„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/147/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06/11/2009, მუხ 191) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10-ე პუნქტები: „9. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უწევს სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს სამსახური. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“. მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და პირობები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფას, მათთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა სამსახურის თანამშრომლებმა შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნით, თვითრეალიზება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები განსაზღვრულია კანონით, შესაბამისად აღნიშნული გარანტიების გაფართოება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს იმ თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უწევს სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ფართის შეცვლასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლში, რომელსაც ემატება მე-9 და მე-10 პუნქტები. კერძოდ, პროექტით შემოთავაზებული მე-9 პუნქტი ადგენს თანამშრომლის სოციალურ გარანტიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს იმ თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უწევს სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება, რაც დაკავშირებულია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, ხოლო მე-10 პუნქტი ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას, დაადგინოს საგამოძიებო თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და პირობები. სამსახურის ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2022 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ევალება 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და პირობები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს იმ თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტში გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი უწევს სხვა საცხოვრებელი ფართის შეცვლასთან. დღეის მდგომარეობით 16 თანამშრომელია რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ სხვა მუნიციპალიტეტში. საშუალოდ წლის განმავლობაში მათი რაოდენობა შეადგენს 16-24 პირს, ხოლო წლიური ხარჯი საცხოვრებელი ფართის ქირისათვის- დაახლოებით 80 000 – 100 000 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სხვა მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად გადასვლისას მათ აღარ მოუწევთ საკუთარი სახსრებიდან საცხოვრებლის დაქირავების ხარჯების უზრუნველყოფა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ/მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.