სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2021 წლის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.05.2022
ავტორი
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი
#1-5532/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

წერილი
5/6/2022 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო KA000057856965722 სანაპიროს ქ. #2 საქართველო, თბილისი, 0114 ტელ: (032) 2 29 67 36 № 1/22 #2 Sanapiro st. Georgia, Tbilisi, 0114 Tel:(032)2 29 67 36 06 / მაისი / 2022 წ. საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტს საქართველოს ეროვნულ ბანკს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდების მიზნით, გიგზავნით სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2021 წლის წლიურ ანგარიშს. დანართი: 17 ფურცელი. სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/6a9ff8ba-9e5a-4f0c-b0b6-0db6e33cc8f4.html ოთარ ძიძიკაშვილი 1/1
ანგარიში
2021 წლის წლიური ანგარიში მაისი, 2022 წელი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სარჩევი შესავალი ...................................................................................................................................................................... 3 სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები.................................................................... 5 სისტემის წევრი ბანკები.............................................................................................................................................. 6 სააგენტოს მიერ 2021 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა ........................................ 7 კომერციული ბანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები................................................ 8 დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია .....................................................................................................8 დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა................................................................................. 11 საკანონმდებლო ცვლილებები ................................................................................................................................. 13 საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე აქტივობები.............................................................................. 14 დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება............................................................... 15 საინფორმაციო კამპანია ............................................................................................................................................ 15 სოციოლოგიური კვლევა .......................................................................................................................................... 16 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა ........................................................................ 17 2 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო შესავალი საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. ის უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკში განთავსებული ფიზიკური და იურიდიული პირების (2022 წლის 1 იანვრიდან) ყველა სახის დეპოზიტების დაზღვევას. დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დაკარგვისგან (გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი იწყება. ამასთან სისტემა ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას, ამაღლებს საზოგადოებრივ ნდობას საბანკო სექტორის მიმართ და შესაბამისად, სტიმულს აძლევს დანაზოგების ზრდას. ამოქმედებიდან დღემდე სისტემაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 15 000 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის 1 იანვრიდან კი სისტემას დაემატება იურიდიული პირების დაზღვევა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით; ასევე, იზრდება დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლი და მნიშვნელობა. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შემდეგ, დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა დაახლოებით 450 მილიონი ლარით იზრდება. დეპოზიტების დაზღვევა პრუდენციულ რეგულირებასთან, ლიკვიდურობის მხარდაჭერასთან და ეფექტიან ზედამხედველობასთან ერთად, ფინანსური უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 3 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი, დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 146 ქვეყანაში. საქართველოში სისტემის შემოღება გათვალისწინებული იყო, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით. სისტემა დაინერგა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებით და რეგულირდება 2017 წლის 17 მაისს მიღებული საქართველოს კანონით „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ . 2021 წლის ოქტომბერში სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ ოფიციალურად მიმართა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციას, გაწევრიანების თაობაზე. ქართული მხარის განაცხადი დაკმაყოფილდა და ქვეყანა 2022 წლის იანვრიდან ასოციაციას შეუერთდება. 4 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, მისია და ღირებულებები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილებით, ჩამოყალიბდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში სააგენტო). სააგენტო, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უფროსის ჩათვლით შტატით გათვალისწინებული 6 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ფინანსური ექსპერტი (2), ანაზღაურების ექსპერტი, იურისტი და ადმინისტრაციის სპეციალისტი. სააგენტოს ასევე, ჰყავს ხელშეკრულებით დასაქმებული შესყიდვების და ფინანსური მენეჯერები, ბიზნეს ანალიტიკოსი და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტი. სააგენტოს ზედამხედველობას უწევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და 2 დამოუკიდებელი წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები, სააგენტოს ორგანიზებით, იმართება კვარტალურად. საბჭო პრეზენტაციის სახით იღებს ინფორმაციას სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებთან, ასევე, ფონდის ფინანსურ საბჭოსთან შეთანხმებით მიიღება მნიშვნელოვანი მდგომარეობასთან დაკავშირებით; გადაწყვეტილებები, თანხმდება კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები (ინსტრუქციები), სააგენტოს ბიუჯეტი და სხვა საკითხები. სააგენტოს მისიაა, მცირე ადმინისტრაციული რესურსით და ეფექტიანი მართვით, უზრუნველყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირება, სისტემის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, მიზნების განხორციელება, ფუნქციათა შესრულების უწყვეტობა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საჯარო პოლიტიკის ისეთი მიზნებით, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება, დეპოზიტორების დაცვა და საბანკო სექტორში სისტემური კრიზისის პრევენცია. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი სისტემის დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის ძირითად პრინციპებსა ევროდირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 5 და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სისტემის წევრი ბანკები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებისას (2018 წლის 1 იანვარი) საქართველოში 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა. 2018 წელს სისტემას ერთი კომერციული ბანკი გამოეთიშა, ხოლო 2021 წელს სს „კრედო ბანკმა“ სს“ ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100%-იანი წილი შეიძინა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულია 14 კომერციული ბანკი (ცხრილი #1). ცხრილი #1: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრი ბანკები, 2021 წლის 31 დეკემბერი კომ ერ ციული ბან კი # 1 სს "ბანკი ქართუ " 2 სს "ბაზისბანკი" 3 სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 4 სს "ზირაათ ბანკი საქართველო" 5 სს "თიბისი ბანკი" 6 სს "იშბანკი საქართველო" 7 სს "კრედო ბანკი" 8 სს "ლიბერთი ბანკი" 9 სს "პაშა ბანკი საქართველო " 10 სს "პროკრედიტ ბანკი" 11 სს "საქართველოს ბანკი" 12 სს "სილქ როუდ ბანკი" 13 სს "ტერაბანკი" 14 სს "ხალიკ ბანკი საქართველო" 6 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო სააგენტოს მიერ 2021 წელს განხორციელებული ძირითადი საქმიანობის მიმოხილვა 2021 წელს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით. დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებთან ერთად, სისტემაში იურიდიული პირების ჩართვასაც გულისხმობს. განახლებული კანონი ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევა. სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განახლებაზე. სააგენტომ დაგეგმა საინფორმაციო კამპანია სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. დამზადდა საინფორმაციო ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელიც ტელე და რადიო ეთერებში 2022 წლის იანვარში განთავსდება. ასევე დამზადდა განახლებული განთავსდება. საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც კომერციული ბანკების ოფისებში სააგენტომ განაცხადი შეიტანა დეპოზიტების დაზღვევის ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2021 წლის ბოლოს დაკმაყოფილდა და ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში, სააგენტომ, ტენდერით შერჩეულ კვლევით კომპანიასთან ერთად, შეიმუშავა კითხვარი სოციოლოგიური კვლევისთვის. კვლევა 2022 წლის იანვარში ჩატარდება და საზოგადოებაში სისტემის ცნობადობას და განწყობებს შეისწავლის. 7 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო კომერციული ბანკების ანგარიშგება და რეგულარული სადაზღვევო შენატანები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში 14 კომერციული ბანკი ოპერირებს. „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის“ ინსტრუქციის შესაბამისად, სისტემის წევრი ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშგების სახით მიაწოდოს ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტების შესახებ. ამავე ინსტრუქციის შესაბამისად ხდება ყოველთვიური სადაზღვევო შენატანის ოდენობის დაანგარიშება და დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადახდა. როგორც ანგარიშგების წარდგენის, ისე სადაზღვევო შენატანის გადახდის ვადად განსაზღვრულია საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვი. სააგენტოში კომერციული ბანკებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშგების ანალიტიკური დამუშავება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დეპოზიტების ცვლილების ტენდენცია 2021 წლის იანვრიდან დეპოზიტების მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) საშუალოდ თვიურად 0.61%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც დეპოზიტების მთლიანმა მოცულობამ 3.58%-ით მოიმატა. რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებს, მათი მოცულობა საშუალოდ 0.80%-ით გაიზარდა. ფიზიკური პირების და მათ შორის დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზრდა 2021 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა და შესაბამისად 3.56% და 6.51% შეადგინა. #2 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. 8 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #2. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური პირების დეპოზიტები, დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება, %, მლრდ ლარი დეკ.20 იან.21 თებ.21 მარ.21 აპრ.21 მაი.21 ივნ.21 ივლ.21 აგვ.21 სექ.21 ოქტ.21 ნოე.21 დეკ.21 დეპოზიტების მთ ლიანი მოცულობა (მლრდ ლარი ) თვიური ცვლილება, % 35,42 35,56 0,41 36,76 3,36 37,03 0,73 36,39 -1,73 36,24 -0,39 35,28 -2,65 35,86 1,64 36,27 36,71 1,13 1,23 37,26 1,48 36,72 -1,45 38,03 3,58 0,61 ფიზიკური პირების დეპოზიტები თვიური ცვლილება, % 18,49 18,72 1,22 18,90 0,96 19,41 2,70 19,93 2,68 19,19 -3,71 18,82 -1,90 19,41 3,15 19,38 19,62 -0,19 1,27 19,97 1,77 19,59 -1,88 20,29 3,56 0,80 დაზღვეული დეპოზიტები თვიური ცვლილება, % 4,04 3,92 -3,06 3,99 1,80 4,03 1,04 4,17 3,47 4,09 -2,03 4,14 1,26 4,19 1,36 4,25 1,41 4,27 -0,66 4,28 0,24 4,56 6,51 1,03 4,30 1,01 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 7,38%-ით გაიზარდა, საიდანაც ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 9,74%-ით მოიმატა, ხოლო მათ შორის დაზღვეულმა დეპოზიტებმა - 12.72%-ით. #3 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც 2020 წლის ივლისის თვეში დაფიქსირდა, სადაზღვევო ზღვრის 5,000 ლარიდან 15,000 ლარამდე ზრდას უკავშირდება. ცხრილი #3. დეპოზიტების მთლიანი მოცულობა, ფიზიკური პირების დეპოზიტები, დაზღვეული დეპოზიტები, ცვლილება, %, მლრდ ლარი დეკ.18 დეკ.19 დეკ.20 დეკ.21 დეპოზიტების მთ ლიანი მოცულობა თვიური ცვლილება, % 23,90 27,24 13,97 35,42 30,01 38,03 7,38 ფიზიკური პირების დეპოზიტები თვიური ცვლილება, % 12,50 15,07 20,53 18,49 22,70 20,29 9,74 დაზღვეული დეპოზიტები თვიური ცვლილება, % 1,75 2,02 15,25 4,04 100,36 4,56 12,72 ფიზიკური პირების დეპოზიტები განთავსებული ეროვნულ ვალუტაში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,5%-ით არის გაზრდილი, აშშ დოლარში 5.67%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11,8%-ით), ხოლო ევროში 10.2%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 26,6%-ით). #4 ცხრილში მოცემულია დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით. 9 საშ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #4. ფიზიკური პირების დეპოზიტები ლარში, აშშ დოლარში და ევროში, ცვლილება, %, მლრდ ლარი 2021 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტორი ფიზიკური პირების 97% და ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 22,45%. დაზღვეული დეპოზიტების 54% დაზღვეულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 46% - უცხოურ ვალუტაში. კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში 2021 წლის განმავლობაში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა თვიურად საშუალოდ 0.93%-ით იზრდებოდა (ცხრილი #5). მაქსიმალური ზრდა (4.56%) 2021 წლის დეკემბრის თვეში დაფიქსირდა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანმა მოცულობამ 2 788 362 ლარი შეადგინა. 2021 წლის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა წინა წლის შესაბამის მონაცემს 11.5%-ით აღემატება. ცხრილი #5. რეგულარული სადაზღვევო შენატანი, ცვლილება, %,მლნ ლარი 10 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის ფონდი და პორტფელის მართვა 2021 წლის იანვარ-დეკემბერში დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკების მიერ რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 30,674,335 ლარი აკუმულირდა. კუპონის სახით მიღებულმა შემოსავალმა 5,229,436 ლარი, ხოლო დაფარული ფასიანი ქაღალდის მოცულობამ 11,790,000 ლარი შეადგინა. დეტალური ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული სახსრების შესახებ მოცემულია ცხრილში #6. აღნიშნული სახსრები, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, მიემართება ინვესტირებაზე; ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება. ცხრილი #6: დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლები, 2017-2021 წელი პირველადი შენატანი 2017 2018 2019 2020 2021 სულ რეგულარული სადაზღ ვევო შენატანი კუპონი სულ შემოსავალი ხარჯი 0 13 843 674 16 787 387 22 687 212 30 674 335 83 992 607 0 349 391 1 541 832 3 436 201 5 229 436 10 556 860 1 600 000 14 193 065 18 329 219 26 123 412 35 903 771 96 149 467 87 301 518 292 871 330 739 162 682 498 2 898 584 წლიური ბიუჯეტით 1 600 000 0 0 0 0 1 600 000 დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი. იფარება სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებულია 93,043,907 ლარი. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით 90,381,037 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა (ცხრილი #7). 2021 წლის განმავლობაში ინვესტიციის შედეგად კუპონის სარგებლის სახით მიღებული შემოსავალი 5,229,436 ლარს შეადგენს. არსებული საინვესტიციო პორტფელის წლიური საშუალო შემოსავლის განაკვეთი 8,46%-ია, ხოლო ვადიანობა 1,56 წელი. 11 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ცხრილი #8: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს პორტფელი, დეკემბერი 2017 - დეკემბერი 2020 ა უქც იონ ის თა რიღი ნ ომ ინ ა ლური შ ე ს ყ იდვ ის ფა ს ი, ღირე ბ ულე ბ ა , ლა რი ლა რი ვ ა დია ნ ობ ა ს ა რგე ბ ლის პროც ე ნ ტ ი კუპონ ი (%) და ფა რვ ის თა რიღი 27.12.2017 1 450 000,00 1 507 510,04 5 წელი 7,650 8,000 31.08.2022 24.01.2018 20 000,00 20 004,85 5 წელი 8,119 8,125 25.01.2023 21.02.2018 1 160 000,00 1 175 308,72 5 წელი 7,950 8,125 25.01.2023 21.03.2018 1 130 000,00 1 158 601,51 5 წელი 7,800 8,125 25.01.2023 25.04.2018 1 190 000,00 1 233 878,40 5 წელი 7,700 8,125 25.01.2023 27.06.2018 2 245 000,00 2 356 868,56 5 წელი 7,720 8,125 25.01.2023 22.08.2018 20 000,00 20 606,46 5 წელი 7,477 8,125 25.01.2023 26.02.2019 1 239 000,00 1 277 767,34 5 წელი 7,375 7,375 27.09.2023 25.06.2019 1 320 000,00 1 326 928,32 5 წელი 7,000 7,000 30.05.2024 24.09.2019 845 000,00 841 133,54 5 წელი 7,700 7,000 30.05.2024 22.10.2019 1 455 000,00 1 403 350,10 5 წელი 8,700 7,000 30.05.2024 28.01.2020 486 000,00 482 596,22 5 წელი 9,300 9,125 30.05.2025 04.02.2020 3 280 000,00 3 327 708,26 2 წელი 9,000 9,375 09.04.2022 02.03.2020 1 550 000,00 1 589 013,77 2 წელი 8,800 9,375 09.04.2022 25.05.2020 1 500 000,00 1 544 742,13 5 წელი 9,125 9,125 30.05.2025 25.05.2020 1 500 000,00 1 552 166,86 5 წელი 9,000 9,125 30.05.2025 02.06.2020 1 650 000,00 1 703 140,04 2 წელი 8,300 9,375 09.04.2022 07.07.2020 1 510 000,00 1 573 249,25 2 წელი 8,200 9,375 09.04.2022 28.07.2020 1 500 000,00 1 552 990,21 5 წელი 8,600 9,125 30.05.2025 28.07.2020 1 500 000,00 1 558 913,96 5 წელი 8,500 9,125 30.05.2025 04.08.2020 2 000 000,00 2 002 423,35 2 წელი 8,200 8,250 06.11.2022 04.08.2020 2 000 000,00 2 004 440,80 2 წელი 8,150 8,250 06.11.2022 04.08.2020 2 000 000,00 2 006 460,86 2 წელი 8,100 8,250 06.11.2022 01.09.2020 1 180 000,00 1 190 985,57 2 წელი 8,100 8,250 06.11.2022 01.09.2020 1 180 000,00 1 193 301,05 2 წელი 8,000 8,250 06.11.2022 06.10.2020 2 320 000,00 2 359 349,19 2 წელი 8,100 8,250 06.11.2022 03.11.2020 2 620 000,00 2 680 583,40 2 წელი 8,100 8,250 06.11.2022 01.12.2020 2 980 000,00 3 005 852,22 2 წელი 8,100 8,250 06.11.2022 26.01.2021 2 000 000,00 2 006 075,61 5 წელი 8,050 8,125 28.01.2026 26.01.2021 2 000 000,00 2 002 022,69 5 წელი 8,100 8,125 28.01.2026 02.02.2021 5 000 000,00 5 000 000,00 2 წელი 8,000 8,000 04.02.2023 02.02.2021 2 500 000,00 2 497 732,65 2 წელი 8,050 8,000 04.02.2023 02.03.2021 2 530 000,00 2 549 832,43 2 წელი 7,900 8,000 04.02.2023 23.03.2021 2 380 000,00 2 374 634,55 5 წელი 8,500 8,125 28.01.2026 06.04.2021 50 000,00 50 237,29 2 წელი 8,542 8,000 04.02.2023 27.04.2021 770 000,00 767 182,06 5 წელი 8,750 8,125 28.01.2026 01.06.2021 2 750 000,00 2 775 829,33 2 წელი 9,100 8,000 04.02.2023 01.06.2021 2 750 000,00 2 779 968,88 2 წელი 9,000 8,000 04.02.2023 06.07.2021 2 450 000,00 2 497 870,07 2 წელი 9,000 8,000 04.02.2023 03.08.2021 8 280 000,00 8 179 412,13 2 წელი 8,900 8,000 04.02.2023 24.08.2021 1 950 000,00 1 880 711,09 5 წელი 9,300 8,125 28.01.2026 24.08.2021 2 000 000,00 1 935 884,70 5 წელი 9,200 8,125 28.01.2026 07.09.2021 180 000,00 178 931,16 2 წელი 9,100 8,000 04.02.2023 05.10.2021 2 630 000,00 2 633 869,11 2 წელი 9,000 8,000 04.02.2023 02.11.2021 2 920 000,00 2 940 592,04 2 წელი 9,100 8,000 07.12.2021 3 620 000,00 3 680 376,62 2 წელი 9,000 8,000 ს ულ 89 590 000,00 90 381 037 04.02.2023 1204.02.2023 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო საჯაროობის პრინციპის დაცვით, სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება საინვესტიციო სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, კვარტალურ სხდომებზე განიხილება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები და პორტფელის მდგომარეობა. საკანონმდებლო ცვლილებები 2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. პროექტით გათვალისწინებული იყო, როგორც არსებითი, ისე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელთა საჭიროება გამოვლინდა პრაქტიკაში, კანონის ამოქმედების შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება შეეხება დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვას. სისტემით უკვე უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ფიზიკური პირების, არამედ იურიდიული პირების დეპოზიტების გარანტირებული დაზღვევა და ანაზღაურება. ამით საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გაიზიარა შესაბამისი ევრო-დირექტივის მნიშვნელოვანი პრინციპები. აღნიშნული ცვლილებით იზრდება დაზღვევის სისტემის, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტის როლი და მნიშვნელობა. იურიდიული პირების დეპოზიტების გარანტირებული დაზღვევა, შექმნის უსაფრთხოების დამატებით გარანტიას, სტიმულს მცირე ბიზნესისთვის და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსა და კლიმატზე. სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა დაახლოებით 450 მლნ ლარით გაიზრდება. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ეფექტიანობა, რამდენადაც სააგენტოს უჩნდება ახალი ინსტრუმენტები საინვესტიციო საქმიანობის მეტი მოქნილობისთვის. ხოლო სადისკონტო ოპერაციების შესაძლებლობის გაჩენის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ფასიანი ქაღალდების სწრაფი განაღდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფონდის მიერ თავისი ძირითადი ფუნქციის - დეპოზიტორების სწრაფი და ეფექტიანი ანაზღაურების პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნას ანგარიში და განათავსოს თავისუფალი სახსრები სარგებლის მიღების მიზნით. კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ფონდიდან ანაზღაურების საკითხი. 13 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო რაც შეეხება ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს, მათი აუცილებლობა გამოვლინდა პრაქტიკაში - კანონის ამოქმედების შემდეგ. მათ შორისაა სადაზღვევო შემთხვევის და დეპოზიტის ცნებების განმარტების დახვეწა და რიგი პროცედურული საკითხების გამარტივება. საკანონმდებლო ცვლილებში აისახა დაინტერესებულ მხარეთა მიერ (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტი) წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შედის. საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე აქტივობები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების და სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის გათვალისწინებით, დაიწყო მუშაობა შესაბამის ცვლილებებზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, ასევე სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე. დეპოზიტების დაზღვევის მართვის საინფორმაციო სისტემას დაემატება ახალი ფუნქციონალები, რაც უზრუნველყოფს მის სრულ შესაბამისობას საკანონმდებლო ცვლილებებთან. ამასთან, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევა პროგრამის უკვე მოქმედ ნაწილში, რომელთა საჭიროება გამოვლინდა პრაქტიკაში. ამ მიზნით შემუშავდა პროგრამის განახლებისა და ახალი ფუნქციონალების აღწერის, ასევე ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე გამოცხადდა ტენდერი შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით. საკანონმდებლო ცვლილებები აისახა შესაბამის ნორმატიულ აქტებშიც, მათ შორის, განახლდა სააგენტოს დებულება, ასევე „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ“ და „კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების“ შესახებ ინსტრუქციები. განახლდა „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის“ ინსტრუქციაც, რომელიც 2022 წელს საბოლოო სახით დამტკიცდება. 14 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება ფუნქციონირების მე-5 წელს, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ, გააკეთა დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაში (IADI) გაწევრიანების განაცხადი. დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაცია (IADI), წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ პლატფორმას და ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც, უკანასკნელი ინფორმაციით, აერთიანებს 88 წევრ ქვეყანას, 9 ასოციაციას და 17 პარტნიორ ორგანიზაციას. დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვანია საქართველოში დეპოზიტების გაძლიერებისთვის. დაზღვევის აღნიშნული პლატფორმა, სისტემის შემდგომი საქართველოს განვითარების მისცემს და შესაძლებლობას სრულფასოვნად იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰქონდეს მუდმივი წვდომა მიმდინარე სიახლეებზე, გაიზიაროს გამოცდილება და მიიღოს ტექნიკური დახმარება სტრატეგიული პარტნიორებისგან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ორგანიზაციის წევრობა, გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ჩატარდეს მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებები. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სააგენტოს მიერ წევრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადი დაკმაყოფილდა და 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველო ოფიციალურად გახდება დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. საინფორმაციო კამპანია დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია. დამზადდა ანიმაციური ვიდეო-რგოლი, რომელიც 2022 წლის იანვარში (შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პარალელურად), განთავსდება ქვეყნის ძირითად ტელევიზიებში, როგორც სოციალური, ისე კომერციული რეკლამის სახით. რეკლამა ასევე გავრცელდება რადიო-ეთერების, სააგენტოს ოფიციალური ვებ და სოციალური მედიის გვერდების საშუალებით. 15 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო შესაბამისი ცვლილება შევიდა „კომერციული ბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისათვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციაში“. შედგა აქტიური კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან აღნიშნული სიახლის შეტყობინების და მასთან დაკავშირებული შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით. ინსტრუქციის შესაბამისად, დამზადდა განახლებული საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მიეწოდათ კომერციულ ბანკებს ოფისებში განსათავსებლად. ასევე, კომერციულ ბანკებს მიეცათ განმარტება კლიენტებთან ხელშეკრულებებსა და ვებგვერდებზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ არსებული ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებით. სოციოლოგიური კვლევა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობადობის შესწავლის სოციოლოგიური კვლევისთვის მზადება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტენდერის გზით გამოვლინდა კომპანია „ACT საქართველო“. კომპანიასა და სააგენტოს შორის აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა კითხვარი, რომლის საშუალებით, სატელეფონო ინტერვიუების გზით, გამოვლინდება ქვეყნის მასშტაბით სისტემის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცნობადობა. ამავდროულად, კვლევა გამოავლენს, ზოგადად, საბანკო სექტორის მიმართ საზოგადოების ნდობას, დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან მიმართებით არსებულ განწყობებს და იმ საინფორმაციო წყაროებს, საიდანაც მოსახლეობა მეტად იღებს ცნობებს სისტემის შესახებ. მსგავსი ტიპის კვლევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის შემდეგ პირველად ტარდება. მისი შედეგები სააგენტოს მისცემს მომავალი მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების სტრატეგიულად დაგეგმვის შესაძლებლობას. სოციოლოგიური კვლევის საბოლოო შედეგი 2022 წლის დასაწყისში იქნება ცნობილი. 16 დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები გაწერილია შესაბამისი წლის ბიუჯეტით და ფინანსდება დეპოზიტების დაზღვევის ფონდის სახსრებით. ფონდის შემოსავლების მთავარ ნაწილს წარმოადგენს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული პირველადი შენატანები, რეგულარული სადაზღვევო შენატანები და საინვესტიციო საქმიანობისგან მიღებული სარგებელი. სააგენტოს აქვს ფონდის და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, რომლის საშუალებითაც ახორციელებს ანგარიშსწორებას კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტი, დამტკიცებული სააგენტოს უფროსის მიერ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგენდა 725000.0 ლარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 682497.53 ლარი (ცხრილი #8). ცხრილი #8: დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ, 2021 წელი სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო გეგმა ვალდებულება გადახდა ჯამი 725,000.00 693,523.86 682,497.53 ხარჯები 719,000.00 687,613.86 676,587.53 შრომის ანაზღაურება 339,000.00 309,095.24 309,095.24 საქონელი და მომსახურება 367,500.00 366,324.41 355,298.08 სოციალური უზრუნველყოფა 12,000.00 12,000.00 12,000.00 სხვა ხარჯები 500.00 194.21 194.21 არაფინანსური აქტივების ზრდა 6,000.00 5,910.00 5,910.00 17