„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 03/11/2009, სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.003.644) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 3325 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„2022 წლის 1 ივლისამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი
წესი“
2. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2022 წლის 1 ივლისამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით
შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული
თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია
პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების
აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია
დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი წარმოდგენილია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის
პროექტთან ერთად. კანონპროექტის მთავარი მიზანია, პანდემიის დროს მიღებული
რეგულაციის გაუქმება 2022 წლის 1 ივლისს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის დღეს არსებული რეგულაცია მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე.
გამომდინარე აქედან, თარიღის ცვლილებისათვის აუცილებელია კანონის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ნორმის მოქმედება შეწყდება 2022 წლის
1 ივლისს, რაც, ცალსახად დადებითი შედეგი იქნება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსია, კანონის მოქმედება 2023 წლის 1 იანვრის
ნაცვლად, შეწყდეს 2022 წლის 1 ივლისს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პანდემიის
გამო დაწესებული შეზღუდვების უდიდესი ნაწილი მოხსნილია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება, რადგანაც კანონპროექტის ინიციატორი
არ არის საქართველოს მთავრობა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონი დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ძალაში, რადგანაც მისი ეფექტი უნდა
დადგეს 2022 წლის 1 ივლისს. კანონს უკუძალა არ ენიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთები არ არსებობენ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი.