„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ნინო იობაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი, ანზორ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, ხათუნა კვიციანი, თეონა აქუბარდია, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი
ნომერი
#07-3/205/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 100 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 11911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი 1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 2. მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: ა) რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; დ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 3. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებათა აღმოფხვრა. 4. სასამართლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის დამადასტურებელ სასამართლო აქტს კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები. 1 მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლი ითვალისწინებს ტერმინის „მარტოხელა მშობელი“ განმარტებას და ადგენს, რომ მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი; ამასთანავე, ტერმინები „მარტოხელა დედა“ და „მარტოხელა მამა“ იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია შემდეგი სახით: − მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილი). − მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის N79/N01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის“ მე-2 მუხლით განსაზღვრულია მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის დადგენის შემდეგი ძირითადი პირობები: − მარტოხელა დედის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ: ა) დედა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის მონაცემები ან მონაცემების მითითება მოხდა დედის განცხადებით (ბავშვის მამის სახელი განისაზღვრა დედის განცხადებით და მამის გვარად განისაზღვრა დედის გვარი); ბ) მშვილებელი ქალი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად 1 − აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად. მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, თუ: ა) მამა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის დედის მონაცემები; ბ) მშვილებელი კაცი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტში დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად. 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული N1/6/1320 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის ზემოაღნიშნული მე-2 და მე-3 ნაწილები 1 საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან2 მიმართებით. ამ საქმეში შესადარებელ პირებს განეკუთვნებოდნენ „ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, მაგრამ იმის გამო, რომ ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული არასრულწლოვანი შვილი/იმყოფებიან ქორწინებაში ან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არსებობს ჩანაწერი მეორე მშობლის შესახებ, ვერ იღებენ მარტოხელა მშობლის სტატუსს.“ 3 აღნიშნულ შესადარებელ პირებთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „აშკარაა, რომ ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები: „2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.“ 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ 3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13, აგრეთვე II-5-11: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 1 2 ერთპიროვნულად მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს შესაბამისი სტატუსის მისაღებად, მოკლებული არიან სხვადასხვაგვარ სამართლებრივ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ამდენად, სახეზეა განსხვავებული მოპყრობა შესადარებელ პირებს შორის.“ 4 საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ასევე ზემოაღნიშნულ შესადარებელ პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის საკითხზე და მიუთითა შემდეგი: „[ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა ის კატეგორია, რომლებიც] მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული პირები არსებითად ისეთივე საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით, როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები. ორივე შემთხვევაში, სახეზეა არსებითად მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა და, შესაბამისად, არსებითად მსგავსი სამართლებრივი ინტერესი. ამრიგად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის დასახელებული პირები არსებითად თანასწორნი არიან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლებთან შედარებით და აშკარაა, რომ ამ ნაწილში სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვას.“ 5 ბოლოს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „არ იკვეთება სადავო ნორმის საფუძველზე არსებითად თანასწორ პირთა შორის დადგენილი განსხვავებული მოპყრობის რაიმე რაციონალური საფუძველი. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ პასუხობს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.“ 6 ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 5 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 4 3 „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი კანონით წესრიგდება. შესაბამისად, ამ საკითხის კანონით ახლებურად მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლში; კერძოდ, აღნიშნული მუხლი ახალი რედაქციით ყალიბდება შემდეგი სახით: მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი 1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 2. მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: ა) რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; დ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 3. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებათა აღმოფხვრა. 4. სასამართლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის დამადასტურებელ სასამართლო აქტს კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 ივლისიდან, რაც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ცნობასთან. 7 წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მინიჭებაში მონაწილე ორგანოებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან, აგრეთვე მარტოხელა მშობლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებისა და მისთვის განსაზღვრული შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამებისთვის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29, II-30, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 7 5 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ფართოვდება მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირთა წრე, რამაც შესაძლოა შესაბამისი გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, მარტოხელა დედის გარდა, მარტოხელა მამაზედაც გავრცელდება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით ფართოვდება მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირთა წრე, რაც დაკავშირებულია მარტოხელა მშობლისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებსა და მისთვის განსაზღვრული შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამების (ასეთების არსებობის შემთხვევაში) დაფინანსებასთან. ამდენად, ამ საკითხმა, შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა გამოიწვიოს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით ფართოვდება მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირთა წრე, რაც დაკავშირებულია მარტოხელა მშობლისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებსა და მისთვის განსაზღვრული შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამების (ასეთების არსებობის შემთხვევაში) დაფინანსებასთან. ამდენად, ამ საკითხმა შესაძლოა აღნიშნული პირების შემოსავლების გაზრდა გამოიწვიოს. 6 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად აისახება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობიდანაც. 8 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის N1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12956 8 7 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ნინო იობაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი, ანზორ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, ხათუნა კვიციანი, თეონა აქუბარდია, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი. 8