„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ
საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
ა) ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 72-ე-74-ე პუნქტები:
„72. ბერაია ირაკლი (დაჩი)
73. მაჭარაშვილი გურამ
74. შატაკიშვილი ირაკლი.“;
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს
დაემატოს შემდეგი შინაარსის 95-ე პუნქტი:
„95. შატაკიშვილი ირაკლი.“;
გ) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს
პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე პუნქტი:
„86. მიქანაძე გივი.“;
დ) ესპანეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 71-ე პუნქტი
„71. ლაშხი მარიამ.“;
ე) ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 18-ე პუნქტი
„18. ლაშხი მარიამ.“;
პროექტი
ვ) ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 52-ე პუნქტი:
„52. მიქანაძე გივი.“;
ზ) კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 54-ე პუნქტი:
„54. ლაშხი მარიამ.“;
თ) კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 19-ე პუნქტი:
„19. ლაშხი მარიამ.“;
ი) ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 66-ე პუნქტი“
„66. ლაშხი მარიამ.“;
კ) ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 63-ე პუნქტი:
„63. ლაშხი მარიამ.“;
ლ) მექსიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 17-ე პუნქტი“
„17. ლაშხი მარიამ.“;
მ) მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 54-ე პუნქტი:
„54. ლაშხი მარიამ.“;
ნ) პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 57-ე პუნქტი:
„57. ლაშხი მარიამ.“;
ო) რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე19 პუნქტი:
პროექტი
„19. ლაშხი მარიამ.“;
პ) საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 57-ე პუნქტი:
„57. ლაშხი მარიამ.“;
ჟ) საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 51-ე პუნქტი:
„51. ლაშხი მარიამ.“;
რ) საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 83-ე პუნქტი:
„83. ლაშხი მარიამ.“;
ს) ტაილანდის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. ლაშხი მარიამ.“;
ტ) უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე
პუნქტი:
„82. ლაშხი მარიამ.“;
უ) უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე
პუნქტი
„51. ლაშხი მარიამ.“;
ფ) ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 57-ე პუნქტი:
„57. ლაშხი მარიამ.“;
ქ) შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 66-ე პუნქტი:
„66. შატაკიშვილი ირაკლი.“;
ღ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 66-ე პუნქტი:
პროექტი
„66. ლაშხი მარიამ.“;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის
№241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების შემუშავების მიზეზია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში
შექმნილი უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში გაწევრიანების თაობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის
წევრების სურვილით გაწევრიანდნენ საქართველოს პარლამენტში შექმნილი უცხო ქვეყნის
პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები გაწევრიანდებიან
უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში, ამ წევრების მიერ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისთვის გაკეთებული წერილობით მიმართვების შესაბამისად.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრები გაწევრიანდებიან
უცხო ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში, ამ წევრების მიერ გამოხატული
ნების შესაბამისად.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მისი მიღებისთანავე, რათა მეგობრობის ჯგუფის
ვიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში, ამ ვიზიტში მონაწილეობის მსურველმა, ან მონაწილეობის
მისაღებად მიწვეულმა პარლამენტის წევრმა დაყოვნების გარეშე შეძლოს ვიზიტში
მონაწილეობის მიღება. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის
ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
მეგობრობის ჯგუფების წევრთა მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება
საართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს მასში მითითებული
პირებისთვის.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი
შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება;
დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი
ხელშეკრულებებს;
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.