საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6188/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-10
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-6188/22 10-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის N60/3 გადაწყვეტილებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძისა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) განხილვა. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 11 აპრილის N139/9 გადაწყვეტილებით კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდა მიმდინარე წლის 11 მაისამდე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს პროექტის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენას, გთხოვთ, დასახელებულ კანონპროექტზე 2 თვით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge