.: https://www.bmas.de/EN/Ministry/functions.html
106
იხილეთ დასაქმების ფედერალური სააგენტოს ვებ-გვერდი: https://www.arbeitsagentur.de/en/about-us
55
145. გერმანიის შრომის ბაზრის მიმოხილვა: 2018-2019 წლებში გერმანიაში მშპ-ის ზრდის ტემპის
შენელების მიუხედავად ხელფასების ზრდა გაგრძელდა და უმუშევრობამ ისტორიულად
დაბალ დონეს მიაღწია. შრომის ბაზარი ინარჩუნებდა სიმყარეს, მიუხედავად ეკონომიკური
ზრდის შესამჩნევი შენელებისა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ
სამსახურებში სამუშაო ადგილების შექმნა შეჩერდა, დასაქმება გაგრძელდა მშენებლობის
სექტორში და უმეტეს სერვისებში, განსაკუთრებით საჯარო სამსახურებში. თუმცა, ევროკომისიის
ბოლო ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში ქალებისა და შრომით მიგრანტთა პოტენციალი
შრომის ბაზარზე კვლავ გამოუყენებელი რჩება.107
146. გერმანიისთვის შრომის ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნაზე საპასუხოდ კრიტიკულად
მნიშვნელოვანი ხდება სამუშაო ძალის მობილიზების საკითხი. ბერტელსმანის ფონდის
შეფასებით,
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გერმანული შრომის ბაზარი
განსაკუთრებით დამოკიდებული გახდება იმიგრაციაზე, რაც დიდწილად,
გერმანიის მოსახლეობის დაბერებით და შობადობის დაბალი დონით არის
გამოწვეული.
პროგნოზების მიხედვით, სამუშაო ასაკის (20-64) მოსახლეობა 2030 წლისათვის შემცირდება
3.9 მილიონით, ხოლო ამავე პროგნოზით 2060 წლისათვის 10.2 მილიონით. იმ შემთხვევაშიც
კი, თუკი ქალების დასაქმების მაჩვენებელი გაუტოლდება კაცების დასაქმების მაჩვენებელს
და საპენსიო ასაკი გაიზრდება 70 წლამდე, პოტენციური სამუშაო ძალის რაოდენობა მხოლოდ
4.4 მილიონით გაიზრდება, რაც საკმარისი არ არის მუშახელის დანაკლისის შესავსებად
(Bertelsman Stiftung, 2015). აღნიშნულს ემატება ის ფაქტორიც, რომ პროფესიული
განათლება, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გერმანიის ძლიერი ინდუსტრიული
ბაზის მქონე ეკონომიკისათვის, სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდება ადგილობრივ
ახალგაზრდებში: განათლებისა და კვლევის სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს ორმხრივ
პროგრამებში სტაჟიორთა 40,893 ადგილი შეუვსებელი დარჩა (CEDEFOP, 2016). აღნიშნულის
გათვალისწინებით გერმანია განსაკუთრებით საინტერესო ქვეყანაა მესამე ქვეყნებიდან
ცირკულარული მიგრაციის თვალსაზრისით.108
147. გერმანიაში მაღალია მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების ფართო
სპექტრზე. განსაკუთრებით გამოირჩევა ისეთი სფეროები როგორიცაა ლითონის გადამუშავება,
ელექტრო და სამშენებლო ინჟინერია, მექანიკა, სასტუმრო და მასპინძლობის სექტორი და
საექთნო მომსახურება. აღნიშნულთან ერთად გერმანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს
უმაღლესი (აკადემიური) განათლების მქონე მუშახელის მოზიდვაზე ე.წ. STEM-ის (მეცნიერება,
ტექნოლოგია, ინჟინერიისა და მათემატიკის) და სამედიცინო სექტორებში. გერმანია იმ
ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შესავსებად
იმიგრანტების გამოყენებას დადებითად აფასებს.
148. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე კონკრეტული პროფესიების/უნარების დეფიციტი
ამ ეტაპზე გერმანიას არ აქვს, ნელ-ნელა რთულდება ზოგიერთ რეგიონსა და სექტორში
შესაფერისი კადრების მოძიება. სიტუაცია განსაკუთრებით უარესდება სამხრეთ და
აღმოსავლეთ გერმანიაში. კომპანიათა 50%-ზე აღნიშნულს ბიზნესისათვის ყველაზე მაღალ
რისკად აფასებს.109
56
107
“Country Report Germany 2020”. 2020. European Commission. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/
TXT/?qid=1584543810241&uri=CELEX%3A52020SC0504
108
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა“. ანა
დიაკონიძე. 2018 წ. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.
109
Economic survey by the Association of German Chambers of Commerce and Industry (in German), 2019.
149. დასაქმების ფედერალური სააგენტო რეგულარულად აწარმოებს შრომის ბაზრის მონიტორინგს
და ძნელად შევსებადი ვაკანსიების შესწავლას. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე სააგენტო
წელიწადში ორჯერ აქვეყნებს პროფესიების სიას, რომელთა შევსება უცხოელი აპლიკანტებით
დასაქმებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის სპეციფიკის გათვალისწინებით გამართლებულად
მიაჩნია. აღნიშნული ცნობილია ე.წ. „თეთრი სიის“ (გერმანულად „პოზიტიური სია“) სახელით.
„თეთრ სიაში“ აქცენტი კეთდება ისეთ დარგებზე/პროფესიებზე, რომელთა შესასრულებლად
საჭიროა პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეები.
სააგენტო ასევე აქვეყნებს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სიას, რომელიც 2021 წლის
ივლისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:110 ტრანსპორტი, ლოგისტიკა, გაყიდვების
პროფესიები, სამედიცინო ჯანდაცვის პროფესიონალები, ლითონის წარმოება, დამუშავება,
ლითონის კონსტრუქცია, მექანიკური, ენერგეტიკული და ელექტრო პროფესიები, მექანიკური
და საავტომობილო საინჟინრო სამუშაოები, ავტომობილის მართვა და სატრანსპორტო
მოწყობილობები, განათლება და სოციალური პროფესიები, კორპორატიული მენეჯმენტი,
ორგანიზაცია, სამედიცინო პროფესიები, პირადი მოვლა, სამედიცინო ტექნოლოგია.
5.4.5. საბერძნეთი
150. საბერძნეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, შედარებით დიდი დანაკარგებით გადაიტანა
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგები და რომ არა ევროკავშირის დახმარების
პროგრამა, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკა
დღეს. საბერძნეთი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მხარდაჭერის პროგრამიდან 2018
წლის აგვისტოში გავიდა და 8 წლიანი ფინანსური დახმარების პროგრამა ეკონომიკისა და
ადმინისტრაციის რეფორმით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა კვლავ ევროკავშირის
მეთვალყურეობას ექვემდებარება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მონიტორინგს პოსტ
პროგრამული პოლიტიკის ვალდებულებების შესრულებას უწევს (ევრო ჯგუფის (Eurogroup)
2018 წლის 22 ივნისის ანგარიში).
151. ინფორმაცია საბერძნეთის შესახებ: საბერძნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის ესაზღვრება ალბანეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ
მაკედონიასა და თურქეთს. მისი სანაპირო ზოლი ხმელთაშუა ზღვის აუზში ყველაზე დიდია
და ის 1400-მდე კუნძულს მოიცავს, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაუსახლებელია. წლების
მანძილზე საბერძნეთი ემიგრაციის ქვეყანას წარმოადგენდა, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანაში
იმიგრანტების რაოდენობა, მათ შორის, საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო − ევროპის, აზიისა და აფრიკის გზაგასაყარი −
ხშირად სწორედ საბერძნეთია, იტალიასთან ერთად, იმიგრანტების პირველი დანიშნულების
ქვეყანა. 2011 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი იმიგრანტი
ალბანეთიდან (480,824), ბულგარეთიდან (75,915), რუმინეთიდან (46,523), პაკისტანიდან
(34,177) და საქართველოდან იყო (27,400).111
152. შრომის ბაზრის პოლიტიკა: საბერძნეთის შრომის ბაზრის პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენს ქვეყნიდან ახალგაზრდებისა და კერძოდ, მაღალკვალიფიციური მუშახელის,
„ინტელექტის გადინების“ წინააღმდეგ პოლიტიკის განხორციელება. მთავრობა ამ არასასურველი
დემოგრაფიული გამოწვევების გადასაჭრელად ზომებს იღებს. ხელისუფლება ცდილობს
საბერძნეთის უნივერსიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ფინანსური დახმარების
გაწევითა და საჯარო სექტორში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის
110
“Einzelausgaben − Statistik Der Bundesagentur Für Arbeit”. n.d. Statistik.arbeitsagentur.de. Accessed
November 10, 2021. https://statistik.arbeitsagentur.de/SiteGlobals/Forms/Suche/Einzelheftsuche_Formular.
html?nn=627730&topic_f=topten-top-ten
111
https://www.macrotrends.net/countries/GRC/greece/immigration-statistics
57
დროებითი დასაქმების პროგრამებით ხელი შეუშალოს მაღალკვალიფიციური მუშახელის
ემიგრაციას. პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებლებისა (1.35% 2017 წელს, ევროკავშირის
საშუალო 1.59%-თან შედარებით) და ქალთა დასაქმების მხარდასაჭერად, ხელისუფლებამ
ასევე მიიღო ახალი გრანტი და გააფართოვა სუბსიდირებული ზრუნვა ბავშვებზე.
153. ამავდროულად, ბოლო წლებში საბერძნეთმა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ამ
რეფორმების შედეგად, საბერძნეთმა შეძლო ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახების
საყოველთაო სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და შემოიღო მიზნობრივი ოჯახური და
საცხოვრებელი სახლების მხარდაჭერის პროგრამები. ამ პოლიტიკამ, როგორც აღვნიშნეთ,
ხელი შეუწყო დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას და გარკვეულწილად, შეამსუბუქა
COVID-19 პანდემიისგან მიყენებული ზარალი.112
154. 2021 წელს საბერძნეთის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ შეცვალოს „ანტიკური“
შრომის კანონი, და შემოიღოს მოქნილი სამუშაო საათების პრინციპები შრომის ბაზარზე,
ლიმიტირებული ზეგანაკვეთური შრომის ოდენობა (150 საათი წელიწადში), დასაქმებულებს
მისცეს უფლება, რომ „გაითიშონ“ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებიდან სამუშაო
საათების შემდეგ ან უარი თქვან დასვენების დღეებზე მუშაობისგან.113 ამ ეტაპისთვის ეს
ცვლილებები განხილვის პროცესშია და მათ მემარცხენე პოლიტიკური ძალებისგან საკმაოდ
დიდი კრიტიკა დაიმსახურეს, თუმცა ნათელია, რომ საბერძნეთის ეკონომიკისა და შრომის
ბაზრის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ახლებური მიდგომების გამოყენება.
155. ინსტიტუციური მოწყობა: საბერძნეთის შრომის, სოციალური დაცვისა და სოციალური
სოლიდარობის სამინისტრო (Ministry of Labour, Social Security and Social Solidarity).114
სამინისტრო კურირებს შრომით ურთიერთობებს, დასაქმებას, სოციალურ დაცვას, გენდერულ
საკითხებს, განსაზღვრავს დემოგრაფიულ პოლიტიკას და სოციალურად დაუცველი/მოწყვლადი
ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამებს.
156. საბერძნეთის შრომის ბაზრის მიმოხილვა: 2008 წლის კრიზისის შემდეგ, საბერძნეთის
ეკონომიკის აღდგენა გრძელდება. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და მას შემდეგ,
ზრდის ტემპი დაახლოებით 2%–ია და სტაბილურია. მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა,
კვლავ აქტუალური რჩება მაღალი სახელმწიფო ვალის, ნეგატიური საერთაშორისო
საინვესტიციო პოზიციის, ბანკების ბალანსებზე არასასურველი სესხების მაღალი წილის და
უმუშევრობის ტრადიციული მაღალი დონის პრობლემატიკა.
157. შრომის ბაზრის განვითარებისა და ბოლო წლებში სოციალური კეთილდღეობის სისტემის
გაძლიერების საპასუხოდ, სიღარიბე თანდათან მცირდება, თუმცა კვლავ ყველაზე მაღალია
ევროკავშირში. ანალოგიურად, შემოსავლების უთანასწორობა შემცირდა, თუმცა ის კვლავ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
158. ქვეყანაში კვლავ ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევაა. ერთ-ერთია უმუშევრობა, მათ
შორის გრძელვადიანი და ახალგაზრდა მოსახლეობის უმუშევრობა. მიუხედავად იმის, რომ
ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება, ის მაინც დაახლოებით 17%-ა, რაც კვლავ ძალიან
მაღალია.
159. აღსანიშნავია, რომ განათლების დასრულებიდან შრომის ბაზარზე „შესვლა“ კვლავ
რთულია საბერძნეთში და უნარების შეუსაბამობის დონე მაღალია. უმაღლესი განათლების
კურსდამთავრებულებში სწავლის დასრულებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში აღინიშნება
58
112
Tim Bulman. 2020. “Rejuvenating Greece’s Labour Market to Generate More and Higher-Quality Jobs”.
www.oecd-Ilibrary.org, October. https://doi.org/10.1787/8ea5033a-en
113
“Greece Presents Contentious Labour Reform Bill”. 2021. Reuters. May 12, 2021. https://www.reuters.com/
world/europe/greece-presents-contentious-labour-reform-bill-2021-05-12/
114
“Υπουργείο Εργασίας και Κοινωνικών Υποθέσεων”. n.d. Υπουργείο Εργασίας και Κοινωνικών Υποθέσεων. Accessed
November 10, 2021. https://ypergasias.gov.gr/
დასაქმების ძალიან დაბალი მაჩვენებელი (57.5%). საბერძნეთში უმაღლესი განათლების
მქონე ადამიანების უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ასევე, ევროკავშირის
ყველა ქვეყანას შორის (ევროპული უნარების ინდექსის მიხედვით) საბერძნეთში ყველაზე
მაღალია უმაღლესი კვალიფიკაციის შეუსაბამობის დონე. უნარების დეფიციტი განსაკუთრებით
მაღალია ენერგეტიკისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში.
160.
საბერძნეთის შრომის ბაზარზე უახლოესი 1-2 წლის მანძილზე მოთხოვნა
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მუშაკებზე და
სხვადასხვა დარგის მენეჯერულ პოზიციებზე იქნება.
საბერძნეთში გამოცხადებულ ვაკანსიაზე პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა
განიხილება, შემდეგ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის და საბოლოოდ
მესამე ქვეყნის მოქალაქეები. გარდა შრომის ბაზრის ტესტისა, ყოველი მეორე წლის ბოლოს
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ადგენენ მესამე ქვეყნის სამუშაო ძალის
განსაზღვრულ რაოდენობას (კვოტებს), რომელთაც შეიძლება მიიღონ სამუშაო კონტრაქტი
საბერძნეთში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია კვოტით დადგენილი რაოდენობის
არაუმეტეს 10%-ით გაზრდა.
161. საბერძნეთში არსებული უმუშევრობის დონიდან გამომდინარე, მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე
განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, თუმცა პროგნოზი საბერძნეთის უფრო ოპტიმისტურ
მომავალს ასახავს, დასაქმების ღირსეული ზრდით, რომელიც განპირობებულია ჯანდაცვისა
და სოციალური მომსახურებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებითა და
მშენებლობით. 2030 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნა გაყიდვების მუშაკებსა
და ჯანდაცვის პროფესიებზე.115
5.4.6. საფრანგეთი
162. ევროკავშირის ქვეყნებს შორის საფრანგეთი ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად არის ჩართული
ევროპული პოლიტიკის შემუშავებასა და ზოგადად, ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობაში.
ეკონომიკური თვალსაზრისითაც, საფრანგეთი შერეული ეკონომიკის არსებობით გამოირჩევა
და ბოლო 200 წლის მანძილზე ეკონომიკის სიდიდის მიხედვით ის მუდმივად მსოფლიოს 10
ყველაზე დიდ ეკონომიკას შორის იყო.116 დღესდღეობით საფრანგეთის საზოგადოება საკმაოდ
მრავალფეროვანია, თუმცა, არსებული რეგულაციებით, ქვეყანაში აკრძალულია მონაცემების
შეგროვება მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ და რთულია იმის მტკიცება, თუ
რამდენია მიგრანტების რაოდენობა მოსახლეობას შორის. სხვადასხვა კვლევების შედეგად,
შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ იმიგრანტულ ჯგუფებს წარმოადგენენ
მიგრანტები იტალიიდან, აფრიკის კონტინენტიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.117
163. ინფორმაცია
საფრანგეთის
შესახებ:
საფრანგეთი
(საფრანგეთის
რესპუბლიკა)
ტრანსკონტინენტური ქვეყანაა, რომლის ტერიტორიებიც დასავლეთ ევროპასა და ე.წ.
„საზღვარგარეთ საფრანგეთის (overseas France)“ რამდენიმე ტერიტორიას მოიცავს, მათ
შორის რამდენიმე კუნძულს წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეებში.118 ტერიტორიით
საფრანგეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში და სიდიდით მესამე მთელ ევროპის
115
“Greece | Skills Panorama”. n.d. Skillspanorama.cedefop.europa.eu. Accessed November 10, 2021.
https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/dashboard/browse-country?country=EL§or=06.16&occupati
on=
116
“France”. 2019. Wikipedia. Wikimedia Foundation. March 15, 2019. https://en.wikipedia.org/wiki/France
117
იქვე.
118
“Overseas France”. 2021. Wikipedia. October 28, 2021. https://en.wikipedia.org/wiki/Overseas_France
59
კონტინენტზე. საფრანგეთი წარმომადგენლობითი რესპუბლიკაა, სადაც ქვეყნის მეთაური,
პრეზიდენტი, საყოველთაო კენჭისყრით მოსახლეობის მიერ ყოველ 5 წელში ერთხელ
ირჩევა, ხოლო მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტი ნიშნავს. უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პარლამენტია, რომელიც ორი პალატისგან, ეროვნული
ასამბლეისა და სენატისგან შედგება.119 2021 წლის მაისის შეფასებებით, საფრანგეთის
მოსახლეობა 67,413,000 ადამიანს შეადგენს.120
164. შრომის ბაზრის პოლიტიკა: საფრანგეთი აგრძელებს რეფორმებს გარკვეული სტრუქტურული
გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა მაღალი სახელმწიფო ვალი და შედარებით
მაღალი უმუშევრობის დონე. საფრანგეთი ასევე განიცდის პროდუქტიულობის შენელებას,
რაც მოითხოვს ინვესტიციების გაზრდას უნარების გაძლიერებასა და სწრაფ პროგრესს
ბოლოდროინდელი პროფესიული განათლებისა და სწავლების რეფორმის განხორციელებაში.
ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე საპენსიო სისტემის რეფორმაც.
165. ევროკომისიის 2020 წლის ანგარიში მიუთითებს, რომ შრომის ბაზრის პირობები უმჯობესდება,
მაგრამ უმუშევრობა კვლავ მაღალია, განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებში. მიუხედავად
2018 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური აქტივობის შენელებისა, უმუშევრობის დონე კიდევ
უფრო შემცირდა და მიაღწია 8.4% -ს 2019 წლის მეოთხე კვარტალში. ახალგაზრდების
მდგომარეობა შრომის ბაზარზე გაუმჯობესდა. თუმცა დაბალი განათლებისა და უნარჩვევების მქონე მუშახელს და მიგრანტებს უჭირთ შრომის ბაზარზე ინტეგრაცია. ამ ჯგუფებსა
და დანარჩენი მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლებს შორის განსხვავებები საფრანგეთში
უფრო მაღალია, ვიდრე სხვა წევრ ქვეყნებში (IMF, 2019). შესაბამისად, ქვეყანაში ამ ჯგუფების
დასაქმების პერსპექტივების გასაუმჯობესებლად რეფორმები მიმდინარეობს.
166. მიუხედავად ამისა, შრომის ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობისა და თანაბარი
შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად შეზღუდული პროგრესია მიღწეული. შრომის ბაზარზე
ინტეგრაციის შესახებ არაერთი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მათი მოქმედების სფერო
შეზღუდულია და მათი რეალური ეფექტი ჯერ კიდევ შესაფასებელია. საჯარო დასაქმების
სამსახურის (Pôle Emploi) სტრატეგია განახლდა და ხელმოწერილი იქნა 2020 წლის იანვარში.
იგი უზრუნველყოფს დამატებით სახელმძღვანელო საშუალებებს სამუშაოს მაძიებლების
სასარგებლოდ და დამსაქმებელთა საჭიროებებთან უკეთეს თანხვედრას უზრუნველყოფს.
ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის რეფორმის შედეგად 2019 წლის მარტიდან კონკრეტულად
მიგრანტებზე გამიზნული ღონისძიებები ამოქმედდა, მაგრამ მისი რეალური განხორციელების
შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
167. გარკვეული პროგრესი მიღწეულია უნარ-ჩვევების ნაკლებობისა და შეუსაბამობების
აღმოფხვრაში, კერძოდ, პირველადი პროფესიული განათლებისა და სწავლების (პროფესიული
განათლების) სისტემის რეფორმების განხორციელებითა და უწყვეტი სწავლის ხელმისაწვდომობით.
გარკვეული პროგრესი ასევე მიღწეულია უნარების დეფიციტის აღმოფხვრაში. ძირითადი ზომები
დარგობრივი და მაკროეკონომიკური უნარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ჯერ მხოლოდ
პირველად ეტაპზეა და ამ დროისთვის რთულია რაიმე მნიშვნელოვან შედეგზე საუბარი.
168. ინსტიტუციური მოწყობა: შრომის პოლიტიკის საკითხებს საფრანგეთში შრომის, დასაქმებისა და
ეკონომიკური ჩართულობის/ინკლუზიის სამინისტრო განაგებს (Ministry of Labour, Employment
and Economic Inclusion).121 სამინისტრო მონაწილეობს როგორც შრომის საკითხებთან,
სოციალურ დაცვასთან, ინტეგრაციასთან, ახალგაზრდების პროფესიულ განათლებასთან
60
119
“France” 2019.
120
იქვე.
121
“Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion”. 2021. Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion.
November 10, 2021. https://travail-emploi.gouv.fr/ministere/
დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე ამ მიმართულებით რეგულაციებსა და წესებსაც
განსაზღვრავს.122 სამინისტროს დაქვემდებარებაშია სახელმწიფო დასაქმების სამსახური,
რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე დონეზე, კერძოდ რეგიონულ და მუნიციპალურ/ადგილობრივ
დონეებზეა, დეცენტრალიზებული და მომხმარებლებს, როგორიცაა ახალგაზრდები, შშმ პირები
და ა.შ. სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს.123
169. საფრანგეთის შრომის ბაზრის მიმოხილვა: საფრანგეთის შრომის ბაზარი სხვადასხვა კვლევის
მიხედვით გამოირჩევა მოთხოვნით მაღალკვალიფიციურ მუშახელზე, ხოლო დაბალი
კვალიფიკაციის მქონე მუშახელი კი სამუშაო ადგილების დეფიციტს განიცდის. ამავდროულად,
უმუშევრობის დონე მაღალკვალიფიციურ პროფესიებზე ძალიან დაბალია.124 მაკკინზის კვლევა
აჩვენებს, რომ ამ შეუსაბამობის დროულად აღმოფხვრის გარეშე, საფრანგეთის შრომის ბაზარს
შესაძლოა რამდენიმე მილიონიანი მაღალკვალიფიციური (2.2 მილიონი) მუშახელი დასჭირდეს
და ამავდროულად, 2.3 მილიონი არაკვალიფიციური მუშახელი კი სამუშაო ადგილების გარეშე
იქნება. თუმცა, სავარაუდოა, რომ კოვიდ-19-ის გამო ეს გათვლები არ გამართლდება, მაგრამ
ეს ტენდენცია შესაძლოა მაინც აქტუალური დარჩეს ეკონომიკის დასტაბილურების შემდეგაც,
რადგან, როგორც მაკკინზის ანგარიშშია აღნიშნული, საფრანგეთის განათლების სისტემა,
როგორც ჩანს, ვერ უწყობს ფეხს ცოდნის ეკონომიკის განვითარებას.125 ბოლო მონაცემებით,126
საფრანგეთის ბაზარზე დეფიციტურია სამედიცინო განათლების (ყველა
დონის) პროფესიონალი, კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების
სპეციალისტები, ფინანსისტები, ინჟინრები და სამართლის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ ჭარბი პროფესიების კუთხით, ლიდერობს სასოფლოსამეურნეო, სატყეო და მეთევზეობაში დასაქმებული პროფესიები, ასევე,
სხვადასხვა სექტორის წარმოების მუშაკები.
5.5. ევროპული პრაქტიკის მაგალითების შეჯამება
170. როგორც ჩანს, წევრი ქვეყნების უმეტესობა კვლავ ძიების პროცესშია და იკვლევს შესაძლო
გზებს, თუ როგორ დაარეგულიროს, მართოს და განახორციელოს შრომითი მიგრაცია,
იმგვარად, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ქვეყანათა ნაწილმა (ჩეხეთი, ლიეტუვა,
სლოვენია) 2011 წლიდან ცირკულარული მიგრაციის შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე
აქტიური მუშაობა დაიწყეს, რაც პასუხს გასცემდა შრომითი ბაზრის საჭიროებებს და მოქნილი
და დროებითი იქნებოდა. ესპანეთის სტრატეგია წარმოადგენს მიგრანტების ინტერესების,
წარმოშობის ქვეყნისა და წევრი ქვეყნის ინტერესების კომბინაციას. ესპანეთისგან განსხვავებით,
ნიდერლანდები ტრადიციულად ნაკლებ ყურადღებას უთმობს დემოგრაფიულ პრობლემებსა და
შრომის დეფიციტს და პრიორიტეტს არსებული რესურსების სწორ გამოყენებას ანიჭებს. შვედეთი
კი ცირკულარულ მიგრაციას სპონტანურ ფენომენად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიგრანტების
გაზრდილი მობილობა ფუნდამენტურად პოზიტიური ფენომენია ევროკავშირისთვის, გამგზავნი
ქვეყნისა და მიგრანტისათვის (სამმაგი მოგების მდგომარეობა).
122
“Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion -”. n.d. Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion.
Accessed November 10, 2021. https://travail-emploi.gouv.fr/
123
“Annuaire Du Service Public de L’emploi”. 2021. Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion.
November 10, 2021. https://travail-emploi.gouv.fr/demarches-ressources-documentaires/annuaire
124
“French Employment 2020: Five Priorities for Action”. 2012. McKinsey. https://www.mckinsey.com/~/media/
McKinsey/Featured%20Insights/Employment%20and%20Growth/French%20employment%202020/MGI%20
French%20employment%202020_Executive_Summary_March%202012.pdf
125
იქვე.
126
“France: Mismatch Priority Occupations | Skills Panorama”. 2020. Skillspanorama.cedefop.europa.eu. 2020.
https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/analytical_highlights/france-mismatch-priority-occupations
61
171. გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკა ცდილობს იპოვოს კავშირი მიგრაციისა და
განვითარების შესაძლებლობაში. წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის ხედვა და პოლიტიკა
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მეტნაკლებად მოიცავს წინამდებარე ელემენტებს:
−
წევრი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა (მაგ. შრომის დეფიციტის
აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილი და ა.შ.);
−
მესამე ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანა, რაც მოიცავს ე.წ. ტვინების/
ინტელექტის გადინების შემცირებასა და ცოდნის მატების სტიმულირებას;
−
მიგრანტების ცხოვრებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
−
მიგრანტების დაბრუნების საკითხების რეგულირება.
172. აღსანიშნავია, რომ ბელგია, ფინეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და
შვედეთი მათ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ ხედვებსა და პოლიტიკას ცალსახად
უკავშირებენ მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას. რიგი ქვეყნები ცდილობენ
დეტალურად დაარეგულირონ დაბრუნების საკითხები (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია,
იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი შვედეთი). ზოგიერთი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს
მობილურობას (ცირკულარულობას) (ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი).127
173. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წევრ ქვეყანას აქვს დროებითი მიგრაციის მარეგულირებელი
კანონმდებლობა, ქვეყანათა უმეტესობას შრომითი მიგრაციის საკითხები ზოგადი მიგრაციის
ნაწილად აქვს გაწერილი (შეზღუდული დროით დაშვება და ხელახლა შესვლა), რაც
ავტომატურად ზღუდავს მიგრანტების ცირკულარულობას (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი,
საფრანგეთი, ესტონეთი უნგრეთი, ირლანდია იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და
სლოვაკეთი). თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ამავე წევრი ქვეყნების მიერ შრომითი
მიგრაციის საკითხებში ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას,
რაც მიიჩნევა საუკეთესო პრაქტიკად.
174. მიუხედავად იმისა, რომ წევრ ქვეყნებში შრომითი მიგრაციის რეგულირების საუკეთესო
პრაქტიკა არ არის უნიფიცირებული, მაინც შეგვიძლია რეგულირებადი ასპექტები შემდეგი
პრინციპით დავაჯგუფოთ:
175. სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიური კოორდინაცია, რაც გამართულ ინსტიტუციურ ჩარჩოს
გულისხმობს, სადაც გამიჯნულია კომპეტენციები და ინფორმაციის გაცვლა. ეს ინსტიტუტები,
როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს მიგრაციის სამსახურებს, შრომის მარეგულირებელ რგოლებს,
სოციალურ სამსახურებს, განათლების სერვისებსა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე
წარმატებულ სისტემებში აუცილებლად ფუნქციონირებს დასაქმების კუთხით რეგიონული და
ადგილობრივი სერვისები, რომლებსაც შრომით მიგრანტებთან უშუალო შეხება აქვთ. ამასთან
აღსანიშნავია შრომის ინსპექტორის, პროფესიული გაერთიანებების, საჯარო და‑საქმების
სამსახურების, მიგრანტების ტრენინგის, სტატისტიკის მწარმოებელი ორგანიზაციებისა და
დიასპორული ორგანიზაციების როლი და უფლებამოსილება, რომელთა კოორდინირებული
მუშაობა ლეგალური დასაქმების სამმაგი მოგების პრინციპის რეალობაში მოყვანას ემსახურება.
ამ საკოორდინაციო სისტემაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს დასაქმების კერძო სააგენტოების
როლი. შრომის ბაზარზე შუამავლობა ხორციელდება დასაქმების სახელმწიფო სააგენტოების,
ასევე დასაქმების კერძო სააგენტოების მიერ. დასაქმების კერძო სააგენტოები კი მოიცავს
როგორც სამუშაოს მოძიების კერძო სააგენტოებს, ასევე, დროებითი დასაქმების სააგენტოებს.
მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნეს ევროპული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ
ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ დასაქმების
სააგენტოების რეგულირება მცირდება (მაგ. ლიცენზირების გაუქმება), მნიშვნელოვანია
გათვალისწინებულ იქნას მათი იმ დროინდელი პრაქტიკა, როდესაც რეგულირების
საჭიროება არსებობდა მიგრანტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ევროკავშირის
127
62
Tina Weber and Dragoș Adăscălițe. 2021. “Tackling Labour Shortages in EU Member States”. Eurofound. 2021.
https://www.eurofound.europa.eu/publications/report/2021/tackling-labour-shortages-in-eu-member-states
წევრ ქვეყანათა უმეტესობა ცნობდა შუამავალი დასაქმების სააგენტოების ლიცენზირების,
ნებართვების ან სერტიფიცირების, ასევე ანგარიშვალდებულების მარეგულირებელ ნორმებსა
და პრაქტიკას. თუმცა, ამჟამად, ევროკავშირის სივრცეში, რეგულირების აქცენტები ძირითადად
გადატანილია შრომითი იმიგრაციის ასპექტებზე, რამეთუ
ევროკავშირი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის დასაქმების დაცულ/
უსაფრთხო და მომხიბვლელ სივრცეს წარმოადგენს.
ნაკლებად დგას პრობლემა ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა ევროკავშირის გარეთ
დასაქმების სფეროში, რადგანაც პირთა გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის წევრი
ქვეყნების მოქალაქეთა მთელი ევროკავშირის მასშტაბით არადისკრიმინაციული დასაქმების
შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ამას მოწმობს კვლევები, ოფიციალური ორგანოების
ანგარიშები, კანონმდებლობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები (ევროკომისიის 2019 წლის
ანგარიშში მიგრაციასთან დაკავშირებით128 აქცენტირებულია შრომითი იმიგრაცია).
176. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა
იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც მსგავსი პრობლემებია, შრომითი ემიგრაცია დიდია
და საჭიროებს სპეციალურ მოწესრიგებას, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა − ამ ორივე
ქვეყანაში დასაქმების სააგენტოების საქმიანობა, რომლებიც ემსახურებიან საზღვარგარეთ
დასაქმების მაძიებლებს, წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას.
177. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება − მონაცემების შეგროვება,
დამუშავება და ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება შრომითი
მიგრაციის საკითხებში როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე
არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. მაგალითად, მონაცემებზე დაყრდნობით
დგინდება შრომის ძალის დეფიციტის და პროფესიების დეფიციტის/ზედმეტობის, რომლის
გადაჭრასაც ზემოაღნიშნული კოორდინაციის გზებით ცდილობენ, ერთი მხრივ, განათლების
პოლიტიკის ცვლილებით შესაბამისი ორგანოები, ხოლო, მეორე მხრივ, შრომითი ბაზრის
დაბალანსებით. შრომის ბაზარზე მუდმივი დაკვირვება კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად.
178. შრომითი მიგრანტებისათვის განკუთვნილი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა − აღნიშნული
მოიცავს როგორც ძირითად კანონმდებლობას, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს
და სხვადასხვა ქვედა რგოლის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ რეგულირებებს. ასევე
აღსანიშნავია, მოქნილობის შესაძლებლობა შრომითი მიგრაციის წესებთან დაკავშირებით,
რაც მკაფიოდ გამოჩნდა კოვიდ-19 კრიზისთან გამკლავების პერიოდში. მეორე მხრივ,
კრიტიკულად მნიშვნელოვანია შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმების
არსებობა, რაც პირველ ეტაპზე (რიგ შემთხვევაში) არის არა სასამართლო, არამედ
ალტერნატიული გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც უფრო დროულ და ეფექტურ
განაჩენს იღებს. აქვე მნიშვნელოვანია შრომის დაცვის აღსრულების საკითხები, რაც, როგორც
კვლევამ აჩვენა, ძალიან მნიშვნელოვანია შრომითი მიგრანტებისათვის. შრომის დაცვის
სამართლებრივ ჩარჩოში მოიაზრება შრომის ომბუდსმენი/ინსპექტორი და მისი რეგიონული
წარმომადგენლობები ან სხვა ორგანოები, რომლებიც შრომის დაცვის ფუნქციებს ითავსებენ და
ისინი არა საჩივარზე დაფუძნებულ, არამედ რუტინული მონიტორინგს ახორციელებენ. როგორც
უკვე აღინიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც კერძო დასაქმების სააგენტოები მოქმედებენ როგორც
შუამავლები, აქტუალურია ამგვარი დასაქმების სააგენტოებისათვის ანგარიშვალდებულების,
რეგისტრაციისა და ზოგიერთ შემთხვევაში ლიცენზირების ვალდებულებაც კი, რაც
უზრუნველყოფს მათი საქმიანობის საჭირო დონით კონტროლს და მსგავსი სააგენტოების მიერ
მიგრანტთა უფლებების დარღვევის რისკის შემცირებას.
128
COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE EUROPEAN COUNCIL
AND THE COUNCIL Progress report on the Implementation of the European Agenda on Migration, Brussels,
16.10.2019 COM(2019) 481 final. https://ec.europa.eu/home-affairs/sites/homeaffairs/files/what-we-do/
policies/european-agenda-migration/20191016_com-2019-481-report_en.pdf
63
6.
სამუშაო ძალა საქართველოში
179. სამუშაო ძალა საქართველოში მცირდება − 2014 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა
1,629,000 იყო, 2020-ში კი 1,523.700-მდე ჩამოვიდა. (ცხრილი 12). აღნიშნულის ძირითადი
მიზეზი მოსახლეობის დაბერება, ემიგრაცია, შობადობის შემცირებული მაჩვენებელი და
სტატისტიკის არასწორი წარმოებაც შეიძლება იყოს.
ცხრილი 12. სამუშაო ძალა საქართველოში
2014
2015
სამუშაო ძალა
(აქტიური
1629.0 1675.6
მოსახლეობა),
ათასი კაცი
დასაქმებული,
1255.0 1308.5
ათასი კაცი
უმუშევარი,
374.0 367.2
ათასი კაცი
უმუშევრობის
დონე,
23.0
21.9
პროცენტი
2016
2017
2018
2019
2020
2021 I
2021 II
1653.8
1641.4
1605.2 1572.8
1523.7 1447.2 1559.1
1294.5
1286.9
1296.2 1295.9
1241.8 1129.7 1214.6
359.2
354.5
309.0
276.9
281.9
317.5
344.6
21.7
21.6
19.2
17.6
18.5
21.9
22.1
წყარო: საქსტატი
180. დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, რაც ეკონომიკის
ტრადიციულ სტრუქტურაზე მიუთითებს. დასაქმებულთა რაოდენობით შემდეგი ყველაზე დიდი
სექტორებია − საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განათლება და მრეწველობა. საქართველოს
ეკონომიკა სამუშაო ადგილებს ძირითადად დაბალ-პროდუქტიულ სერვის სექტორში ქმნის,
რაც აისახება კიდეც სამუშაო ადგილების განაწილებაზე. ყველაზე მსხვილი ჯგუფი (48.2%)
სოფლის მეურნეობის მუშაკებზე მოდის. სიდიდით მეორე ჯგუფს წარმოადგენენ ინდივიდუალური
მომსახურების მუშაკები (9.9%), სხვა სპეციალისტები განათლების სფეროში − ეკონომისტები,
იურისტები, ფილოლოგები და სოციალური მეცნიერებების სხვა პროფესიონალები (5%),
მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის არაკვალიფიციური მუშები (4.7%) და
დამხმარე პერსონალი (4.3%). (ცხრილი 13)
ცხრილი 13. დასაქმებულთა გადანაწილება ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით
64
2017
2018
2019
2020
სულ (ათასი კაცი)
1,286.9
1,296.2
1,295.9
1,241.8
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
289.5
253.9
247.4
246.3
მრეწველობა
153.8
153.9
147.0
141.3
2017
2018
2019
2020
მშენებლობა
84.3
98.8
101.4
85.2
საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
174.6
185.0
195.9
188.0
ტრანსპორტი და დასაწყობება
70.1
78.2
82.0
79.1
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის
და საკვების მიწოდების საქმიანობები
37.9
44.3
48.8
36.0
ინფორმაცია და კომუნიკაცია
21.7
20.9
19.0
19.7
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
31.2
33.7
30.7
29.9
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები
3.1
4.4
3.9
3.2
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობები
22.0
21.2
19.0
19.2
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების
საქმიანობები
18.5
21.3
22.4
19.6
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;
სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება
89.8
91.3
93.2
94.5
განათლება
159.2
155.1
153.4
145.8
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების
საქმიანობები
68.0
65.3
60.2
62.0
ხელოვნება, გართობა და დასვენება
26.9
28.4
29.9
30.0
სხვა სახის მომსახურება
21.1
20.0
22.0
25.0
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის,
საქმიანობები; არა დიფერენცირებული
საქონლის და მომსახურების წარმოება
შინამეურნეობების მიერ საკუთარი
მოხმარებისათვის
14.4
19.4
17.9
15.0
ექსტერიტორიული ორგანიზაციების და
ორგანოების საქმიანობები
0.5
1.1
1.4
2.0
არა იდენტიფიცირებული
0.3
-
0.4
-
*2017-2019 წლების მონაცემები გაანგარიშებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შრომის
სტატისტიკოსთა მე-19 და მე-20 საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული სტანდარტების მიხედვით.
წყარო: სამუშაო ძალის გამოკვლევა, საქსტატი
181. საკუთრების ფორმების მიხედვით დასაქმებულთა განაწილება გასული წლების ტენდენციას
ინარჩუნებს და ქვეყანაში დასაქმების ძირითად წყაროს ბიზნეს სექტორი წარმოადგენს. (ცხრილი
14). ამასთან, მაღალია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა წილი. (ცხრილი 15).
65
ცხრილი 14. დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
სულ (ათასი კაცი)
1,255.0
1,308.5
1,294.5
1,286.9
1,296.2
1,295.9
1,241.8
სახელმწიფო
258.8
286.6
271.9
283.8
299.8
299.7
294.7
არასახელმწიფო
996.1
1,021.9
1,022.6
1,003.1
996.4
996.2
947.1
*2014-2019 წლების მონაცემები გაანგარიშებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ შრომის
სტატისტიკოსთა მე-19 და მე-20 საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული სტანდარტების მიხედვით;
182. მინიჭებული კვალიფიკაციისა და დასაქმებულთა პროფესიული განაწილების შედარების
საფუძველზე ქართულ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აშკარა შეუსაბამობა
იკვეთება. მაგალითად, მიღებული განათლების მიხედვით, სოციალური მეცნიერებების
პროფესიონალები (ეკონომისტები, იურისტები და ა.შ.) ყველაზე დიდი ჯგუფია ქართულ სამუშაო
ძალაში, თუმცა აღნიშნული კვალიფიკაციის სამუშაო ადგილი მთლიანის მხოლოდ 5%-ს
შეადგენს. ასევე, დიდია სხვაობა ფიზიკა-მათემატიკისა და ინჟინერიის დიპლომის მქონეთა
(16%) და აღნიშნული კვალიფიკაციით დასაქმებულთა (3.2%) შორის.
ცხრილი 15. არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო− სამეურნეო სფეროს
დასაქმებულებში (%)
2020
სულ
31.7
ქალი
26.2
მამაკაცი
36.4
ქალაქი
30.2
სოფელი
35.6
წყარო: სამუშაო ძალის გამოკვლევა/საქსტატი
183. პროფესიული ჯგუფებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით დასაქმების
სტრუქტურა ერთმანეთთან თანხვედრაშია. ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით დასაქმების
მსგავსად, პროფესიული ჯგუფების მიხედვით დასაქმებულების კუთხითაც ყველაზე ფართოდ
წარმოდგენილები არიან სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური
მუშაკები.
184. ბიზნეს სექტორში დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით საბითუმო და საცალო ვაჭრობის
სექტორი გამოირჩევა (210 ათასი დასაქმებული), შემდეგ მოდის მრეწველობისა (130 ათასი)
და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (74.9 ათასი). ეკონომიკის
სექტორული ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობის ზრდის
მიუხედავად, პროდუქტიულობის დონე გარკვეულ სექტორებში მნიშვნელოვნად დაბალია.129
185. ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით, არსებული ვაკანსიების უმრავლესობა
განეკუთვნებოდა საბითუმო და საცალო ვაჭრობას − 34.7% (20,423 ვაკანსია). ვაკანსიების
66
129
შრომის ბაზრის ანალიზი, 2020.
სიმრავლით გამოირჩევა ასევე სასტუმროები და რესტორნები − 10.9% (6,392 ვაკანსია),
მშენებლობა − 8.5% (4,979 ვაკანსია) და დამამუშავებელი მრეწველობა − 8% (4,679
ვაკანსია).130
186. ქვეყანაში სექტორების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად არათანაბრადაა
გადანაწილებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთლიან დასაქმებაში, ყველაზე მაღალი
წილით სოფლის მეურნეობის სექტორი გამოირჩევა (39%), ბიზნეს სექტორის წილი მხოლოდ
1,7%-ია, რაც სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა მაღალი რაოდენობით აიხსნება.
187. 2020 წლის შრომის ბაზრის კვლევამ, ისევე როგორც დასაქმების სახელმწიფო (worknet.
gov.ge) და კერძო (hr.ge) სააგენტოს მონაცემებმა ცხადყო, რომ ვაკანსიების უმრავლესობა
ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის პერსონალზე მოდის. კვლევის მიხედვით,
ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებული სირთულეებიდან ძირითადად
აპლიკანტთა არასაკმარისი კვალიფიკაცია დასახელდა (პასუხების 28.7%).
ამასთან ანგარიშგასაწევია ისეთი ფაქტორები, როგორიც აპლიკანტთა ნაკლებობაა.
188. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019
წლის „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის“131
მიხედვით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა თითქმის
ნახევარი (49%) შრომით საქმიანობაშია ჩართული, საიდანაც დიდი ნაწილი დაქირავებითაა
დასაქმებული, ხოლო მცირე ნაწილი თვითდასაქმებულია.
189. 2019 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს.
შეინიშნება კლება როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმების კუთხით,
გაზრდილია უმუშევარი კურსდამთავრებულების რაოდენობა. დასაქმებასა და მის მაჩვენებელზე
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არსებულმა პანდემიურმა მდგომარეობამ. დასაქმების
ინდექსის თანახმად, რომელშიც გათვალისწინებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელთაც
დაკარგეს სამსახური ან თავი შეიკავეს სამსახურის ძებნისგან პანდემიური სიტუაციის გამო,
რომ არა პანდემიური მდგომარეობა, მაშინ დასაქმების მაჩვენებელი
გააგრძელებდა წინა წლების დინამიკას − აღემატებოდა ან არ
ჩამოუვარდებოდა წინა წლების მაჩვენებლებს.132
190. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებიდან
განათლების მიღწეული დონის მიხედვით სამუშაოს მაძიებელთა უმრავლესობას (51%)
საშუალო განათლების მქონე ადამიანები წარმოადგენენ, ასევე მაღალია ბაკალავრის
ხარისხისა და პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი (დიაგრამა 3).
191. კვალიფიკაციებზე მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობა გამოწვეულია იმით, რომ სამუშაო
ადგილების უმეტესობა მაღალ კვალიფიკაციასა და უმაღლეს განათლებას არ მოითხოვს, რაც
ჭარბობს ქართულ სამუშაო ძალაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში უმაღლესი განათლების
დონე მაღალია). შესაბამისად, მათ უწევთ დათანხმდნენ უფრო დაბალი კვალიფიკაციის
სამუშაოს შესრულებას. რისთვისაც, შეიძლება ტექნიკური კვალიფიკაციაც არ გააჩნდეთ.
ქართული სამუშაო ძალის განსაკუთრებული მახასიათებელია ასევე სახელობო (პროფესიული)
და ტექნიკური განათლების მქონეთა ძალიან დაბალი წილი. კერძოდ, ხელოსნები, ლითონ
130
შრომის ბაზრის ანალიზი, 2020.
131
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში, 2019.
132
იქვე.
67
გადამამუშავებლები, მანქანათმშენებლები და სხვადასხვა ტიპის ოპერატორები მთლიანი
სამუშაო ძალის მხოლოდ 8%-ს წარმოადგენენ.
დიაგრამა 3. სისტემაში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები განათლების დონის მიხედვით
წყარო: ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის პორტალი, 2018
წყარო: ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის პორტალი, 2018
192. დამსაქმებლები
საქართველოში
ვერ
ახერხებენ
მოიძიონ
კვალიფიციური
ელექტროშემდუღებლები, ხუროები, დურგლები, სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრები,
ფილების დამგები, მჭედლები და სხვა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები.133
ყველაზე პრობლემური ქართულ რეალობაში ფიზიკა-მათემატიკისა და საინჟინრო
მეცნიერებების სპეციალისტებისა და კვების პროდუქტების მწარმოებელთა (ტექნოლოგების)
ვაკანსიების შევსებაა. ყველაზე არაკომპეტენტურ დასაქმებულებად კომპანიები ასახელებენ
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სპეციალისტ-პროფესიონალებს.
ასევე, განათლების სფეროს სპეციალისტ-პროფესიონალებს და ტურისტული სააგენტოს
მოსამსახურეებს.
193. სამუშაოს მაძიებლების მიერ გაკეთებული განაცხადების მიხედვით ყველაზე ხშირად შემდეგი
პოზიციები დასახელდა:
68
133
ბუღალტერი;
კონსულტანტი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი;
კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი;
გაყიდვების მენეჯერი;
ელექტრიკოსი;
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა“. 2018 წ.
დაცვის სფეროს სპეციალისტი;
მზარეული;
დისტრიბუტორი
მძღოლი.
194. 2018 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში შესული ვაკანსიების უმრავლესობა
მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში დასაქმებულ პირებზე (56%) მოდის, რასაც მოჰყვება
ტექნიკოსებსა და დამხმარე სპეციალისტებზე (23,4%) მიღებული ვაკანსიები. სააგენტოში
შესული ვაკანსიების ამგვარი განაწილება თანხვედრაშია დასაქმების კერძო სააგენტოს −
hr.ge − მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ვაკანსიებთან, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს
ქვეყანაში „ლურჯ საყელოიან“ სამუშაო ძალის მიმართ მოთხოვნაზე (მაღაზიის კონსულტანტგამყიდველი, მიმტანი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მზარეული, ბარმენი,
შინამოსამსახურე, კოსმეტოლოგი, მოლარე, სტილისტი და ა.შ.). ამასთანავე სააგენტოში
შესული ვაკანსიებიდან მაღალია მოთხოვნა დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე
(9,2%). აღნიშნული კვლევები თანხვედრაშია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის
მონაცემებთან.134 (ცხრილი 16)
ცხრილი 16. დასაქმებულთა განაწილების სტატისტიკა სამუშაოზე დაკავებული პოზიციების
მიხედვით
ათასი კაცი
ISCO-08
სულ
2020
1241.8
მენეჯერები
83.3
სპეციალისტი-პროფესიონალები
217.7
ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები
116.4
ოფისის დამხმარე პერსონალი
67.4
მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები
207.5
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები
221.4
ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები
128.8
დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები
93.4
არაკვალიფიციური მუშაკები
95.4
სხვა
10.5
წყარო: საქსტატი
195. პროფესიული ჯგუფების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO 2008) ძირითად ჯგუფებს,
სადაც საგრძნობი სხვაობაა სააგენტოსა და დასაქმების კერძო სააგენტოს − hr.ge-ს − მიერ
გამოცხადებულ ვაკანსიებზე, წარმოადგენს: სპეციალისტების (15,4% vs 3.5%), ოფისის
დამხმარე პერსონალის (13,9% vs 2,4%) და მენეჯერების (2,5% vs 0,3%) პოზიციებზე
არსებული ვაკანსიები. ამგვარი სხვაობა მეტყველებს, რომ სააგენტოში შესულ ვაკანსიებში
დაბალია მოთხოვნა „თეთრ საყელოიან“ მუშახელზე, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა
უმაღლეს განათლებასა და მაღალი საფეხურის უნარებს უკავშირდება.135
134
შრომის ბაზრის ანალიზი, 2020.
135
იქვე.
69
196. 2018 წელს სააგენტოში შესული ვაკანსიების უმრავლესობა ვაჭრობის (27,5%), დამამუშავებელ
მრეწველობის (13,8%), სხვა სახის მომსახურებებისა (13,4%) და ტურიზმის (10,1%) სექტორზე
მოდის. ამასთან, ვაკანსიების მიწოდების ძირითად წყაროს თბილისი (62,4%), იმერეთი
(10,6%) და კახეთი (10,4%) წარმოადგენს. საკმაოდ მოკრძალებულია ვაკანსიების ხვედრითი
წილი სხვა რეგიონებზე, რაც ერთ რეგიონზე ცალკე აღებული არ აღემატება 3,6%-ს.136
197. გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნაა ისეთ სამუშაო
ძალაზე, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაბალი და საშუალო დონის უნარებით
შემოიფარგლება. კერძოდ, დამსაქმებლების მხრიდან ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ
ჯგუფებს განეკუთვნება:
დამლაგებელი/დიასახლისი/დასუფთავების სპეციალისტი;
კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი;
მუშა;
დაცვის თანამშრომელი (სხვადასხვა სფეროში);
მძღოლი;
მზარეული;
ადმინისტრატორი;
გაყიდვების მენეჯერი/გაყიდვების აგენტი (სხვადასხვა სფეროში);
მკერავი;
ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
ავტომობილის მრეცხავი;
ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი;
ოფისის მენეჯერი;
ელექტრო შემდუღებელი.
6.1. საქართველოს შრომის ბაზრის პრობლემატიკა
198. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა, რაც შეიძლება
აიხსნას როგორც კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის თანმდევი მოვლენა, განპირობებული
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ეკონომიკური პრობლემებით, პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების შემცირებით და ეკონომიკის მრავალ სექტორზე არსებული შეზღუდვებით.
199. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის
II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი
ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 5.7 პროცენტული პუნქტით.
200. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო
დასახლებებში კი 6.2 პროცენტული პუნქტით. აქვე საინტერესოა გაანალიზდეს უმუშევრობა
70
136
შრომის ბაზრის ანალიზი, 2020.
რეგიონულ ჭრილში, სადაც რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები არათანაბრად არიან
წარმოდგენილები. (დიაგრამა 4)
დიაგრამა 4. უმუშევრობის დონე რეგიონებში
წყარო: 2016 წლის ჩათვლით შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა, 2017 წლიდან − სამუშაო ძალის
გამოკვლევა.
201. 2017 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
ჩატარებულ „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ მიხედვით, გამოკითხული
საწარმოების 12,5%-ს (12,092) ჰქონდა სამუშაო ძალის დაქირავების მცდელობა, საიდანაც
უდიდესი წილი (60%) თბილისზე მოდის.
202. ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით
დასაქმების ყველაზე დიდი მცდელობა დაფიქსირდა ვაჭრობის (33.5%),
დამამუშავებელი მრეწველობის (11.1%), ტურიზმის (10.3%), მშენებლობისა
(8.8%) და ტრანსპორტის (8.2%) სექტორებში.
203. ვაკანტური ადგილების შევსებისას ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დასახელდა:
აპლიკანტების არაკვალიფიციურობა (36.5%), არასაკმარისი ანაზღაურება (23.6%) და
გამოცდილების ნაკლებობა (22.1%). თუმცა, ასევე პრობლემურია თავად აპლიკანტების
რაოდენობის ნაკლებობაც (13.6%).
204. ასევე მნიშვნელოვანია განხილულ იქნას შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი.
დიაგრამა 5-ში აღწერილი სიტუაცია ნათლად ასახავს უნარებზე/კვალიფიკაციებზე მოთხოვნისა
და მიწოდების შეუსაბამობას საქართველოში. აღნიშნულის შესახებ მიუთითებს ბოლო
პერიოდში ჩატარებული კვლევებიც. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უმუშევრობის
მაჩვენებელი გაცილებით მაღალია საშუალო და უმაღლესი განათლების მქონეთა შორის,
71
პროფესიული განათლების მფლობელებთან შედარებით. ამავდროულად, უმუშევართა 38%-ს
უმაღლესი განათლება აქვს, ამ ჯგუფის 27%-ს კი ახალგაზრდები წარმოადგენენ 25-39 წლის
ასაკობრივ კატეგორიაში.137 ხოლო სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში, რომლებიც ყველაზე
მეტ ადამიანს ასაქმებენ საქართველოში, ცხადია მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ და უმაღლესი
განათლების მქონე მუშაკებზე დაბალია.138 გადაჭარბებული კვალიფიციურობით გამოირჩევა
პირველი და მეორე დონის კვალიფიკაციების მქონე სპეციალობების წარმომადგენლები, რაც,
როგორც ზემოთ აღინიშნა, იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი განათლების მქონეებს დაბალი
კვალიფიკაციის სამუშაოს შესრულება უწევთ.
დიაგრამა 5. კვალიფიკაციისა და დაკავებული პოზიციების თანაფარდობა139
წყარო: საქსტატი, შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის ბაზა, 2016
205.
პროფესიული და ტექნიკური განათლების მქონე კვალიფიციური მუშახელი
საქართველოში ძალიან მწირია.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო სპეციალობების
წარმომადგენლები, რომლებიც მინიჭებული კვალიფიკაციის მიხედვით სიდიდით მეორე
ჯგუფია. თუმცა ამ ჯგუფში შემავალი მუშაკების 30% 60 წელზე მეტი ასაკისაა, ხოლო 25%
50-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია,140 რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ განათლება
72
137
მსოფლიო ბანკი, 2017.
138
ამაშუკელი, ლეჟავა, გუგუშვილი, 2017.
139
კოდების მნიშვნელობა: 24 − სხვა სპეციალისტ-პროფესიონალები განათლების სფეროში, 21 − ფიზიკის,
მათემატიკის და საინჟინრო სპეციალობების სპეციალისტები, 34 − დამხმარე პერსონალი, 31 − ფიზიკური და
ტექნიკური მეცნიერებების სპეციალისტები, 32 − სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროს
დამხმარე სპეციალისტები, 22 − სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები,
83 − მძღოლები და მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები, 23 − სპეციალისტები განათლების
სფეროში, 71 − ხელოსნები და მონათესავე პროფესიის სპეციალისტები, 72 − ლითონ გადამამუშავებლები და
მანქანათმშენებლები.
140
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური − შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის ბაზა
(2017). − ინტეგრირებული გამოკვლევის ბაზა 2016 წლამდეა, მერეა შინამეურნეობების შემოსავლებისა და
ხარჯების გამოკვლევის მონაცემთა ბაზა − https://www.geostat.ge/ka/modules/categories/128/2009-2016-tslebisshinameurneobebis-integrirebuli-gamokvlevis-da-2017-tslis-shinameurneobebis-shemosavlebisa-da-kharjebiskvlevis-monatsemta-bazebi
საბჭოთა პერიოდში მიიღეს, რაც თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებთან შეუსაბამოა.
სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება მათი მცირე წილი დასაქმებულთა შორის. 2017 წელს
ჩატარებული ვაკანსიების მონიტორინგის კვლევის მიხედვით პროფესიული განათლების
მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა თითოეული რეგიონის შემთხვევაში საკმაოდ დიდია და
განსხვავდება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. კვლევაში აღნიშნულია, რომ ვაკანტური
პოზიციების შევსების პრობლემა ძირითადად ორი ტიპის დეფიციტით არის განპირობებული:
არსებობს პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი განათლების/პროფესიის მქონე
კადრის ნაკლებობის ან არარსებობის გამო ან იმის გამო, რომ კადრი დაბალკვალიფიციურია
(მაგ. მიმტანები და ბუღალტრები).141 თუმცა ამავდროულად არსებობს პოზიციები, რომელთა
შევსება ვერ ხერხდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული მძიმე სამუშაო პირობების გამო
(დაბალი ხელფასი უმთავრესი მიზეზია). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს პირველი
და მეორე დონის კვალიფიკაციის მქონე პოზიციებს, როგორიცაა სანიტრები, ბარმენები,
არაკვალიფიციური მუშები და სხვა.142 (სოციალური მომსახურების სააგენტო, 2018).
დიაგრამა 6. ვაკანსიების შევსებისას არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები
წყარო: საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
206. ძირითადი პრობლემა, რომელიც ექმნებათ საწარმოებს ახალი კადრის აყვანისას იმ ტექნიკური
უნარ-ჩვევების არცოდნაა, რომლებიც დაკავშირებულია დაწესებულებაში გამოყენებულ
კონკრეტულ აღჭურვილობასთან ან პროცესებთან (30.5%). შემდეგ მოდის, ჯგუფური მუშაობის
უნარების ნაკლებობა (16%), ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნიჭისა (13.2%)
და გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენების უნარების (9.6%)
ნაკლებობა. (დიაგრამა 6 და 7)
141
ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე, 2018 − angarishi.pdf (ssa.gov.ge).
142
იქვე.
73
დიაგრამა 7. უნარების დეფიციტი
წყარო: საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი, ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
207. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დასაქმების არსებული მაჩვენებლისა,
დასაქმებულთა თითქმის ნახევრის საქმიანობა არ არის დაკავშირებული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამით მინიჭებულ სპეციალობასთან.
208. ამავე კვლევის თანახმად, დასაქმებულების უმრავლესობა კერძო დაწესებულებაში მუშაობს,
მცირეა სახელმწიფო დაწესებულებების, როგორც კურსდამთავრებულთა დამსაქმებლების
ხვედრითი წილი დასაქმებაში. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ გააჩნიათ
კურსდამთავრებულების დასაქმების მხარდაჭერის სისტემა. კურსდამთავრებულები ძირითადად
სამსახურის ძიების პროცესში ეყრდნობიან საკუთარ და ახლობლების გამოცდილებას.
ასევე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის არც
სახელმწიფო და არც კერძო სისტემა.
209. კურსდამთავრებულები საუბრობენ ისეთი უნარების განვითარების საჭიროებებზე, როგორიცაა
უცხო ენის და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ასევე, ისეთი ორგანიზაციული უნარები,
როგორიცაა საქმის ორგანიზება და კომუნიკაცია. კურსდამთავრებულები პროფესიული
განათლების შეფასებისას ხაზს უსვამენ გარკვეული ცვლილებების საჭიროებას: ცვლილებები
სასწავლო პროცესის ხარისხის, სწავლისა და შეფასების მეთოდების, რესურსების
ხელმისაწვდომობის, პრაქტიკული მუშაობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით.
210. სოციალური სააგენტოს ვაკანსიების მონიტორინგის კვლევის ფარგლებში გამოვლინდა 16
პროფესია, რომელთა შევსებაზეც დამსაქმებლებს პრობლემა შეჰქმნიათ. ეს პროფესიებია:
მომხმარებლებთან
მომუშავე
მოსამსახურეები,
ლითონ
გადამამუშავებლები,
მანქანათმშენებლები და მონათესავე 57 პროფესიის მუშაკები, მძღოლები და მოძრავი
ტექნიკური საშუალებების ოპერატორები, საფინანსო და გაყიდვების სფეროს დამხმარე
პერსონალი, მდივნები და საბეჭდი მანქანების ოპერატორები, მაღაზიის გამყიდველები და
საქონლის დემონსტრატორები, ფეიქრები, მკერავები და მონათესავე პროფესიების მუშაკები,
ინჟინერ-ქიმიკოსები (კვების ტექნოლოგები), დაცვის სამსახურების მუშაკები, მექანიკური
მოწყობილობების ტექნიკოსები, მიმტანები და ბარმენები, ხუროები და დურგლები.143
211. რეგიონულ ჭრილში მოკვლეული შეუვსებელი ვაკანსიების მაჩვენებლები მოცემულია ცხრილ
16-ში, სადაც დომინირებს რამდენიმე სპეციალობა და ჩამოთვლილი სპეციალობების
74
143
ვაკანსიების მონიტორინგი შრომის ბაზრებზე, 2018.
აბსოლუტური უმრავლესობა ერთი მხრივ მოიცავს ხელოსნებს და ოპერატორებს და მეორე
მხრივ, ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს (სამრეწველო, კომპიუტერული
ტექნიკის სპეციალისტი), თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ მონაცემებზე ზეგავლენას კოვიდ 19-ის
კრიზისი მოახდენდა. უფრო ახალი მონაცემები კი ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.
ცხრილი 16. აპლიკანტთა დაბალ კვალიფიციურობის გამო შეუვსებელი ვაკანსიები რეგიონულ
ჭრილში
რეგიონი
აპლიკანტთა დაბალ კვალიფიციურობის გამო შეუვსებელი ვაკანსიები
თბილისი
სამრეწველო დანადგარის ოპერატორი, კომპიუტერული ტექნიკის
სპეციალისტი, სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი, კვების ტექნოლოგი,
შემდუღებელი, მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორი
მცხეთა-მთიანეთი
სამრეწველო დანადგარების ოპერატორი, შემდუღებელი, ელექტრული
და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსი, ბუღალტერი, აუდიტი,
სიმაღლეზე მომუშავე მემონტაჟე
გურია
სამრეწველო დანადგარების ოპერატორი, კომპიუტერული ტექნიკის
სპეციალისტი, აგრონომი, შემდუღებელი, ინჟინერი, ქიმიკოსი, ბიოლოგი
აჭარა
საფინანსო და ადმინისტრაციული განყოფილების მენეჯერი, პროდუქციის
გასაღებისა და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერი, თურქული ენის
თარჯიმანი, ავეჯის დიზაინერი
იმერეთი
ელექტრო-შემდუღებელი, ხურო, დურგალი, ლითონ გადამამუშავებელი,
კვების ტექნოლოგი
კახეთი
ექთანი, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსი,
სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი, იატაკისა და ფილების დამგები
შიდა ქართლი
მჭედელი, ზეინკალი, ლითონის მეყალიბე, შემდუღებელი, მოძრავი
ტექნიკური საშუალებების ოპერატორი, მეფრინველე
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში
ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა, 2018
212. შრომის ბაზრის საკითხებზე ქვეყანაში განხორციელებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ
ვაკანსიების უმრავლესობა საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (34.7%) მოდის და დიდია
მოთხოვნა მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების პერსონალზე (24%).
აღნიშნული თანხვედრაშია დასაქმების სახელმწიფო (worknet.gov.ge) და კერძო (hr.ge)
სააგენტოებში შემოსული ვაკანსიების ანალიზის შედეგებთან.
213. ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებულ ძირითად სირთულეს აპლიკანტთა არასაკმარისი
კვალიფიკაცია წარმოადგენს.
214. საწარმოების უმრავლესობა (51%) პირადი კონტაქტებით ცდილობს სასურველი კადრების
მოძიებას, რაც მეტყველებს შრომის ბაზრის არაორგანიზებულობაზე. ასევე, პირად კონტაქტებს
უკავშირდება პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მიერ სამსახურის დაწყება.
75
215. ყოველწლიურად მზარდია პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების
მაჩვენებელი და ტენდენცია დადებითია.
216. საყურადღებოა იმ საწარმოების წილი, რომლებიც კადრების მოსაძიებლად იყენებენ ინტერნეტს
(30,8%), ასევე ბეჭდურ განცხადებასა (10%) და დასაქმების კერძო სააგენტოებს (7,7%).
კადრების მოძიების კუთხით საკმაოდ მოკრძალებულია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს
ვებ-გვერდის (worknet.gov.ge) ხვედრითი წილი (0,3%).
217. შრომის ბაზრის საკითხებზე ქვეყანაში განხორციელებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ
ვაკანსიების უმრავლესობა საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე (34.7%) მოდის და დიდია
მოთხოვნა მომსახურების სფეროსა და სავაჭრო დაწესებულებების პერსონალზე (24%).
აღნიშნული თანხვედრაშია დასაქმების სახელმწიფო (worknet.gov.ge) და კერძო (hr.ge)
სააგენტოებში შემოსული ვაკანსიების ანალიზის შედეგებთან.
218.
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების
მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია და დადებითი ტენდენციაა, რომ
დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის ნახევარი (47%) სპეციალობის
შესაბამისად მუშაობს.
უმრავლეს შემთხვევაში (41%) დაქირავებით დასაქმებული პროფესიული სასწავლებლების
კურსდამთავრებულთა ხელფასი მერყეობს 200-დან 500 ლარამდე, რაც საგრძნობლად
ჩამორჩება 2019 წლის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის
მაჩვენებელს (1,129.5 ლარი). დაქირავებით დასაქმებული პროფესიული სასწავლებლების
კურსდამთავრებულთა უმრავლესობა თვლის, რომ მათი კვალიფიკაცია შეესაბამება ან
აღემატება სამუშაო მოთხოვნებს.
6.2. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის შრომის ბაზარზე არსებული
დეფიციტის შევსების პერსპექტივები
219. როგორც წინამდებარე თემატური მოკვლევის მე-5 თავშია წარმოჩენილი, მოთხოვნადი
პროფესიები განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით, თუმცა არსებობს საერთო
ტენდენციებიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად,
ინჟინრების, ხელოსნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების და ჯანდაცვის
პროფესიონალების დეფიციტი მთელი ევროკავშირის მასშტაბით არსებობს. ჯანდაცვის
სფეროში ძირითადი მოთხოვნაა დამხმარე სპეციალისტებზე (მედდა, სანიტარი), თუმცა რიგ
ქვეყნებში სხვადასხვა სპეციალიზაციის მაღალკვალიფიციური ექიმებიც მოითხოვება. ასევე
აღსანიშნავია მოთხოვნა მომსახურების სფეროს სპეციალისტებზე (სასტუმრო/რესტორნებში).
განათლების დონის თვალსაზრისით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძირითადად მოთხოვნაა
პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირებზე ე.წ. STEM (მეცნიერების, ტექნოლოგიის,
ინჟინერიისა და მათემატიკის) დარგებში.
76
220. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირში პროფესიული განათლების მქონე პირების
საჭიროება აღინიშნა. მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე მოთხოვნა ევროპის თითქმის ყველა
წევრ ქვეყანაშია. რამდენიმე მათგანი, მაგალითად, იტალია, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი,
ფინეთი, შვედეთი და ხორვატია მესამე ქვეყნებიდან (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან)
შრომით მიგრაციას ექსკლუზიურად პროფესიული განათლების მქონეთა ჭრილში განიხილავს.
მეორე მხრივ, არსებობს ქვეყნები (ირლანდია, ნიდერლანდები, დანია და ლუქსემბურგი), სადაც
მხოლოდ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზეა მოთხოვნა. დანარჩენ წევრ ქვეყნებში კი
მოთხოვნა შერეულია.
221. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოკვლევის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაციაში
აღნიშნულია ქართული სამუშაო ძალის საკმაოდ მრავალპროფილურობა, რის გამოც
კონკრეტული ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის სქემის შემუშავებისას,
აუცილებლად ხდება ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული ვითარების
გათვალისწინება, რათა არ იქნეს ისეთი პროფესიების გადინების
ხელშეწყობა, რომლებიც საქართველოში დეფიციტურია და მათი გადინებით
ბაზარზე კიდევ უფრო დიდი დეფიციტი არ შეიქმნას.
ასევე, სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში
ძირითადად აქცენტი კეთდება დაბალკვალიფიციურ ან/და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე,
რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია ევროპულ ბაზარზე და ამავდროულად არ არის დეფიციტური
საქართველოს შრომის ბაზარზე. ამავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხაზი გაესვა, რომ ასეთ
სქემებში საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმებისას, საქართველოს მოქალაქეებს,
გარდა საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში დაგროვილი ეკონომიკური დოვლათისა,
შესაძლებლობა აქვთ აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია, რაც დაბრუნებისას მათ
ადგილობრივ შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანებს გახდის.
222. ასევე, წინამდებარე მოკვლევის ანალიზის შედეგად, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ მიუხედავად
ევროკავშირის სახელმწიფოებში დეფიციტური პროფესიების ნუსხების განსხვავებულობისა და
მრავალფეროვნებისა, შეინიშნება დარგები, რომლებიც ქვეყანათა უმეტესობის შემთხვევაში
გვხვდება. ასეთ სპეციალობებს მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ICT) სპეციალისტები, ინჟინრები, ტექნოლოგები, ტექნიკოსები, სასტუმრო და რესტორნების
ინდუსტრიის სპეციალისტები, ავტოინდუსტრიის სპეციალისტები, ჯანდაცვის პროფესიონალები,
ხელოსნები, ტრანსპორტის სპეციალისტები და ფიზიკური (არაკვალიფიციური მუშები), რაც
ასევე აჩვენა მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ 2018 წელს წარმოებული ქართული
სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევამ.
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, ტრადიციული სურათი ოდნავ შეიცვალა − თითქმის ყველა
ქვეყანაში დეფიციტურია სამედიცინო პერსონალი (მედდები, სანიტრები და ა.შ.) და ჭარბად
გამოცხადდა ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული პროფესიები (გიდი, აგენტი, ა.შ.), კიდევ
უფრო დეფიციტური გახდა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ასოცირებული პროფესიები.
შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადი მოთხოვნა ტექნიკური და პროფესიული
განათლების მქონე სპეციალისტებზეა. მეორე მხრივ კი, ქართული შრომის ბაზრის კვლევები
მიუთითებს ადგილობრივ დეფიციტს ტექნიკური მიმართულების პროფესიებზე.
223. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული სამუშაო ძალა შეზღუდულია,
თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები აჩვენებს ციფრული უნარ-ჩვევების დახვეწის
პროგრესს საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტენდენცია, რომ რადგან
აღნიშნული მომსახურების ნაწილი იძლევა დისტანციური მუშაობის საშუალებას, ქართული
სამუშაო ძალის დაკავება საზღვრებს გარეთ მიგრაციის გარეშე ხდება. ამის კიდევ
ერთი მაგალითია საქართველოს ბაზარზე „ეპამისა“ (Epam) და „ექსადელის“ (Exadel)
გამოჩენა, რომლებიც (შრომის ანაზღაურების/სამუშაოს პროფილისა და მასშტაბის კუთხით)
სპეციალისტების დასაქმებაში ადგილობრივ ორგანიზაციებს შესამჩნევ კონკურენციას უწევენ.
შესაბამისად, ამ ეტაპზე სავარაუდოდ შრომითი მიგრაციის პოტენციალი ამ მიმართულებით
ნაკლებია.
77
აღსანიშნავია, რომ პანდემიის კრიზისის ფონზე, ელექტრონული
კომერციის საჭიროებების გაძლიერებისა და მომსახურების გაციფრულების
საჭიროებების გამო, საქართველოს ბაზარზეც საინფორმაციო
ტექნოლოგიების სპეციალისტების (ვებ დეველოპერი, ტექნიკოსი,
პროგრამების დეველოპერი და ა.შ.) მკვეთრი დეფიციტი შეიქმნა.
224. რაც შეეხება ევროპის ბაზარზე მოთხოვნად ინჟინრებს (ავიაციის ინჟინრები, ინჟინერმექანიკოსი, სამოქალაქო მშენებლობის ინჟინერი, წარმოების ინჟინერი, ინჟინერ
ქიმიკოსი, საგზაო ავტომატიზაციის ინჟინერი, მეტალურგი ინჟინერ-ელექტრიკოსი და ა.შ.)
აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივად ინჟინრის კვალიფიკაციის მქონეთა წილი საკმაოდ
დიდია (8%), თუმცა მათ უმეტესობას გადამზადება სჭირდება, რადგან განათლება საბჭოთა
პერიოდში აქვთ მიღებული.144 ანალოგიური მდგომარეობაა ტექნიკოსები/მექანიკოსებისა და
მემონტაჟეებისათვის. ამ შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის არქონა.
225. ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საკმაოდ მაღალია სასტუმრო/რესტორნებში
დასაქმებული პერსონალისთვის (მზარეული, მცხობელი, კონდიტერი, მიმტანი, ა.შ.), თუმცა
პანდემიის ზეგავლენით, ამ პროფესიათაგან უმეტესობა აღარ არის დეფიციტური. ასევე,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ პროფესიებში ფორმალური განათლების არქონა.
226. ცირკულარული მიგრაციის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე პროფესიებს მიეკუთვნებიან
ხელოსნები (ელექტრიკოსი, ხურო, კალატოზი, იატაკისა და ფილების დამგები, მებათქაშე,
კალატოზი, მღებავი, ამწის ოპერატორი, შედუღებისა და ლითონის ჭრის სპეციალისტი,
ზეინკალი, ბეტონის ჩამომსხმელი, მომპირკეთებელი და ხარატი). მიგრაციის სამთავრობო
კომისიის კვლევის თანახმად, აღნიშნულ სპეციალობებზე დასაქმებულების რაოდენობა დიდად
აღემატება შესაბამის სპეციალობებში კვალიფიცირებულთა რაოდენობას, რაც გვაძლევს
საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უმეტესობა არაფორმალურ განათლებას ფლობს, თუმცა მათი
რეკვალიფიკაცია სხვა პროფესიებთან შედარებით მარტივია.
227. ასევე მაღალია მიგრაციის პოტენციალი სატვირთო მანქანის მძღოლებში.
228. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, პირველი რიგის პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ ის
ქვეყნები, რომლებთანაც უკვე დაწყებულია მოლაპარაკება, ხოლო შემდგომ დეფიციტური
პროფესიების სიის მწარმოებელი 16 ქვეყანა, რადგან მათი ინტერესია არსებული შრომითი
დეფიციტების შევსება.
229. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც დეფიციტური პროფესიების სიას არ აწარმოებენ, მიგრაციის
სამთავრობო კომისიის კვლევის თანახმად,145 გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ მალტა
და პოლონეთი, სადაც ხელოსნებზე მოთხოვნაა ხაზგასმული და ამ მიზეზით შეიძლება ეს
ორი ქვეყანა საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყნების ჯგუფს დაემატოს.146 ამასთან,
ხაზგასასმელია, რომ უნდა მოხდეს იმ ქვეყნებში შრომითი მიგრაციის პოტენციალის კვლევა
და წახალისება, რომლებიც ქართველ მიგრანტებს კონკრეტულ გამარტივებულ შრომითი
მიგრაციის სქემებს სთავაზობენ. აღნიშნულის კარგი მაგალითია პოლონეთში ქართველი
შრომითი მიგრანტებისათვის სეზონური სამუშაოს გამარტივებული შესაძლებლობა.
78
144
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა“. 2018 წ.
145
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის პოტენციალის კვლევა“. მიგრაციის
საკითხთა სამთავრობო კომისია, 2018 წ.
146
იქვე.
230.
ლეგალური დასაქმების სქემების განხორციელების მიზნით ქვეყნების
შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს ევროკავშირის საერთო
პოლიტიკას ამ სფეროში. მაგალითად, ამ ეტაპზე, რადგან ევროკავშირი
მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შიდა მობილობას დეფიციტური და ჭარბი
პროფესიების დაბალანსების მიზნით, საქართველოს მხრიდან საჭიროა ამ
პროცესებს სათანადო ყურადღება დაეთმოს.
მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მიგრანტებისათვის შრომითი მიგრაციის
კუთხით საინტერესო ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად არის იტალია, საბერძნეთი,
ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.
6.3. საზღვარგარეთ დასაქმების რეგულირების პრობლემები საქართველოში
231. საქართველოში დასაქმებულების დაცვისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელს
წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.
232. 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები.
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებებით
ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით
ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან,
შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და
კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან
დაკავშირებული საკითხები. ახალი შრომის კოდექსი დასაქმებულთა შრომის უფლებებს
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. გარდა ამისა, შრომის კოდექსით განისაზღვრა სსიპ − შრომის
ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილება, უზრუნველყოს შრომითი ნორმების ეფექტიანი
გამოყენება და განახორციელოს ზედამხედველობა გამოყენებაზე.
233. 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის სამართლის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“.
კანონის საფუძველზე შეიქმნა და 2021 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებს სსიპ − შრომის
ინსპექციის სამსახური. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა
შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულების, ასევე შრომის კოდექსით განსაზღვრული სხვა
შრომითი ნორმების შესრულებაზე.
234. შრომის კოდექსში განხორციელებული ძირეული ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს
მიეცა შესაძლებლობა, დასაქმებულთა შრომითი უფლებები ახლებურად გაეაზრებინა და
დამსაქმებელთა მიერ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ქმედითი
ზედამხედველობა დაეწესებინა.
235. რაც შეეხება კანონმდებლობის შეზღუდვებს შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასთან
დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობა
2015 წლამდე არ ჰქონდა. 2015 წლის 1 აპრილს მიღებული იქნა კანონი „შრომითი
მიგრაციის შესახებ“. კანონი არეგულირებს მხოლოდ შრომით ემიგრაციას, საზღვარგარეთ
დასაქმებაში დამხმარე შუამავალი კომპანიების რეგულირების გზით. კანონით განსაზღვრულია
რეგულირების 2 ძირითადი ინსტრუმენტი:
(ა)
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის
რეგისტრირება შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. საქმიანობა
რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში
შემავალ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში;
79
(ბ)
შუამავალი
კომპანიები
ვალდებულნი
არიან
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული
საშუამავლო საქმიანობის შესახებ დადგენილი ფორმით და წესით.
236. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი რიგ შემთხვევებში სრულყოფილ რეგულირებას
უზრუნველყოფს. კერძოდ, დეტალურადაა რეგულირებული პირის საქართველოს ფარგლების
გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, მათ შორის:
−
იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის,
მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები;
−
შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები;
−
შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები;
−
შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული
შრომითი ხელშეკრულების პირობები.
237. მოკვლევის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ „შრომითი
მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები აღნიშნული სფეროს
რეგულირებისათვის საკმარისი და ეფექტიანი არ არის.
238.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებას ან/
და საზღვარგარეთ დასაქმებაში დახმარებას, ვალდებულნი არიან
დაარეგისტრირონ საკუთარი საქმიანობა საჯარო რეესტრში (შესაბამის
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში), ისინი შეგნებულად ან ინფორმაციის
არ ქონის გამო არ აკეთებენ ამას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ
არსებობს შესაბამისი მონიტორინგის გამართული მექანიზმები, რომელიც
არარეგისტრირებული კომპანიების გამოვლენასა და მათთვის შესაბამისი
პასუხისმგებლობის ნორმის დაკისრებას შესაძლებელს გახდიდა.
შესაბამისად ვერ გროვდება შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი
ინფორმაცია. ასევე პრობლემას წარმოადგენს რეგისტრირებული კომპანიების მიერ შესაბამისი
ანგარიშების წარუდგენლობა.
80
239. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ ხაზი გაესვა, რომ არსებული მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესების
საჭიროებას კიდევ უფრო ამწვავებს ამ სფეროში მოქმედი არაკეთილსინდისიერი
ორგანიზაციების დიდი ოდენობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ
ემიგრაციას უწყობენ ხელს და მათი უფლებების დაცვას არ უზრუნველყოფენ. ამას ემატება ისიც,
რომ სოციალურ და მედია სივრცეში სულ უფრო იზრდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ,
რომლებიც დაზარალდნენ ამ სფეროში მოღვაწე არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების
მხრიდან. სამინისტროს განმარტებით, მსგავს ინფორმაციას იღებენ სამინისტროში
საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მსურველი ადამიანებისაგან, რომლებიც
სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად მიმართავენ (ასევე ხშირია შემთხვევები,
როდესაც მოქალაქეები ითხოვენ იმ კომპანიების მონაცემებს, რომლებიც სანდოა და შეუძლიათ
დაეხმარონ საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებაში).
240. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკითხები, რაც უკავშირდება შრომით ემიგრაციას
დამატებით რეგულირებას საჭიროებს, რათა უკეთესად მოხდეს კანონით განსაზღვრული
მიზნების მიღწევა:
241. კანონი დეტალურად აღწერს მხოლოდ ზოგიერთი სამინისტროსა და მთავრობის კომპეტენციას,
ხოლო დანარჩენ შემთხვევაში შემოიფარგლება ზოგადი ვალდებულებებით, რაც აღსრულების
კუთხით სირთულეებს იწვევს. წარმატებული ევროპული მაგალითები მიუთითებს, რომ
საკანონმდებლო ჩარჩო როგორც შრომითი იმიგრაციის, ისე შრომითი ემიგრაციის შემთხვევაში
უნდა მოიცავდეს მონაწილე ინსტიტუტებს, მათ როლსა და მათ კომპეტენციით მინიჭებულ
საკითხებს. აღნიშნული ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიული ხედვის
ჩამოყალიბებისა და სათანადო კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნებისთვის.
242. კანონი არ ითვალისწინებს შრომის ბაზრის დეფიციტური პროფესიების, სპეციალობებისა
და კვალიფიკაციების გამოვლენის განმახორციელებელ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და
საქართველოში შესაბამისი პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღების
შესაძლებლობათა პრიორიტეტული განვითარების გზებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც
შრომითი ემიგრაციის, ისე შრომითი იმიგრაციის ეფექტური მართვისათვის.
243. როგორც უკვე აღინიშნა, იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს
ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა,
მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების
გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია
დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას
საქმიანობის პირობები, თუმცა აღსრულების კუთხით აღნიშნული რეგულირება არასაკმარისი
აღმოჩნდა. უკეთესი რეგულირების მიზნით, უნდა შეფასდეს საჭიროებები, დარღვევების
სიხშირე და განისაზღვროს უფრო ეფექტური მექანიზმი მსგავსი საქმიანობის პირების
რეგულირებისათვის, რაც ერთი მხრივ შეიძლება მდგომარეობდეს მონიტორინგსა და
სანქციების გაზრდაში, ხოლო მეორე მხრივ ლიცენზიის ან ნებართვის შემოღებაში, რაც ასევე
ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები
განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, საჭიროა შეფასდეს ამ სანქციებისა და მსგავსი
დარღვევით მიყენებული ზარალის თანაფარდობა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ დამდგარი
ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე კანონით განსაზღვრული სანქციებია. ასევე,
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სანქციებისათვის შემაკავებელი ეფექტის ქონა.
244. შედარებით ტექნიკური საკითხია, თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რომ კანონი უნდა
ითვალისწინებდეს მისი რეგულირებიდან გამონაკლისებს, როგორც შრომითი ემიგრაციის,
ისე შრომითი იმიგრაციის კუთხით. მაგალითისათვის, საქართველოში არსებული დეფიციტური
პროფესიების შემთხვევაში, შესაძლებელია შეთავაზებული იყოს გამარტივებული წესი.
ასევე, განისაზღვროს პროფესიები, რომლებზეც არ გავრცელდება კანონი, მაგ. სამეცნიერო/
კვლევითი საქმიანობა და ა.შ. ამ თემატური მოკვლევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია
არსებობდეს გამონაკლისი, რაც გულისხმობს, რომ მთავრობის/შესაბამისი სამინისტროს მიერ
შემუშავებული კონკრეტულ შრომითი ხელშეკრულებასა ან სქემის ფარგლებში გაფორმებულ
შრომით ხელშეკრულებებზე არ გავრცელდება კანონის მოქმედება, იმ მიზნით, რომ არ შეიქმნას
ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერი.
245. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოკვლევის ფარგლებში, სსიპ საქართველოს საზღვაო
სააგენტოს მიერ ხაზი გაესვა არსებული კანონმდებლობის შეზღუდვას/საკანონმდებლო
ბარიერს, კერძოდ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იგი
არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების
81
მიზნით, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების,
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. სააგენტოს
წერილში აღინიშნა ქართველი მეზღვაურების გერმანიის საკრუიზო-სამდინარო გემებზე
დასაქმების პერსპექტივა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის კანონმდებლობით
სამდინარო-საკრუიზო გემები ნაოსნობენ შიდა წყლებში, ასეთი ტიპის გემებზე უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს ესაჭიროებათ სამუშაო ვიზა, რაც ქართველი მეზღვაურებისთვის შემაფერხებელ
გარემოებას წარმოადგენს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია
სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ქართველი მეზღვაურებისთვის ამ
ტიპის გემებზე დასაქმების მიზნით ხელშეწყობის გაძლიერება.
246.
შრომითი მიგრაციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს შრომის
ბაზარზე ბალანსის მიღწევა, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი
სამუშაო ძალის ათვისების ხელშეწყობას და სტრატეგიულ გადაჭრას
მოუძებნის „ტვინების გადინების“ პრობლემას , მეორე მხრივ კი, შრომის
ბაზარზე არსებულ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ქმედით ღონისძიებებს
გაატარებს.
ამ მიზნით, საჭიროა საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული თავისუფალი სამუშაო
ადგილების დაკავების პრიორიტეტული უფლების გათვალისწინებით, განისაზღვროს შრომითი
იმიგრანტების შეზღუდვისა და წახალისების წესი. (ე.წ. შრომის ბაზრის ტესტის საფუძველზე).
247. თუმცა წინამდებარე თემატური მოკვლევა ემსახურება შრომითი ემიგრაციის პოტენციალის
კვლევას, მოკვლევის ფარგლებში აღინიშნა, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი
ფაქტობრივად არ ეხება შრომითი იმიგრაციის რეგულირებას. მხოლოდ გარდამავალ
დებულებებშია ჩანაწერი: „საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე
შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით
დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი“.
248. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილებით დამტკიცდა
„შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის)
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის
განხორციელების წესი“, რაც, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში
შრომითი მიგრანტების რეგულირების კუთხით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს
შრომითი იმიგრაციის სფეროში არსებული მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო ვერ
უზრუნველყოფს აღნიშნული სფეროს რეგულირებასა და ამ სფეროში არსებული რელევანტური
და სწორი ინფორმაციის მოპოვებას.
82
249. მთავრობის აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის
არანაირი პასუხისმგებლობის ნორმა არ არის გათვალისწინებული, რის გამოც უმეტესწილად
ადგილობრივი დამსაქმებლები სამინისტროს ინფორმირებას არ ახდენენ. აღნიშნულზე
ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს: 2015 წლიდან (2015 წლის 1 ნოემბერი −
დადგენილების ძალაში შესვლის პერიოდი) − დღემდე საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საქართველოში დასაქმებულია 623 უცხო
ქვეყნის მოქალაქე. მაშინ როდესაც სსგს-ის ოფიციალური მონაცემებით, 2015-2018 წლებში
უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების 40,7% შრომითი ბინადრობის ნებართვებია.
ამასთან, „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს
საქართველოში 41,359 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დასაქმებული.
250. შრომითი იმიგრანტების შესახებ არსებულ მცირე ინფორმაციას ემატება ისიც, რომ არ არსებობს
მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დამსაქმებლებს მოწოდებულ ანგარიშებში არსებული
ინფორმაციული უზუსტობების გასწორება მოეთხოვოთ, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის
შრომითი იმიგრანტების თაობაზე ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის პროცესს.
251. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, იმის ფონზე, რომ შრომითი მიგრაცია
მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ეს აქტუალურობა მომავალში კიდევ
უფრო გაიზრდება, საქართველოში შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) პროცესის
რეგულირების და მართვის უკეთესი და გამართული მექანიზმების შესაქმნელად, ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მიერ გარდაუვალ საჭიროებადაა მიჩნეული არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული
ცვლილებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს:
−
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და
იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბებას;
−
შრომითი მიგრანტებისათვის ხარისხიანი საშუამავლო მომსახურების შეთავაზებას, მათი
შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას;
−
ეკონომიკური დანახარჯებისა და დანაკარგების შემცირებასა და სარგებლიანობის
გაზრდას;
−
დასაქმების კერძო სააგენტოების კანონიერი საქმიანობის წახალისებას და სახელმწიფოს
მხრიდან მათი განვითარების მხარდაჭერას;
−
ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის
არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას.
252. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში მუდმივი
ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი ბინადრობისა და სამუშაო ვიზის (D1)
გაცემის დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდასა და უწყებათაშორის თანამშრომლობის
გაუმჯობესებას.
253. გარდა აღნიშნულისა, მოკვლევის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ აღინიშნა
საჭიროება, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მიგრანტების დაბრუნებას და მათი
ცოდნის/გამოცდილების სწორ მართვასა და ინვესტირებას, როგორც მათი ინდივიდუალური,
ასევე ქვეყნის განვითარების მიზნით. ასევე ხაზი გაესვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების
საჭიროებების ანალიზისას შრომითი მიგრაციის საკითხები განხილული უნდა იყოს
მაქსიმალურად კომპლექსურ ჭრილში, სხვა ურთიერთმკვეთი სფეროების და რიგ შემთხვევებში
მოვლენების/პროცესების (მაგ. პოსტ-პანდემიური სიტუაცია და ა.შ.) გათვალისწინებით.
6.4. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლეგალური მიგრაციის პირობებში
ევროკავშირის შრომის ბაზრის მოთხოვნების მისადაგების მიზნით
254. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის შრომის ბაზრის მოთხოვნები არის მზარდი და მოითხოვს
კონკრეტულ კვალიფიკაციასა და უნარებს, რის განვითარებაში ხელშეწყობაც სახელმწიფოს
როგორც ერთიანი პოლიტიკის, ისე შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა. ლეგალური
მიგრაციის პირობებში ევროკავშირის შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების
83
მიზნით, მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში მრავალფეროვანი
მექანიზმების შეთავაზება.
პროფესიული განათლების შესახებ ახალმა კანონმა აღნიშნული
მიმართულებით სისტემის განვითარების შესაძლებლობა შექმნა.
კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2019 წელს დამტკიცდა და ამოქმედდა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების
ეროვნულ კვალიფიკაციათა განახლებული ჩარჩო და საერთაშორისო დონეზე განსაზღვრული
სწავლის სფეროების (ISCED) შესაბამისი განათლების სფეროების კლასიფიკატორი, ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩო დაეფუძნა ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებსა და
პრინციპებს, რაც განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების
თავსებადობას და აღიარებას შეუწყობს ხელს.
255. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდა და დამტკიცდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის − დიპლომისა და მისი დანართის ფორმა „EUROPASS“-ის შესაბამისად, ასევე
დიპლომის დანართის შევსების ინსტრუქცია, რითაც პროფესიული განათლების დიპლომი
ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი გახდა.
256. დაიწყო ახალი საგანმანათლებლო სერვისების დანერგვა. შეცვლილი სისტემისა და
რეგულაციების საფუძველზე ტრანსფორმირდა ფორმალური განათლების მხოლოდ
საგანმანათლებლო ინსტიტუციებში მიღების იდეა და აქამდე არსებულ მომწოდებლებსა
და კვალიფიკაციებს დაემატა კერძო სექტორი საგანმანათლებლო კომპონენტით და
არასტანდარტული კვალიფიკაციები. შეიქმნა ცალკეული კომპეტენციების/უნარების შესწავლის
შესაძლებლობა ზრდასრული მოსახლეობისათვის, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში,
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების გზით. მოკვლევის ფარგლებში
მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე ფორმალური განათლების
ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების
უფლება მიიღო 53-მა იურიდიულმა პირმა 230-ზე მეტ მოკლევადიან პროგრამაზე, აქედან, 14
დაწესებულება კერძო სექტორის წარმომადგენელია. მოკლევადიან პროგრამებზე ჩაირიცხა
3000-ზე მეტი პირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ დააფინანსა 167 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა.
257. ჩამოყალიბდა არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარების მექანიზმი, რომლის მიზანიცაა, მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების
მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის,
პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/
და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. 2021 წლის მაისის
მონაცემებით, არაფორმალური განათლების აღიარების უფლება უკვე მოიპოვა სამმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
258.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს პროფესიული განათლების
სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და
ადგილობრივი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, როგორც
ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
84
ევროკავშირის შრომის ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაციის მიზნით პროფესიული
განათლების ჭრილში სისტემის განვითარება და გაძლიერება შესაძლებელია რამდენიმე
მიმართულებით. კერძოდ, აღნიშნული მიზნით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებული
სტანდარტების დანერგვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას როგორც პოლიტიკის
შემუშავების, ისე რეგულაციების დადგენის, მიდგომების განსაზღვრისა თუ სხვა დონეზე.
259. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით,
ბოლო წლების განმავლობაში სისტემის დონეზე არაერთი ფუნდამენტური ცვლილება
განხორციელდა, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი პროფესიული განათლების შესახებ
ახალი კანონის მიღებამ. ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის შემოდგომაზე
მიიღო, რამაც შექმნა სამართლებრივი საფუძველი ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების
განხორციელებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ არსებულ დაწესებულებებში. მომზადდა და
წარდგენილ იქნა დასამტკიცებლად გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და
განხორციელების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
260. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის მიმართულებით
მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების
აუცილებელ პირობას პროფესიულ განათლებაში კრედიტების სისტემის თავსებადობა
წარმოადგენს. შესაბამისად, სამინისტრომ სხვადასხვა უწყებებისა და პარტნიორების
მხარდაჭერით 2020 წელს დაასრულა მუშაობა მარეგულირებელ აქტზე, რომელიც პროფესიულ
განათლებაში კრედიტების სისტემის შემუშავება-დათვლის პროცესს არეგულირებს. დოკუმენტი
უკვე დამტკიცებულია და მის შესაბამისად, პროფესიული განათლება გადადის კრედიტების
სისტემაზე, რომელიც ეფუძნება ევროპულ მექანიზმს − „ECVET“. აღნიშნული ინსტრუმენტით
საქართველო შეძლებს გააძლიეროს მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან და უზრუნველყოს
სტუდენტთა მობილობის მხარდაჭერა.
261. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით რამდენიმე
საინტერესო, პრაქტიკულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. სამინისტროს, გაეროს
განვითარების პროგრამისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით,
სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით
დაიწყო პროექტი − „პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო
პრაქტიკის ინიციატივა საქართველოსა და გერმანიას/ბრიტანეთს შორის აგრარული
მიმართულებით“, რომლის ფარგლებშიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
წარმომადგენლები და განათლების სპეციალისტები/ექსპერტები გადამზადდნენ კემბრიჯის
საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური პროგრამის ფარგლებში და აგრარული პროფილის
პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებმა 5 თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა
გაიარეს სამხრეთ გერმანიაში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გერმანული სერტიფიკატები
ბადენ-ვიუტემბერგის აგრარული ტერიტორიებისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრის,
პეტერ ჰაუკის ხელმოწერით გადაეცათ. თუმცა, მიუხედავად ნათლად გამოხატული პროგრესისა,
სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების
აღიარების მექანიზმების გამრავალფეროვნება და ყველა რეგიონის მასშტაბით შეთავაზება.
6.5. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული გამოწვევები იქ დასაქმებული საქართველოს
მოქალაქეებისათვის
262. შრომითი მიგრაცია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ
ძირითად აქტუალურ გამოწვევას წარმოადგენს. ბოლო 30 წლის მანძილზე იცვლებოდა მისი
მასშტაბი, ინტენსივობა და მიმართულებები, თუმცა უცვლელია განმაპირობებელი ფაქტორები,
ხასიათი, მასთან დაკავშირებული შედეგები და რისკები.
85
263. საქართველო შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით ემიგრაციული ხასიათის ქვეყანაა.
საქართველოდან შრომითი ემიგრაცია ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის
მიზეზებით (უმუშევრობა, დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების სიმცირე) არის
განპირობებული. საქართველოში შრომითი ემიგრანტების ფულადი და სხვა სახის გზავნილები
ხშირ შემთხვევაში აქ მყოფი მათი ოჯახის წევრებისთვის არსებობისა და თვითგადარჩენისათვის
ერთადერთი საშუალებაა. რომ არა ეს ფულადი გზავნილები, საქართველოში მოსახლეობის
სიღარიბის დონე არსებულზე ბევრად მაღალი იქნებოდა. მიუხედავად კრიზისისა და
პესიმისტური პროგნოზებისა, გზავნილების რიცხვი 2020 წელს წინა წელთან შედარებით
8.8%-ით გაიზარდა და წინა დეკადის უმაღლეს ნიშნულს − 1.9 მილიარდ აშშ დოლარს
მიაღწია.147 ასეთი გზავნილების ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა მსოფლიო ბანკის კვლევაზე
დაყრდნობით, ქვეყანაში ყოველწლიურად მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ფულადი
გზავნილი შემოდის და მათგან, სავარაუდოდ, სწორედ ყველაზე დიდ ნაწილს შრომითი
მიგრანტების გზავნილები შეადგენს.
264. უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, დღემდე საქართველოდან შრომითი ემიგრაცია
ძირითადად არალეგალური ხასიათისაა. არალეგალური მიგრაცია კი უკავშირდება უამრავ
ნეგატიურ ასპექტს, როგორიცაა უფლებების დაცვის შესაძლებლობის არქონა, არა ღირსეული
ანაზღაურება და ა.შ. ასევე, არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში ხშირად ხდება ჩვენი
თანამემამულეების იძულებითი დაბრუნება (დეპორტაცია, რეადმისია). იძულებითი დაბრუნება
კი არსებითად ამძიმებს ემიგრანტების ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. კვლევების
მიხედვით, საქართველოდან შრომითი ემიგრანტების ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ
წასასვლელად ვალს იღებს, ან ყიდის ქონებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი რისკის
შემცველია, ვინაიდან წარუმატებელი ემიგრაციის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებისას
მიგრანტს და მის ოჯახს გამორჩეულად რთულ პირობებში აყენებს. ასეთ ადამიანთა
სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა პრაქტიკა მოწმობს, რომ მათი რიცხვი არცთუ
მცირეა და ისინი ემატებიან „უსახლკაროთა“ კატეგორიას, რომელიც საქართველოში მზარდი
ტენდენციით ხასიათდება.
265. სწორედ ამიტომ,
მნიშვნელოვანია შრომითი მიგრაციის ლეგალური საშუალებების არსებობა,
რათა იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც საკუთარი ძალების საზღვარგარეთ
მოსინჯვა/რეალიზაცია სურთ, ეს ლეგალურად გააკეთონ და ამ პროცესით
მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
266. თემატური მოკვლევის ფარგლებში, IOM-ის მიერ აღინიშნა, რომ პრობლემების პირველი
ნაწილი უკავშირდება ინფორმაციის ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და მისი სანდოობის
გადამოწმების მექანიზმების არარსებობას; მეორეა − ენობრივი ბარიერები; მესამე − სამუშაოს
მაძიებლის მხრიდან თვითშეფასების, სამუშაოს ძებნისა და თვითპრეზენტაციის უნარების
ნაკლებობა; მეოთხე − შესაბამისი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების სისუსტე; მეხუთე
− მიმღებ ქვეყნებში დასაქმების პირობების მონიტორინგისა და შრომითი მიგრანტების
უფლებების დაცვის ეფექტიანი სისტემის ნაკლებობა.
267. მიუხედავად
ზემოხსენებული
მიმართულებებით
შესაბამისი
სამინისტროების
მიერ
განხორციელებული ღონისძიებებისა, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო შრომის ბაზარზე
სამუშაო ძალის ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოკვლევის ფარგლებში
მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმ საკითხებზე, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაა
საჭირო, რაც მოიცავს:
147
86
“Remittance Inflows in Georgia during Covid-19 Crisis”. 2021. PMCG. 2021.
https://www.pmcg-i.com/publications_show/340/Issue-127
−
მასპინძელ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობის მექანიზმების
შემუშავებას (ენობრივი ბარიერის გადალახვა, ინფორმაცია მასპინძელი ქვეყნის
რეგულირებების, მიგრანტთა უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც დიასპორული
ორგანიზაციების მიერ მოწოდებული შეთავაზებით, სასურველია მომზადდეს ქართულ
ენაზე);
−
დიასპორული ორგანიზაციის მიერ აღინიშნა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის
პროგრამისა და ემიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური და სამსახურებრივი
რეინტეგრაციის თანმხლები პოლიტიკის შემუშავების საჭიროება;
−
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ
საკითხებს შორის, ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი პროფესიის
ფლობის დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის არქონა;
−
იუსტიციის სამინისტროს მიერ ხაზი გაესვა სხვა წარმოშობის ქვეყნებთან არსებულ
კონკურენციას, არალეგალურ მიგრაციასა და მისგან მომდინარე შედეგობრივ
შეზღუდვებს, პანდემიასა და მის ფონზე რთულად პროგნოზირებად ვითარებას მიმღები
ქვეყნების შრომის ბაზარზე, ინფორმაციულ უზრუნველყოფას, მოთხოვნადი პროფესიების
სპექტრის გაზრდას ან პირიქით შემცირებას, კვოტებს და ა.შ.
−
დიასპორული ორგანიზაციების მიერ აღინიშნა შემთხვევები, როდესაც შრომითი
მიგრანტების მიზანმიმართული ჩართვა ხდება ტრეფიკინგში და ხაზი გაესვა
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის არსებობის საჭიროებას;
−
დიასპორული ორგანიზაციების მიერ ასევე ხაზი გაესვა მშრომელთა პროფესიულ
გაერთიანებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა როლიც შეიძლება
ძალიან მნიშვნელოვანი იყოს არალეგალური შრომითი მიგრანტების ლეგალურ სქემებში
ინტეგრაციისათვის.
87
7.
რეკომენდაციები ევროკავშირის შრომის ბაზარზე
ინტეგრაციისთვის მომზადების და მიგრაციის ლეგალური
გზების ხელშეწყობისთვის
268. თემატური მოკვლევის ფარგლებში მოპოვებული წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების,
არსებული სტატისტიკური მონაცემებისა და სხვადასხვა საერთაშორისო, სახელმწიფო თუ
ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მსგავს თემებზე უკვე განხორციელებული მოკვლევების
ანალიზის საფუძველზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა წინამდებარე რეკომენდაციები შეიმუშავა.
269. რეკომენდაცია 1: მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით
კვლევების გაძლიერება. ნათელია, რომ ეფექტური პოლიტიკის შემუშავება რთულია
შესაბამისი სანდო მტკიცებულებებისა და მონაცემების გარეშე. შესაბამისად, რეკომენდებულია
რეგულარული კვლევებისა და შეფასებების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:
(1) შრომის ბაზარი, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და მუნიციპალურ თუ სექტორულ/
დარგობრივ დონეებზე; (2) უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებების
სწავლების ხარისხის შეფასებები; (3) პოტენციური, არსებული და დაბრუნებული მიგრანტების
კვლევები მათი საჭიროებების შესასწავლად უნარების გაძლიერების/გამოყენების კუთხით.
270. როგორც აღინიშნა, ამ ეტაპზე რამდენიმე სახელმწიფო უწყება ქმნის კვლევებსა შრომის
ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
მიერ განხორციელებულია „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“ (2017 და 2020 წწ).
ასევე, შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევები ტურიზმის ინდუსტრიასა (2018 წ.) და
სამშენებლო ინდუსტრიაში (2019 წ.). რაც შეეხება შრომის ბაზრის ყოველწლიურ ანალიზებს,
შემუშავებულია შრომის ბაზრის წლიური ანალიზის ანგარიშები 2017-2020 წლებისთვის.
მასში გაანალიზებულია შრომის ბაზრის ტენდენციები, მათ შორის დასაქმების სტრუქტურის
ცვლილება და დასაქმების მაჩვენებლებში კერძო სექტორის როლი. ასევე, სახელმწიფო და
კერძო დასაქმების სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაყრდნობით მოცემულია
შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის ანალიზი. მნიშვნელოვანია, სისტემატიურად
ჩატარდეს როგორც უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის, ასევე სექტორულ დონეზე შრომის ბაზრის
საჭიროებების კვლევა. საწყის ეტაპზე, ადამიანური და ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის
გათვალისწინებით, ასეთი კვლევების საგანი უნდა იყოს ყველაზე მოთხოვნადი სექტორები,
სადაც დასაქმება უფრო მაღალია და შემდეგ აუცილებლად მოიცვას ყველა მნიშვნელოვანი
სექტორი.
271. მნიშვნელოვანია, მოხდეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსა და სააგენტოში უკვე
არსებული მონაცემების სისტემატიზაცია და ანალიზი. მაგალითად, დასაქმების სახელმწიფო
სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზებში არსებული
მონაცემები, რაც იძლევა შრომის ბაზრის საჭიროებების პირველადი ანალიზის საშუალებას.
თუმცა მნიშვნელოვანია ყველა ასეთი ორგანიზაციისათვის განისაზღვროს მეთოდოლოგიური
სახელმძღვანელო მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების სტანდარტიზაციის მიზნით, რაც
სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების სხვადასხვა ჭრილში (წლების, გენდერის,
პროფესიების, ასაკის და ა.შ.) შედარების საშუალებას უზრუნველყოფს.
88
272. საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების სქემების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
გაგრძელდეს ევროკავშირის სამიზნე ქვეყნების შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის
მონიტორინგი. ევროკავშირი შრომითი ბაზრის პრობლემების მოგვარებას ცენტრალურ დონეზე
ცდილობს, ხოლო ქვეყნები, მათი ეროვნული რეგულირების ჭრილში. ეს განსაკუთრებით
გამოიკვეთა კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის შედეგების აღმოფხვრის მცდელობისას. ამდენად,
მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ცენტრალური და მეორე მხრივ, კონკრეტულ ქვეყნებში
მოთხოვნილი კონკრეტული სპეციალობების ჭრილში დინამიკური დაკვირვება. შესწავლის
საგანი უნდა იყოს არა მხოლოდ დეფიციტური პროფესიები, არამედ კონკრეტული
სპეციალისტების უნარები და კომპეტენციები. ზოგიერთი ევროპის წევრი ქვეყნის
საგანმანათლებლო დაწესებულებები, შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის კუთხით,
კურიკულუმების უნიფიცირების მიზნით თანამშრომლობენ. ზოგიერთი ქვეყანა კი,
დამსაქმებელთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა კოორდინაციით, აღნიშნულს
უფრო ქვედა დონეზე უწყობს ხელს. აქვე უნდა აღინიშნოს ციფრული ეკონომიკის პირობებში,
კვალიფიკაციათა უმეტესობის შემთხვევაში ციფრული უნარების განვითარების მზარდი როლი,
რასაც საქართველოშიც სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.
273. შრომის ბაზრის პოლიტიკა უნდა იყოს საკმარისად მოქნილი და განისაზღვროს მონაცემებზე
დაფუძნებით.
274. რეკომენდაცია 2: საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების სფეროში არსებული
ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის გამდიდრება. მნიშვნელოვანია უფლებამოსილი
სამინისტროების და საკონსულოების მიერ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შრომით
მიგრაციასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების მიზნით. ამ მიზნის
განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, მონაცემების საფუძველზე მოხდეს ქვეყნები შერჩევა
და მოლაპარაკების ინიცირება. კერძოდ, გათვალისწინებულ იქნას ევროკავშირის ის წევრი
ქვეყნები, რომელთაც შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების
პრაქტიკა გააჩნიათ. ასევე ქვეყნები, რომლებიც დეფიციტურ პროფესიებზე დაკვირვებას
აწარმოებენ და ქვეყნები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული კავშირი (უკვე არსებული
მიგრანტების რაოდენობა, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების გამოცდილება) არსებობს.
275. რეკომენდებულია საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ორმხრივი შეთანხმებებზე
მუშაობის სხვადასხვა დონეზე ხელშეწყობა, კერძოდ ცენტრალურ დონეზე, უფლებამოსილი
სამინისტროების მიერ, სააგენტოების დონესა (მაგ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
სააგენტოს დონეზე) და რეგიონულ/მუნიციპალურ დონეზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში,
სამიზნე რეგიონების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონული თავისებურებანი.
მაგალითად, შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ზღვისპირა რეგიონისა და
ევროპული ზღვისპირა რეგიონების თანამშრომლობის შესაძლებლობები.
276. ლეგალურად დასაქმების ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებისას მნიშვნელოვანია
გათვალისწინებულ იქნას საქართველოს მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების საკითხი −
დასაქმებულ პირთა საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილეობა და საზღვარგარეთ დასაქმების
პერიოდში დაგროვებული საპენსიო დანაზოგის გაცემის/ტრანსფერის წესზე შეთანხმება.
277. სახელმწიფოთაშორისი და ინსტიტუციური ორმხრივი ხელშეკრულებებით რეკომენდებულია
კიდევ უფრო გაძლიერდეს სტუდენტებისა და სასწავლო პერსონალის მიზნობრივი გაცვლითი
პროგრამები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ
სასწავლებლებს შორის მოთხოვნად სფეროებში. პროფესიული სასწავლებლებისთვის ეს ჯერ
კიდევ სიახლეს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირი კავშირების დამყარება
საქართველოსა და ევროკავშირი წევრი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებს
შორის სტუდენტთა მობილობის გაზრდის მიზნით ყველაზე დეფიციტურ სფეროებში ყველა
ჩართული მხარისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი, იმ თვალსაზრისითაც, რომ ქართველ
კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ცირკულარული
მიგრაციის პროგრამებში.
278. რეკომენდაცია 3: ინფორმირებულობის გაძლიერება. ა) რეკომენდებულია ევროკავშირის
ქვეყნებში არსებული ლეგალური დასაქმებისა და სამართლებრივი რეგულაციების
შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარების გაძლიერება სამიზნე ჯგუფებში, რათა
საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებლებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული თუ რა გამოწვევების
წინაშე შეიძლება დადგნენ არალეგალური მიგრაციის შემთხვევაში. ბ) სამიზნე ჯგუფებისათვის
89
ინფორმირებულობის გაძლიერება წევრ ქვეყნებში არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა
(შრომის და სოციალური დაცვის კანონმდებლობა) და სამართლებრივი დაცვის საშუალებების
შესახებ. გ) ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ადგილობრივი ენის ცოდნა აუცილებელია
დასაქმებისათვის. ამდენად, ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნებისათვის,
სქემაში ჩართვის წინა მოსამზადებელი პერიოდი აუცილებლად უნდა მოიცავდეს საჭირო ენის
შესწავლის კომპონენტსაც (პარაგრაფი 267).
279. ამ მიზნის მისაღწევად რეკომენდებულია საქართველოს საკონსულოების ვებ-გვერდებზე
ადვილად ხელმისაწვდომი და დაზუსტებული ინფორმაციის განთავსება ევროკავშირის
შრომის ბაზარზე დასაქმებულთათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და შრომასთან
დაკავშირებულ უფლებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციული ჩანართების მომზადება,
სასურველია, დაიწყოს იმ ქვეყნების საკონსულოებიდან, სადაც ყველაზე მეტი ქართველია
დასაქმებული და ასევე, იმ ქვეყნების საკონსულოებში, სადაც შრომითი მიგრაციის სქემების
განვითარების პოტენციალი არსებობს.
280. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.
რეკომენდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნას ამ მიზნის
მისაღწევი გეგმა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რაც მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებსა
და არსებული ევროკავშირის შრომის ბაზარზე დასაქმების სქემებთან დაკავშირებული
სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიები ერთი
მხრივ აამაღლებს ცნობადობას ევროკავშირის შრომის ბაზარზე ლეგალური დასაქმების
შესაძლებლობის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარება უფლებამოსილ სააგენტოებს
ამ ნაკადების მართვაში (მაგ. კონკრეტული სქემის ფარგლებში მოთხოვნილი სასოფლოსამეურნეო მუშაკების მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე არ გამოცხადდებიან
სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები) (პარაგრაფები 262-267).
281. რეკომენდაცია 4: შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის დახვეწა.
კერძო დასაქმების სააგენტოების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული
ბაზის დახვეწა. რეკომენდებულია საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დასაქმების კერძო სააგენტოებისათვის უკვე არსებული
რეგულაციებისა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გადახედვა და დახვეწა
ევროკავშირის ბაზარზე ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების სრულად გამოყენებისა
და მიგრანტების უსაფრთხო დასაქმების თვალსაზრისით. ეს ასევე გაზრდის ნდობას ამგვარი
სააგენტოების მიმართ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია რეგულაციებისა და სახელმწიფო
კონტროლის მექანიზმების დახვეწა დამსაქმებელ სააგენტოებთან და პროფკავშირებთან
კონსულტაციებისა და თანამშრომლობის საფუძველზე, რათა არ მოხდეს სექტორის ზედმეტი/
გადამეტებული რეგულირება, რაც პირიქით, ბიზნესის წარმოებისათვის ხელისშემშლელ
ფაქტორად შეიძლება იქცეს.
90
282. პირი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით
მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები,
თუმცა აღსრულების კუთხით აღნიშნული რეგულირება არასაკმარისი აღმოჩნდა. უკეთესი
რეგულირების მიზნით, ზემოთაღნიშნული პრინციპებით (მონაცემებზე დაყრდნობითა და
სათანადო კონსულტაციის საფუძველზე) უნდა შეფასდეს საჭიროებები, დარღვევების სიხშირე და
განისაზღვროს უფრო ეფექტური მექანიზმი მსგავსი საქმიანობის პირების რეგულირებისათვის,
რაც ერთი მხრივ შეიძლება გულისხმობდეს მონიტორინგსა და სანქციების გაზრდას,
ხოლო მეორე მხრივ ლიცენზიის ან ნებართვის შემოღებას, რაც ასევე მიღებული პრაქტიკაა
ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. ამავდროულად შესაძლებელია წახალისების
მექანიზმების შეთავაზებაც.
283. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, საჭიროა
ასევე შეფასდეს ამ სანქციებისა და მსგავსი დარღვევით მიყენებული ზარალის თანაფარდობა.
ერთი შეხედვით ჩანს, რომ დამდგარი ზიანი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე
კანონით განსაზღვრული სანქციებია. ასევე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ფინანსური
თუ ადმინისტრაციული სანქციებისათვის შემაკავებელი ეფექტის ქონა.
284. შესაძლებელია, კერძო დასაქმების სააგენტოების სერტიფიცირება იყოს შუალედური და
ნაკლებ ინვაზიური გზა მათი უკეთ რეგულირებისათვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიერ შესაძლებელია
განისაზღვროს ასეთი სააგენტოების სერტიფიცირებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მაგალითად, შესაბამისი ფართისა და ტექნიკის არსებობა, შესაბამისი პერსონალის (მაგ.
კვალიფიციური იურისტის არსებობა). სერტიფიცირებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს
ვადა და ახლად დაფუძნებული იურიდიული პირებისათვის ხელისშემშლელი არ იყოს საწყის
ეტაპზე სერტიფიკატის გარეშე ფუნქციონირება.
285. რეკომენდაცია 5: საქართველოს შრომის ბაზრის სამართლებრივი რეგულირება.
გარდა მეორე რეკომენდაციისა, რიგი საკითხები მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის
დახვეწას. მათ შორის, ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწასა და შრომითი მიგრაციის სფეროში
კომპეტენციების გადანაწილებას: კანონი დეტალურად აღწერს მხოლოდ ზოგიერთი
სამინისტროსა და მთავრობის კომპეტენციას, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში შემოიფარგლება
ზოგადი ვალდებულებებით, რაც აღსრულების კუთხით სირთულეებს იწვევს. წარმატებული
ევროპული მაგალითები მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო როგორც შრომითი
იმიგრაციის, ისე შრომითი ემიგრაციის შემთხვევაში უნდა მოიცავდეს მონაწილე ინსტიტუტებს,
მათ როლსა და მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. აღნიშნული ასევე კრიტიკულად
მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებისა და სათანადო კოორდინაციის
უზრუნველყოფის მიზნებისათვის.
286. შრომის ბაზრის ანალიზის დანერგვა საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მართვის კუთხით:
კანონი არ ითვალისწინებს შრომის ბაზრის დეფიციტური პროფესიების, სპეციალობებისა
და კვალიფიკაციების გამოვლენის განმახორციელებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს და
საქართველოში შესაბამისი პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღების
შესაძლებლობათა პრიორიტეტული განვითარების გზებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც
შრომითი ემიგრაციის, ისე შრომითი მიგრაციის ეფექტური მართვისათვის.
287. შრომითი ბაზრის დაბალანსების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება: შრომითი მიგრაციის
რეგულირების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს შრომის ბაზარზე ბალანსის მიღწევა, რაც ერთი
მხრივ ადგილობრივი სამუშაო ძალის ათვისების ხელშეწყობას უზრუნველყოფს და „ტვინების
გადინების“ პრობლემას მოუძებნის სტრატეგიულ გადაჭრას, მეორე მხრივ კი, შრომის ბაზარზე
არსებულ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ქმედით ღონისძიებებს გაატარებს. ამ მიზნით, საჭიროა
საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული თავისუფალი სამუშაო ადგილების დაკავების
პრიორიტეტული უფლების გათვალისწინებით, განისაზღვროს შრომითი იმიგრანტების
შეზღუდვისა და წახალისების წესი. (ე.წ. შრომის ბაზრის ტესტის საფუძველზე). ასევე, თუ
შესაბამისი კვლევები აჩვენებს ქართულ შრომის ბაზარზე სეზონური სამუშაოს დეფიციტს,
სარგებლის მომტანი იქნება სეზონური სამუშაოს რეგულირებაც.
288. შრომის დეფიციტის დასაძლევად შეიძლება გამოყენებული იქნას სამი ძირითადი ტიპის
ღონისძიება: ღონისძიებები კონკრეტული რეგიონების, სექტორების ან პროფესიების
მიმზიდველობის გასაზრდელად; შრომის ბაზრის ბარიერების გადალახვის ზომები ისეთი
ჯგუფებისთვის, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები, მიგრანტები ან
ეთნიკური უმცირესობები; და ზომები არსებული შრომის ძალის გამოყენების გასაუმჯობესებლად
სამუშაოს მისადაგების მომსახურების (job matching services) გაუმჯობესებით, უნარ-ჩვევების
91
შეუსაბამობის აღმოფხვრით და შრომის ბაზრიდან გასვლის თავიდან აცილებით. შრომის
დეფიციტის აღმოსაფხვრელად პოლიტიკის შემუშავებისას უმნიშვნელოვანესია ეროვნულ,
რეგიონულ და დარგობრივ დონეზე დეფიციტის ძირითად მამოძრავებელთა შეფასება, ხოლო
მდგრადი შედეგების მისაღწევად, პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაა საჭირო.
289. საკანონმდებლო ბარიერების აღმოფხვრა: შედარებით ტექნიკური საკითხია, თუმცა მაინც
აღსანიშნავია, რომ კანონი მისი რეგულირებიდან გამონაკლისებს უნდა ითვალისწინებდეს,
როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე შრომითი იმიგრაციის კუთხით. მაგალითისათვის,
საქართველოში არსებული დეფიციტური პროფესიების შემთხვევაში, შესაძლებელია
შეთავაზებულ იქნას გამარტივებული წესი. ასევე, განისაზღვროს პროფესიები, რომლებზეც
არ გავრცელდება კანონი, მაგ. სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობა და ა.შ. ამ თემატური
მოკვლევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს გამონაკლისი, რაც გულისხმობს,
რომ მთავრობის/შესაბამისი სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული შრომითი
ხელშეკრულების ან სქემის ფარგლებში გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებზე არ
გავრცელდება კანონის მოქმედება, რათა არ შეიქმნას ხელოვნური საკანონმდებლო ბარიერი.
290. რეკომენდაცია 6: ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინსტიტუციური ჩარჩოსა
და კომპეტენციების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა. ლეგალური მიგრაციის
ხელშეწყობის საკითხები მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ
მუშაობას. საჭიროა, რომ შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები
ბუნდოვანი არ იყოს და არ რჩებოდეს არცერთი შესაბამისი სამინისტროს რეგულირების მიღმა
ან/და პირიქით, ერთი და იგივე ქმედება ერთდროულად რამდენიმე ორგანოს კომპეტენციაში
არ შედიოდეს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია კანონით გაიწეროს ისეთი მნიშვნელოვანი
კონტრიბუტორების როლი, როგორიცაა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (შრომის ბაზრის კვლევის
ჭრილში), სტატისტიკის ეროვნული სამსახური (სტატისტიკური კვლევების წარმოების ჭრილში).
ინსტიტუციურ მოწყობაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს სახელმწიფო ორგანოების
რეგიონული/ადგილობრივი
ერთეულების/მმართველობების
ჩართულობა.
როგორც
წარმატებული ევროპული მაგალითები მეტყველებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სწორედ ადგილობრივ დონეზე მოიპოვება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი
ერთეულების ჩართულობა მნიშვნელოვანია კონკრეტულ სექტორში საზღვარგარეთ ლეგალური
დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით (მაგ. ზღვისპირა
რეგიონებიდან მეთევზეობა).
291. დღეის მდგომარეობით, საქართველოში შრომითი მიგრაციის მართვის სფერო წარმოდგენილია
შემდეგი ინსტიტუტების სახით:
შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველო საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში (სულ 3 თანამშრომელი);
შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
სააგენტოს შემადგენლობაში (სულ 14 თანამშრომელი).
292. აღნიშნული თვალნათლივ ადასტურებს პირველ რიგში ადამიანური და ფინანსური რესურსების
გაზრდის საჭიროებას, რათა მათ შეძლონ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების სფეროში
ეფექტიანი საქმიანობა. ამასთან, უნდა გაიზარდოს მათი უფლებამოსილება და კომპეტენციები
შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის სფეროში, რასაც დაჭირდება შესაბამისი
საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა და განვითარება.
92
293. პირველი რეკომენდაციის ეფექტური აღსრულების მიზნით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ
მიმართულებით რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე დასაქმების სერვისების თანაბრად
ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო თითო-თითო კადრით
მხოლოდ საქართველოს სამ რეგიონშია წარმოდგენილი (პარაგრაფები 129, 140, 168).
294. ასევე, პირველი რეკომენდაციის გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამის სახელმწიფო
ინსტიტუტებს შორის კვლევის ფუნქციის სწორი განაწილება. შრომით მიგრაციასთან
დაკავშირებით კვლევასა და ანალიზზე პასუხისმგებლად მოიაზრება საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო, თუმცა მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მფლობელობაში
არსებულ მონაცემებზე დროული წვდომისა და კოორდინაციის მექანიზმების არსებობა. ამასთან,
მნიშვნელოვანია, კვლევების არსებული შეზღუდვების (რაოდენობრივი, ხარისხობრივი,
ვალიდურობა და ა.შ.) აღმოფხვრა. (მაგ. პერიოდულობა − იშვიათადაა ხელმისაწვდომი
პერიოდული კვლევები, რომელიც შედარების, ტენდენციების გამოვლენის კარგი საშუალებაა).
სახელმწიფო ინსტიტუტების ერთიანი ძალისხმევით ამგვარი მონიტორინგი და კვლევა
შესაძლებელია გამოყენებული იქნას მნიშვნელოვან წყაროდ საზღვარგარეთ ლეგალურად
დასაქმების სფეროში რისკების ანალიზის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას.
კვლევების კონტრიბუტორებად მოიაზრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო (შრომის ბაზართან, უნარებზე საწარმოო მოთხოვნებთან, სექტორული შრომის
ბაზრის კვლევებთან დაკავშირებით), სტატისტიკის ეროვნული სამსახური, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო,
სოციალური მომსახურების სააგენტო და ა.შ.
295. ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ორმხრივი სქემების
განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ქართული სამუშაო ძალის შესახებ უფრო დეტალური
ინფორმაციის ფლობა (კვალიფიკაცია, უნარები, შეზღუდვები). შესაძლებელია განისაზღვროს
პრიორიტეტები, სადაც საზღვარგარეთ დასაქმების უფრო დიდი პოტენციალია. მაგალითად,
მონაცემების შეგროვების შედეგად, საქართველოს შრომის ბაზარზე თუ იდენტიფიცირდება
ჭარბი მუშა-ხელი ამა თუ იმ პროფესიაში, შესაძლებელია, ამგვარი სქემებით ხელი შეეწყოს
სწორედ ამ ჭარბი მუშა-ხელის გადამზადებასა და დასაქმებას ევროკავშირის შრომის ბაზარზე.
296. უკვე არსებული მონაცემების იდენტიფიცირების, შეგროვებისა და სისტემატიზაციის მიზნების
უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო
კომისიის კოორდინაციის მექანიზმები.
297. რეკომენდაცია 7: მხარდაჭერის სქემების შემუშავება და დანერგვა. გარდა მესამე
რეკომენდაციაში განსაზღვრული საშუალებებისა, რეკომენდებულია შემუშავდეს მხარდაჭერის
სქემები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს დასაქმების ქვეყანაში საკონსულოების მიერ
ადმინისტრირებულ მხარდაჭერასა და დასაქმების გამგზავნი სააგენტოების კოორდინაციის
მექანიზმებს. ამის საშუალებით შრომით მიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროული
და ეფექტური დახმარება საქართველოს შესაბამისი უწყებიდან, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო,
ვერ შეძლეს დასაქმების ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.
ამ შემთხვევაში, საკონსულოების როლი განისაზღვრება კოორდინაციითა და თითოეულ
განაცხადზე ინდივიდუალური მიდგომით. ამასთან, იმდენად, რამდენადაც დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უკვე ახორციელებს ამგვარი მხარდაჭერის მექანიზმებს
(მაგ. გერმანიაში ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე გაგზავნილი დასაქმებულების
მხარდაჭერას), შესაძლებელია განისაზღვროს ამ ორგანიზაციის როლი საზღვარგარეთ
დასაქმებულების (არა კონკრეტული სქემების ფარგლებში) მხარდაჭერისათვის. თუმცა
ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესის სამართავად მნიშვნელოვანია სათანადო ადამიანური და
ტექნიკური რესურსი (პარაგრაფები 262-267).
298. რეკომენდაცია 8: პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება. რეკომენდებულია
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისა და დაწესებულებებსა და ევროკავშირის
93
სამიზნე ქვეყნების პროფესიული განათლების დაწესებულებსა და დამსაქმებლებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რათა საქართველოს პროფესიული განათლების
კვალიფიკაცია მიესადაგოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ მოთხოვნებს,
განსაკუთრებით კი დეფიციტურ სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ გაიწეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად პროფესიული
განათლების აღიარების საშუალებების გაფართოებას დაისახავს. აღნიშნული სამოქმედო
გეგმა უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას იმ გზებისა და საშუალებების შესახებ, რაც
ერთი მხრივ პროფესიული განათლების სფეროში შემავალი პროფესიების, მეორე მხრივ კი
პროფესიების ჭრილში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე დანერგილი
არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის გამრავალფეროვნებას შესაძლებელს
გახდის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავრცობილ იქნას კერძო სექტორის ჩართულობის
მექანიზმი ამ აღიარების პროცესში და აღნიშნული ხელმისაწვდომი გახდეს რეგიონებში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ასევე შესწავლილ უნდა იქნეს პროფესიული
განათლების საჭიროებები როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე და ამ საჭიროებებს
მიესადაგოს უკვე დანერგილი აღიარების მექანიზმები. მნიშვნელოვანია რიცხობრივი მიზნის
დადგენა (თუ რამდენი ორგანიზაცია, დამსაქმებელი და პროფესიული განათლების ცენტრი,
შეძლებს პროფესიულ მომზადება/გადამზადებას ან/და არაფორმალური განათლების
აღიარებას) (პარაგრაფები 262-267).
299. რეკომენდაცია 9: მომზადების/გადამზადების სისტემების საზღვარგარეთ დასაქმების
მსურველთა საჭიროებებზე უკეთ მორგება. რეკომენდებულია ინდივიდუალური სამუშაოს
მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების/გადამზადების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება
და პოპულარიზაცია. უნარების გაძლიერება და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც
პოტენციური მიგრანტების, ისე, განსაკუთრებით, დაბრუნებული მიგრანტების შემთხვევაში,
რათა უზრუნველყოფილ იქნას უნარების ე.წ. ტრანსფერი. სისტემა უნდა შედგებოდეს როგორც
ინდივიდუალური უნარების შეფასების, ისე მათი გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის
კომპონენტებისგან. ყოველივე ეს ა) გაზრდის ინდივიდუალური სამუშაოს მაძიებელთა
დასაქმების შესაძლებლობებს; ბ) შეამცირებს ჭარბი პროფესიების რაოდენობას და გ) სამუშაოს
მაძიებლებს დასაქმების სხვა შესაძლებლობებისკენ გადაამისამართებს.
300. მიგრაციის მაღალი პოტენციალით დახასიათებულ სფეროებში (ხელოსნები, მძღოლები)
ქართულ სამუშაო ძალას უმეტესად არაფორმალური განათლება გააჩნია. ევროკავშირის
წევრი ქვეყნები ლეგალური მიგრაციის პირობებში უმეტესწილად ითხოვენ კვალიფიკაციის
დამადასტურებელ დოკუმენტს. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერაც მთავარ გამოწვევად არის აღიარებული,
რაც ასეთი პირების მიგრაციულ სქემებში ჩართვის თვალსაზრისით პრობლემურია. აღნიშნული
მდგომარეობიდან გამოსავალი, როგორც აღინიშნა, ქვეყანაში არაფორმალური განათლების
აღიარების სისტემის ეფექტურობის გაზრდაა. ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ასევე
მნიშვნელოვანია: ა) ევროკავშირს წევრ ქვეყნებში მოთხოვნადი არა მხოლოდ პროფესიების,
არამედ თითოეულ ასეთი პროფესიისათვის საჭირო საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევების შესახებ
ინფორმაციის შეგროვება და საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ამავე კომპონენტების
შეტანა და ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სასწავლო პროგრამების
მუდმივი, რუტინული განახლება.
94
301. რეკომენდაცია 10: სამუშაო ადგილების კვალიფიკაციის სისტემის შემუშავება.
რეკომენდებულია
უფლებამოსილი
სამინისტროების
კოორდინაციით
(განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს) შემუშავდეს ევროკავშირის მსგავსი სამუშაო ადგილებისა
და უნარ-ჩვევების კლასიფიკაციის სისტემა (მაგ. ევროპული უნარები/კომპეტენციები,
კვალიფიკაციები და საქმიანობები/ESCO). ამ სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირის
შესაბამის ინსტიტუტებს შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებს შორის, სავარაუდოდ,
უაღრესად ეფექტური იქნება საქართველოდან ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების და
განსაკუთრებით ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. იმის
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოითხოვს როგორც ფინანსურ, ისე ადამიანურ რესურსებს,
შესაძლებელია განისაზღვროს სექტორული პრიორიტეტები და თანმიმდევრულად მოხდეს ამ
კვალიფიკაციების/უნარებისა პროფესიებთან მისადაგება და კვალიფიკაციის სისტემის შექმნა.
302. რეკომენდაცია 11: რეინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავება.
პირველ
რიგში
მნიშვნელოვანია
მოხდეს
დაბრუნებული
შრომითი
მიგრანტების ბაზის წარმოება. რეკომენდებულია საქართველოში არსებული დაბრუნებული
მიგრანტების სარეინტეგრაციო პროგრამების დახვეწა ორი მიმართულებით: 1) მათში
უნარების გაძლიერების კომპლექსური კომპონენტის გაძლიერების თვალსაზრისით და 2)
სამიზნე ჯგუფების გაფართოებით − არსებული სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა
ბენეფიციარად არ განიხილავს დაბრუნებულ მიგრანტს, ვინც საზღვარგარეთ ლეგალურად
იმყოფებოდა. შესაბამისად, დაბრუნებული მიგრანტების ეს კატეგორია ვერ სარგებლობს
სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამებით. ლეგალური შრომითი მიგრაციის და პირველ
რიგში, ცირკულარული მიგრაციის სქემების ამუშავების შედეგად, სავარაუდოდ, სულ უფრო
მეტი საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი დაბრუნებული მიგრანტი ეყოლება ქვეყანას.
აქედან გამომდინარე აუცილებელია, ამ კატეგორიის მიგრანტებისთვის შემუშავებული იქნას
შესაბამისი სარეინტეგრაციო პროგრამები, რომლებიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
95
ბიბლიოგრაფია
საქართველოს ნორმატიული აქტები:
96
1.
საქართველოს კონსტიტუცია, 24.08.1995, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33,
24/08/1995, https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35
2.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ,
ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის, 2014, https://matsne.gov.ge/document/view/2496959
3.
კონვენცია 181 კონვენცია დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ, 03/06/1997,
https://matsne.gov.ge/document/view/1190578?publication=0
4.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, 01.04.2015,
https://matsne.gov.ge/document/view/2806732?publication=3
5.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, 24.06.2005,
https://matsne.gov.ge/document/view/26824?publication=79
6.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი, 12.08.2003,
სსმ, 26, 05/09/2003, https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=67
7.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 15.12.1984,
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984,
https://matsne.gov.ge/document/view/28216?publication=439
8.
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2557, 2015 წლის 27 ნოემბერი, შრომითი
მიგრაციის სფეროში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის მონაცემების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ,
https://matsne.gov.ge/document/view/3071780?publication=0
9.
საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“, სსმ, 29, 17/10/2001,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/15664?publication=6 (ძალადაკარგულია)
10.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება
№22/ნ, 2002 წლის 25 იანვარი, ქ. თბილისი, დასაქმების კერძო სააგენტოს სავალდებულო
შეტყობინებისა და ანგარიშგების წესის შესახებ, სსმ, 11, 01/02/2002,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/53242?publication=0 (ძალადაკარგულია)
ბიბლიოგრაფია
ლიტერატურა, ანგარიშები და სხვა წყაროები
1.
“10 Trends Shaping Migration”. 2019. European Political Strategy Centre (European
Commission). https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/aa25fb8f-10cc11ea-8c1f-01aa75ed71a1/language-en/format-PDF
2.
„2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის
ანგარიში (Tracer Study)”. 2020. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო. https://mes.gov.ge/uploads/files/322323)_8765.pdf
3.
“About Us Bundesagentur Für Arbeit”. n.d. Www.arbeitsagentur.de. Accessed November
10, 2021. https://www.arbeitsagentur.de/en/about-us
4.
“All Valid Permits by Reason on 31 December of Each Year”. 2021. Europa.eu. 2021.
https://ec.europa.eu/Eurostat/databrowser/view/tps00171/default/table?lang=en
5.
“Annuaire Du Service Public de L’emploi”. 2021. Ministère Du Travail, de l’Emploi et de
L’Insertion. November 10, 2021.
https://travail-emploi.gouv.fr/demarches-ressources-documentaires/annuaire
6.
“BMAS − Startseite”. 2018. Www.bmas.de. 2018.
https://www.bmas.de/DE/Startseite/start.html
7.
“BMAS − Functions of the Federal Ministry of Labour and Social Affairs”. n.d. Www.bmas.
de. https://www.bmas.de/EN/Ministry/functions.html
8.
Bulman, Tim. 2020. “Rejuvenating Greece’s Labour Market to Generate More and HigherQuality Jobs”. Www.oecd-Ilibrary.org, October. https://doi.org/10.1787/8ea5033a-en
9.
“Circular Migration”. 2019. Wikipedia. Wikimedia Foundation. November 15, 2019.
https://en.wikipedia.org/wiki/Circular_migration
10.
“Circular Migration”. 2016. Migration and Home Affairs − European Commission.
December 6, 2016. https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/networks/european_
migration_network/glossary_search/circular-migration_en
11.
Colussi, T. 2020. “Country Report − Italy”. IZA Institute of Labor Economics. IZA Institute
of Labor Economics. 2020. https://covid-19.iza.org/crisis-monitor/italy/
12.
“Communication from the Commission to the Council, the European Parliament, the
European Economic and Social Committee and the Committee of the Regions: Migration
and Development: Some Concrete Orientations”. 2005. Commission of the European
Communities. 2005.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=CELEX%3A52005DC0390
97
ბიბლიოგრაფია
98
13.
“Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the
Economic and Social Committee and the Committee of the Regions on Circular Migration
and Mobility Partnerships between the European Union and Third Countrie”. 2007.
Commission of the European Communities. 2007.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=LEGISSUM:l14564&from=EN
14.
“Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the
European Economic and Social Committee and the Committee of the Regions on a New
Pact on Migration and Asylum”. 2020. EUR-Lex, European Commission. 2020.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A52020DC0609.
15.
“Convention C105 − Abolition of Forced Labour Convention, 1957 (No. 105)”. 1957a. ILO.
1957. https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_
CODE:C105
16.
“Convention C105 − Abolition of Forced Labour Convention, 1957 (No. 105)”. 1957b. ILO.
1957. https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_
CODE:C105
17.
“Convention C105 − Abolition of Forced Labour Convention, 1957 (No. 105)”. 1957c. ILO.
1957. https://www.ilo.org/dyn/normlex/en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_ILO_
CODE:C105
18.
“CoR − Poland Employment”. n.d. Portal.cor.europa.eu. European Commission for
Regions. https://portal.cor.europa.eu/divisionpowers/Pages/Poland-Employment.aspx
19.
“Country Report Germany 2020”. 2020. European Commission. https://eur-lex.europa.eu/
legal-content/EN/TXT/?qid=1584543810241&uri=CELEX%3A52020SC0504
20.
“Country Report Spain 2020”. 2020. European Commission. https://eur-lex.europa.eu/
legal-content/EN/TXT/?qid=1584543810241&uri=CELEX%3A52020SC0508
21.
“Declarations on Entrusting Work to a Foreigner”. 2019. Ministry of Family and Social
Policy, Labour Office. 2019. https://lang-psz.praca.gov.pl/en/dla-bezrobotnych-iposzukujacych-pracy/dla-cudzoziemcow/oswiadczenia-o-powierzeniu
22.
“Declarations on Entrusting Work to a Foreigner, Entered in the Declaration Register
(Effective from 2018)”. 2018. Ministry of Family and Social Policy. 2018.
https://psz.praca.gov.pl/web/urzad-pracy/-/8180211-oswiadczenia-o-powierzeniuwykonywania-pracy-cudzoziemcowi-wpisane-do-ewidencji-oswiadczen-obowiazujace-od2018-r-
23.
“Decretto Flussi”. 2020. იტალიის მთავრობა. https://www.lavoro.gov.it/documenti-enorme/normative/Documents/2020/CC-08102020-attuativa-DPCM-07072020-DecretoFlussi-2020.pdf
ბიბლიოგრაფია
24.
“DIRECTIVE 2011/98/EU of the EUROPEAN PARLIAMENT and of the COUNCIL of 13
December 2011 on a Single Application Procedure for a Single Permit for Third-Country
Nationals to Reside and Work in the Territory of a Member State and on a Common Set of
Rights for Third-Country Workers Legally Residing in a Member State”. 2011.
Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32011L0098&rid=8
25.
“Directive 2014/36/EU of the European Parliament and of the Council of 26 February
2014 on the Conditions of Entry and Stay of Third-Country Nationals for the Purpose of
Employment as Seasonal Workers”. 2014. Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/ALL/?uri=celex%3A32014L0036
26.
“DIRECTIVE 2014/66/EU of the EUROPEAN PARLIAMENT and of the COUNCIL of 15
May 2014 on the Conditions of Entry and Residence of Third-Country Nationals in the
Framework of an Intracorporate Transfer”. 2014. Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32014L0066&rid=4
27.
“Einzelausgaben − Statistik Der Bundesagentur Für Arbeit”. n.d. Statistik.arbeitsagentur.
de. Accessed November 10, 2021. https://statistik.arbeitsagentur.de/SiteGlobals/Forms/
Suche/Einzelheftsuche_Formular.html?nn=627730&topic_f=topten-top-ten
28.
“Employment Research Brief”. 2017. ILO. https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/--ed_emp/documents/publication/wcms_613369.pdf
29.
“English-Speaking Jobs in Italy”. English Jobs Italy. https://englishjobs.it/
30.
„ესპანეთი”. 2005. Wikipedia.org. Wikimedia Foundation, Inc. April 10, 2005.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%8
3%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98.
31.
“EU Blue Card — Entry and Residence of Highly Qualified Workers”. 2017.
Eur-Lex.europa.eu.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=LEGISSUM:l14573&from=LT
32.
“European Migration Network (EMN)”. n.d. European Commission. Accessed November
11, 2021.
https://ec.europa.eu/home-affairs/networks/european-migration-network-emn_en
33.
Fargues, P. 2008. “Circular Migration: Is It Relevant for the South and East of the
Mediterranean”. MPC, CARIM. https://cadmus.eui.eu//handle/1814/8391
34.
“France”. 2019. Wikipedia. Wikimedia Foundation. March 15, 2019.
https://en.wikipedia.org/wiki/France
99
ბიბლიოგრაფია
100
35.
“France: Mismatch Priority Occupations | Skills Panorama”. 2020. Skillspanorama.
cedefop.europa.eu. 2020. https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/analytical_
highlights/france-mismatch-priority-occupations
36.
“French Employment 2020: Five Priorities for Action”. 2012. McKinsey.
https://www.mckinsey.com/~/media/McKinsey/Featured%20Insights/Employment%20
and%20Growth/French%20employment%202020/MGI%20French%20employment%20
2020_Executive_Summary_March%202012.pdf
37.
„გერმანია”. 2005. Wikipedia.org. Wikimedia Foundation, Inc. April 10, 2005.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%8
3%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90
38.
“Germany States Parties to United Nations Legal Instruments Population Estimates”.
1990. https://esa.un.org/miggmgprofiles/indicators/files/Germany.pdf
39.
“Glossary on Migration”. 2019. IOM.
https://publications.iom.int/system/files/pdf/iml_34_glossary.pdf
40.
Gorgoshidze, Keti. 2020. “Diaspora Engagement Mapping Georgia”. ICMPD.
https://diasporafordevelopment.eu/wp-content/uploads/2020/07/CF_Georgia-v.4.pdf
41.
“Greece | Skills Panorama”. n.d. Skillspanorama.cedefop.europa.eu. Accessed November
10, 2021. https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/dashboard/browse-country?countr
y=EL§or=06.16&occupation=
42.
“Greece Presents Contentious Labour Reform Bill”. 2021. Reuters. May 12, 2021.
https://www.reuters.com/world/europe/greece-presents-contentious-labour-reformbill-2021-05-12/
43.
Grieveson, R., M. Landesmann, and I. Mara. 2021. “Future Migration Flows to the EU:
Adapting Policy to the New Reality in a Managed and Sustainable Way”. The Vienna
Institute for International Economic Studies / Wiener Institut für Internationale.
https://wiiw.ac.at/future-migration-flows-to-the-eu-adapting-policy-to-the-new-reality-in-amanaged-and-sustainable-way-dlp-5808.pdf
44.
“How Does ITALY Compare?” 2018. OECD.
https://www.oecd.org/italy/jobs-strategy-ITALY-EN.pdf
45.
“How Will Migration to Europe Look in the Future? Trends, Open Questions, and Four
Plausible Scenarios”. 2020. ICMPD. https://www.icmpd.org/file/download/48405/
file/How%2520will%2520migration%2520to%2520Europe%2520look%
2520in%2520 the%2520Future_% 2520Trends% 252C%2520open%2520questions%
2520and%2520four%2520plausible%2520scenarios%2520EN.pdf
ბიბლიოგრაფია
46.
“International Migration 2020 Highlights”. 2020. United Nations Department of Economic
and Social Affairs, Population Division. https://www.un.org/development/desa/pd/sites/
www.un.org.development.desa.pd/files/undesa_pd_2020_international_migration_
highlights.pdf
47.
“Italians Ranked among Worst in the EU at Speaking English – Again”. 2020. The Local
Italy. November 19, 2020. https://www.thelocal.it/20201119/italians-ranked-amongworst-in-the-eu-at-speaking-english-again/
48.
“Italy”. 2021. Wikipedia. November 7, 2021. https://en.wikipedia.org/wiki/Italy#Politics.
49.
“Italy: Mismatch Priority Occupations | Skills Panorama”. n.d. Skillspanorama.cedefop.
europa.eu. Accessed November 9, 2021.
https://skillspanorama.cedefop.europa.eu/en/analytical_highlights/italy-mismatchpriority-occupations
50.
“Jobs Act”. n.d. Ministero Del Lavoro E Delle Politiche Sociali. Accessed November 9,
2021. http://www.jobsact.lavoro.gov.it/documentazione/Pagine/default.aspx
51.
“Labour Market Information − Italy”. 2020. EURES (European Commission). 2020.
https://ec.europa.eu/eures/ main.jsp?catId=2642&countryId=IT&acro=lmi&lang=
en®ionId=IT0&nuts2Code=%20&nuts3Code=®ionName=National%20Level.
52.
“Labour Market Information − Poland”. 2021. EURES (European Commission). 2021.
https://ec.europa.eu/eures/main.sp?catId=2789&lmi=Y&acro=lmi&lang=en&record
Lang=en&parentId=&countryId=PL®ionId=PL0&nuts2Code=null&nuts3Code=
null&mode=text®ionName=National%20Level
53.
“Migration and Skills in Georgia”. 2013. ETF. https://www.etf.europa.eu/sites/default/
files/m/226927FBAE4DA4E2C1257B4D0043A93E_Migration&skills_Georgia.pdf
54.
“Migration and the EU Challenges, Opportunities, the Role of EIB”. 2016. European
Investment Bank. https://www.eib.org/attachments/migration_and_the_eu_en.pdf
55.
„მიგრაციის სახელმძღვანელო”. 2017. Pubhtml5.com. ICMPD. 2017.
https://pubhtml5.com/cwgv/xweh
56.
“Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion”. 2021. Ministère Du Travail, de
l’Emploi et de L’Insertion. November 10, 2021. https://travail-emploi.gouv.fr/ministere/
57.
“Ministère Du Travail, de l’Emploi et de L’Insertion -”. n.d. Ministère Du Travail, de
l’Emploi et de L’Insertion. Accessed November 10, 2021. https://travail-emploi.gouv.fr/
58.
Ministerio de Trabajo y Economía Social. 2021. “Ministerio de Trabajo Y Economía Social”.
Mites.gob.es. 2021. https://www.mites.gob.es/es/organizacion/index.htm
101
ბიბლიოგრაფია
102
59.
“Ministero Del Lavoro E Delle Politiche Sociali”. n.d. Www.lavoro.gov.it. Ministero del
Lavoro e delle Politiche Sociali. Accessed November 9, 2021.
https://www.lavoro.gov.it/Pagine/default.aspx
60.
“Ministry − Ministry of Family and Social Policy − Gov.pl Website”. n.d. Ministry of Family
and Social Policy. Accessed November 9, 2021. https://www.gov.pl/web/family/ministry1
61.
“National Labour Inspectorate”. n.d. National Labour Inspectorate. Accessed November 9,
2021. https://www.pip.gov.pl/en/about-us
62.
OECD/CRRC − Georgia. 2017. “Interrelations between Public Policies, Migration and
Development in Georgia”. OECD Development Pathways, OECD Publishing, Paris.
https://doi.org/10.1787/9789264272217-en
63.
“Organizational Chart”. 2020. Ministero de Trabajo Y Economia Social. 2020.
https://www.mites.gob.es/itss/web/Quienes_somos/Organigrama/index.html.
64.
“Overseas France”. 2021. Wikipedia. October 28, 2021.
https://en.wikipedia.org/wiki/Overseas_France
65.
“Poland”. 2019. Wikipedia. Wikimedia Foundation. January 6, 2019.
https://en.wikipedia.org/wiki/Poland
66.
Royal Decree 557/2011 of Spain, 20 April 2011.
67.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში,
განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2019.
68.
„ფულადი გზავნილები”. 2021. საქართველოს ეროვნული ბანკი. 2021.
https://nbg.gov.ge/page/%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%
93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%
83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
69.
“Remittance Inflows in Georgia during Covid-19 Crisis”. 2021. PMCG. 2021.
https://www.pmcg-i.com/publications_show/340/Issue-127
70.
„საბერძნეთი”. 2005. Wikipedia.org. Wikimedia Foundation, Inc. April 10, 2005.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%8
3%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
71.
„საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი”. 2015. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო
კომისია. https://migration.commission.ge/files/migration_profile_geo_may.pdf
72.
„საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი”. 2017. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო
კომისია. https://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4_new.pdf
ბიბლიოგრაფია
73.
„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი”. 2019. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო
კომისია. https://migration.commission.ge/files/mp19_web3.pdf
74.
„საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია”. 2020. მიგრაციის საკითხთა
სამთავრობო კომისია.
https://migration.commission.ge/files/ms_2021-2030_eng_08.02.21.pdf
75.
„შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა − საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური”. n.d. საქსტატი. Accessed November 11, 2021. https://www.geostat.
ge/ka/modules/categories/128/2009-2016-tslebis-shinameurneobebis-integrirebuligamokvlevis-da-2017-tslis-shinameurneobebis-shemosavlebisa-da-kharjebis-kvlevismonatsemta-bazebi
76.
შრომის ბაზრის ანალიზი, ეკონომიკის სამინისტრო, 2020.
http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.hx?Type=UserReport&ID=
ac0b9ff3-fa1b-41d3-87b5-b526452b16e1
77.
“Skilled Professionals for Germany”. n.d. Www.bmwi.de.
https://www.bmwi.de/Redaktion/EN/Dossier/skilled-professionals.html
78.
“Skills Forecast Trends and Challenges to 2030”. 2018. European Center for the
Development of Vocational Training. https://www.cedefop.europa.eu/files/3077_en.pdf
79.
“Spain”. 2014. Migration Policy Institute. January 21, 2014.
https://www.migrationpolicy.org/country-resource/spain
80.
“Spain − Migration | Britannica”. 2020. In Encyclopædia Britannica.
https://www.britannica.com/place/Spain/Migration
81.
Stefanov, Ruslan, and Daniela Mineva. 2017. “National and Bilateral Agreements
and Memoranda of Understanding to Tackle Undeclared Work”. European Platform
Undeclared Work.
82.
“Strengthening Active Labour Market Policies in Italy”. 2019. OECD.
https://doi.org/10.1787/160a3c28-en
83.
“Temporary and Circular Migration Empirical Evidence, Current Policy Practice and Future
Options in EU Member States”. 2011. European Migration Network (ENM).
https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/f20ccc9d-44c5-4bf2-807251b8c8409b39/language-en/format-PDF/source-117503538
84.
“The Act on Employment Protection and Labour Market Institutions”. 2004. State Journal
of Laws 99.
103
ბიბლიოგრაფია
104
85.
“The Contribution of Migration to the Dynamics of the Labour Force in OECD Countries”.
2018. OECD Publishing, Paris: OECD Social, Employment and Migration Working Papers,
No. 203. https://www.oecd-ilibrary.org/employment/the-contribution-of-migration-to-thedynamics-of-the-labour-force-in-oecd-countries_a301bef8-en
86.
“The Future of Work in Europe”. 2020. McKinsey. 2020. https://www.mckinsey.com/
featured-insights/future-of-work/the-future-of-work-in-europe
87.
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და
ევროკავშირს შორის”. 2019. GFSIS. 2019. https://www.gfsis.org/ge/blog/view/918
88.
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის როლი უმუშევრობის შემცირებაში: რამდენად
ამბიციურები შეიძლება ვიყოთ?“ 2019. Iset-Pi.ge. 2019. https://iset-pi.ge/ka/blog/109tsirkularuli-shromiti-migratsiis-roli-umushevrobis-shemtsirebashi
89.
„უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა”. 2020. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო. http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/
GetFile.ashx?Type=Survey&ID=7d9ca7cd-cc1b-45ed-9f8f-394b060d9abe
90.
„ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე”. 2018. სოციალური მომსახურების
სააგენტო. http://ssa.gov.ge/files/01_GEO/PUBLIKACIEBI/FILES/angarishi.pdf
91.
„ქართული სამუშაო ძალის ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის
პოტენციალის კვლევა“ ანა დიაკონიძე 2018 წ. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.
92.
“Всероссийская перепись населения 2010 г. Население Российской Федерации и ее
субъектов по месту рождения”. 2019. Демоскоп Weekly − Приложение. August 17, 2019.
https://web.archive.org/web/20190817081651/http://www.demoscope.ru/weekly/
ssp/rus_bir_10.php
93.
Weber, Tina, and Dragoș Adăscălițe. 2021. “Tackling Labour Shortages in EU Member
States”. Eurofound. 2021. https://www.eurofound.europa.eu/publications/report/2021/
tackling-labour-shortages-in-eu-member-states
94.
Matching economic migration with labour market needs in Europe, OECD, 2017.
95.
Economic survey by the Association of German Chambers of Commerce and Industry (in
German), 2019.
96.
Employment and labour markets, Tackling labour shortages in EU Member States, EU,
2021.
97.
Determining labour shortages and the need for labour migration from third countries in
the EU, Synthesis Report for the EMN Focussed Study, 2015.
ბიბლიოგრაფია
98.
Wickramasekara, Piyasiri. 2011. “Circular Migration : A Triple Win or a Dead End?” ILO.
https://labordoc.ilo.org/discovery/fulldisplay/alma994631523402676/41ILO_INST:41ILO_
V2
99.
Wisniewski, Z., and M. Maksim. 2013. “Active Labour Market Policies in Poland”. CESifo
Forum. https://www.econstor.eu/bitstream/10419/166525/1/cesifo-forum-v14-y2013i1-p22-28.pdf
100. “XI RAPPORTO ANNUALE Gli Stranieri Nel Mercato Del Lavoro in Italia”. 2021. Ministero
del Lavoro e delle Politiche Sociali. https://www.lavoro.gov.it/documenti-e-norme/
studi-e-statistiche/Documents/Undicesimo%20Rapporto%20Annuale%20-%20Gli%20
stranieri%20nel%20mercato%20del%20lavoro%20in%20Italia%202021/XI-Rapporto-MdLstranieri-REV-22072021.pdf#search=Undicesimo%20Rapporto%20Annuale%20%2D%20
Gli%20stranieri%20nel%20mercato%20del%20lavoro%20in%20Italia%202021
101. “Υπουργείο Εργασίας και Κοινωνικών Υποθέσεων”. n.d. Υπουργείο Εργασίας και
Κοινωνικών Υποθέσεων. Accessed November 10, 2021. https://ypergasias.gov.gr/
105