„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე, ნონა მამულაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.
ნომერი
#07-3/204/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ბ) ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს მოქალაქეები, სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს არსებულ კანონში ახალი რეალობის ასახვას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცებისთვის ვეტერანთა სტატუსის განსაზღვრას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოთი არ არის განსაზღვრული იმ პირთა სტატუსი რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის ომში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიხედვით ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის ომში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩართული იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში მიენიჭებათ ვეტერანის სტატუსი, მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი: • „საქართველოს მოქალაქეები, სამხედრო ან სამოქალაქო პირები – მოხალისეები რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართებით. (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას ბ ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროეტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ასევე, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მხრიდან მებრძოლთა მიმართ სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზეც. სხვადასხვა უწყებების მხრიდან თითოეულ პირზე გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა გარემოებებზე. რაც შეეხება ფიქსირებულ დახმარებას, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით განსაზღვრულია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს/ვეტერანებს – ყოველთვიურად ეძლევათ 100 ლარი. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი განსაზღვრულია დამატებით და საჭიროებს შესაბამისი საბუთების წარდგენას, შესაბამისად სუბსიდიის მიმღებთა ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც შეეხება მისი მოქმედება. კერძოდ, იმ მებრძოლებზე რომლებიც მონაწილეობენ რუსეთ - უკრაინის ომში და მიიღებენ ვეტერანის სტატუსს. ბ.ვ) კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას. ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე, ნონა მამულაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე, ნონა მამულაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.