საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 3-6 მაისს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ე. ბოლქვაძე, ი. მეზურნიშვილი, ა. ოხანაშვილი, დ. მათიკაშვილი) სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-6294/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-11
ბიუროს ნომერი 148 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-6294/22 10-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2022 წლის 3-6 მაისს იტალიის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი „2“ ფურცელი. პატვისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ანგარიში იტალიასა და ვატიკანში 2022 წლის 3-6 მაისი 2022 წლის 3-6 მაისს განხორციელდა პარლამენტის წევრების ვიზიტი იტალიის რესპუბლიკასა და ვატიკანში. დელეგაციაში იმყოფებოდნენ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, მისი პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა ჩაატარეს მნიშვნელოვანი შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის პარლამენტში და წმინდა საყდარში. 1. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იტალიის დეპუტატთა პალატის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვიტორია კაზას შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. შორის აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეა და იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გასამყარებლად სურვილი გამოთქვა სექტემბერში საქართველოში ვიზიტზე, რაც ყველაფერთან ერთად, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ქვეყნის მკაფიო მხარდაჭერაა. 2. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის - World Summit of Nobel Peace Laureates - წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები საეკლესიო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის რექტორის მოადგილეს, პადრე/მაესტრო დონ რენე ჰერნანდეცს შეხვდნენ. დელეგაციამ დაათვალიერა სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქართული საეკლესიო მუსიკის გაცნობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობასა და საეკლესიო მუსიკალურ ფესტივალებში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობის შესაძლებლობაზე. 4. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტს, მონსინიორ სერჯო პაგანოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ვატიკანის არქივებში არსებული ქართული ხელნაწერების შესწავლის თაობაზე. ასევე განიხილეს კულტურის კომიტეტის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნის პერსპექტივა, რომელიც ვატიკანის სხვადასხვა არქივებში დაცული უმნიშვნელოვანესი ქართული დოკუმენტაციის მოძიების, შესწავლისა და კატალოგიზაციის საკითხებზე იმუშავებს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. 5. ასევე აღსანიშნავია საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვატიკანში. წმინდა საყდრის არქივებში საქართველოს თემატიკაზე არსებული ხელნაწერი მასალების მოძიებისა და შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელნაწერების კატალოგიზაციის საკითხებზეც.