საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.05.2022
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-5420/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
N 15/4736 04/05/2022 4736-15-2-202205041423 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს წინადადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. ბატონო შალვა, სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის პროცესს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის როგორც შინაარსობრივი მხარე, ისე - მისი მომზადებისა და განხილვის არაგონივრულად დაჩქარებული ხასიათი არ პასუხობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არსებულ საჭიროებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში არ ყოფილა ჩართული სახალხო დამცველი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა უდიდესი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ქვეყანაში. კანონპროექტი არ შეიცავს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზრდისკენ მიმართულ ცვლილებებს და არ ითვალისწინებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისთვის გამომძიებლის პროკურორზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მოქმედების სივრცის შექმნას. პროექტის დიდი ნაწილი არ არის დაკავშირებული საგამოძიებო საქმიანობასთან და მხოლოდ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ხასიათს ატარებს.1 1 სპეციალური წოდების, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამშრომლების, საცხოვრებლის, ტრანსპორტის ხარჯების რეგულირება; რანგირება, ვაკანსია, კონკურსი, სტაჟირება, დისციპლინური საქმისწარმოება, ამასთან, მოცემული კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2021 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებისგან და არ ითვალისწინებს მრავალ ისეთ გარანტიას, რომლის გარეშეც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობას არაერთი პრაქტიკული და საკანონმდებლო პრობლემა ექმნება, რაც ეფექტური გამოძიების ვალდებულებაზე ახდენს გავლენას. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი კანონპროექტისგან განსხვავებით:  კანონპროექტი არ აღმოფხვრის საკანონმდებლო დონეზე არსებულ ნაკლოვანებებს საგამოძიებო ფუნქციის კუთხით. ამ მხრივ, მხოლოდ ორი დადებითი ცვლილებაა შემოთავაზებული: (1) სამსახურის გამომძიებლისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება; (2) დაცვის სპეციალური ღონისძიების ეფექტიანი გამოყენებისთვის პროკურორისთვის წინადადებით მიმართვის შესაძლებლობა;  კანონპროექტი არ ითვალისწინებს სამსახურის ქვემდებარე საქმესთან არსებითად დაკავშირებული საქმის პროკურატურის მიერ სამსახურისთვის სრული მოცულობით გადაცემას. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებშიც, როცა ინსპექტორის სამსახურის არაქვემდებარე დანაშაულებრივი ფაქტი/ეპიზოდი საერთოდ გამოუძიებელი დარჩა;2  კანონპროექტი არ განსაზღვრავს პროკურატურის მიერ სამსახურის მოთხოვნის განხილვის შემჭიდროვებულ ვადებსა და პროკურორის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას;  კანონპროექტი არ შეიცავს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სამსახურის დასაბუთებული წინადადებების განხილვის ვადების შემცირებას, ასევე, პროკურორის გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას;  კანონპროექტში არ არის გაწერილი დამატებითი გარანტიები მტკიცებულებების დროულად და შეუფერხებლად მოპოვებისა და დაცვის/შენახვის უზრუნველსაყოფად; კანონპროექტი არ ადგენს სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებულ დადგენას, ხოლო სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში - უარის დასაბუთების ვალდებულებას. გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს ცვლილებას, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის მაღალ რისკებს შეიცავს. მოქმედი რეგულაციით, სამსახურს ეკრძალება იმ უწყების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყენება, რომლის თანამშრომლის ჩადენილ დანაშაულსაც იძიებს ის. კანონპროექტის თანახმად კი გადაუდებელი აუცილებლობისას, შესაძლებელი იქნება, სამსახურმა გამოიყენოს სხვა უწყების მატერიალურ/ტექნიკური აღჭურვილობა. წახალისება, გათავისუფლება, ეთიკის კოდექსი, სოციალური დაცვის გარანტიები, კორესპონდენციის განხილვის რეგულირება, საიდუმლოებასთან დაშვების წესი და ა. შ. 2 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 26-27 < https://bit.ly/3vzFzQx > [ბოლოს ნანახია: 03.05.2022]. მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა და ეფექტიანი მუშაობა სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვები ასევე გვხვდება ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარშიც. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან კანონპროექტი ვერ გამომდინარე, უზრუნველყოფს მიგვაჩნია, სპეციალური რომ განსახილველი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამავდროულად, არ შეიცავს ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარის გარანტიებს. ასევე ვთვლით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაზეც საუბარი იყო ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინადადებაში და რაზეც სახალხო დამცველის წინამდებარე დოკუმენტშია მითითებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე და გთხოვთ, წინადადებაში წარმოდგენილი საკითხების გაზიარებას. მოცემული საკანონმდებლო წინადადების განხილვის შედეგების შესახებ, გთხოვთ, მაცნობოთ ამავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .