საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/207; 04.05.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6594/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-16
ბიუროს ნომერი 150

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-6594/22 16-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/207; 04.05.2022). წარმოდგენილი კანონპროექტებით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება იწყება ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან. შესაბამისად, იმისათვის, რომ გაუმართლებელი დაბრკოლება არ შეექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების განხორციელებას, მიზანშეწონილია, აღნიშნული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ამრიგად, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი