საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/141; 20.04.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-6544/22
16-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადამიანის სისხლის და მისი
კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების (N07-2/141; 20.04.2022)
განმხილველ ერთ-ერთ კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად − ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტი. როგორც წამყვან კომიტეტს, მოგვმართა იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა (2-6503/22 13.05.2022), საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით
გაგრძელებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით,
უზრუნველყოთ წარმოდგენილი ინიციატივის საკომიტეტო განხილვის ვადის 30
დღით გაგრძელება.
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge